Jump to content


ამ თემას აქვს 40 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

სალამი ბატონებო!! ..კაი 1 წელი გასულა რაც რეპორტი აღარ გამიკეთებია და ამიტომ დღეს გადავწყვიტე ეს ჩემთვის უსიამოვნო პაუზა დამერღვია!..თუმცა ,,საარაკო" საქმენის მოლოდინს არ შეგიქმნით, ეს უფრო საკუთარი ძალების მოსინჯვაა  თხრობისა ვიდრე  ბატალიებით და მრავალფეროვანი პასაჟებით აღსავსე რაპორტი!!!.დავიწყოთ იქედან  რომ ამ სეზონის გახსნას მეც ისეთი იმედითა და გულისფანცქალით ველოდი ,როგორც პატარა ბავშვი საახალწლო ნაძვის ხის მორთვას ელის! დასამალი არაა და .. უსიამოვნო იმედგაცრუებით დაიწყო 2017-2018 სამონადირო წელი !.. მწყერმა ჭიტა ქნა და ჩვენ რომ ამუნიციას ,,ვეფერებოდვწმენდვალაგებდით" შეტყობინებაც არ დაგვიტოვა ისე დაახვია აქედან. ამას ისიც დაემატა რომ  ჩემზე ,,ჭკვიანმა და მოხერხებულებმა"  სეზონის გახსნამდეც მოასწრეს ბილეთ დარჩენილი მწყერების სადავეზე ჩამოკიდება და შემრჩა  პირველი დღე ცისკენ ლულებაშვერილი თოფით ხელში და წინა დღით დახოცილ- მიტოვებულ მწყერზე ნაბულზე მდგარი ,რინგოს ცქერით!.. სულ 4 ცალი!!! ... არც მეორე ,არც მესამე გასვლამ იმედი არ ჩასახა..წავიდა და რას ვიზამთ?!..  მაროკოში ვერ გავეკიდები!.. ხო და იმას ვამბობ რო..   იცი რომ არაა და მაინც არ გასვენებს გამჩენი,მაინც იქეთ გექაჩება!!.. მერე ლოგინში დასაწოლად გახაზირებულს რომ დაგირეკავენ ,,ხო არ წავსულიყავით?! ძაღლები ფეხს მაინც გაშლიანო"-ს რომ გეტყვიან რაღა ძილი მოგეკარება?!.. ხოდა უკაცრავად თქვენთან და ამევიწიე ხვანჯარი და 2 მეგობართან ერთად დავადექი მარნეულის გზას იმაზე ფიქრით და სჯა-ბაასით როგორმე ისეთი ,,კომბინირებული "სავარგული შეგვერჩია, რომ ნაკლები ალბათობით მწყერი და დიდი ალბათობით ჩიბუხა მაინც ყოფილიყო!! ,,ვინც ეძებს ის პოულობსო" ნათქვამია და ჩვენც ვიპოვეთ! მანქანიდან გადმოსული არ ვიყავით რომ სადღაც ახლოს სროლა გაისმა და რამოდენიმე წამში ჩერიოკების უკაცრავად ..ჭიკვარას პატარა გუნდმა ისე ახლოს გადამიფრინა კინაღამ ქუდი მომხადა!!! სასიამოვნო სანახავი იყო ,მაგრამ უდროო!.. მოკლედ დავიწყეთ იმედიანად და შემართებით,მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო მწყერი არ ჩანდა ,.. არ ჩანდა ჩიბუხაც!.. კაი ხნის სიარულის შემდეგ მოხდა ისე რომ 4 ცალი სვებედნიერი და  გუმანმახვილი მწყერი ზალპის გარეშე გაგვეცალა ,.. კაი შორს ამოფრინდნენ!!! ამასობაში 9 საათსაც გადაცდა ,დავდივართ დაღლა შემოპარულები და მეგობრის სეტერი ულამაზეს ნაბულზე  დადგა,..თქვენ წარმოიდგინეთ მწყერი იყო  :ki: ..თემო შურღაიამ მისი  აყვანილი მწყერი ისეთი ნაღვლიანი ღიმილით გადმომაწოდა რომ მივხვდი მწყერზე ნადირობა დამთავრდა!!!!..უკან მომავალთ მოკლეზე წყლიანი მინდორი უნდა გაგვევლო ,ასეც იყო დედლაინით..იმის გათვალისწინებით რომ ჩიბუხა ჩიბუხის თამაშს ცოტა მოგვიანებით კაი გადენებულზე იწყებს!..ორმა თუ სამმა  ისე შემოგვჭყივლა რომ აზრიც არ ქონდა სროლას,საბოლოოდ ერთის აყვანა მაინც მოახერხა თქვენმა მონამორჩილმა!!! ასე რომ ამ ნადირობამაც ჩეიარა ქორივით,თუმცა იმით მაინც ვარ კმაყოფილი რომ ამ ჩემმა ბედოვლათმა ჩიბუხასთან პირველი ნათლობა მიიღო!!! აგერ პაწა მარიაჟიც!!!!

