Jump to content

სურათი

მსოფლიოს საუკეტესო მხატვრები და გამოჩენილი ადამიანები

რემბრანტ ვან რეინი

ამ თემას აქვს 50 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

rembrandt06.jpgrembrandt-self-portrait-1669-national-ga

 

 

მისი ნამუშევრები უაღრესად მრავალფეროვანია ჟანრის თვალსაზრისით და მაყურებლის თვალწინ იშლება ადამიანთა გრძნობებისა და განცდების სიღრმისეული სულიერი სამყარო.
მისი პიროვნება მაყურებლის თვალწინ განსაკუთრებული სიღრმით მისი ავტოპორტრეტების საშუალებით იხსნება. ავტოპორტერებს იგი ხატავდა მთელი ცხოვრების მანძილზე ადრეული ასაკიდან დაწყებული, როდესაც იგი საკმაოდ წარმატებული და მოდური მხატვარი გახლდათ, ღრმა სიბერემდე, როდესაც მის სახეზე აღიბეჭდა სიმარტოვის სიმწარე და გაკოტრების ტრაგედია და ასევე დიდი ადამიანის დაუთრგუნავი ნება.

 

 

c41e33ebdcaf.jpg

 

 

რემბრანტი დაიბადა მდიდარი მეწისქვილის ოჯახში. ლათინური სკოლის დასრულების შემდეგ ქალაქ ლეიდენის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ შემდეგ მიანება, რადგან გადაწყვიტა, რომ მხატვარი გამხდარიყო. უკვე ამსტერდამში მან ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პორტრეტისტის სახელი, შეირთო მდიდარი ქალიშვილი, იყიდა სახლი და დაიწყო ხელოვნების ნაწარმოებების შეგროვება. რემბრანტის პირველი მეუღლე სასკია ვან იულენბორხი იყო. სწორედ ამ ქოწინებით დაიწყო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი. სასკია ხშირად ფიგურირებს ამ პერიოდის ნაწარმოებებში. მისი სახის ნაკვთები გამოსახულია, არა მარტო პორტრეტებში, არამედ სხვა სურათებსა და გრავიურებზე. მისი ადრეული პერიოდის ნაწარმოებები შექმნილია ბიბლიურ თემებზე, გამოირჩევიან ფერთა თამაშით და ღრმა ფსიქოლოგიზმით, რაც საკმაოდ უცხო იყო იმ პერიოდის ჰოლანდიური მხატვრობისათვის. 1631 წლიდან იგი გადადის საცხოვრებლად ამსტერდამში და მუშაობს პატარა ფარდულში სახელით "ფერწერის აკადემია". სწორედ ამ ფარდულში იღებდა რემბრანტი დაკვეთებს. 1642 წელს სასკია გარდაიცვალა, რემბრანტი გახდა მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი, მაგრამ ინტერესი მისი შემოქმედებისადმი ნელ-ნელა ეცემოდა, ის სულ უფრო მეტად იხლართებოდა ვალებში. გარკვეული წლების შემდეგ გაიყიდა მისი სახლი, ნივთები კი აუქციონზე გაიტანეს. მხოლოდ მეორე მეუღლისა და ერთადერთი ვაჟის ტიტუსის მხარდაჭერამ გადაარჩინა იგი სრული გაკოტერებისაგან. მაგრამ ეს ორი ერთგული ადამიანი ცხოვრებიდან მასზე გაცილებით ადრე წავიდა და სიკვდილის წინ მას გაცვეთილი ტანისამოსის, ფუნჯისა და საღებავების გარდა აღარაფერი გააჩნდა.
რემბრანტმა იცოდა, რომ არ იყო ლამაზი. საკუთარ სახეს სწავლობდა სარკეში ყოველგვარი შიშისაგან თავისუფლად. მის სახეში არ იგრძნობა პოზირება, ამპარტავნება, მხოლოდ ჩანს მხატვრის მომთხოვნი, გამომცდელი თვალი, რომლის სურვილს წარმოადგენს საკუთარი გარეგნობიდან ადამიანთა სახის ყველა საიდუმლოს ამოცნობა.რემბრანტის პორტრეტებს გამოარჩევს პიროვნების სრული დახასიათება, ფუნჯის ვირტუოზული გამოყენება. რემბრანტის პორტრეტები გამოირჩევიან იმით, რომ მაყურებელი მათთან თითქოს ძალიან ახლო კონტაქტში შედის, თითქოს გადმოგვეცემა მათი სითბო, მარტოობის, დარდის თანაგრძნობის სურვილი. რემბრანტის დაჟინებული, შემსწავლელი მზერა აღწევდა ადამიანთა სულების ფსკერამდე

 

 

7f52546ea3da.jpg

 

 

რემბრანტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის რელიგიურ თემაზე შესრულებული ნაწარმოებია “უძღები შვილის დაბრუნება”. სურათზე ასახულია იგავის უკანასკნელი ეპიზოდი, როდესაც უძღები შვილი ბრუნდება სახლში და მოხუცი მამა მას ჯერ კიდევ შორიდან შენიშნავს, შეეცოდება იგი, მივა და ჩაეხუტება, მაშინ, როდესაც მამასთან სახლში დარჩენილი უკმაყოფილო ძმა არ გამოვა გარეთ. თავის წინამორბედ მხატვრებისგან (დიურერი, ლუკა ლეიდენელი) გასხვავებით, რომლებიც უძღები ვაჟის დაბრუნებას ან თავაშვებულ კომპანიაში ან ღორებთან მოქეიფეს ასახავდნენ, რემბრანტმა ყურადღება სწორედ მამისა და შვილის შეხვედრასა და პატიებაზე გაამახვილა. სახლის წინ არსებულ მცირე ზომის ბაქანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. სურათის მარცხენა ნაწილში მუხლმოდრეკილი უძღები ვაჟია გამოსახული. მისი სახე არ ჩანს. მამა ნაზად ეხება მის მხრებს. მთავარს, როგორც მას სჩვევია, სინათლით გამოჰყოფს და ამით იზიდავს მნახველის ყურადღებას. ვაჟის გადაპარსული თავი და დაფლეთილი სამოსი მეტყველებენ მის დაცემაზე. მხოლოდ საყელო მიგვანიშნებს ვაჟის წარმომავლობას, სიმდიდრეს. რემბრანტს შეეძლო სცენის შინაგანი შინაარსის გახსნა მწირი საშუალებებით, ძლიერი ემოციების გადმოცემა კი უკიდურესად თავშეკავებულად.

 

 

rembrandt06.jpg



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ნიკო ფიროსმანი დაიბადა 1862  წლის 5 მაისს  სოფელ მირზაანში. ადრე დაობლებული ნიკო ვენახების მდიდარი მეპატრონეების _ კალანტაროვების ოჯახში იზრდებოდა. 

 

1872 წელს ფიროსმანი კალანტაროვებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.  იგი ადრეული ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული, პროფესიული განათლება კი არ მიუღია. 

 

1888-1889 წლებში მან თვითნასწავლ მხატვარ გიგო ზაზიაშვილთან  ერთად სამხატვრო სახელოსნო გახსნა, რომელიც მალევე დაიხურა.

 

1890-იანი  წლების ბოლოდან  თავს  მხოლოდ ხატვით ირჩენდა. მისი სურათები თბილისის დუქნებში ეკიდა. სასმელისა და საღებავების საფასურად ხატავდა აბრებსა და სურათებს დუქნების, ლუდხანებისა და სახელოსნოთა მეპატრონეთათვის.

 

1912 წელს ფიროსმანის ნამუშევრებით დაინტერესდნენ ძმები ზდანევიჩები _  მხატვარი კირილე და პოეტი ილია (ილიაზდი, ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა), ასევე მხატვარი  მიხეილ ლე-დანტიუ. ზდანევიჩებმა დაიწყეს ფიროსმანის სურათების შეგროვება და მისი ხელოვნების პროპაგანდა, აქვეყნებდნენ სტატიებს პრესაში.

 

1912 წელს ფიროსმანაშვილის ხელოვნების ”აღმოჩენა” იმდროინდელი ევროპული და რუსული მხატვრობის ტენდენციების თანადროულია და პასუხობს მის მისწრაფებებს.

 

1913 წელს ფიროსმანის რამდენიმე  ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის, ”ირემი”, ”ქალი ლუდის კათხით”, ”ილია ზდანევიჩის პორტრეტი”, ”ნატურმორტი”  ექსპონირებული იყო  მოსკოვში რუსული ავანგარდული ხელოვნების გამოფენაზე _ ”მიშენ” («Мишень»).

 

1915 წელს თბილისში, ზდანევიჩის სახელოსნოში, მოეწყო ფიროსმანის ნამუშევრების ერთდღიანი გამოფენა. 

 

1916 წელს ფიროსმანი ”ქართველ მხატვართა საზოგადოების” შეკრებაზე მიიწვიეს.  ცოტა ხნის შემდეგ, დღემდე გაუგებარი მიზეზის გამო, გაზეთ ”სახალხო ფურცელმა” მხატვრის კარიკატურა გამოაქვეყნა. ამ ფაქტმა საბედისწერო გავლენა მოახდინა მხატვრის ცხოვრებაზე _ ფიროსმანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა.  

 

1918 წელს ფიროსმანი გარდაიცვალა მარტოობაში და მის საფლავსაც კი ვერავინ მიაგნო.

ფიროსმანის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი და  შემოქმედება საქვეყნოდ ცნობილი და დაფასებული გახდა. 

 

ნიკო ფიროსმანაშვილი სხვებისგან გამორჩეულად დაჯილდოებული იყო სამყაროს აღქმის ხატოვნებით, მთლიანობითა და სინთეზურობით. მისი მხატვრული სამყარო გამოგონილი, ფანტასტიკური კი არ არის, ნამდვილი, ცოცხალი რეალობაა. მასში ყველაფერი გრძნობადი, ემოციურად განცდილი, ხელშესახები და ვიზუალურად დამაჯერებელია. ფიროსმანაშვილის მიერ წარმოსახული ადამიანები, ცხოველები, საგნები გასულიერებულ სამყაროში არსებობენ და ეს სულიერება მათი მხატვრული აღქმისა და გადმოცემის მოდუსია.

 

ნიკო ფიროსმანის და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები  შეგიძლიათ იხილოთ  ერვონულ გალერეაში.

 

მისამართი: რუსთაველის გამზირი 11, თბილისი 

 

Pirosmani (Niko Pirosmanashvili. 1862-1918)

Painter

 

Niko Pirosmani was born in the village of Mirzaani on May 5, 1862. Orphaned in childhood, he was brought up in the family of wealthy vineyard owners named Kalantarov.  In 1872 they all moved to Tbilisi. Pirosmani took up painting from an early age but never had any formal training.

 

In 1888-1889 he opened an artists’ studio together with the painter Gigo Zaziashvili, also self-taught, but it did not survive for long. From the late 1890s he earned a living from painting alone. His paintings were hung in many dukhans (beer houses or pubs) of Tbilisi. He would paint signs and banners for the owners who would pay him with drinks and the cost of paint.

 

In 1912 Pirosmani came to the notice of the brothers Zdanevich (Kirill, the painter and his poet brother Ilya, or Iliazde as he was called, a significant figure in the artistic avant garde), and the poet Michel le Danteau. The Zdanevich brothers had begun to collect his paintings and advertised them by publishing articles in newspapers. The ‘discovery’ of Pirosmani in 1912 coincides with the artistic tendencies within European and Russian art and reflects their aspirations.

 

Paintings by Pirosmani, among them ‘Deer’‘Woman with a beer tankard’‘Portrait of Ilya Zdanevich’, and  ‘Still life’  had been exhibited at the Moscow ‘Mishen’ (‘Target’) show that was dedicated to the Russian avant garde. In 1915 works by Pirosmani were exhibited for a day in Zdanevich’s studio.

 

In 1916 Pirosmani was invited to a meeting of ‘The Georgian Art Society’, and soon after, for unknown reasons, a caricature of the artist was published in the newspaper Sakhalkho Purtseli (‘People’s Paper’). This had a deleterious effect on Pirosmani, and he went into a physical and intellectual decline.

Pirosmani died alone in 1918, and his burial place is unknown.

 

After his death Pirosmani’s works gained worldwide recognition and acknowledgement.  

Niko Pirosmanashvili’s talent was his ability to visualize the world around him in its glory; he saw the world as a whole in its complexity. His artistic world was not fantastic or imaginary, but very real and vivid. Everything in his work speaks of his emotions and personal experiences, and is tactile and visually plausible. People, animals or objects in Pirosmani’s paintings exist in an animated reality, and their vividness determines the way we interact with his paintings.

 

Niko Pirosmanishvili's and other prominent Georgian artist's works are on view at the National Gallery.

Address: 11, Rustaveli Ave. Tbilisi 

 

 

 

 

 

251407_10150250246526269_2944116_n.jpg?o

251407_10150250246526269_2944116_n.jpg?o

251407_10150250246526269_2944116_n.jpg?o

251407_10150250246526269_2944116_n.jpg?o

251407_10150250246526269_2944116_n.jpg?o



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

1840 წლის 14 ნოემბერს პარიზში დაიბადა ოსკარ კლოდ მონე, ფრანგი მხატვარი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ცნობილი “წყლის ლილიები”, “ყაყაჩოების მინდორი”, “პარლამენტის შენობა” მიეკუთვნებიან მსოფლიოს უძვირფასეს ნახატებს.

უპირველესყოვლისა, მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, როგორც რევოლუციონერმა ხელოვნებაში. ის პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა განათებასა და ამინდში.

02-23.jpg   ნახატი “შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა” გახდა ამოსავალი წერტილი ყველა იმპრესიონისტისთვის.

თუმცა, როგორც უმეტესი ნოვატორის, მისი ცხოვრებაც რთულად წარიმართა. მოზარდს უკვე დაეწყო მხედველობის პრობლემები, სიცოცხლის ბოლოს კი უკვე დაბრმავდა ორმაგი კატარაქტისგან. მისი მემკვიდრეობა კი მთელი კაცობრიობის დანატოვრად ითვლება და მიმოფანტულია მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებში.

Facts.ge მოგიყვებათ მხატვრის საუკეთესო ნახატების შექმნის ისტორიებს და წარმოგიდგენთ მის ცნობილ ციტატებს.

ტერასა სენტ-ადრესში, 1867

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

  03-22.jpg

მონეს ერთ-ერთი ადრეული შედევრი. ეს ნახატი ღირებულია არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ბიოგრაფიული თვალსაზრისითაც. ის შეიქმნა იმ პერიოდში, როცა მხატვარი უფულობით იტანჯებოდა და ამიტომ პარიზიდან მამისეულ სახლში მოუწია დაბრუნება. ორი ფიგურა, რომელიც სავარძელში ზის, მონეს მამა და, სავარაუდოდ, დეიდაა. წინ მხატვრის დეიდაშვილი დგას უცნობთან ერთად. ამ პერიოდში მონე ილტვოდა ნახატის მკაცრად აგებისკენ: ის მკვეთრადაა გაწერილი კომპოზიციურად და ნაკლებად გვაგონებს უფრო გვიანი პერიოდის რბილ და ბუნდოვან ტონე

პარლამენტის შენობა ლონდონში, 1904 04-21.jpg

კლოდ მონემ დახატა ვესტმინსტერის სასახლის (ბრიტანეთის პარლამენტის შენობა)  ნახატების სერია ლონდონში ყოფნის დროს 1900-1905 წლებში. ნახატებს აქვთ ერთი ზომა და დანახვის წერტილი- მონეს ფანჯრები წმინდა ტომასის საავადმყოფოში, რომელებიც უყურებს ტემზას. ნახატები შესრულებულია სხვადასხვანაირ ამინდსა თუ ფერებში. ამ პერიოდში მან დაანება თავი თავის ძველ სამუშაო პრაქტიკას- ნახატების ბოლომდე მიყვანას ადგილზე ობიექტის წინ.

ყაყაჩოების მინდორი არჟანტეაში, 1873
05-20.jpg

ნახატი შეიქმნა, როცა მონე ცხოვრობდა პატარა ქალაქში, არჟენტეაში პარიზის მახლობლად. არაჩვეულებრივი ბაღი და პატარა სახლი- აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება მხატვარმა ინატროს. ნახატზე მონეს ცოლი და შვილი არიან. მოძრაობის შეგრძნების შესაქმნელად მონემ დაამატა მეორე ფიგურების წყვილი გორაკის თავზე. ის დაკავშირებულია წინა პლანზე წარმოდგენილ ფიგურებთან ძლივს შესამჩნევი ბილიკით. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქალისა და ბავშვის გამოსახულებები პირდაპირ მინდვრიდან იზრდებიან.

საუზმე  ბალახზე,  1866

ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმი, მოსკოვი      06-21.jpg

1865 წელს კლოდ მონე მუშაობდა პარიზთან ახლოს დიდ ნახატზე “საუზმე ბალახზე”. დასრულებულმა ნახატმა არ დააკმაყოფილა მხატვარი და ის გაემგზავრა პარიზში, ნახატი კი გირაოს სახით დაუტოვა სახლის მეპატრონეს. როცა დაბრუნდა, ნახა, რომ ნახატი ნესტმა დააზიანა და გადარჩენის მცდელობისას სამ ნაწილად გაეხა. შემდეგ მონემ გადაწყვიტა მაინც შეექმნა ასეთი ნახატი და 1886 წელს ასეც მოხდა- მან დახატა დიდი კომპოზიციის დაპატარავებული ვარიანტი.

ქალი ქოლგით, შებრუნებული მარცხნივ, 1866

 07-20.jpg
კლოდ მონეს “მზის ადამიანს” უწოდებდნენ ღია შეფერილობების გამო, რითაც გამოირჩევა მისი მრავალი პეიზაჟი. ამ ნახატის მოდელი სიუზანა გოშედე იყო, რომელიც მხატვრის გერი გახდა, როცა მონემ დედამისი მოიყვანა ცოლად. “ქალი” გამოირჩევა ეფექტური და ენერგიული დგომის მანერით. ერთი სიტყვით, ეს არის ნამდვილი მონე თავისი საუკეთესო გამოვლინებით.

ქალები  ბაღში,  1866

08-18.jpg

მიუხედავად იმისა, რომ “ქალები ბაღში” ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახატია, რომელიც კი ოდესმე იმპრესიონისტებს შეუქმნიათ (255×201 სმ), მონე მასზე ღია ცის ქვეშ მუშაობდა, რისთვისაც მოუწია ბაღში თხრილის გაკეთება. მოდელი მისი მომავალი მეუღლე, კამილა იყო.

მანპორტი,  1883

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

09-18.jpg
შთამბეჭდავი ცარცის კლდეები ეტრეტის მახლობლად, ნორმანდიის სანაპიროზე, იზიდავდა მხატვრებს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. მონე ჩამოდიოდა აქ ყოველ წელს 1883-1886 წლებში და ამ ადგილას 60ზე მეტი ნახატი შექმნა. აქედან ექვსზე არის  ყველაზე დიდი თაღის, მონპორტის ერთი და იგივე ხედი.

წყლის  ლილიები, 1916

დასავლური ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი, ტოკიო

     010-16.jpg

დაახლოებით 1905 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მონე მთლიანად ამ ნახატზე იყო კონცენტრირებული. მასზე წყლის ლილიები მატერიალიზდება ზედაპირზე, რომელსაც არ აქვს ორიზონტის ხაზი. ნახატების ეს სერია, ისევე როგორც სხვა გენიალური ქმნილებები, ახსნას არ ექვემდებარება. ეს არის ნამუშევრები პოეტისა, რომელმაც შეიგრძნო ბუნება და რომელსაც შეუძლია გადმოსცეს მისი სილამაზე თავის მხატვრობაში.

სხვა ცნობილი ნახატები

011-15.jpg

სანაპირო სენტ-ადრესის მახლობლად, 1867 წელი

      012.jpeg

ქალი სენტ-ადრესის ბაღში, 1867

013.jpeg

ხიდი არჟანტეაში, 1874

014-15.jpg

გაზაფხული ჟივერნში, 1880

015-13.jpg

თივის ზვინი ჟივერნიში, 1884

016-9.jpg

ხედი სალისის ტყიდან, 1888

017-8.jpg

იაპონური ხიდი, 1899

018-9.jpg

გასეირნება კლდის კიდეზე

019-7.jpg

ბილიკი ჟივერნის ბაღში, 1900

020-6.jpg

წყლის ლილიები,ღრუბლები, 1903

კლოდ მონეს ცნობილი ციტატები

  ყველა განიხილავს ჩემს მხატვრობას და თავს აჩვენებს, თითქოს ესმის, როცა უნდა უბრალოდ გიყვარდეს.

ის, ვინც ამტკიცებს, რომ ტილო დაასრულა, უბრალოდ ქედმაღალია.

ჩემი ნამუშევარი ბევრად უკეთესია, როცა მარტო ვარ და მივყვები მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ფერი- აი ამით ვარ შეპყრობილი, ის არის ჩემი სიხარული და ტანჯვა.

ჩემი ბაღი ჩემი ყველაზე ლამაზი შედევრია.

რათა დახატოთ ზღვა კარგად, უნდა უყუროთ მას ყოველ საათს, ყოველ წუთს ერთსა და იმავე ადგილიდან, რათა მიხვდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ამ კონკრეტული ადგილიდან. სწორედ ამიტომ ვმუშაობ მე ერთსა და იმავე სიუჟეტებზე ისევ და ისევ, ოთხჯერ ან ექვსჯერ.

ეცადეთ დაივიწყოთ ის, რასაც წინ ხედავთ, დაივიწყეთ ხე, სახლი, მინდორი, ყველაფერი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ამ ადგილას პატარა ლურჯი კვადრატია, გვერდით ვარდისფერი ფიგურა და გააგრძელეთ იქამდე, სანამ თქვენ არ შეგექმნებათ გულუბრყვილო შთაბეჭდილება იმ სურათისა, რაც თქვენ წინ იშლება.

მე ვფიქრობ მხოლოდ ჩემს ნახატზე და მისი მიტოვება რომ მომიწიოს, ალბათ, გავგიჟდები.

021-4.jpg

მონე, რომელიც ხატავს თავის ბაღში, არჟანტეაში, ოგიუსტ რენუარი.

