Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

სელევკიდების იმპერია

 
cJWrIZV.jpg
სელევკიდების იმპერია ყველაზე დიდი ელინისტური სახელმწიფო იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოიშვა. თავისი აყვავების პერიოდში იმპერია ეგეოსის ზღვიდან თითქმის ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.
სელევკიდების იმპერიის დაარსება მიეწერება ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთ საუკეთესო სარდალს და იმპერიის მემკვიდრე “დიადოხოსს”, სელევკოსს, რომელმაც ისარგებლა თავისი მძლავრი მოწინააღმდეგის, ანტიგონე ცალთვალას დასუსტებით გაზესთან ბრძოლაში (ძვ.წ 312 წ) და დაეუფლა ალექსანდრეს იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს: სუზიანას, ბაბილონს, მიდიას, სპარსეთს და სხვა სატრაპიებს ჰინდიკუშის ქედამდე, სადაც ინდოეთის მეფესთან, ჩანდრაგუტპა მაურია I-თან ზავი დადო და სამაგიეროდ 500 საბრძოლო სპილო მიიღო. სელევკოსმა ანტიგონე ცალთვალა იპსოსთან(ძვ.წ 301) ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხა და სირიას და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს დაეუფლა. ამოდენა იმპერიის სამართავად სელევკოსმა ყველა პროვინციაში ააგო ბერძნული ქალაქები, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა აზიის ელინიზაცია. სელევკოსის იმპერიას აღმოსავლეთ და დასავლეთ დედაქალაქი ჰქონდა, სელევკია და ანტიოქია.

Seleuco_I_Nicatore.JPG
                                                          სელევკოს I ნიკატორი     

სელევკოს I-ის მემკვიდრე და სელევკიდების იმპერიის მმართველი ანტიოქე I სოტერი(ძვ.წ 280-261) ებრძოდა სამ ელინისტურ სახელმწიფოს: ეგვიპტეს, პონტოს და ბითინიას. მისი მმართველობისას გამოაცხადა დამოუკიდებლობა პერგამონმა, მცირე აზიის ცენტრალური ნაწილი კი გალატებმა(კელტური წარმოშობის ტომი) დაიპყრეს. ეგვიპტის მეფემ, პტოლემაიოს II ფილადელფოსმა სელევკიდების სახელმწიფოს ქალაქი მილეტი წაართვა. ანტიოქე I-მა დიდი გაჭირვებით შესძლო გალატების შეტევების მოგერიება და ისინი ჩრდილოეთით განდევნა, ხოლო ეგვიპტესთან ერთსაუკუნოვან სირიულ ომებში ჩაება. ანტიოქემ მოახერხა ეგვიპტის მეფის შეტევის მოგერიება სირიაში, მაგრამ ფინიკია, კელესირია და მცირე აზიის სამხრეთი საზღვრები ეგვიპტეს დარჩა. ანტიოქე I-მა ერთხელ პერგამონის დაბრუნება სცადა, მაგრამ სრული წარუმატებლობა განიცადა.
Seleucid-Empire_200bc-smaller.jpg

ანტიოქე II ტეოსმა(ძვ.წ 261-246) კავშირი შეკრა მაკედონიის სამეფოსთან, აღმოსავლეთ სატრაპიებიდან ძალები მოკრიბა და ეგვიპტესთან ომი განაახლა, მან ისარგებლა ეგვიპტის ფლოტის დამარცხებით კოსესთან (ძვ.წ 258) და დაეუფლა მილეტს, შემდეგ კი კილიკიასა და პამფილიას. ანტიოქეს II-ს ჯარებმა შეძლეს მთელი ფინიკიის ხელში ჩაგდებაც. ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს II იძულებული გახდა ზავი დაედო სელევკიდებთან და მშვიდობა დინასტიური ქორწინებითაც განემტკიცებინა. ანტიოქე II გაეყარა თავის ცოლს, ლაოდიკეას და პტოლემაიოსის ასულზე, ბერენიკეზე დაქორწინდა.
022313JSBA031.jpg
                                             ანტიოქე II-ს გამოსახულება მონეტაზე
 
ძვ.წ 246 წელს ლაოდიკეამ თავისი ყოფილი ქმარი მოწამლა, ხოლო დედოფალი ბერენიკე და მისი მცირეწლოვანი შვილი ამოახოცინა. ტახტი სელევკოს II კალინიკამ დაიკავა. ეგვიპტის მეფემ, მოკლული ბერენიკეს ძმამ, პტოლემაიოს III ევერგეტმა ომი დაიწყო სელევკიდებთან. ეგვიპტელებმა დაიპყრეს მთელი სირია ანტიოქიის ჩათვლით და მესოპოტამიის სამხრეთი ნაწილი. სელევკოს II მცირე აზიაში გაიქცა. სელევკიდთა კუთვნილი ბაქტრია აჯანყდა და დამოუკიდებელი გახდა. მიუხედავად ამისა სელევკოს II-მ მაინც მოახერხა თავისი, თითქმის დაცემული ქვეყნის აღდგენა, რასაც ხელი შეუწყო ეგვიპტის აჯანყებას პტოლემაიოს III-ის წინააღმდეგ.
$%28KGrHqZ,%21hgF%21yT3+pS,BQS06hEtkw~~6
                                            სელევკოს II-ს გამოსახულება მონეტაზე
 