 

d4b8ada44880.jpg

e48338b4f7cf.jpg

81c0fc205118.jpg

25b46a85e766.jpg

dc38a2076495.jpg

314bc258866e.jpg

3ad8d0e9f9aa.jpg

0ac048d16aee.jpg

 


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე დიმიტრი ბატონო. ყოველთვის მეღიმება შენი პოზიტიური და იუმორით გაჯერებული რეპორტების კითხვისას. აი დღესაც ახალი სიტყვა შეემატა ჩემ ლექსიკონს .

ვეფერებოდვწმენდვალაგებდით

:bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გაიხარე ბაბუ დასარეპორტებელი იყოს და ვეცდები კიდევ!!!!!



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიმა უშედეგო გასვლაზე ისე სახალისოდ წერ რომ წარმომიდგენია შედეგიანზე რას  იზამ. ჩემის მხრივ ვფიქრობ რომ ხელი უნდა შეგიწყო ხო და დამდეგი კვირის განმავლობაში დავგეგმავ ერთ გასვლას და ძალიან დიდი იმედი მაქვს მერე ერთ კოხტა რეპორტსაც ხალისით გადავიკითხავ

;) 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

გაიხარე დიმა, ძალიან სახალისო რეპორტია. :bravo:



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაიცათ თემურამ სანადიროდ წაგიყვანათ და ვერაფერი? გასაკვირია 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მაიცათ თემურამ სანადიროდ წაგიყვანათ და ვერაფერი? გასაკვირია 

 

არ იყო აჩი  თორემ ჩვენც ეგ არ გვინდოდა?... თემო წმ.ჰუბერტია თუ ნადირობის ქალღმერთი დალი . არ იყო და თემოს რა უნდა ექნა?

 

დიმა უშედეგო გასვლაზე ისე სახალისოდ წერ რომ წარმომიდგენია შედეგიანზე რას  იზამ. ჩემის მხრივ ვფიქრობ რომ ხელი უნდა შეგიწყო ხო და დამდეგი კვირის განმავლობაში დავგეგმავ ერთ გასვლას და ძალიან დიდი იმედი მაქვს მერე ერთ კოხტა რეპორტსაც ხალისით გადავიკითხავ

;) 

 

ორშაბათიდან პარასკევამდე მივლინებაში ვარ მუდამ, ისე რომ მარშრუტიც არ ვიცი წინასწარ,.. ამიტომაც ვერ ვაქტიურობ ბაბუ !!თქვენთან ყოფნას რა სჯობია,უქმეებზე გენაცვალოთ ჩემი თავი !! мы еще увидимся.. я так думаю !!!!

 

გაიხარე დიმა, ძალიან სახალისო რეპორტია. :bravo:

გორდა გაიხარე!



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

 

არ იყო აჩი  თორემ ჩვენც ეგ არ გვინდოდა?... თემო წმ.ჰუბერტია თუ ნადირობის ქალღმერთი დალი . არ იყო და თემოს რა უნდა ექნა?

ეე თემურა მაგარია 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაიცათ თემურამ სანადიროდ წაგიყვანათ და ვერაფერი? გასაკვირია 

ამ კომენტარზე გამახსენდა ერთი ჩინური ანდაზა. "ძნელია იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში. მითუმეტეს თუ კატა საერთოდ არაა ამ ოთახში" :0030: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

ზუსტად!!!! :ki:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა მეგობრებო, როგორ მოგეწონათ , ამ სეზონის პირველი რეპორტი?  ველით ავტორისაგან ცხელ-ცხელ ამბებს ;)  :ki: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

:good:  :good:  :good:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti
AVE LEGION !!!.. მოკლედ ჩემო დენთისმიერო ძმებო დროის უქონლობის გამო მოგვიანებით გთავაზობთ პაწია რეპორტს,.. უფრო სწორად ჩანახატს, რომელიც ერთი კვირის წინ ჩაიბეჭდა წარსულის მოგონებებში . 
წინა შაბათს კოჯრის მიდამოები მოვიარეთ  მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, იმის იმედით რომ ჩემს სანადირო ვიზავის ტყის ქათამს დავაფრთხობდით მაინც , ვინაიდან  ჩემი ოთხფეხა მეგობარი მაინდამაინც არაა დაკვალიფიცირებული მასთან ჭიდილში, მითუმეტეს დათო ილურიძის ახალბედა ქალბატონი პოინტერი ,,პიქსი"!!!
ბევრი ვიარეთ მეთქი  ვერ ვიტყვი, თუმცაღა არც ცოტა.. უფრო სწორად მე დაღმართში ვარ ,,ზილივით" სწრაფი, თორემ აღმართს რომ დავინახავ  იქვე თავდაღმართს ვეძებ ხოლმე)))))!!!.. მოკლედ  მინდა გითხრათ რომ ფრიად ნასიმოვნები დავრჩი ქალბატონი ,,პიქსით".. დებიუტანტის პირობაზე მშვენივრად მოძრაობდა მექათმე ძაღლისათვის დამახასითებელი მანერით !!! .. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი უცებ დათოს აღტაცებული კივილი გაისმა ,, ბრავოო..გენაცვალე პიქსი"!!! ..  აღმოჩნდა რომ თუმცა გაუზრებლად მაგრამ რაღაც ინტუიტიურად თავზე წაადგა და მყუდროებადარღვეული ქათამი ისე წამოაფრინა  რომ შემოდგომის ხალიჩის  ძირს გაფენილი ფოთლები ისევ ჰაერში ფარფატებდენ მე როცა იმ ადგილს  მივვარდი!!!..ესეც პირველი ნათლობა !!!!!..( ამ ჩემსას თუ ,,ჩემისას" ან ნათლია არ უვარგა, ან ქათამზე ,,პრიშჩიკებს " აყრის ,.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო>>.)..  ქათამთან ეს  პირველი შეხვედრა გასროლის გარეშე დასრულდა !                                         