 
 
306
გაზიარება


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

imnabarcuk მუსიკახელოვნება 8 Comments

Mozart276.jpg

1756 წელს დაიბადა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორი მოცარტი, რომლის სიკვდილისგან 254 წლის შემდეგაც კი  მისი მუსიკა  უკვდავია.იგი ვუნდერკინდი ბავშვი ყოფილა და ჯერ კიდევ შვიდი წლისამ შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. მოცარტი სრულიად ახალგაზრდა 35 წლის გარდაიცვლა. მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდობისა მან მოასწრო და ძალიან ბევრი ნაწარმოები შექმნა.ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი დაიბადა ზალცბურგში, ავსტრიის ალპებში. მისი მამა ლეოპოლდიც მუსიკოსი იყო. ვოლფგანგის  წერილებიდან ჩანს ,რომ იგი კეთილი და მზრუნველი მამა ყოფილა, თუმცა არსებობს მოსაზება, რომ ლეოპოლდი ბოროტად სარგებლობდა შვილის უდიდესი ტალანტით. ადრეულ ასაკში თავბრუდამხვევ  კ ა რ ი ე რ ა ს  ვოლფგანგზე ცუდად სრულებითაც არ უმოქმედია. მოცარტი თავდაჭერილი, ამაყი, განათლებული და ყურადღებიანი ადამიანი იყო.

სხვა დიდი კომპოზიტორებისგან განსხვავებით, მოცარტი არც რევულუციონერი  და არც ახალი ტექნოლოგიების პიონერი იყო. იგი შთანთქავდა  მისი დროის საუკეთესო მუსიკას და წინა პლანზე გადმოჰქონდა განუმეორებელი  სილამაზის სტილი.

მოცარტის, როგორც ვუნდერკინდი ბავშვის კარიერა ძალიან ნაადრევად–წლიდან დაიწყო,  როდესაც მამამისმა ევროპირს ტურნეზე წაიყვანა. მას იქ შესაძლებლობა მიეცა მოესმინა სხვადასხვაგვარი მუსიკა  და შეხვედროდა მნიშვნელოვან ფიგურებს როგორიცაა იოჰან სებასტიან ბახი. მაგრამ  უკვე ზრდასრულ ასაკში მოცარტის წარმატება კლებულობს, მისი უკანასკნელი მოგზაურობა პარიზში 1776 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა.  არსებობდა სხვა პრობლემებიც. მას დაძაბული ურთიერთობა ქონდა უფროსთან ზალცბურგის არქიეპოსკოსთან, ამ დროისთვის მოცარტი  ორღანისტად მუშაობდა მის კარზე. იგი ცდილობდა სხვა სამსახური მოეძებნა, მაგრამ შესაფერისი არაფერი ჩანდა. პრობლემებს დაემატა დედის სიკვდილი აქ დასრულდა მოცარტის, როგორც პატარა გენიოსის კარიერა, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  მისი ჩამოყალიბება ზრდასრულ კომპოზიტორად.

მიუხედავად იმისა, რომ მოცარტს შექმნილი ქონდა ოპერების სიმფონიების, კონცერტების და კამერული მუსიკის გასაოცარი მუსიკის გასაოცარი სია, მხოლოდ პარიზში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო შედევრების შექმნა, რამაც უკვდავყო მისი სახელი.

1779 წელს გამოვიდა შესანიშნავი საკონცერტო სიმფონია ვიოლინოს, ალტისა  და ორკესტრისათვის. შემდეგ მან მიიღო შეკვეთები მიუნხენის თეატრიდან. 1781 წელს მოცარტი ქმნის ოპერას “იდომენევსი – კრეტის მეფე”. ოპერისადმი ახლებულმა მიდგომამ დიდი აღტაცება ჰპოვა. გამოცდილება მოცარტს წარმატების მადას უღვივებდა, მაგრამ, ამავდროულად იმედგაცრუება ემატებოდა ზალცბურგში სამსხუროებრივი შეზღუდვების გამო. კომპოზიტორსა და არქიეპისკოპოსს შორის უთანხმოება ღვივდებოდა და მოცარტი სამსახურისგან დაითხოვეს. იგი თავისი იღბლის საძებნელად ვენაში გაემგზავრა.mozarte1839d.jpg?w=300&h=225

მოცარტი პირველი კომპოზიტორი არ ყოფილა, რომელმაც დამოუკიდებელი კარიერის შექმნა მოინდოდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სარისკო საქმე იყო და ამ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ მან შექმნა ოჯახი, რომელსაც სჭირდებოდა შენახვა. 1782 წელს, მამის წინააღდეგობის მიუხედავად მოცარტი დაქორწინდა მომღერალ კონსტანც ვებერზე. მიუხედავად უამრავი პრობლემისა,  რომელთაგანაც ფინანსური იყო, მოცარტმა მოახერხა ულამაზე მუსიკის უამრავი შედევრის შექმნა. 1782 წელს დაწერილმა ოპერამ “მოტაცება სერალიდან” (Die Entfabrung aus dem Serail) მას უდიდესი წარმატება მოუტანა.

წარმატების მწვერვაზე მყოფი მოცარტი გარდაიცვალა, სავარაუდოდ,  თირკმლის ინფექციით. მის მრავალრიცხოვან სასულიერო ნაწარმოებს შორის გამოირჩევა გედის სიმჯერა – გენიალური რექვიემი (კათოლიკური  მესა  გარდაცვლილთათვის, 1791), რომელსაც მოცარტი ანონიმური პირის შეკვეთთ წერდა სიცოცხლის უკანსკნელ წელს. არსებობს მოსაზრება ,რომ მოცარტი მისმა მეტოქემ სალიერმა მოწამლა.

მოცარტს კიდევ რომ ეცოცხლა კიდევ უამრავ  მუსიკაც აჩუქბდა  მსოფლიოს. მისი შედევრების ბრწყინვალებამ, სილამაზემ და ყველაზე მეტად  ადამიანთა უსაზღვრო სიმპათიამ  იმდენად პოპულარული გახადა,რომ ბევრი  მსმენელი მას კომპოზიტორთა შორის გამორჩეულად  მიიჩნევს.

რეალისტური ოპერა– კომედიის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს “ფიგაროს ქორწინება” (1786), რომელიც ძალზე წარმატებული  აღმოჩნდა. მალევე მოცარტმა მიიღო ახალი შეკვეთა, ამჯერად  პრაღიდან.  იგი ქნის მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრს  – “დონ ჟუანს” (1787) მასში შერწყმულია მუსიკალური ტრაგედიისა და მუსიკალური კომედიის ნიშნები და მოცარტის რეალისტური საოპერო დრამატურგიის  მწვერვალია.

1790 წელს გამოვიდა ასევე დიდი ოპერა – “ასე იქცევა ყველა ქალი” , რომელიც ეყრდნობდა ცინუკურ და შეუფერებელ ამბავს ქალის მერყევი ხასიათის შესახებ. ამ დრამატულ ოპერას  მოჰყვა  “ჯადოსნური ფლეიტა” (1791) , რომელიც უფრო ბალადას წააგავდა  და ალეგორიული იყო.

შ ე დ ე ვ რ ე ბ ი

ოპერები

“იდომენევსი”

“ფიგაროს ქორწინება”

“დონ ჟუანი”

“ჯადოსნური ფლეიტა”

“მოტაცება სერალიდან”

“ასე იქცევა ყველა ქალი”

“ტიტუსის ლმობიერება”

კ ო ნ ც ე რ ტ ე ბ ი:

სიმფონიური კონცერტი ვიოლინოს

ალტისა და ორკესტრისათვის

საფორტებიანო კონცერტები

კონცერტი კლარნეტისთვის

ს  ი მ ფ ო ნ ი ე ბი:

სიმფონია  #38 “პრაღა” და #41

“იუპიტერი”

სიმფონია სი მაჟორში

ს ა ს უ ლ ი ე რ ო   მ უ ს ი კ ა

მესა “კორონაცია”

რექვიემი (დაუმთავრებელი)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
 24 June 2012       Britain      21 კომენტარი      ნანახია 7989-ჯერ     
კატეგორიაში: საინტერესოამუსიკა 

 
Johann Sebastian Bach - bach 1034adagio

Powered by mp3skull.com
ზოგადად, ბახი გერმანიაში ძალზედ გავრცელებული და სახელგანთქმული გვარია. განსაკუთრებულად იგი ცნობილია მუსიკოსეის წყალობით. ამ გვარს გამორჩეული დიდება მოუტანა იოჰან სებასტიან ბახმა - მეთვრამეტე საუკუნის გენიალურმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, შემსრულებელმა და პედაგოგმა. 
tumblr_m1s66mzzmb1qfzqteo1_500.png

იოჰან სებასტიან ბახი - დაიბადა 1685 წელს, გერმანიის ქალაქ აიზენახში. მისი პირველი მასწავლებელი საკუთარი მამა გახლდათ. ბახი ცხრა წლისა, რომ შესრულდა, დაობლდა, მაგრამ მარტო არ დარჩენილა. მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც ასევე იოჰანი ერქვა, მაგრამ არა იოჰან სებასტიანი, არამედ იოჰან ქრისტოფი. იგი მახლობელ ქალაქ ორდრუფში ცხოვრობდა და ეკლესიაში ორგანს უკრავდა. პატარა იოჰან სებასტიანს უფროსი ძმა ამეცადინებდა. მას ისეთი გასაოცარი მიღწევები ჰქონდა, რომ იოჰან ქრისტოფიც შეაქებდა ხოლმე : "თქვენით კმაყოფილი ვარ, ძმაო, მეტად კმაყოფილიო." 
tumblr_m4qse1bxqR1qigji2o1_500.png

იოჰან სებასტიანის უფროსი ძმა უცნაური ბუნების ადამიანი იყო. მარტო იმას ასწავლიდა უმცროს ძმას, რაც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. სწორედ ამიტომ, ღამღამობით, შეუმჩნევლად, პატარა იოჰანი მიიპარებოდა ხოლმე წიგნის კარადასთან , გამოიღებდა იმ დროის ყველაზე გამოჩენილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, და ერთი მეორეს მიყოლებით იწერდა. მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი უნათებდა, არც ლამფა ჰწონდა და არც სანთელი. ამაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა სებასტიანი. მხედველობა დაეძაბა, მაგრამ მაინც იჯდა, ლამის დაბრმავებულიყო, მაგრამ უკან არ იხევდა, ჯიუტად იწერდა და იწერდა. ეს მძიმე, თითქმის აუტანელი შრომა იყო. მხოლოდ მუსიკით გატაცება, მხოლოდ შეუპოვარი ხასიათი მატებდა ძალას, მხოლოდ დიდი სურვილი, რომ თვითონ დაეკრა ორგანზე და მოესმინა, ეხმარებოდა ბიჭს მუშაობაში. ექვს თვეს მოუნდა ნოტების გადაწერას, ექვს თვეს არ ეძინა. და აი, ნოტები უკვე ხელთ ჰქონდა, თითქმის ყველა გადაწერილი...მაგრამ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა პატარა იოჰანს... 
tumblr_m5mve4wWb81qgen9eo1_500.jpg

იოჰან სებასტიანს მეცადინეობის დროს უფროსი ძმა დაადგა თავზე - ღამის ჩაჩით თავზე ჩამოფხატული და დაბამბულ ხალათში გამოწყობილი შევიდა ოთახში. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა იოჰან სებასტიანს, ამაოდ ემუდარებოდა გულქვა უფროს ძმას, ეპატიებინა დანაშაული, მაგრამ ვერც ვედრებამ, ვერც ცრემლებ,ა ვერ გაჭრა. ძლივძლივობით გადაწერილი ნოტები ქრისტოფმა ბიჭს წაართვა და ნაკუწებად აქცია... 
tumblr_m4h3l7KQbI1rwrwx8o1_500.jpg

ამის შემდეგ, გავიდა დიდი დრო. იოჰან სებასტიან ბახი უდიდესი კომპოზიტორი გამოვიდა. იოჰან ქრისტოფი, კი მართალია, ძმას წაართვა ნოტები, რომელსაც საბრალო მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულმოდგინეთ იწერდა, მაინც ორდრუფის ეკლესიის ერთ უბრალო ორგანისტად დარჩა. დღეს მისი სახელის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მისი უფროსი ძმა, გენიოსი - იოჰან სებასტიან ბახი! 
tumblr_m3y8nrDNoZ1rsdtzto1_1336892273_co

tumblr_m3sqg5nGcJ1r0l5a7_1336635366_cove

tumblr_m2r19cWzDP1qfzqteo1_500.jpg

tumblr_m2fbijQFaR1qzq4jgo1_500.jpg

 

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto
Lucas Cranach უფროსი
ვიკიპედიიდან, უფასო ენციკლოპედიიდან
Lucas Cranach უფროსი
Lucas Cranach დ. Ä. 063.jpg
Lucas Cranach Elder, Portrait ასაკში 77 (ზეთი პანელი, 67 × 49 სმ), Florence, IT: Uffizi გალერეა, გ. 1550.
დაიბადა Lucas Maler
გ. 1472
Kronach
გარდაიცვალა 16 ოქტომბერი 1553 (ასაკის 81)
ვაიმარის
ცნობილი ფერწერა
მოძრაობა გერმანიის რენესანსის
მფარველი (s) ამომრჩეველთა საქსონიის
Lucas Cranach უფროსმა (Lucas Cranach der altere [Lukas kʁana [არარეალიზებული input] dɐ ɛltɛʁə], c. 1472 - 16 ოქტომბერი 1553) იყო გერმანელი რენესანსის მხატვარი და გრაფიკოსი in ხეზე და გრავიურა. ის იყო სასამართლო მხატვარი ამომრჩევლის საქსონიის უმეტესი მისი კარიერა, და ცნობილია მისი პორტრეტები, ორივე გერმანული მთავრების და იმ ლიდერებს პროტესტანტული რეფორმის, რომლის მიზეზი მან მოიცვა ენთუზიაზმით, ხდება ახლო მეგობარი მარტინ ლუთერ . მან ასევე შეიღება რელიგიური საგნების, პირველი კათოლიკური ტრადიცია, და შემდეგ ცდილობს იპოვოს ახალი გზები გადმოცემის ლუთერანული რელიგიური შეშფოთება ხელოვნებაში. მან განაგრძო მთელი თავისი კარიერის ხატავს nude საგნების შედგენილი მითოლოგია და რელიგია. მას ჰქონდა დიდი სახელოსნოს და ბევრი ნამუშევრები არსებობს სხვადასხვა ვერსიები; მისი ვაჟი Lucas Cranach უმცროსი, და სხვები, განაგრძობდნენ ვერსიები მამის სამუშაოები ათწლეულის მისი გარდაცვალების შემდეგ. Lucas Cranach უფროსი უკვე ითვლება ყველაზე წარმატებული გერმანელი მხატვრის თავისი დროის. [1]
 
შინაარსი [დამალვა]
1 ადრეული ცხოვრება
2 კარიერა
3 Veneration
4 სამუშაოები და ხელოვნების
4.1 რელიგიური საგნების
4.2 მითოლოგიური სცენები
5 ლიტერატურა და წყაროები
6 შემდგომი მოსმენით
7 რესურსები ინტერნეტში
ადრეული ცხოვრება [რედაქტირება]
 
ხელმოწერა Cranach უფროსი from 1508 on: winged გველი ruby ​​ბეჭედი (როგორც მხატვრობის 1514)
იგი დაიბადა Kronach ზემო Franconia, ალბათ, 1472. მისი ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია. მან შეიტყო, ხელოვნების ხატვის მამისგან Hans Maler (მის გვარს ნიშნავს "მხატვარი" და აღმნიშვნელი მისი პროფესია, არა მისი წინაპრების, შემდეგ მანერა დრო და კლასი). [2] მისი დედა, გვარი Hübner გარდაიცვალა 1491. მოგვიანებით, სახელი მისი აკვანი იყო გამოყენებული მისი გვარი, სხვა საბაჟო ჯერ. როგორ Cranach იყო მომზადებული არ არის ცნობილი, მაგრამ ეს იყო ალბათ ადგილობრივ სამხრეთ გერმანიის ოსტატები, როგორც მისი თანამედროვე მათიას Grünewald, რომელიც მუშაობდა Bamberg და Aschaffenburg (Bamberg დედაქალაქი ეპარქიაში, რომელიც Kronach დევს). ასევე არსებობს ვარაუდები, რომ Cranach გაატარა გარკვეული დროის ვენაში დაახლოებით 1500. [2]
 
მისი თქმით, Gunderam (პედაგოგი Cranach ბავშვები) Cranach აჩვენა მისი ნიჭი, როგორც მხატვარი, სანამ ახლოს მე -15 საუკუნეში. მისი მუშაობის შემდეგ მიიპყრო ყურადღება ჰერცოგი ფრიდრიხ III, ამომრჩეველი საქსონიის, რომელიც ცნობილია როგორც ფრედერიკ ბრძენი, რომელიც ერთვის Cranach მისი სასამართლოს 1504. ჩანაწერები Wittenberg ადასტურებენ Gunderam განცხადება ამ კუთხით, რომ Cranach სახელი, როგორც ჩანს, რომ პირველად საჯარო ანგარიშების წლის 24 ივნისს 1504 წელს, როდესაც მან მიიპყრო 50 გულდენი for ხელფასის ნახევარი წელი, როგორც მხატვარი ducalis ( "ჰერცოგის მხატვარი"). Cranach იყო დარჩეს სამსახურში ამომრჩეველი და მისი მემკვიდრეების დანარჩენი მისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო განახორციელოს სხვა სამუშაოები. [2]
 
Cranach ცოლად Barbara Brengbier, ქალიშვილი burgher გოთის და ასევე დაიბადა; იგი გარდაიცვალა Wittenberg წლის 26 დეკემბერს, 1540 წელს Cranach შემდეგ კუთვნილი სახლი Gotha, მაგრამ, სავარაუდოდ, მას უნდა იცოდეს, ბარბარა ახლოს Wittenberg, სადაც მისი ოჯახი იუტაში სახლი, რომელიც მოგვიანებით ეკუთვნოდა Cranach. [2]
 
კარიერა [რედაქტირება]
 
Apollo და დიანა.
 
პორტრეტი მარტინ ლუთერ.
 
ნადირობა ახლოს Hartenfels ციხე (1540).
პირველი მტკიცებულება Cranach უნარი, როგორც მხატვრის მოდის სურათი დათარიღებული 1504. კარიერის დასაწყისში ის იყო აქტიური რამდენიმე ფილიალი მისი პროფესია: ზოგჯერ დეკორატიული მხატვარი, უფრო ხშირად მწარმოებელ პორტრეტები და altarpieces, ხეზე კვეთის ნიმუშები, გრავიურები, შექმნასა და მონეტები ელექტორატის.
 
დასაწყისში დღეებში მისი ოფიციალური დასაქმების მან დამფრთხალი მისი სამაგისტრო ქვეყნების მიერ რეალიზმი, რომელიც მან დახატა მაინც ცხოვრებაში, თამაში და ირმის კედლებზე ქვეყნის სასახლეების at Coburg და Locha; მისი ნახატები ირმის და გარეული ღორი იყო მიჩნეული ნათელი და ჰერცოგი ხელს უწყობდა მისი გატაცება ამ ფორმით ხელოვნების აღება მას სამონადირეო სფეროში, სადაც ის მოიყარა "მისი მადლი" გაშვებული stag, ან Duke ჯონ კვრა ღორი.
 
სანამ 1508 მან შეიღება რამდენიმე საკურთხევლის ცალი ციხე ეკლესიის Wittenberg კონკურენცია Albrecht Dürer, Hans Burgkmair და სხვა; ჰერცოგი და მისი ძმა იოანე ასახავდა სხვადასხვა დამოკიდებულება და მისი რამდენიმე საუკეთესო woodcuts და სპილენძის ფირფიტები დაიბეჭდა.
 
In 1509 Cranach წავიდა ნიდერლანდები და მოხატული იმპერატორ მაქსიმილიან და ბიჭი, რომელიც შემდეგ გახდა იმპერატორ ჩარლზ ვ სანამ 1508 Cranach ხელმოწერილი მისი ნაწარმოები მისი ინიციალები. იმ წელს ამომრჩეველს მისცა winged გველი როგორც ემბლემა, ან Kleinod, რომელიც შეცვალა ინიციალები მისი ნახატები თარიღის შემდეგ.
 
Cranach იყო სასამართლო მხატვარი ამომრჩევლის საქსონიის Wittenberg, ფართობი გულში განვითარებადი პროტესტანტული რწმენის. მისი პატრონების იყო powerf148px-Cranach%2C_Lucas%2C_d.%C3%84._-_Di


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ბალთაზარ კოსამ, რომელიც მეკობრე იყო, რამდენიმე წელიწადში იმდენი შეძლო რომ პაპად აკურთხეს. მან სახელად იოანე XXIII დაირქვა. მისი დიპლომატიური ნიჭი, მჭერმეტყველება და მლიქვნელობა მე-15 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ცნობილია, ხოლო მისი ცხოვრების სტილის ამორალურობა დღესაც არ კარგავს სიმწვავეს.71158_120758651286455_2601222_n.jpg?w=63

ასე იყო თუ ისე იყო, საბოლოოდ მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა მისთვის წაერთმია პაპის წოდება და დაესაჯა, მაგრამ მოვლენები მაინც კოსას სასარგებლოდ ვითარდებოდა.

მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, პაპ იოანე XXIII ბრალს სდებდნენ იმაში, რომ:

1) ეწეოდა საეკლესიო თანამდებობათა და წოდებათა ყიდვა-გაყიდვას;

2) ერთსა და იმავე თანამდებობებს ყიდდა რამდენიმე პირზე;

3) ხსნიდა ადამიანებს, რომელთაც ეჭირათ ესა თუ ის საეკლესიო თანამდებობა და განთავისუფლებულ ადგილებს ხელახლა ყიდდა (უფრო ძვირად, ვიდრე უწინ);

4) სცადა 50 000 ფლორინად მიეყიდა ფლორენციისათვის წმინდა იოანეს ნაწილები;

5) იღებდა დიდ გასამრჯელოს და ნებას აძლევდა ერისკაცებს შეეჩვენებინათ თავიანთი მოვალეები;

6) უარყოფდა საიქიო ცხოვრებას;

7) არ სწამდა მიცვალებულთა აღდგომა;

,8) იწვა თავის ძმის ცოლთან;

9) მრუშობდა თავის ასულთან და შვილიშვილთან;

10) ერთდროულად ჰყავდა საყვარლებად დედა – შვილი;

11) ნამუსი ახადა ასობით ქალწულს;

12) კავშირი ჰქონდა ასობით ქმრიან ქალთან;

13) რყვნიდა „ქრისტეს სარძლოებს“ მონასტრებში (ამ ქალთა რიცხვი 300-მდე იყო);

14) მხოლოდ ბოლონიაში 300 საყვარელი ჰყავდა;

15) ეწეოდა გარყვნილებას სამივე სქესის პირებთან (ეს ცოტა ვერ გავიგე);

16) ჩაგრავდა ღარიბებს;

17) არღვევდა ყველა კანონს;

1,8) იყო სიმონისტების კერპი;

19) იყო ხორცის მონა; (განსაკუთრებით მომწონს ეს)

21) უარყოფდა ქველმოქმედებას;

და ასე შემდეგ, სულ 54 მუხლია.   უკანასკნელი, 54-ე მუხლი შეადგენდა დასკვნას:   „კოსა – ეშმაკის ხოცშესხმული სახეა.“post-25-1251676984.jpg?w=630

ბალთაზარ კოსას მიმართ, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად განვეწყვე, მაგრამ მას დავეთანხმე ეკლესიის მისეულ გაგებაში. იგი ეკლესიას ადამიანის სხეულად მოიაზრებს. ორგანიზმს, სხეულს არ შეუძლია იცოცხლოს თავის გარეშე, ისევე როგორც თავს არ შეუძლია უდრტვინველად იყოს სხეულის გარეშე. თუ კი დაზიანდება ორგანიზმის რაიმე ნაწილი, ეს აისახება მთლიანად ადამიანზე. ეკლესია და პაპი სწორედ ასეთ კავშირში არიან ერთმანეთთანო, მიაჩნდა კოსას.

