Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

21 წელი... 21 წლის ნაშრომ-ნაღვაწი წყალს გავატანე! იგივე აღარმწეველთა კლუბი.


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 46 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
keti7909

keti7909

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 247 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:qartveli

ისე არ მომხდარა რომ ამბობენ აღარ მოვწევ და ისევ ეწევიან,მთელი თვე დამჭირდა თავი გამენებებინა



#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

4 წელია მაგ ეშმაკისეულს შევეშვი - 30 წლიანი უწყვეტი სტაჟის შემდეგ!

10 დღე ვწიე ელექტრო სიგარეტი (ოღონდ ეს კი არა, წვეთებიანი სიაფანდობა რომაა, გააფუილებენ და მერე სიგარეტს რომ დააყოლებენ - არამედ, მყარ კარტრიჯიანი, რომელზეც ჩვეულებრივ სიგარეტს ვერ დააყოლებ - ხველებით მოგკლავს!) და ეგ იყო და ეგ!
ერთადერთი რაც გამიჭირდა - ეს ხელის პირთან მიტანის ჩვევა იყო, მაგრამ მაგასაც 1 თვეში კბილის საჩიჩქნების (ქართულად "ტანტრაბეჩი" ყოფილა) დაღრღნით დავანებე თავი.

ახლა ზოგი იტყვის, არ იყავი მწეველი და იმიტომ არ გაგჭირვებია დანებებაო  -  ხელფასის დღეს საბითუმოში 10-11 ბლოკ სიგარეტს ვყიდულობდი და თვის ბოლომდე მაინც არ მყოფნიდა!
დღეში 3 კოლოფს მე ვეწეოდი, მეოთხეს - კეთილი და "ხელგაწვდილი" ხალხი მიწევდა. არაერთხელ მითხრეს კიდეც "ჩვენს ბიუჯეტებს დაეტყო შენ რომ აღარ ეწევიო (!)" - აგერ, კიდევ ერთი საბაბი თუ რატომ უნდა დაანებო თავი  -  თამბაქოს მაგნატებს გარდა შინაურებმაც რომ ბრიყვად არ ჩაგთვალონ თურმე! :) 
დილით 7-8 ღერი მჭირდებოდა, რომ სუნთქვა დამეწყო - უზმოზე უნდა მომეწია თან!

მწყერზეც კი ვეღარ ვნადირობდი - ვაკეზე სიარულიც კი მკლავდა!
ახლა - კაი ხანია დაღლის შეგრძნებაც კი გამიქრა, სიცოცხლეც უფრო გალამაზდა!







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი