Jump to content

სურათი

დავლაშქროთ – მოვინადიროთ.


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dino84

Dino84

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:gaxokidzis12
  • წარმოშობა:kaxeti

მოგესალმებით ყველას.

თუ კედელზე თოფი კიდია – მან აუცილებლად უნდა გაისროლოს. (ჩეხოვი) ასე, რომ წინ და წინ ვაჟკაცებო!...

სანთელი, ისე არ უნდა ჩაქრეს, რომ მისგან უამრავი სანთელი არ აენთოს.

რამდენი მეგობარიც გყავს იმდენი კაცი ხარ, და კარგი მეგობრის შეძენას კი ნამდვილად სჭირდება სანთლის ანთება.

მონადირებას, მხოლოდ ცხოველები არ საჭიროებენ – ღირსი უნდა იყო დაფასების და პატივისცემის.

მე მიყვარს ჩემი ძმაბიჭები და ისინიც მიყვარს ვინც ჯერაც არ გამიცვნია, მაგრამ ჩემს სიყვარულს იმსახურებენ.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დინო გაგიმარჯოს ძმობილო. როგორც გავიგე ხელოვანი კაცი ყოფილხარ. ხო და ეს არის 2016-17 წლების სამონადირეო სეზონის დროს ჩატარებული ნადირობების რეპორტების სექტორი. ხო და რომელიმე შენი ნადირობის რეპორტს თუ შემოგვთავაზებდი, სიამოვნებით წავიკითხავდით. ხელოვანის თვალით დანახული და მერე მისიგადმოცემული განცდები.....ძალიან საინტერესიო იქნება.  

ხო და ჩეხოვის , სტანისლავსკის და ძმათა მათთა თვალით დანახულ , განცდილ და გადმოცემულ რეპორტს  დიდი ინტერესით დაველოდებით.

 

 

:0036:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Dino84

Dino84

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 18 პოსტი
  • მისამართი:gaxokidzis12
  • წარმოშობა:kaxeti

პაპა არსენას 8 დედმამიშვილი ყავდა. 7 ძმა და 2 და. ერთერთი დის მეუღლე, აწ გარდაცვალებული ალექსანდრე მჭედლიშვილი, რომელიც ცხოვრობდა გურჯაანის რ–ნის სოფ. ვეჯინში იყო ძალიან სანაქებო მონადირე და მიწადმოქმედი. იგი გარეგნულადაც იმდენად საინტერესო ტიპაჟი იყო, რომ აუცილებლად მოგინდებოდათ მასთან საუბარი. ძალიან სუსტი, საშვალო სიმაღლის, გრძელი ჭაღარა თმა თითქმის მხრებამდე ჰქონდა და ბევრჯერ მინახია თოვლში მოსიარულე ალექსანდრე – არა ჩექმებით და ბატინკებით, არამედ ჩვეულებრივი ჩინური კეტებით. მოკლედ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და ამავდროულად ერუდირებული და განათლებული. ბევრი ლაპარაკი არ სჩვეოდა, როგორც სხვა მონადირეებს ახასიათებს. ჩემი სოფლის სახელია ჯიმითი, რომელიც კაჭრეთის ზემოთ მდებარეობს. ერთ მშვენიერ დღეს, დეკემბრის თვეში, როდესაც მოთოვა, დაემთხვა ის დღე, როდესაც ღორი დავკალით და ლექსო პაპაც გაიჩითა თავისი სანაქებო ორლულიანი თოფით. სანამ მწვადი შეიწვებოდა, მან აიღო თოფი და სალეკოს ხევისკენ გასწია სანადიროდ.

პაპამ უთხრა – ნუ წახვალ, ამის დრო არ არის, ვიქეიფოთო.

მან კი უპასუხა – ძალიან მალე დავბრუნდებიო.

როდესაც წავიდა, ჩუმად გავყევი, მაგრამ ხევის ჩასასვლელში იმხელა თუვლი იყო, რომ უკან მოვბრუნდი, რადგან მე უთოფოდ ვიყავი და დევნაშიც აზრს ვეღარ ვხედავდი.

ლექსო პაპა, როგორც თვალს მიეფარა, გამოვტრიალდი და სულ რამოდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული, რომ თოფის მოგუდული ხმა მომესმა.

მივხვდი, რომ რაღაცას ესროლა. გული ამიჩქარდა, ემოციებმა შემიბყრო და მისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი. ისევ ხევისპირას, რომ მივედი მივხვდი, რომ უშედეგოდ მივდევდი, რადგან ის შეიძლება ან უფრო შორს წასულიყო და ან სულ სხვა გზით დაბრუნებულიყო სახლში.

ლექსო პაპამ ძალიან მალე მოინადირა კურდღელი და რა კურდღელი – იმხელა კურდღელი არასდროს მინახავს.

 მეორე დღეს გორაში (წითელწყაროს საძოვრები) წავედით საბიძაშვილო სადაც პაპა არსენას და მის ძმებს ცხვარი ჰყავდათ და პაპაც წავიყვანეთ.

ჩვენთან ერთადრამოდენიმე მონადირე წამოვიდა სანადიროდ და მეც მამაჩემის თოფი მქონდა წაღებული. (მაშინ 15 წლის ვიქნებოდი)

მთელი გზა, ერთერთ მონადირეს პირი არ გაუჩერებია და რამოდენიმე საათი იქებდა თავს.

იმ ღამეს პროჟექტორით ვინადირეთ ხოლო მესამე დღის გამთენიისას გავედით სანადიროთ.

ძაღლებმა კვალი აიღეს და ჯგუფი რამდენიმე წევრად დავიყავით.

ეს ტრაბახა მონადირე ჩემთანერთად იყო. (მეცინება ამას, რომ ვიხსენებ და შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელს, რადგან როგორც პიროვნებას პატივს ვცემ და შინაურადაც მეკუთვნის)

 ჩემგან საპირისპირო მიმართულებით იყურება და თოფიც დამუხტულ მდგომარეობაში ხელთ ებყრა. :)  და უცებ შეფუცხუნდა – ბიჯო, ბიჯო, ბიჯო!... დაინახე კურდღელი სად მიდისო.

კურდღელი არ მირბოდა. განაბული მიიპარებოდა.

სამნი ვიყავით და სანამ მე თოფის ჩახმახი შევაყენე, მესამემ ესროლა. სროლაზე კურდღელი ელვის სისწრაფით გაიქცა და მეც მივაყოლე. ორი მე ვესროლე და ორიც მესამემ, მაგრამ უშედეგოდ. – ეგრედწოდებულ სანაქებო მონადირეს ერთიც არ გაუსვრია. არ ვიცი ეს იქნებ შეგნებულადაც გააკეთა, რომ ჩვენ მოგვეკლა, მაგრამ ეს მასეთ საქციელს არ ჰგავდა – ეს დაბნეულობა იყო. 

   განვიცადე, რომ ვერ მოვარტყით და სხვა დანარჩენმა მონადირეებმა დახოცეს.

მეოთხე დღეს თოფი ზურგზე აღარ გადამიკიდია და რამის ხელები ზედ მიმეყინა. რაც მოხდებოდა თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ტრაბახში არ ჩამეთვალოს. :) მადლობა ყურადღებისთვის.

 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo: გაიხარე. მიყვარს ესეთი ისტორიების მოსმენა


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო მოთხრობა კი არის ნამდვილად მაგრამ თუ თემა არ გაგრძელდა აჯობებს ან დავხუროთ ან...ნუ ყოველი შემთხვევისათვის გასვლების რეპორტებთან ვფიქრობ არ უნდა ყოს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?