Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

9405128751.jpg

 

 

.საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ღორს ნაირგვარ სახელს უწოდებენ. მაგალითად მამალ ღორს ქვია ტახი, ეშვი, დედალს – ნეზვი, ქუბი, ნორჩ ნაშიერს გოჭი, ცოტა უფრო მოზრდილს, ბურვაკი, ნაზარდა, თელი, სასუქად შენახულს – კერატი, კვრეტი, ქოსმენი. ღორს აქვს ზოგიერთი მოფერებითი სახელიც.

გარეული ღორის საშუალო ზომის ჩლიქოსანი ცხოველია. იგი შინაური ღორის უშუალო წინაპარია. მისთჳის დამახასიათებელი მკვრივკუნთოვანი სხეული, რმელიც შემდგარია მძლავრსა და შედარებით დაბალ ფეხებზე. კისერი მოკლე და ძლიერ გამსხვლიბეული აქვს. ამის გამოა, რომ მას თავის მობრუნება არ შეუძლია. თავი წაგრძელებული აქვს და ქმნის დინგს, რომელიც ხრტილოვანი წარმოაქმნით ნიკველით მთავრდება. გარეული ღორის სხეულის საერთო სიგრძე 160-205 სმ-ია, აქედან კუდი 20-30 სმ სიგრძისა აქვს. სიმაღლე მინდაოში 80-120 სანტიმეტრამდე აღწევს. წონა საშუალოდ 100-დან 250 კილოგრამამდეა, თუმცა აღრიცხულია ეგზემპლარები, რომელთა წონა 270-400 კილოგრამი იყო. ნეზვი ზომა წონით ტახს ნამდვილად ჩამორჩება. გარეულ ღორს, განსაკუთრებით კი ტახს ძლიერ აქვს განვითარებული ეშვები, რომლებიც მისი თავდაცვის ძირითადი იარაღია. ეშვები ღორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება და შესაბამისად უცვდება.

მეტწილად გარეული ღორი ერთგვაროვანი შეფერილობისაა – მოშავო, შავი, მურა – მოშავო, მურა – მორუხო. ფერი სეზონურად მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის.

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მნიშვნელოვნად არის გავრცელებული, თუმცა განუკითხავი ბრაკონიერების შედეგად, ბევრ ადგილას აღარ გვხვდება. ისტორიულად მრავლად იყო კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, განსაკუთრებით ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების სავარგულებში… მოიპოვება აფხაზეთში, მცირე რაოდენობით გურია-აჭარის ქედს ტყეებში. ძველ მკვლევართა გადმოცემითბათუმის მისადევრებსა და მის მახლობელ მთებში, რომლებიც უდრიან ტყით ყოფილან დაფარული, დიდი რაოდენობით გარეული ღორი მოიპოვებოდა. სამწუხაროდ დღეს ამას ვეღარ ვიტყვით. ეს ნადირი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე, გარდაბნის მახლობელ მტკვრისპირა ჭალებში, მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში. რამდენიმე ეგზემპლარი შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აქა-ია არაგვის ხეობაშჲ, აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გარეული ღორი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ უკრაინაშჲ, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩრდილო კავკასიაში, მცირე, წინა და შუა აზიაში, სამხრეთ ციმბირში, ამურის მხარეში, ჩრდილო აფრიკაში.

ვერტიკალურად ვრცელდება 2600 მეტრამდე ზღვის დონიდან. არეალის ზოგ ადგილას 4000 მეტრამდეც აღწევს.

გარეული ღორის ტიპობრივი საბინადროებია: ტყეები, ჭალები, ბუჩქნარები, მაყვლის ბარდები, ჩალიანები. საერთოდ იგი ეტანება მაყვალსა და გაუვალ სავარგულებს. აღსანიშნავია რომ ასეთ ადგილებში თავშესაფრებული ღორების დაფრთხობა და ღია ადგილას გამოყვანა, თუნდაც დაგეშილი ძაღლებითა და თოფის სროლით, არც ისე ადვილი საქმეა. ზოგჯერ კოლტი ისეთ სიმაგრეში წევს, რომ მათი იქიდან გამოდევნა საერთოდ შეუძლებელია. ხმაური, ყვირილი ასეთ შემთხვევაში ამაოა. სიმაგრის გარდა გარეული ღორისათვის აუცილებელი საარსებო პირობაა წყლის სიახლოვე. ამიტომ იგი ძირითადად ჭაობიან ადგილებსა და წყალსატევების მახლობლად ბინავდება.

გარეული ღორი კოლტების სახით ცხოვრობს, რომლებშიც გაერთიანებულია რამდენიმე ნეზვი, თავიანთი ნაშიერებითურთ. კოლტებში ინდივიდთა რაოდენობა აღწევს აღწევს 15-დან 20-მდე, თუმცა ლიტერატურაში ცნობილია ისეთი კოლტებიც, რომლებშჲც ასამდე ღორი ყოფილა. ტახი ჩვეულებრივ განმარტოებულად ბინადრობს და ნეზვებთან მხოლოდ ხურაობის პერიოდში გაერევიან ხოლმე. ამ დროს ერთ ტახთან 3 – 4 ნესვი იყრის ხოლმე თავს.

ღორი ყველაფრისმჭამელი ცხოველია. იკვებება როგორც მცენარეულობით ისევე ცხოველებით. ჭამს მცენარეთა ნაყოფებს, ხილს, კენკრას, რკოს, წიწიბოს, წაბლს, თხილს, კაკალს, აგრეთვე მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებსა და სხვა უხერხემლო ცხოველებს, ზოგჯერ მიწაზე მჯდომ ფრინველებს, მათ კვერცხებსა და მართვეებს, თაგვისებურ მღრღნელებს, კურდღლის ბაჭიებს.

მრავლდება წელიწადში ერთხელ. ხურაობა ნოემბერ იანვარში მიმდინარეობს. მაკეობა 114-დან 140 დგემდე გრძელდება. 2-10 გოჭს იშვიათად მეტს. დაზუსტებულია რომ ახალგაზრდა ნეზვები შედარებით მცირე რაოდენობით ნამატს იძლევიან. ვიდრე ხანდაზმულები. გოჭს სიცოცხლის პირველ თვეებშჲ სხეულზე გასწვრივი ნათელი ზოლები ემჩნევა. რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება. ახალშობილი გოჭები პირველი 7-8 დღის განმავლობაში, სანამ რამდენადმე მოღონიერდებიან და მარჯვედ სიარულს შეძლებენ ბუნაგში რჩებიან. გოჭები სწრაფად იზრდებიან. 8-9 თვის ბურვაკის წონა 50 კილოგრამამდე აღწევს. ტახი სქესობრივად 15-18 თვის ასაკში მწიფდება, ხოლო სრულ ზრდას 4 წლისთავზე ასრულებს. ნეზვი სქესობრივად რამდენადმე უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ტახი.

ბუნებრივი მტრები გარეულ ღორს, შეიძლება ითქვას თითქმის არ ჰყავს. საქართველოს ფარგლებში ნორჩ გოჭებს, ზოგჯერ ბურვაკებსა და დაავადებულ ნეზვებს თავს ესხმის მგელი და ფოცხვერი, ხოლო წარსულში ჯიქიც. განმარტოებით მცხოვრებ ტახზე თავდასხმას ვერ ბედავს არამარტო მგელი და ფოცხვერი , არამედ დათვიც.

საყურადღებოა! რომ გარეული ღორი ანადგურებს მრავალ მწერსა და მატლს, რითაც სახალხო მეურნეობისთვის სარგებლობა მოაქვს. მაგალითად ცნობილია რომ მაისი ხოჭოს რაოდენობას 30-40 პროცენტით ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთი სხვა სახეობის მავნე მწერების შესახებაც. აღსანიშნავია ისიც რომ გარეული ღორი ჩიჩქნის ნიადაგს და ამით ერთგვარად ხელს უწყობს მცენარეთა თესვასა და აღდგენას.

მას სოფლის მეურნეობისთვის ერთგვარი ზიანიც მოაქვს მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების დაზიანებით. რიგ ადგილებში ანადგურებს ხემცენარეთა ამონაყარს და ნერგებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეული ღორის მიერ მოტანილი სარგებლობა აჭარბებს მის მიერ მიყენებულ ზიანს.

და ბოლოს, საქართველოს ფარგლებში მობინადრე სანადირო-სარეწაო ჩლიქოსნებს შორის გარეულ ღორს თვალსაჩინო ადგილი უკავია. გამოიყენება მისი ხორცი, ცხიმი და ჯაგარი. ამჟამად მასზე ნადირობა აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ კერძო სანადირო მეურნეობაში, რის შედეგადაც მისმა რაოდენობამ ბევრგან შესამჩნევად იმატა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

9405128751.jpg?w=627 გარეული ღორი უძველესი დროიდან ითვლება სასურველ სანადირო ობიექტად მთელს მსოფლიოში. მას ყოველთვის შეუძლია თავის დაცვა და ამიტომ საშიშიცაა, მასზე ნადირობის მსურველს მართებს სიფრთხილე, ნებისყოფის სიმტკიცე, იარაღის კარგი ფლობა და ცხოველოს ქცევის ცოდნა.
მოკლე აღწერა:

