Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Gustav Fuckert


 


ვეიპერტში მოღვაწე ფუკერტებისა და ბიტნერების დინასტიებს შორის იყო გარკვეული ახლო კავშირი. ნათესაური იყო თუ არა ეს კავშირი არ ვიცით, თუმცა როგორც ბიტნერის თემაში ადრე აღვნიშნავდით 1860 წელს ძმებმა ბიტნერებმა და ვენცელ ფუკერტმა დააფუძნეს საიარაღო საწარმო Gebruder Bittner.
დღეს აქ ცოტას ვისაუბრებთ ვენცელ ფუკერტის ძმაზე ჰუსტავ ფუკერტზე, რომელიც სამართლიანად ითვლება ჩეხური სკოლის ერთ-ერთ ლეგენდად. 

ჰუსტავ ფუკერტის დაბადების თარიღი დაზუსტებული არ არის. მკვლევარები მიახლოებით აღნიშნავენ 1844 წელს . ასევე უცნობია მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი, სავარაუდოდ 1939 წელი. ისტორია იცნობს იოჰან ფუკერტის(ჰუსტავის მამა) სახელოსნოს, რომელიც ამზადებდა და არემონტებდა იარაღს, მათ შორის ხრახნილს. საფირმო იარაღის მაღალი ხარისხი განაპირობებდა განსაკუთრებულ კლიენტურას. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ჰერცოგი ტოსკანი, რომელიც აცხადებდა_ ამ ხარისხის იარაღის შეძენა ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ ლონდონსა და პარიზშიო.
1870 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობდა ჰუსტავ ფუკერტი. ამ პერიოდში საწარმოში მუშაობდა 50 ოსტატი. ჰუსტავი წარმოადგენს რამდენიმე გამოგონების ავტორს, მათ შორის სასხლეტ-დამცემი მექანიზმისა და საკეტი სისტემებისა. ყველაზე ცნობილი პატენტი გახლავთ 1886 წლის Kronengewehz("გვირგვინოსანი იარაღი"). ამ პერიოდის სარეკლამო განცხადება ამბობდა, რომ ამ იარაღით ნადირობდა არა მარტო იმპერატორი ფრანც-იოსები, არამედ მეფეები ბიუტემბერგისა, სერბიისა და საქსონებისა.
1903 წლისათვის საწარმო წელიწადში ამზადებდა დაახლოებით 150 ერთეულ იარაღს, რომლებიც ყველა უმაღლესი ხარისხისა გახლდნენ. ვეიპერტში ამ დროისათვის არსებობდა საგამოცდო სადგური, რომელშიც შესაბამისად ხდებოდა ნაკეთობათა გამოცდა.
1906 წელს პირველად მოეწყო ჰუსტავ ფუკერტის, ჰერცოგ კარლ ფერდინანდის და იმპერატორ ფრანც-იოსების აუდიენცია. 1910 წლისათვის ფუკერტის იარაღი გამოტანილი იქნა 37 გამოფენაზე, საიდანაც 28 შემთხვევ აში პირველი პრემია მიიღო.
გარდა ამისა საწარმო სამხედრო შეკვეთებსაც ასრულებდა. ფირმა შედიოდა ვეიპერტის სამ ყველაზე გავლენიან საწარმოთა ჩამონათვალში.

მიმაგრებული ფაილი
  • post-28-0-93377800-1447852949_thumb.jpg
  • post-28-0-42393700-1447852960_thumb.jpg
  • post-28-0-49935100-1447852970_thumb.jpg
  •  

წყარო. მონადირეთა კლუბი. ავტ. გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?