სანადირო თოფების სქემა ნახაზები
მრ-151
მრ- 153
იჟ-27 მ
იჟ-39
ტოზ-34
იჟ-18მმ ე
Beretta A-300
Fabarm Ellegi
Browning Auto 5
Remington 11-87
Franchi 612-620
Mossberg 500 (პომპა)
რედაქტირებულია გურულოს მიერ
მოგახსენებთ, რომ გლუვლულიანი თოფების რამდენიმე მოდელს ჩემს ხელში გაუვლია...
ბავშვობიდანვე ინტერესი მქონდა საჭიროების შემთხვევაში თავად დამეშალა საყვარელი იარაღი და გამერემონტებინა(ნემსის შეცვლა, საბრძოლო მშვილდის(ზამბარის) შეცვლა, ნემსას დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლა და ა.შ.) . ამას ზოგჯერ წარმატებით ვახერხებდი, ზოგჯერ კი ოსტატთან მიწევდა ნახევრადდაშლილი თოფით სირბილი .
წლებს სიბერესთან ერთად გამოცდილებაც მოაქვს, ამიტომ ვისაც კითხვის ინტერესი ჯერ კიდევ არ განელებია მინდა შევთავაზო ჩვენში ყველაზე პოპულარული თოფების დაშლა-აწყობის მცირე ექსკურსი. დავიყწებ იჟ-27-ით, რომლის დაშლა აწყობა იგივეა რაც იჟ-12-სა
იჟ-27
1)ვხსნით ტიბჟირს; 2) ვაცალკევებთ ლულას კალაპოტთან;
3) ვხსნით კონდახს კალაპოტიდან, ამისათვის:
_კონდახს კეფაზე ვხსნით საბჟენს(66) სახრახნისით(დამაგრებულია 2 ჭანჭიკით_67 და 68);
_ვხსნით სასხლეტების ფარს კონდახისაგან(ჭანჭიკი 61), ფარს(60) მოვაბრუნებთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით;
_ვხსნით კონდახის სამაგრ გრძელ ჭანჭიკს(63). მცირე დაქაჩვითა და მსუბუქი დაკაკუნებით კონდახი განცალკევდება კალაპოტთან.
4) ვშლით სასხლეტ-დამცემ მექანიზმს, ამისათვის:
_ შევაყენებთ ჩახმახებს(25);
_საბრძოლო ზამბარის ღერძზე(27)არსებულ ნახვრეტში ჩავამაგრებთ წვრილი მავთულის ნაჭერს(დიამეტრი 1-1,5მმ);
_დავუშვებთ ჩახმახებს;
_ვხსნით საბრძოლო ზამბარებს მის ღერძებთან ერთად(27-28);
_ წვრილი ინსტრუმენტით(მაგალითად სადგისი) გამოვაძრობთ ჩახმახის ღერძს(შპონკა)_ჩახმახი მოიხსნება;
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ მერყევას(30) ღერძს_მერყევა მოიხსნება;
5)ვშლით მცველს(35), ამისათვის:
_გამოვაძრობთ მცველის ზამბარის შტიფტს და ვხსნით ზაბარას(40)_მცველი დაშლილია;
6)ვშლით საკეტს და ნემსებს, ამისათვის:
_წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ნემსას(31) ღერძს(შპონკას); ამოვიღებთ ნემსას დამაბრუნებელ ზამბარებთან ერთად; ამოვხრახნით საკეტი ურდულის(16) ჭანჭიკს(17);
_ამოვხრახნით კალაპოტის ძირის ჭანჭიკს(50)_ საკეტის ძირი მოხსნილია;
_მსუბუქი დარტყმებით ამოვაგდებთ ურდულის ღერძს ზამბარასთან ერთად(20);
7) ვშლით ექსტრაქტორს, ამისათვის
__წვრილი ინსტრუმენტით გამოვაძრობთ ექსტრაქტორის(2) ღერძს(შპონკას 3)_ექსტრაქტორი გამოვა;
_ზოგიერთ მოდიფიკაციაზე ღერძის მაგივრად ხრახნიანი ჭანჭიკია, ამ შემთხვევაში_ სახრახნისი და მისი ჯანი.
აწყობა უკუმიმართულებით(თუ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არა ხართ გირჩევთ დაშლას ნუ დაიწყებთ!!! )
პ.ს. თუ ასეთმა ახსნამ დაგაინტერესათ, ბრძანეთ და თითქმის ყველა რუსული მოდელის დაშლა-აწყობას გასწავლით
ბაბუ მაგარი რამეები დადეთ მართლა, მაგარია , საჭიროც და გამოსაყენებელიც , გაიხარეთ
მაგარია
0 წევრი, 0 სტუმარი
ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?