გარეული ღორი, ეშვი, ტახი — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე — 1,2 მ, წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში.
საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება. ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც.
ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. გარეული ღორი დეკემბერ-იანვარში მაკეობს. აპრილ-მაისში შობს 5-12 გოჭს. ახლად დაბადებულ გოჭებს ტანის სიგრძეზე ნაცრისფერი ზოლები გაჰყვებათ, რომლებიც მათ ზრდასთან ერთად უქრებათ. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება. ტახი უმეტესად განმარტოვებით ცხოვრობს.

gareuli_gori_monadirecom1.jpg?w=627

საქართველოს ფარგლებში გარეული ღორი მცირე რაოდენობით ბინადრობს თრიალეთის ქედის კალთებზე,მესხეთ ჯავახეთის ზოგიერთ სავარგულში.შემორჩენილია ვაშლოვნის ნაკრძალში, ყარაღაჯის მახლობლად ტყის პატარა კორომში. აგრეთვე თეძამისა და ძამას ხეობაშჲ, იმნათის, მუხათგაჭრილის, ლესას მიდამოთა სავარგულებში, ჭალადიდში პალიასტომის ტბის მისადევრებში,დასავლეთ საქართველოში რიონის ქვემო მდინარეების ჭალებში.
შდარებით დიდი რაოდენობით მხოლოდ გარდაბნის და ივრის სატყეო-სანადირო მეურნეობაში მოიპოვება. გვხდება ალაზნის ჭალის ტყეებში, კავკასიონის სამხრეთ კალთებზ ეყვარლის, ახმეტის რაიონებში, ახალციხის რაიონში.

ძირითადად, ღორზე ნადირობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ეს არის: მიპარვით ნადირობა, ჩასაფრებით ნადირობა, ძაღლებით ნადირობა და სარეკით ნადირობა.
ღორი ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა, სუსტი აქვს მხედველობა, ეს უნდა გაითვალისწინოს მონადირემ, და სწორად შეარჩიოს ქარის მიმართულება, ტანსაცმელს არ ასდიოდეს რაიმე სპეციფიური სუნი, ღორი კარგად გრძნობს თამბაქოს და ნიკოტინის სუნსაც, სუნამოებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, გასათვალისწინებელია ოფლის ფაქტორი.
იმის გამო რომ გარეული ღორის “დაგდება” არც ისე ადვილია, და დაჭრილი ცხოველი ძალიან საშიშია, აგრეთვე რომ არ დავკარგოთ დაჭრილი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად უნდა ვესროლოთ მსხვერპლს, რომ დავაზიანოთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ცხოველის სასიკვდილო ზონა, არის თავი, კისერი და გულმკერდის არე.

ღორზე სანადიროდ მიზანშეწონილია, ძლიერი კალიბრები გამოდგება როგორიცაა: .308 ვინ 300ვინმაგი, 30 06, 7,62X54 და ა.შ.
ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი.
დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა, სპეციალური ლიცენზიით, რაც საკმაო რაოდენობის თანხებთანაა დაკავშირებული.

ღორზე ნადირობის თავისებურებები:

მიუხედავად თავისი მასის და გარეგნობისა ის საკმაოდ სწრაფი ცხოველია. მას შეუძლია 100-150 მეტრის დაშორებით იგრძნოს მონადირის მოძრაობა და შეცვალოს მიმართულება.
დედა ღორი განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ყავს ჩვილი გოჭები, მას შეუძლია თავს დაესხას ნებისმიერ ცხოველს ან ადამიანს თუ შეამჩნევს 30-40 მერტის სიახლოვეზე. კოლტში ნებისმიერი ღორი იცავს პატარას, როგორც თავისას.
ზაფხულობით მთელი ღამის განმავლობაში ჭამენ, ზამთარში კი, დღისით შედარებით თბილ დროს აქტიურობენ. ისინი ყოველდღე წყალში წვებიან, მიუხედავად სიცივისა და ამისათვის გუბეს, თიხიან წუმპს ან დაჭაობებულ ადგილს არჩევენ. წყალი მათთვის იმდენად აუცილებელია, რომ მის სიახლოვეს ირჩევს ბინას.