სელევკოსი ხელახლა დაეუფლა მესოპოტამიას და სირიას. მიუხედავად ამისა მესამე სირიული ომიდან სელევკიდების იმპერია მაინც დამარცხებული გამოვიდა, რადგან დაკარგა ქალაქი მილეტი და მთელი ფინიკია. სელევკოს II-ის წინააღმდეგ მისივე ძმა ამოქმედდა. ორი ძმა ერთმანეთს ანკირასთან(ანკარა) შეხვდნენ ბრძოლაში და სელევკოს II დამარცხდა. მცირე აზიის მმართველად სელევკოსის ძმა, ანტიოქე ჰიერაკსი გამოცხადდა. სელევკოს II-ს ბრძოლა მოუწია პართიაში აჯანყებულ არშაკთან, მან გაიმარჯვა და პართია ისევ სელევკიდების ვასალად დარჩა, თუმცა ბაქტრიამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.  
126-Antiochus-III-3.jpg
                                                            ანტიოქე III -ს ბიუსტი

ანტიოქე III დიდმა, სელევკოსის მემკვიდრემ სცადა აღედგინა სელევკიდების იმპერიის საზღვრები, მაგრამ ძვ.წ 190 წელს მაგნეზიასთან სასტიკად დამარცხდა რომაელებთან ბრძოლაში და დაკარგა საკმაოდ დიდი ტერიტორიები, მათ შორის ტავრის მთებში. სელევკიდების იმპერია მეორეხარისხოვანი სახელმწიფო გახდა.
magnesia1gk7.jpg
                                                          ბრძოლა მაგნეზიასთან

ანტიოქე IV ეპიფანემ(ძვ.წ 175-163) ორჯერ ილაშქრა ეგვიპტეში და მხოლოდ რომის ჩარევის შემდეგ გაიყვანა ჯარები პალესტინამდე. თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მან ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის სატრაპიების დასაბრუნებელ ომებში გაატარა, მაგრამ მხოლოდ სომხეთის დაბრუნება შესძლო. ანტიოქე IV-ს წინააღმდეგ პალესტინაში განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო ჯერ მატათიას, შემდეგ კი იუდა მაკაბელის მეთაურობით. მართალია იუდა დაიღუპა, მაგრამ მისმა ძმება მამაცურად გააგრძელეს იმპერიასთან ბრძოლა ანტიოქე IV-ის სიკვდილის შემდეგაც.
220px-Antiokhos_IV.jpg
                                                         ანტიოქე IV-ს ბიუსტი

ანტიოქე IV-ის სიკვდილის შემდეგ სელევკიდების იმპერიამ ნგრევა დაიწყო. აღმოსავლეთიდან ახალდაარსებულმა პართიის არშაკიდულმა სახელმწიფომ სელევკიდებს პართია, ჰირკანია და მიდია წაართვა, დამოუკიდებელი სახელმწიფოები გახდნენ პერსიდა, სომხეთი და იუდეა. ასეთი მძიმე პერიოდის დროს იმპერიის შიგნითაც არეულობა სუფევდა და შინაომები მძვინვარებდა, რის შესახებაც საუბრობს მაკაბელთა წიგნები ბიბლიაში. იმპერიის არსებობის უკანასკნელი ასი წლის განმავალობაში თითქმის ცხრამეტი მეფე გამოიცვალა და მათგან არცერთი არ დაღუპულა ბუნებრივი სიკვდილით, ყველა მათგანი მკვლელის ხელს ან საწამლავს ემსხვერპლა.
Untitled.png
ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი და გნეუს პომპეუს "მაგნუსი"(დიდი) ერთმანეთის დაუძინებელი მტრებად ითვლებოდნენ

პართიის სამეფომ სასტიკად დაამარცხა ანტიოქე VII სიდეტი(ძვ.წ 138-129) და მთელი მესოპოტამია დაიკავა. ძვ.წ II საუკუნის ბოლოსთვის სელევკიდების ხელში მხოლოდ ფინიკია, სირია და კილიკია დარჩა. ძვ.წ 83 წელს სომხეთის მეფემ, ტიგრან II დიდმა დაიპყრო ანტიოქია და თავისი სახელმწიფოს ერთ-ერთ დედაქალაქად აქცია. როდესაც ტიგრან II რომთან ბრძოლაში დამარცხდა, რომაელმა კონსულმა და მთავარსარდალმა, ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსმა სირიის მეფედ ანტიოქე XIII გამოაცხადა(ძვ.წ 69-64 ), ლუკულუსის შემცვლელმა მთავარსარდალმა გნეუს პომპეუს მაგნუსმა (დიდმა) სირიას დამოუკიდებლობა ჩამოართვა და რომის პროვინციად აქცია, ამით მან საბოლოო წერტილი დაუსვა სელევკიდების იმპერიის 250 წლიან ისტორიას.
 
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ რუკებზეც სასომხეთი თავის ადგილას არის .ეს ჩვ წ.აღიცხვამდე 3-4 საუკუნეებია. უფრო აქეთ , საუკუნეებში არ გაძლიერებულა.აბა როდუის ღა იყო 3 ზღვას შორის?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აშკარად მასეა....



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ჩვენი ძმები არიან ბაზარი არაა , მაგრამ ხომ იცი რომ ისტორიაში სულ ცოტა ვერკვევიდა ....რეალურად ასაც ქვია ტიგრანის სომხეთს რომ ახსენებენ . მაგის გარდა არც გამიგია , მაგრამ ეგ არაა მთავარი რუკებიც ვერსად ვნნახე.....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?