არც თუ დიდი ხნის შემდეგ დათომ მოშორებით დაიყვირა - ,, ნაბულზე დადგა"!!..  ,,პიქსიმ " კვლავ ააფრინა ქათამი უკვე ნაბულით და დათომ აღარ დააყოვნა და გაისროლა,თუმცა უშედეგოდ..  სწაფადვე მიიმალა ფოთოლში!..თუმცა , ამ გასროლას მოყვა ის რომ იქვე  იმ ადგილის მიმდებარედ ალბათ 10 მეტრიან რადიუსში კიდევ სამი ქათამი ერთდროულად აფრინდა!!!... დედააა იქ ამბავი ატყდაა?!.. დავიწყე ეს მუსიკალურ- სამონადირეო კანტატა მე..  4 გასროლით, ამყვა გეგე ( მეორე მეგობარი) და კონტრაპუნქტში უნისონი შექმნა ილურამ !!!... სიმწრით დამუნჯებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.. ბოლოს  გეგემ -,, გული მაინც არ გაუსკდათ ამ შობელქათმებსო?!"" ამოილუღლუღა და იქვე კუნძზე ჩემოჯდა!   ილურამ -,,ერთი დავინახე სადაც ჩაჯდაო"..  და დავიძარით !!! შემაღლებულ ბორცვზე ეკაბალ-ბარდებით გაჯერებული ადგილი შეარჩია ქვათარამ!!! დაიგეგმა ალყა.. მარცხენა ფლანგიდან შეუტევდა ქვეითი არმიის მარშალი კონევი(გეგე) , შუიდან უკრაინის 1 ფრონტის  არმიის მთავარსარდალი გენერალი ვატუტინი (ილურა) და ბოლოს მარჯვნიდან მექანიზირებული არმიის მთავარსარდალი როკოსოვსკი(მე)...ადგილს პირველი მე მივუახლოვდი!!!( რინგო სადღაც მოშორებით დათხლიშინობდა)... ვიგრძენი,..ძალიან ვიგრძენი გასუსული ქათმის  სუნი, რაც ვუახლოვდებოდი მით მეტი ადრენალინი მაწვებოდა, ხერხემალზე ლამის მალები ამომძვრა ისე ვიყავი დაჭიმული ,..თავი   წინწაწეული და ოდნავ ზემოთ შემართული ცხვირით , კარგად რომ მეკონტროლებინა ჰაერის ჭავლი!!! ვუახლოვდებოდი ნელა,.. მიტანებებით და ბოლოს მყარი ნაბულზე მდგარმა მარცხენა ხელიც ავკეცე !!! 3-5 წამში ქათამმა დაიფრთხიალა.... ,,რინგო ესროლე!"-მეთქი და გამახსენდა რომ თოფიც მე მქონდა და აღარ დავაყოვნე ვესროლე მარა ... ბრანწი ! ავაცილე.. ( ყველაფერს ერთად ჯერ ვერ ვახერხებ), სამაგიეროდ ვატუტინმა იმარჯვა და ორი გასროლის შემდეგ ძირს დასცა ნანატრი ქვათარა!.. შემომხედა, მადლიერმა შემაქო და ლოყაზე ხელიც მომითათუნა!!!.. მარა შაქრის ნატეხი არც ამ ჯერზე არ მომცა  გოთვერანმა!!!  ასე იყო ეს ამბავი ჩემო ძამიებო!! ყველას საუკეტესო და სახალისო ნადირობას გისურვებთ!!!!!
 

4304777fbcfa.jpg

82f7611bf050.jpg

038be67a3f3a.jpg

2eb1ac0285ba.jpg

3191eb1d7490.jpg

561ee1af8b56.jpg

094f0834ef4b.jpg



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:good:  :good:  :bravo:  :bravo:  :bravo:  კარგია , გაიხარეთ მეგობრებო 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

P.S.დღესაც გახლდით ბატონებო  და მოსაყოლი და მით უმეტეს სახალისოც არაფერია!! ინახა ორი , 1 აიყვანა თემო შურღაიამ  1-იც თქვენმა მონამორჩილმა გამაზა კვლავ ცუდი ხილვადობის გამო!!!... ერთს დავამატებ  და ვიტყვი ხმამაღლა თემო შურღაია მაგარი მონდირეა თავს ლავერაკიანა.. ნუ ძაღლი ქათამს არ მაზავს!..+ კურდღელსაც !!! დღესაც წამოაგდო!!!!

 

54e35df28c2f.jpg

f7eb9bb64aaa.jpg

3edda63b8fa3.jpg

f7d3cfcabc3a.jpg

8a700f7b5c8b.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?