ამ წიგნის კითხვისას, გამიჩნდა შეკითხვა: არსებობს თუ არა კრიტიკულად (ობიექტურად) დაწერილი წიგნი ან თუნდაც მანუსკრიპტი, თუ როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში საეკლესიო წოდების წარმომადგენლები. არ ვგულისხმობ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, სადაც აღწერილია ბერების ყოველდღიურობა და დამოკიდებულება რელიგიისადმი.

ბალთაზარ კოსამ, რომელიც მეკობრე იყო, რამდენიმე წელიწადში იმდენი შეძლო რომ პაპად აკურთხეს. მან სახელად იოანე XXIII დაირქვა. მისი დიპლომატიური ნიჭი, მჭერმეტყველება და მლიქვნელობა მე-15 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ცნობილია, ხოლო მისი ცხოვრების სტილის ამორალურობა დღესაც არ კარგავს სიმწვავეს.71158_120758651286455_2601222_n.jpg?w=63

ასე იყო თუ ისე იყო, საბოლოოდ მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა მისთვის წაერთმია პაპის წოდება და დაესაჯა, მაგრამ მოვლენები მაინც კოსას სასარგებლოდ ვითარდებოდა.

მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, პაპ იოანე XXIII ბრალს სდებდნენ იმაში, რომ:

1) ეწეოდა საეკლესიო თანამდებობათა და წოდებათა ყიდვა-გაყიდვას;

2) ერთსა და იმავე თანამდებობებს ყიდდა რამდენიმე პირზე;

3) ხსნიდა ადამიანებს, რომელთაც ეჭირათ ესა თუ ის საეკლესიო თანამდებობა და განთავისუფლებულ ადგილებს ხელახლა ყიდდა (უფრო ძვირად, ვიდრე უწინ);

4) სცადა 50 000 ფლორინად მიეყიდა ფლორენციისათვის წმინდა იოანეს ნაწილები;

5) იღებდა დიდ გასამრჯელოს და ნებას აძლევდა ერისკაცებს შეეჩვენებინათ თავიანთი მოვალეები;

6) უარყოფდა საიქიო ცხოვრებას;

7) არ სწამდა მიცვალებულთა აღდგომა;

,8) იწვა თავის ძმის ცოლთან;

9) მრუშობდა თავის ასულთან და შვილიშვილთან;

10) ერთდროულად ჰყავდა საყვარლებად დედა – შვილი;

11) ნამუსი ახადა ასობით ქალწულს;

12) კავშირი ჰქონდა ასობით ქმრიან ქალთან;

13) რყვნიდა „ქრისტეს სარძლოებს“ მონასტრებში (ამ ქალთა რიცხვი 300-მდე იყო);

14) მხოლოდ ბოლონიაში 300 საყვარელი ჰყავდა;

15) ეწეოდა გარყვნილებას სამივე სქესის პირებთან (ეს ცოტა ვერ გავიგე);

16) ჩაგრავდა ღარიბებს;

17) არღვევდა ყველა კანონს;

1,8) იყო სიმონისტების კერპი;

19) იყო ხორცის მონა; (განსაკუთრებით მომწონს ეს)

21) უარყოფდა ქველმოქმედებას;

და ასე შემდეგ, სულ 54 მუხლია.   უკანასკნელი, 54-ე მუხლი შეადგენდა დასკვნას:   „კოსა – ეშმაკის ხოცშესხმული სახეა.“post-25-1251676984.jpg?w=630

ბალთაზარ კოსას მიმართ, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად განვეწყვე, მაგრამ მას დავეთანხმე ეკლესიის მისეულ გაგებაში. იგი ეკლესიას ადამიანის სხეულად მოიაზრებს. ორგანიზმს, სხეულს არ შეუძლია იცოცხლოს თავის გარეშე, ისევე როგორც თავს არ შეუძლია უდრტვინველად იყოს სხეულის გარეშე. თუ კი დაზიანდება ორგანიზმის რაიმე ნაწილი, ეს აისახება მთლიანად ადამიანზე. ეკლესია და პაპი სწორედ ასეთ კავშირში არიან ერთმანეთთანო, მიაჩნდა კოსას.

ამ წიგნის კითხვისას, გამიჩნდა შეკითხვა: არსებობს თუ არა კრიტიკულად (ობიექტურად) დაწერილი წიგნი ან თუნდაც მანუსკრიპტი, თუ როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში საეკლესიო წოდების წარმომადგენლები. არ ვგულისხმობ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, სადაც აღწერილია ბერების ყოველდღიურობა და დამოკიდებულება რელიგიისადმი.

Advertisements ლეო ტქსილის წმინდა ბუნაგი
 


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი1720თელავი — გ. 11 იანვარი1798, იქვე; დაკრძალულია მცხეთაშისვეტიცხოვლის ტაძარში) — 1744-1762 წლებში კახეთის1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. ერეკლე II აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს. დედამისი, თამარივახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II — ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე.

 

 

პოლიტიკური ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე–18 საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს ირანი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით. 1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და თბილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ მეექვსე, რომელიც პეტრე პირველის იმედით აპირებდა მტრის წინაამღდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ მეექვსე მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინაამღდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა,თავისი ამალით საქართველო დასტოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შესცვალა.

სპარსეთი ამ დროს ძალზე დასუსტებული იყო და სახანოებად იყო დაყოფილი. მალე გამოიკვეთა სპარსეთის მომავალი ლიდერი, ეს იყო თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ მეორეც ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა,თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.

1735 წელს, ყარსის მიდამოებში სპარსელებმა საბოლოოდ დაამარცხეს ოსმალები. იმავე წელს ნადირ–შაჰი თბილისში შემოვიდა. თეიმურაზი მას ზეიმით შეხვდა. თბილისი განადგურებას გადაურჩა, თუმცა ნადირ–შაჰმა ქართლის ის ნაწილი რომელსაც მისი მოწინაამღდეგე ფეოდალები მართავდნენ სასტიკად ააოხრა. ქართლში ისევ „ყიზილბაშობის“ ხანა დაბრუნდა. თურქების შემოსევის შემდეგ, თეიმურაზი ფშავში გაიქცა და პატარა ერეკლეც თან წაიყვანა. 1733 წელს,თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი,მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.

1739 წელს, ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა. ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს გმირობამ გააოცა.

ლაშქრობდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს.

1744 წელს, ნადირ–შაჰის ნებართვით, თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანი მეფე არ მჯდარა. ნადირ–შაჰი ხედავდა, რომ ქართველებთან ბრძოლა ძნელი იყო და მათი დამორჩილება ისევ ქრისტიანი მეფეების ხელით გადაწყვიტა. თუმცა თეიმურაზი და ერეკლე საქართველოს თავისუფლებაზე ფიქრით იყვნენ შეპყრობილნი.

ასე რომ, 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II კი — კახეთში. XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად ირანის ვასალი ქართლ-კახეთი (რომლის მოსახლეობა 626 ათასი იყო) ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ (1747 წ.) თბილისი ირანელებისაგან გაათავისუფლეს, თავიანთ ბატონობას დაუმორჩილეს და დახარკეს განჯისა და ერევნის სახანოები.

ბრძოლები თავისუფლების განმტკიცებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებული მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოების წარმოება,ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო–კავკასიელებისა და დაშლილი ირანის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდაომებშიც გადაიზრდებოდა.

1747 წელს, დიპლომატიური მიზნით თეიმურაზი ირანში წავიდა. იმავე წელს ნადირ–შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანში ისევ აირია ვითარება. თეიმურაზმა ქართლი, ირანში წასვლისას აბდულა–ბეგს (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი თბილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ თბილისის ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და თბილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა.

1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა ირანიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, თბილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინაამღდეგ პირისპირ შებრძოლება.

1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი. ამის მერე ერევნის სახანო, ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა.

1750 წელს, ყარაბაღის მფლობელი ფანა–ხანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. გმირულ ბრძოლაში ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი.

შაქის ხანს, აჯი–ჩალაბს, რომელიც წარმოშობით სარწმუნოებაშეცვლილი სომეხი იყო, არ აძლევდა ხელს რეგიონში ქართველთა ბატონობა. 1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა. 1752 წელს, აჯი-ჩალაბმა, განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები.

მართალია 1751 წლის ივლისში, თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი, აზატ–ხანის თვრამეტიათასკაციანი ლაშქარი, ერეკლემ ერევნის მახლობლად, ყირბულახის ბრძოლაში საოცარი საზრიანი და საკუთარი გმირული შემართების წყალობით და ბრძოლით დაამარცხა, აჯი-ჩალაბთან მარცხი მაინც ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს.

ერეკლემ, ქართლ–კახელთა ჯარს, დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა. 1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე, თულქითეფეს ბრძოლაში. აჯი-ჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღა–ქიში სარდლობდა სასტიკად დაამარცხეს ქართველებმა.

ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა. 1754 წელს, ავარიელი, ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა,არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია,მჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი.

1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი.

1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცთან და დვანის ციხესთან. ამ ბრძოლაში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა.1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა.

შედარებით მცირე ბრძოლები გრძელდებოდა. მტერი არ ისვენებდა. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. თბილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს ერეკლეს „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.

1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მიზნნებით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა.

1762 წლიდან ერეკლე ქართლ–კახეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ნიშნავდა,რომ „აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის მანძილზე ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა“.

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
250px-Irakli_II_1.jpg
 
ერეკლე მეფის ძეგლი თელავში.

ერეკლე II-მ ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის); დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები; გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის; გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა; შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.); აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად; რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა; სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის,საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი,შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა ); განნახლდა ზარაფხანა,იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. თბილისში დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. თბილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები დაციხეები, თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.

ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ მეექვსემ ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი),დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას.

მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად თბილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს.

თბილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე“, რომელსაც „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.

მიუხედავად წარმატებებისა, თავისუფლების განმტკიცების და რეგიონში პირველობის და ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით საზრუნავი არ ილეოდა.

1765 წელს,ერეკლეს წინააამღდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა, შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული. ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინაამღდეგენი.

1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში რუსების მხარე დაიჭირა.1769 წელს გრაფი ტოტლებენი შემოვიდა რუსის ჯარით საქართველოში. ერეკლე და ტოტლებენი, გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ საკუთარი საზრიანობისა და გმირობის ფასად, ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა თურქები.

1771 წელს, ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან,1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი,1779–80 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები თბილისამდე მოდიოდნენ.

1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა.

1785 წელს საქართველოს, ნურსალ ბეგის ვაჟი, ომარ–ხანი, 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლესთან შებრძოლება პირისპირ ვერ გაბედა, ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი რაზმები, რომლებიც ახალციხეში შემოვლითი გზებით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნები. დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ–კახეთს, გადასწვდნენ იმერეთასც.

1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა განჯაყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსებმა მოულოდნელად დატოვეს საქართველო.

1779 წელს გარდაიცვალა ირანის შაჰი ქერიმ-ხან ზენდი, რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ ირანში ძალაუფლებას, თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანი იღებდა.

საქართველოს გაერთიანების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონ იოსელიანის მონათხრობის თანახმად, 1790 წელს, ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან, იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. დღეს ძნელია შეაფასო ერეკლეს ეს ნაბიჯი. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, თურქეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა, რუსეთიც არ იყო მომხრე ამ გაერთიანებისა. ერეკლეს უარის მიზეზი შესაძლოა ყოველივე ეს იყო, და არა დარეჯან დედოფლის ახირება, რათა იმერეთის ტახტი, მის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს, (შემდგომში სოლომონ II) დარჩენოდა.

ცოტა ხანში გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. ტრაქტატის ძირითადი ფიგურა ერეკლე იყო

ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით იმერეთში, ერეკლეს გავლენა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ.

რუსეთთან კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.

შეუძლებელია, დღეს განსაზღვრო შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ–კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო დადებული ტრაქტატი, ძნელია გაამართლო ან გაამტყუნო ერეკლე რუსეთთან კავშირის გამო. მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინაამღდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ევროპის ქვეყნებისთვისაც მიუღებელი იყო. თუმცა ერეკლეს მაინც ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი.

ერეკლე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო უზრუნველყო საქართველოს მომავალი წარმატებები. ქართული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწყობად სესხის აღებაც უნდოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან, მაგრამ ევროპა, იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ მხარით. ევროპისკენ მიმავალ გზად კი ერეკლე რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

რუსეთთან კავშირის გამო აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი არამც თუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ,არამედ ხელს უწყობდა საქართველოს თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდგომში მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა.

220px-Tomb_of_Erekle_II.jpg
 
ერეკლე II-ის საფლავი სვეტიცხოვლის ტაძარში
ერეკლეს ცხოვრების ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მტრის თავდასხმები და ბრძოლები არ წყდებოდა. საქართველო სისხლისგან იცლებოდა.ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენა ქვეყანას ომარ–ხანის თავდასხმამ 1785 წელს. „შაჰ-აბაზის დროსაც კი არ უნახავს საქართველოს ასეთი განსაცდელიო“ — აღნიშნავდა თავისი ხალხის მძიმე ბედით შეწუხებული ერეკლე. მეფემ, სამი წლით გაანთვისუფლა მოსახლეობა სამეფო გადასახადისაგან და ამით ცოტათი შეამსუბუქა მათი მდგომარეობა.

1786 წელს ერეკლე ახალციხის ფაშას დაუზავდა. 1787 წელს ქართველთა და რუსული ჯარის ნაწილებმა განჯა, ყარაბაღი და ნახიჭევანი დაიმორჩილეს.

1787 წელს რუსეთის ჯარმა საქართველო კვლავ მოულოდნელად დატოვა.

ომარ–ხანი კვლავ ესხმოდა თავს ქართლ–კახეთს. ბრძოლები იყო რუსთავში,ქიზიყში,თიანეთში.

1789 წლის იანვარში, ერეკლემ და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის მფლობელმა ფათ–ალი–ხანმა, თვიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მოილაპარაკეს და ერთიანი მოქმედების გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებითაც, კავკასიაში ორივეს ძალაუფლება უნდა განმტკიცებულიყო, მაგრამ, სულ მალე, 54 წლის ფათ–ალი–ხანი მოკვდა და ქართლ–კახეთის გაძლიერების ეს გეგმაც ჩაიშალა. ჩაიშალა ერეკლეს მიერ ჩაფიქრებული, ქართულ–სომხური, ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის გეგმაც.

სპარსეთში გაბატონებული აღა–მაჰმად–ხანი, კავკასიისკენ მოიწევდა. ერეკლეს ხან ემუქრებოდა, ხან კი მოფერებით სთავაზობდა თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და სპარსეთის მორჩილებაში გადასულიყო.

იცოდა რა აღა–მაჰმად–ხანის მზაკვრული ხასიათი, მისი სიძულვილი ქართველებისადმი და თავად მისადმი, ერეკლე დაჟინებით თხოვდა რუსეთს დახმარებას.

1795 წლის ივნისში, აღა–მაჰმად–ხანის 8 ათასი მებრძოლისაგან შემდგარი არმია, ყარაბაღის ხანის, იბრაჰიმის (რომელიც ერეკლეს ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა ) და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, ყარაბაღის მიდამოებში დაამარცხა. ქართველებს ამ ბრძოლაში, ერეკლეს დავალებით ალექსანდრე ბატონიშვილი სარდლობდა.

დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. მალე აღა–მაჰმად–ხანი, 75 ათასი კაცით კავკასიაში შემოვიდა. ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი 20 თუ 25 ათასი კაცით ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. იბრაჰიმ–ბეგი ციხეში შეიკეტა და გამაგრდა.

აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე არ მოშორებია შუშის ციხეს. ისეთი ვითარება შექმნა თითქოს საქართველო არც კი აინტერესებდა, მაგრამ, ჯაშუშების მეშვეობით, როგორც კი დარწმუნდა, რომ რუსები ერეკლეს დაცვას არ აპირებდნენ, სწრაფი სვლით საქართველოსკენ წამოვიდა. მისი ჯარის და მასთან მიერთებული, გზად მდებარე სახანოების ლაშქარში 35 ათასი მებრძოლი იყო.

ცოტა ხნით ადრე, თავად ერეკლე, სოლომონ მეორის თანხლებით დაიძრა ერევნისკენ. მათი ჯარი 3000 ქართლ–კახელი და 2000 იმერელი მებრძოლისაგან შედგებოდა. ქართველებმა როდესაც გაიგეს სპარსელების მანევრის შესახებ, ყაზახში უკან შემობრუნდნენ და 6 სექტემბერს თბილისს მოადგნენ.

7 სექტემბერს კი აღა–მაჰმად–ხანმა წითელი ხიდი გადმოლახა. მისი ჯარი, რიცხობრივად 6 –ჯერ აღემატებოდა ერეკლეს ჯარს,რომლის რაოდენობაც 6000 არ აჭარბებდა

პირველი აღსანიშნავი შეტაკება, 10 სექტემბერს, შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა უკან მიაბრუნეს მტერი.

11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და თბილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა.

კრწანისის ბრძოლა ქართველთა სასტიკი დამარცხებითა და თბილისის დანგრევა–განადგურებით დამთავრდა. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

75 წლის ერეკლე, რომელმაც ბრძოლის ველი ბოლომდე არ მიატოვა, ახლობლებმა ძალით მოაშორეს საფრთხეს და გაიყვანეს თბილისიდან. ერეკლე,ანანურისაკენ წავიდა,საიდანაც მოლაპარაკებებს, ჯარის შეგროვებას და ქვეყნის მართვას შეუდგა.

20 სექტქმბერს აღა–მაჰმად–ხანმაც დატოვა თბილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა.

სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა. 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს თბილისის აღდგენა.

1797 წელს, თბილისში კრწანისის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში შემოსულმა რუსეთის ჯარმა ისევ დატოვა საქართველო.

მარტო დარჩენნილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინაამღდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს თბილისის აღდგენა.

1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. თბილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა.

ერეკლეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო.

1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.

მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს, ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ კი, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშვილების ტაძარში გადაასვენეს.

ყველას აინტერესებდა რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ ჰქონდა ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო, ზოგი კი სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის და კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით, მეფეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღიაო. ლიტერატურულ წყაროებშიც არ ჩანს რომელიმე ბრძოლაში დაჭრილი ერეკლე..

ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ–კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ.

მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი–მესხიშვილმა შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ მეფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიის გამო, მცხეთაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში იყო. დიდხანს ელოდა სამეფო ოჯახი „მომსვრელი სენის“ ეპიდემიის მინელებას, მაგრამ ამას ბოლო არ უჩანდა, დრო კი არ ითმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, მეფის ცხედარი, გარდაცვალებიდან მე–40 დღეს მიებარებინათ მიწას.

გამოსვენების დღეს თელავში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ იყო თუ არა 20000 შეიარაღებული პირი, მიუხედავად რუსი ისტორიკოსის პ,ბუტკოვის მონათხრობისა, სათუოა. კახეთში ამ დროს, ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი იყო, ქართლიდან კახეთში გადაადგილება კი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, კატეგორიულად იყო აკრძალული. პლატონ იოსელიანის ცნობით, ქართლში შავი ჭირის მძვინვარება იყო მიზეზი იმისა, რომ მეფის „დღესასწაულობით“ დაკრძალვა ვერ მოხერხდა. რაოდენობრივად შეთხელებული პროცესია თბილისისკენ დაიძრა და მესამე დღეს მოადგნენ თბილისის მიდამოებს.

მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, თბილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო, ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი.

სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული.

დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღდელ ქრისტეფორე ბადრიძე–კეჟერაშვილისა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც გადაუხადა.

1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა.

ერეკლე II-მ დიდი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო სახელი „პატარა კახი“ უწოდა. ერეკლე II-ის პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

"ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის", ასე ახასიათებდნენ ერეკლეს ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია.

"მეფე ერეკლე – ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი, პოლიტიკოსის, დიპლომატისა და მხედართმთავრის ნიჭით უხვად დააჯილდოვა ღმერთმა.

ქვეყნის გადარჩენისათვის ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შესაძლებელი იყო. ქართლ–კახეთის სამეფოს დაცემა და შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა შედეგი იყო დიდი პოლიტიკისა. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც ირან–ოსმალეთ–რუსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა. ეს გამარჯვება რუსეთს ერგო წილად.

ერეკლე მეორეს შთამომავლობა პატივს უნდა მიაგებდეს იმის გამო, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, დიდი პოლოტიკისაგან განწირული სამშობლოს გადარჩენას ცდილობდა" – წერს ვახტანგ გურული.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
15px-Searchtool-80%25.pngმთავარი სტატია : ერეკლე II-ის ოჯახი.

მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა. ერეკლეს პირველ მეუღლედ თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა ქეთევან ვახტანგის ასული ყაფლანიშვილ–ორბელიანს მიიჩნევენ, თუმცა არის სხვა ავტორთა მოსაზრებაც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, რომელიც აღნიშნავს, რომ ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე. მეორედ ერეკლემ იმერეთის თავად, ზაალ აბაშიძის ქალიშვილზე – ანნა აბაშიძეზე იქორწინა. მესამე მეუღლე – დარეჯან დადიანი იყო.

ერეკლეს შვილებზე, ძნელია მოიძებნოს მასალა, რომელიც მათ შესახებ ერთიან, ზუსტ მონაცემებს მოიცავს, მაგრამ სავარაუდოდ ერეკლეს 24 შვილი ჰყავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ლ. მიქიაშვილმა, თბ., 1983 წ.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“, გაზ., „ივერია“, თბ., 1891 წ. 51–56 გვ.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, ტექსტი მოამზადა თ. ენუქიძემ, თბ., 1972 წ.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოისა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილია ს. ყაუხჩიშილის მიერ, თბ., 1973 წ.
  • ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, სახელმძღვანელო, ნაწილი პირველი, თბ., 1948 წ.
  • ვახტანგ გურული, მეფე ერეკლე მეორე, წიგნში — „საქართველო და რუსეთი (მფარველობიდან ანექსიამდე)“, თბ., 2010 წ. 123–139 გვ.
  • ვახტანგ გურული, „რუსეთი მოდიოდა თუ ერეკლეს მოჰყავდა“, წიგნში — საქართველო და რუსეთი (მფარველობიდან ანექსიამდე), თბ., 2010 წ.115–122 გვ.
  • პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედაქციით, თბ. 1978 წ.
  • დევიდ ლენგი, საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები (თარგმანი მიხ. გამყრელიძისა). თბ., 2003 წ.
  • ვალერიან მაჭარაძე, მასალები მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობისათვის. ნაწილი მესამე, ნაკვეთი პირველი.თბ., 1988.
  • პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1981 წ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა., თბ.,2006.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, „კრწანისი“, დოკუმენტური მოთხრობა, ჟურნალი „მნათობი“, 2007 წ. N3. 59–79 გვ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო, თბ., 2008 წ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, აღსასრული და გაპატიოსნება პატარა კახისა, ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, თბ., N 7, 2011 წ., ივლისი, 35–40 გვ.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისის ბრძოლა, თბ., 2016., გამომცემლობა ინტელექტი.
  • ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი მეორე, თბ., 1986 წ.
  • ქიქოძე, გერონტი (2011). ერეკლე IIთბილისიISBN 978-9941-425-19-6. 
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.IV. თბ., 1973 წ.
  • საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII -XIX სს. ტექსტი მოამზადა ა. იოსელიანმა, თბ., 1980 წ.
  • მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეებითბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2. 
  • ზოზრაშვილი, ტარიელ (2008). დიდი ქართველებითბილისი: პალიტრა L. ISBN 978-99940-53-86-5. 
  • მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქებითბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1. 
  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველოს ისტორია XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდეთბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-586-0. 
  • დ. მუსხელიშვილი, მ. სამსონაძე, ა. დაუშვილი (2012). საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 2009 წლამდეთბილისი: გამომცემლობა გუმბათი. ISBN 978-9941-0-4195-2. 
  • შუბითიძე, ვაჟა (2014). ყველა დროის 100 უდიდესი ქართველითბილისი: „გავაზი”. ISBN 978–9941–9276–6–9. 
  • ივანე შაიშმელაშვილი, კრწანისის ბრძოლა, თბ., 1944 წ.
  • იასე ცინცაძე, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969 წ.
  • ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა მეფის ძის თეიმურაზისა, საქართველოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, 1913 წ.
  • ბაგრატიონების სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, კრებული, თბ., 2003 წ.
  • ქართული ეპისტოლური წყაროების კრებული, შეადგინა და შენიშვნები დაურთო მამისა ბერძნიშვილმა, თბ., 1989 წ.
  • პ.ბუტკოვი, მასალები კავკასიის ახალი ისტორიისათვის, ნაწილი მეორე, 1869 წ., პეტერბურგი.
  • თეიმურაზ პეტრიაშვილი, „კრწანისის ბრძოლა“, ისტორიულ–შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, თბ., 2012, N9(21). გვ. 17–22.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
35px-Commons-logo.svg.png
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ერეკლე II
ბაგრატიონების დინასტია
დაიბადა: 7 ნოემბერი1720 გარდაიცვალა: 11 იანვარი1798 წინამორბედი:
თეიმურაზ II (გამგებელი) კახეთის მეფე
1744-1762 შემდეგი:
ქართლისა და კახეთის სამეფოები გაერთიანდა წინამორბედი:
სამეფო შეიქმნა ქართლ-კახეთის მეფე
1762-1798 შემდეგი:
გიორგი XII [დამალვა]
    
  ქართლის მეფეები   კახეთის მეფეები   იმერეთის მეფეები


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

უნდილაძე იმამყული ხანი, (مقلی خان، Emāmqolī Khan) გამოჩენილი სარდალი, სახელმწიფო მოღვაწე, სეფიანთა ირანის ჯარის ყულარაღასი, ალავერდი ხან უნდილაძის შვილი. დაიბადა XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედში, გარდაიცვალა 1633 წელს.

იყო ფარსის ბეგლარბეგი და შირაზის ხანი.მისი მეთაურობით 1623 წელს ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმუზიდან. ირანში ჩაატარა მასშტაბური სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოები, გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები, კაშხლები. იყო მწიგნობარი.

ახლო ურთიერთობა ჰქონდა ირანის კარზე მოღვაწე სხვა ქართველებთან: ალიყული ბეგს, როსტომ ხან სააკაძის ძმას, ჰყავდა ცოლად მისი ქალიშვილი, ხოლო მეორე ასული დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი.

იმამყული ხანზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ცნობები გვხვდება სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში. პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ უმცროსი უნდილაძე მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ მეორეს, თეიმურაზის შვილებს.

იმამყული ხანი ფიგურირებს თეიმურაზ I -ის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა”.

ალევერდი ხანის მეორე შვილის, დაუდ-ხან უნდილაძის და მეფე თეიმურაზის აჯანყებაში მონაწილეობის საბაბით შაჰ-სეფი I -ის ბრძანებით დააპატიმრეს და ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს იმამყული ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი.

1990 წელს სპარსეთის ყურეში, კუნძულ ქეშმზე იმამყული ხანის ძეგლი დაიდგა.

ლიტერატურა:

ვ.გაბაშვილი,უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII ს.ს. ირანში. თბ.1972წ.

ნ. ფალსაფი, ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I -ის ცხოვრება). თეირანი,1956 წ. (სპარს);

ჰ.მაედა, ქართველები სეფიანთა ირანში, თბ.2008 წ. ISBN 978-99940-59-97-3;

ი. ტაბაღუა, მასალები  XVIII საუკუნის I  მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის, თბ. 1982.

D.M. Lang, Geo



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

რნესტ მილერ ჰემინგუეი (ინგლ. Ernest Miller Hemingway; დ. 21 ივლისი1899 — გ. 2 ივლისი1961) — ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს — მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც „ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ“. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.

1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა „მანიტუს სასამართლო“, რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა „ყველაფერი კანის ფერშია“, სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ, თავის მეგობრებთან ერთად.

ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის „დაკარგული თაობა“, ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, ცხოვრების მანძილზე კი მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის „მოხუცი და ზღვა“1961 წელს, 61 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
230px-Ernest_Hemingway_with_Family%2C_19
 
ჰემინგუეის ოჯახის ფოტო, 1905 წ. მარცხნიდან: მარსელინა, სანი, კლარენსი, გრეისი, ურსულა და ერნესტი

ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისსჩიკაგოს ერთ–ერთ გარეუბან ოკ–პარკში, ილინოისის შტატში[5] მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ–ჰემინგუეი - მუსიკოსი. ორივენი იყვნენ კარგად განათლებულნი და საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებები ოკ–პარკის კონსერვატიულ საზოგადოებაში.[6] როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ 1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის სახლში,[7] ვის საპატივსაცემოდაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი.[შენიშვნა 1] ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან "იყო ერნესტის მნიშვნელობა".[8] ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, საპატივსაცემო სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.[9]

ჰემინგუეი დადიოდა ოკ–პარკ და რივერ–ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917 წლამდე, სადაც ვარჯიშობდა სხვადასხვა სპორტში: ბოქსი, თხილამურები, ფეხბურთი, წყალბურთი. ჰქონდა კარგი ნიშნები ინგლისურში.[10] ერნესტი და მისი და, მარსელინა, ორი წლის განმავლობაში უკრავდნენ სკოლის ორკესტრში [11] უმცროს ასაკში მეცადინეობდა ჟურნალისტიკაში, ასწავლიდა ფენი ბიგსი. კლასის საუკეთესო მწერლებს საშუალება ჰქონდათ განეთავსებინათ საკუთარი ნაწარმოები სკოლის გაზეთში The Trapeze. ერნესტსა და მარსელინას ჰქონდათ განთავსებული თავისი სტატიები ამ გაზეთში; ჰემინგუეის პირველი სტატია, გამოქვეყნებული 1916 წლის იანვარში, ეხებოდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ადგილობრივ შესრულებას.[12] მან გააგრძელა წვლილის შეტანა ამ საქმეში და დაიწყო როგორც Trapeze–ს, ასევე Tabula–ს (სკოლის გაზეთისა და ყოვეწლიური წიგნი) რედაქტირება. მსგავსად მარკ ტვენისსტივენ კრეინისთეოდორ დრაიზერისა და სინკლერ ლიუისისა, ჰემინგუეიც იყო ჟურნალისტი სანამ შეუდგებოდა ნოეველების წერას. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაიწყო რეპორტიორად მუშაობა The Kansas City Star–ში[13] მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ექვსი თვე მუშაობდა ამ გაზეთში, იგი შემდეგაც იყენებდა Star–ის წერის სტანდარტს: "გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური, და არა ნეგატიური."[14]

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Ernest_Hemingway_recuperates_from_
 
ჰემინგუეი, ქ. მილანი, 1918

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰემინგუეი ერთ ხანს ადგილობრივ გაზეთში თანამშრომლობდა, მერე კი ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად უარი უთხრეს ომში გაგზავნაზე, რადგან კრივის გაკვეთილებზე თვალი სერიოზულად დაზიანებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა ნებართვის მიღება და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, და ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში "მშვიდობით, იარაღო!". ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.

ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს ”მშვიდობით, იარაღო!”

სამწერლო წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოუკ-პარკში ომის გმირად დაბრუნებული იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი იყო და ჩიკაგოური ჟურნალის რედაქციაში მოეწყო სამუშაოდ. სწორედ იქ გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი, რომელმაც დაარწმუნა, ამერიკული დასავლეთის ”უსულობას” გასცლოდა და ევროპაში გამგზავრებულიყო. 1921 წელს, ჰედლი რიჩარდსონზე დაქორწინების შემდეგ, ჰემინგუეი ევროპაში გაემგზავრა.

რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. ამას დაემატა ჰემინგუეის, როგორც პიროვნებისადმი გამოჩენილი ყურადღება. მით უმეტეს, რომ თვითონ აქტიურად ცდილობდა, ”მამაცი გმირის” სახე დაემკვიდრებინა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა მცირე ძალისხმევა როდი გამოიჩინა, რომ ჯერ შეექმნა, შემდეგ კი ყველას თვალში გაემყარებინა შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, როგორც ჯარისკაცსა და სამხედრო კორესპონდენტზე, მამაც ადამიანზე, რომელიც გამუდმებით მიიწევს თავგადასავლებისკენ, კრივის, ნადირობის, თევზაობისა და ხარების ბრძოლის მოყვარულ ადამიანზე.

1930-იან წლებში, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, ”ვარსკვლავურმა დაავადებამ” შეიპყრო და წერაზე მეტად საკუთარი თავის წარმოჩინებით იყო დაკავებული.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
150px-Ernest_Hemingway_1921_wedding_day-
 
ჰემინგუეისა და ჰედლის ქორწილი, 1921

ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა. პირველი რამდენიმე წელი, რომელიც პირველ ცოლ ჰედლი რიჩარდსონთან გაატარა, თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როდესაც მან მშვენიერი პოლინ პფეიფერი გაიცნო. ჰედლისთან განქორწინებას ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე თავისი ცხოვრების ”უდიდეს ცოდვას” უწოდებდა.

პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა, მერე იყო მარტა, რომელიც ესპანეთში გაიცნო. მალე დაახლოვდნენ, მაგრამ მალევე გაიყარნენ.

ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა. ჰემინგუეი მას ”ჯიბის რუბენსის ნახატს” უწოდებდა. ჰემინგუეის სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა თვალებს.

წერის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
200px-ErnestHemingway.jpg
 
ჰემინგუეი მუშაობის დროს, 1939

პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი. კი არ მოგვითხრობს თავისი გმირების თავგადასავალს, არამედ გვაჩვენებს, და ყოველგვარ მსჯელობას თუ ავტორისეულ რემარკებს თავს არიდებს. იგი მკითხველის აქტიურ ჩარევას გულისხმობს, რომელმაც თავის წარმოდგენაში უნდა აღადგინოს ის, რაც ავტორმა განგებ გამოტოვა - გმირისა თუ მოვლენის დახასიათება, მისი ბიოგრაფია თუ მომავალი.

15px-Wikiquote-logo.svg.png „მე ვნახე მარლინების ქორწილის გრანდიოზული სანახაობა, ზედმიწევნით გავეცანი მეთევზეთა ცხოვრების ყოველ დეტალს, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ "მოხუცსა და ზღვაში" ესენი სულ გამოვტოვე, რადგან ისედაც იგრძნობა ეს, როდესაც მოთხრობას კითხულობთ. როდესაც იცი და ისე გამოტოვებ, არაფერი იკარგება, მკითხველი მაინც გრძნობს იმ გამოტოვებულს და წარმოსახვაში თვითონვე აღადგენს, ხოლო როდესაც არცოდნის გამო გამოტოვებს რამეს მწერალი, როდესაც იმიტომ გამოტოვებს, რომ არ იცის, ესეც ხელადვე საგძნობი გახდება და ყველაზე დიდი უბედურებაც ეს არის[15].“   (ე. ჰემინგუეი)

ჰემინგუეი აისბერგს ადარებს ლიტერატურას: მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს აისბერგისა წყალს ზემოთ, დარჩენილი წყალშია, დაფარული; ლიტერატურაშიაც ასე უნდა, მერვედი ნაწილი უნდა დაიწეროს იმისა, რაც მწერალმა იცის და რაც ნაწარმოებში იგულისხმება. ჰემინგუეი ცდილობს, არც ერთი ზედმეტი ფრაზა არ იხმაროს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეარჩიოს ისეთი სიტყვა, რაც ზედმიწევნითი სისწორითა და სიმართლით გამოხატავს და შექმნის საჭირო განყწობილებას. ოცდაცხრამეტჯერ დავწერე რომანის "მშვიდობით, იარაღო!" დასასრულიო, განაცხადა ჰემინგუეიმ, და როდესაც ჰკითხეს, მაინც რა გაგიძნელდაო, მან უპასუხა: შესაფერ სიტყვას ვეძებდიო.

15px-Wikiquote-logo.svg.png „მხატვრული პროზა ეს არქიტექტურაა და არა დეკორატორის ხელოვნება... როდესაც რომანის ავტორი თავის ხელოვნურად გამოძერწილ გმირებს პირში საკუთარის ტვინის ნაჭყლეტ აზრებსა ჩრის, - რაც გაცილებით უფრო სარფიანია, ვიდრე ამავე აზრების ცალკე ნარკვევებად დაბეჭდვა, - ეს უკვე ლიტარატურა აღარ არის".“   (ე. ჰემინგუეი) ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • "In Our Time" - ჩვენ დროში (1925);
  • "The Sun Also Rises - Fiesta" - აღმოხდების მზე-ფიესტა (1926);
  • "Farewell, To Arms!" - მშვიდობით, იარაღო! (1929);
  • "Men Without Women" - მამაკაცები უქალებოდ (1927);
  • "Green Mountains of Africa" - აფრიკის მწვანე ქედები (1935);
  • "The Snow of Kilimanjaro" - კილიმანჯაროს თოვლიანი მთა (1936);
  • "To Have and Have Not" - ქონა თუ არ ქონა (1937);
  • "The Fifth Column" - მეხუთე კოლონა (1938);
  • "For Whom The Bell Tolls" - ვისთვისაც რეკავს ზარი (1940);
  • "The Old Man and the Sea" - მოხუცი და ზღვა (1952);
  • "A Moveable Feast" - განუყრელი დღესასწაული (1960).

 

ბიბლიოგრაფია ქართულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი (ინგლ. Henry Rider Haggard; დ. 22 ივნისი1856 — გ. 14 მაისი1925) — ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი. „დაკარგული სამყაროს“ ქვეჟანრის შემქმნელი[1].

 

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დაიბადა ნორფოლკის საგრაფოს სოფელ ბრადენჰემში, ინგლისში. ოჯახში იგი ათიდან მერვე შვილი იყო. მისი მშობლები იყვნენ სერ უილიამ მეიბომ რაიდერ ჰაგარდი და ელა დოვეტონი. მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა — მწერალი და პოეტი[2].

როდესაც წამოიზარდა, ჰენრი ჰაგარდი სასწავლებლად გაგზავნეს ოქსფორშირში, სოფელ გარსინგტონში ჰ. ჯ. გრეჰემთან. თავისი უფროსი ძმებისგან განსხვავებით, რომლებმაც საჯარო სკოლები დაამთავრეს, ჰენრიმ იფსვიჩის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა[3]. სწორედ ამიტომ[4], მამამისი მის განათლებაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებზე.

მას შემდეგ, რაც ჰენრი ჰაგარდი სამხედრო სასწავლებელში ვერ მოხვდა, ლონდონში გაგზავნეს ბრიტანეთის „ფორინ-ოფისში“ ჩასაბარებლად[3].

სამხრეთ აფრიკა, 1875-1882[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1875 წელს მამამ ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დღევანდელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნა[5], სადაც მწერალმა ნატალის პროვინციის გუბერნატორის, ჰენრი ბულვერის მდივნად დაიწყო მუშაობა.

1878 წელს სამუშაოდ გადავიდა ტრანსვაალის პროვინციაში. შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი1975თბილისი) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

 

სექციების სია   [დამალვა

 

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.

ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგისკენიგსბერგისლაიფციგისმიუნხენისბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კონსტანტინე გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.

გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ.გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში , სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში.. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ ,,სახალხო საქმის" რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი "პრომეთე", რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.

1918 წლის სექტემბერში კ,გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სადიპლომო ნაშრომის თემა იყო: ,,საქართველოს მეფე ერეკლე მეორე". 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. გერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა, დაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოები, წერილები, გერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები.

220px-Konstantine_Gamsakhurdia_in_Europe
 
მწერალი ევროპაში მოგზაურობის დროს

1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. 1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი ,,ლომისი" გ.ტაბიძესთან და ლეო ქიაჩელთან ერთად, 1922-1923 წლებში- ჟურნალი ,,ილიონი", 1923 წელს კი- ,,საქართველოს სამრეკლო" და ,,ქართული სიტყვა". საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა ,,აკადემიური ასოციაცია". 1923 წელს კ.გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდან, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი ,,ილიონი" და ,,საქართველოს სამრეკლოც". ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს ,,შპიონაჟის" ბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე,, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის გამო მას უწოდეს ,,შინაური ემიგრანტი". 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: “კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და “შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.

ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისშიკოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] პირველი ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
220px-Konstantine_Gamsakhurdia_and_other
 
გამსახურდია სხვა მწერლებთან ერთად

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში („ქოსა გახუ“1927-1929„ტაბუ“1925-1927„ხოგაის მინდია“1937).ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან. ისინი ვერ შველიან ერთმანეთს. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს „ფოტოგრაფი“ (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.

220px-Konstantine_Gamsakhurdia_in_art.jp
 
სოციალური რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, „დიონისოს ღიმილი“ (1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების“ (1935-1936) მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებთად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.

ისტორიული რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.

გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.

220px-Tiflis1987_2.jpg
 
გამსახურდიას სახლი აბაშაში

როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.

სხვა ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველრუსსომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] რჩეული მოთხრობები და ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მშვენიერება
  • ქოსა გახუ
  • ფოტოგრაფი
  • ლილ
  • პორცელანი
  • ჯამუ
  • დამსხვრეული ჩონგური
  • დათვი
  • ამბავი ხუთასი ბოლნისელისა
  • დიდი იოსები
  • ხოგაის მინდია
  • სიბრძნე სიცრუისა
  • ქალის რძე
  • კლარა
  • გამოუყენებელი ბინოკლი
  • ვერცხლის ბეჭედი
  • მტრების მეგობრობა
  • ქართული ჩაბალახი
  • ნაპოლეონი
  • მკვდართან შეხვედრა
  • საათები
  • ზარები გრიგალში
  • დედავ, მისტიურო ქალო!
  • ტაბუ
რჩეული იგავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჯავშნოსანი და გუდურა
  • მელა და აქლემი
  • ძაღლი
  • ბუ და არწივი
  • ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
  • უნებლიე ქურდი
  • ჭადარი და კაკალი
  • გულუბრყვილო სპილო
რჩეული ნარკვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • უკრაინის თემიდი
  • მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა
რჩეული ესეები და წერილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • ციტატები
  • აპოლოგია რუსთაველისა
  • ლექცია ვაჟა ფშაველაზე (ვიდეო)
  • როგორ ვწერ?
  • წერილი ვაჟისადმი
  • ომი რუხთან
  • ღია წერილი გაზეთ „კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი
  • „კარგი ევროპელი“ (არტურ ლაისტი)
  • „ალექსანდრე აბაშელი“
  • ირაკლი აბაშიძე
  • საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ
  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • „პოეზიის დღე“
  • ჩვენი კულტურ-პოლიტიკა
  • ქართველ მწერალთა კონფერენციაზე
  • DECLARATIA PRO MEA
  • გაორებული საქართველო
  • წერილი პატიმარი პოეტისადმი
  • სტენოგრამა
  • ღია წერილი სომხეთის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის ედუარდ თოფჩიანისადმი
  • ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებებიდან
  • მაგიური შანდლები
  • მწერლის დღიურიდან
  • ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი
  • პასუხი
  • ვინ არის შოვინისტი?
  • ბარათები სიყვარულზე
  • რებეკა ვაშაძეს
  • რებეკა ვაშაძის დღიურები
  • ბარათები ნათელა გამსახურდიასადმი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:good:  :good:  :good:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :beer:  :beer:  :beer:  მაგარია შიშმააან  :bravo:  :bravo:  :bravo:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კარგი ხარ შიშმან

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?