Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

3bd94d01f2fd.jpg

უსაფრთხოების ოთხი ოქროს წესი

1. ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია

2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს

3. თითი მოაცილეთ სასხლეტს

4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები

უსაფრთხოების სხვა წესები:

საკუთარ იარაღზე კანონის წინაშე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი

იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად.

შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში.

იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში.

არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი.

არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს.

ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით.

კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით.

იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუტრებით ზამტარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა).

თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ვაზნის ნაგვიანები გავარდნა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართე უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ.

გამოიყენეთ მხოლოდ ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში).

არ ენდოთ დამცველ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს.

კარგად დაათვალიერე სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა.

წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა შეიძლება მიმართულება შეუცვალოს ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას


  • 0

#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საჭირო რჩევებია ბაკო


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ძალიან საჭირო, განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეა საჭირო როცა ჯგუფი გადის სანადიროდ. უსაფრთხოება ყველაზე წინ უნდა დააყენოს ყველამ
  • 0

#4 Share
სტუმარი_მოჩვენება_*

სტუმარი_მოჩვენება_*
  • სტუმარი
Sachiro rchevebia. Nadvilad yvelaze mnishvnelovani
Usafrtxoebaa, sanam cota nadirobas viswavlidi
Ramodenime uazro qcevit daudevrobit lamis savalalo shedegi mivige. Mis mere mixvdi ro iarags da usafrtxoebis wesebs pirveli rigi unda mianichot.
  • 0

#5 Share
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*
  • სტუმარი
ხო კინაღამ თაზოს გარეშე დატოვა ლეგიონი :)
  • 0

#6 Share
iverichi

iverichi

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 2184 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ესეც კარგი თემაა ბიჭებო გთხოვთ გადაიკითხოთ მაინც:)  ვიცი რომ ყველა კარგად იცავთ ამ წესებს მაგრამ მაინც გამეორება ცოდნის დედაა :)  საინტერესო და მართლა საჭირო თემაა  :bravo:


  • 0

#7 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

გამეორება კი არა, ეს ისეთი თემაა ძილში, რომ გკითხონ კაცს სულ სხაპასხუპითუნდა უპასუხო.

 

 

გეთანხმები ოთო  მაგრამ მაინც :) გაგახსენეთ რა


  • 0

#8 Share
mirza

mirza

    ლეგიონერი

  • კლუბის წევრი
  • 1006 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

შეამოწმე ყოველთვის და იქნები მშვიდად ;)  ;)


  • 0

#9 Share
ლაშა მესხი

ლაშა მესხი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 307 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi.gldani 5 Mk.Kor.20.b.71
  • წარმოშობა:dasavleti
martlac kargi da aucileblad sachiro tema
  • 0

#10 Share
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ხო ესისეთი თემა ყველა სეზონის წინ უნდა გადაიკითხო მამოჩვნოსავით... 


  • 0

#11 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33262 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთს დავამატებ. მწყერზე სროლისას . არ გაისროლოთ , ფერდის თხემისკენ. გასნსაკუთრებით თუ ეჭვი გეპარებათ რომ მეორე მხარეს შეიძლება ადამიანები იყვნენ.


  • 0

53c8c0d32f03.jpg






საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოების ოთხი ოქროს წესი, იარაღი, უსაფრთხო, ზონა, სასხლეტი, სავაზნე, ლეგიონი, ტყვია, წამალი, ბავშვები, საკეტი, ჯანმრთელობა, legion, სილუეტი, ლულები, დამცველი, მექანიზმი, უკონტროლო, რიკოშეტი, ტრაექტორია, საფანტი, ჟაკანი, კარტეჩი, საქართველო, თოფი, ნადირობა, მეძებრები, მდევრები, ხაფანგი, მახე

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 2 წევრს: