Jump to content

სურათი

გოგნი, წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ტა­ძა­რი "კა­რუგ­დე­ბე­ლი"


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

გოგნი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთ-არგვეთის სერზე, მდინარე ქვერუნის (ძევრულის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მეტრი, თერჯოლიდან 12 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

88d07e05ed7d.png

de51de937163.jpg2a9f69ed7281.jpg

 

 

თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ მარიამ დედოფალმა გოგნში ააგო ღვთისმშობლის მიძინების ქვითკირის ეკლესია და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელსაც ლეგენდის გამო დღემდე კარუგდებლად მოიხსენიებენ. მის მიმდებარედ შენდება ახალი მონასტერი, რომელიც ასევე წმ. გიორგის სახელობისაა.

 

 

გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ტა­ძა­რი "კა­რუგ­დე­ბე­ლი"

a4f1fa1815c7.jpge87a8276c709.jpg

 

 

23 ნო­ემ­ბერს ქრის­ტი­ა­ნულ­მა სამ­ყა­რომ წმინ­და გი­ორ­გის წა­მე­ბის დღე აღ­ნიშ­ნა.

ყო­ველ გა­ზაფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე ამ დღე­სას­წა­ულს გა­მორ­ჩე­უ­ლად იმე­რეთ­ში, თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გოგ­ნ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ "კა­რუგ­დე­ბელ­ში" აღ­ნიშ­ნა­ვენ. ყო­ველ გი­ორ­გო­ბას ტა­ძარ­ში მრევ­ლი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან ჩა­დის.

 

537d20de9678.jpg822e383439a6.jpg

 

თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზი­დან სა­ლო­ცა­ვამ­დე 4 კი­ლო­მეტ­რამ­დეა. გზა, რო­მელ­საც ტაძ­რამ­დე მიჰ­ყავ­ხარ, კე­თილ­მოწყო­ბი­ლია. ყო­ველ 6 მა­ისს და 23 ნო­ემ­ბერს ამ გზა­ზე მომ­ლოც­ველ­თა უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვი მი­ე­დი­ნე­ბა. 6 მა­ისს მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ში სათხოვ­ნე­ლად მი­დი­ან, 23 ნო­ემ­ბერს კი - მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლად.

 

- ტა­ძარს "კა­რუგ­დე­ბე­ლი" რო­გორ და­ერ­ქ­ვა?

- სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს, ტაძ­რის­თ­ვის კა­რი და­ე­კი­დათ, წვი­მის დროს ტა­ძარ­ში პი­რუტყ­ვი თავ­შე­სა­ფა­რებ­ლად რომ არ შე­სუ­ლი­ყო. კა­რი შე­ა­ბეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცოდ­ნენ მას "კა­რუგ­დე­ბელს" უწო­დებ­დ­ნენ. ერ­თხელ და­კი­დეს, ჩა­მო­ვარ­და, შემ­დეგ იგი­ვე გა­მე­ორ­და. და­უ­და­რაჯ­დ­ნენ, იქ­ნებ კარს ვინ­მე აგ­დებ­სო, დაღ­ლი­ლებს წა­მი­ე­რად წას­თ­ვ­ლი­მათ. უეც­რად, ხმა გა­ი­გო­ნეს, და­ი­ნა­ხეს საყ­დარს კა­რი ჩა­მო­ვარ­დ­ნო­და, გარ­შე­მო ყველ­გან და­ი­ა­რეს და უცხო ვე­რა­ვინ შე­ნიშ­ნეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ე­ბი იკე­ტე­ბა. ამ სა­ლო­ცავ­ში ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ერ დროს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ვი­დეს, წმინ­და გი­ორ­გის შეს­თხო­ვოს მო­ი­ლო­ცოს და გუ­ლი მო­ი­ო­ხოს. "კა­რუგ­დე­ბე­ლის" და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეს არის.

 

მეგობრებო ძალიან ლამაზი და მადლიანი ადგილია, თუ გადაწყვიტავთ დათვალიერებას არ ინანებთ, გოგნის მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ტყიბულის წყალსაცავზე, ულამაზესი ბუნება და თბილი ხალხია სოფელში 

fb6cc7c4749d.jpg

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

სალოცავიდან რამდენიმე მეტრში აშენდა წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი , მშენებოლობა უკვე დასრულდა სამწუხაროდ დასრულებული ტაძარის სურათი არ მაქვს, მშენებლობის დროს გადაღებული სურათი მაქვს5788f73fdfdd.jpg



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მერე დადე ძმობილო

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ინწერესნო

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

კი დავდებ როგორც კი ვესტუმრები წელს გადავიღებ თან, მეც ძაან მაინტერესებს უკვე როგორია, შარშანს მერეა აღარ ვყოფილვარ და...



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ველით ველით

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?