მოკლდ . ძმებო დღეს, როგორც გვქონდა დათქმული, შედგა ჩვენი ბიჭების ვარჯიში და პირველი რეზულტატებით ის შემიძლია ვთქვა რომ 7 კაციდან 3 ს შერჩევა ვფიქრობ გაჭირდება. .
ასევე მინდა ავღნიშნო რომ როგორც მოსალოდნელი იყო მოვარჯიშეებზე მეტი ვარჯიშზე დამსწრე გულშემატკივართა საზოგადოება იყო.
სასიამოვნოა როცა ბიჭებს მარტო შეჯიბრზე კი არა ვარჯიშზეც ქომაგობს , ჩვენი საძმო. გაიხარეთ ქართველებო,.....
რაც შეეხება პირველ დღეს . სავარჯიშოდ დღეს 3 პოზიციაზე ვარჯიშობდნენ ბიჭები , დუპლეტებზე. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა რომ საშეჯიბრო პირობების გამარტივების მიზნით , სავარჯიშო პირობები გაართულეს მაქსიმალურად და მზის საპირისპირო მიმართულებით იდგნენ . ასე ვარჯიშობდნენ,რათა საწყისი ეტაპზე დანახული თეფშის ტრაექტორია , ყოფილიყო მაქსიმალურად ზუსტად გათვლილი.
ვარჯიშის შედეგები ჩემთვის გამაოგნებელი იყო. ფაქტიურად ისე რომ თეფშს სროლის მომენტში ვეღარც ხედავდნენ , საშუალო -შეწონილი მ.ქ.კ. % თითქმის 80-ს აღწევდა. .
ბარაქალა თქვენ მარჯვენას . მე არ მეგონა თუ ასეთი თებშები საერთოდ მორტყმადი თუ იყო.
ცოტაოდენი ფოტომასალაა!!
მოკლედ თავს არ შეგაწყენთ ზედმეტი საუბრით და დღევანდელი შეკრების ამსახველ რამოდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ.....