ღორის ქცევა სროლის შემდგომ:

ღორი დიდ გამძლეობას იჩენს სასიკვდილოდ დაჭრილიც კი, არ არსებობს შემთხვევა, რომ ერთი სროლით, დაეგდოს ვინმეს, დაჭრილს შეუძლია კილომეტრები გაიაროს, გულში დაჭრილიც კი 100 მეტრის მანძილზე გარბის.
განსაკუთრებით გამძლეა ჭრილობაზე გვიან შემოდგომით, როდესაც კანქვეშ წარმოექმნება დამატებითი ფენა. დაჭრის უეჭველი მანიშნებელია დაშვებული კუდი. დაჭრილს სისხლი გვიან გამოსდის სხვა ცხოველთან შედარებით, სქელი კანის და ცხიმის ფენის გამო, ამიტომ სისხლი ნაკვალევზე გვიან ჩნდება 100-150 მ დაშორებით მცირე წვეთებად. ამიტომ დაჭრილ ღორს უნდა მივყვეთ 250 მ სიგრძეზე კვალში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონადირე დარწმუნებულია რომ ააცილა.
სისხლის დიდი რაოდენობა მიგვითითებს სერიოზულ ჭრილობაზე, თუ გულშია ჭრილობა, სისხლის ნაკადი გულისცემის ინტერვალებითაა.თუ ცხოველი დაცემის შემდეგ ცდილობს წინა ფეხებით წამოდგომას, დაზიანებულია ხერხემალი, თუ სროლის შემდეგ დაეცა, რამოდენიმე წამის მერე წამოდგა და გარბის, დაზიანებულია თავის ქალა.

8a46df731bba1.jpg?w=627

უსაფრთხოების ზომები:

პოზიცია დაიკავეთ ხის გვერდით, ან რაიმეს რომ მოეფაროთ საფრთხის დროს. თქვენი მეზობლის მდებარეობა კარგად დაადგინეთ, და თქვენი ხელის აწევით ანიშნეთ და ამის შემდეგ გადატენეთ იარაღი.
არავითარ შემთხვევაში არ ისროლოთ თუ კარგად არ ჩანს სამიზნე, არ ისროლოთ მარტო ხმაურზე და გაფაჩუნებაზე . არ გამოხვიეთ ნომრიდან თუ არაა გაცემული ბრძანება “ატბოი”.
დაცემულ ცხოველთან მიდით ფრთხილად, სასროლად მომზადებული იარაღით, მიუახლოვდით უკნიდან ან გვერდიდან, არავითარ შემთხვევაში წინიდან არ მიხვიდეთ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამ მდგომარეობაში ცხოველი წამომხტარა და თავს დასხმია მოახლოვებულ მონადირეს. ყურადღება მიაქციეთ ყურებს და ჯაგარს, თუ ყურები დაჭიმულია და ჯაგარი ყალყზე უდგას ცხოველი ცოცხალია და საშიში. ახლოს მისულმა საკონტროლო გასროლა გააკეთეთ ყურში.
გასროლა არ მოახდინოთ, თუ პირდაპირ თქვენსკენ მორბის ღორი, მოცილდით და ესროლეთ გვერდიდან. საუკეთესო ვარიანტია ყურში და წინა ბეჭის თავზე სროლა.

86944548c1ac1.jpg?w=627&h=445

დაჭრილი მხეცის დევნა ყოველთვის საშიშია, რადგან ის შეიძლება დაიმალოს და იქიდან თავს დაესხას მონადირეს. მის თავდასხმაზე ჯობია სწრაფად გვერძე გადახტომა, გვერძე ჩარბენის მერე, ღორი იშვიათად ბრუნდება ხელმეორედ საიერიშოდ. მონადირიე თუ შემთხვევით დაეცა ამ დროს ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება ეს ამბავი!!!
არ გაუშვათ კვალზე ორი ძაღლი ერთად, რადგან ისინი ამ დროს სიფრთხილეს ადუნებენ.

წყარო: 1) https://hunters.ge/


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ბაბუ ეს ორი იდენტური თემაა და გავაერთიანოთ
 

https://legion.ge/to...ორი/#entry90497


legion.ge-82-1553250895.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Qartvela™

Qartvela™


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 2098 პოსტი

FinTi, გაერთიანებულია.



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

აი საღოლ  :good:


legion.ge-82-1553250895.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ ერთი იყო მსოფლიოს ფლორა და ფაუნა . მეორე იყო საქართველოს ფლორა და ფაუნა. რომ დავათვალიერე . ეს ცხოველი არცერთ თემაში არ იყო. შესაბამისად ქართულში , ადგილობრივ ენდემურ ჯიშზე დავდე. მეორეშიც შესაბამისი. ესაადა ეს. ეხლა ერთ ერთ განყოფილებაში ეხლა ღორი აღარ იქნება . 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საინტერესო პოსტია


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?