Jump to content

სურათი

თუ თოვდა, ქარი ქროდა და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდა-შე აბდალა!?

ქარი თოვლი ლეგიონი საქართველო ნადირობა მეგობრობა ძმობა იხვი ეპანიოლი ბრეტონი გორდა

ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნოგესალმებით მეგობრებო!  

 

      მინდა გუშინდელ ჩვენ გასვლაზე მოგიყვეთ! მოკლედ ამ ისტორიის მოკლე ამბავს სანამ მოგიყვებოდით , პაწა წინაისტორიაც ქონდა და, მაგიზა.

სულმნათი  ნოდარ დუმბაძის ფრაზაც " მე ბებია, ილიკო და ილარიონიდანაც" იმიზა წოუმძღვარე , რომე მაი რაცხა მიზეზით ვქენი , მაგას თითონაც მიხვდებით.   

    მოკლედ წინა დღიზა გასვლა გვინდოდა ნადირზე , ხო და ქე შევიკრიბენით ყაძახები , მარა რათ გინდა? იმფერი გაგიჟდა ამინდი , მეტი რომე არ შეილება . ხო და ჩვენც ხო ნამეტნავად ჭკუიანები ვართ , ქე რომ ნამეტნავად და "გადავდოთთქვა , თვარა მერე ვინცხა დაამცხიკვებს და მაი ქვეშაფსიობაც ჩვენ დაგვბრალდებათქვა და ჰა" .

   მოკლედ რო ვთქვათ , სახლში , კერიასთან დარჩენა ვამჯობინეთ.  დარჩენა კი მარა კაცს რო მოუსვენრობის მახრა შეუჩნდება ....იმას არ მოასვენებს მერე გამჩენი. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნუ ასთეა თუ სხვანაირად , რაფერცაა მაი ამბავი , ახლა მაგას ნუ მომაყოლებთ . ყოლიფერი კარქათ იცით თქვენ და არ უნდა ახლა ამას მიკიბულ მოკიბული. 

   ხო და აი მახრა შეუძვრა არტურასაც და ყანჩოსაც და ქე წვიდნენ ხეობაში . მანამდე ჩვენ სახლებში მოუსვენრობდით . ხო და დარეკეს , დარეკეს და ვა შენ ბაბუს ?! ....."იმფერი ნამქერია და ისთე უბერავს ცივი ქარიო რო არ ივარგებს ხვალეც , აქანაწამოსვლაო. 

    რა გინდა რპ ქნა? აქეთ ფორუმი ადუღდა იქეთ ტელეფონი გასკდა. ჯერაა და თორღვა კითხულობს ყოველწამა "რას ვშობით ბაბუ ?- მივალთ თუ ვრჩებითო?",    იქით ფხოველა - კახეთში ვარ "შეღონებული მამაკაცების კლუბის" შეკრებაზეო.    აქეთ ახლა მე შევღონდი , რავარია ამ შაბათ-კვირას ასე ველოდით და , უთხარი ახლა ამდენ ყაძახს , "თოფი შეინახე და მახათი მოიმარჯვეთქვა"? - ჰა რავარი სათქმელია. ??? 

     მარა რა გინდა რო ქნა? თავს ზეით -ძალა არაა.

   


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ აქეთ ბიჭები , იქით მეტეოსაიტები, ყოველწამა ვიქექები ინტერნეტში2779d0faec5a.jpgმარა რათ გინდა ? ჩვენ ჯინაზეამინდს -კუჭი აეშალა.  არაა მოკლედ ჩვენი საშველი. მარა მტერს არ ექნა საშველი. ლეგიონი რაისა ლეგიონია საშველი რო არ გამოჩნდეს?  ხო და ერთი სასტავიმ ფოტისკენ დაიძრა , მეორე სასტავი , ჩემს სამშობლოს -გურიისკენ გაემზადა საიხვედ.....მოკლედ ნადირის მაგივრად იხვის პოპულაციას დიდი საფრთხე შეექმნა . 

   ხო და ახლა ვისაც შაბათს არ ეცალა , კვირას იყო მოცლილი, ახლა ისინი ატყდნენ , არიქა ჩვენც რაღაცა უნდა ვქნათო. იქეთ , თორღვა , აქეთ გოგა და ზვიო.....მოკლედ მთელი ლეგიონი ამოძრავდა რა....

  ეს კაი მარა ამ ფროს კვაპა რეკავს - კი ვიცი ბაბუ ჩიტებზე  მაინცა და მაინც არ გიყვარს ნადირობაო , მარა ახალი რეცეფტი ვიცი კვატიას მომზადების და ერთად დავაგემოვნოთო.    ამ დროს გორდასთან მივდიოდი ცუგრიკების სანახავად , რამზესაც იქ უნდა მოსულიყო, ხო და გადაურეკე , გოგოებთან ბოდიში მარა ეხლა სახლში გავბრუნდები , თოფს და ვაზნებს ავიღებ და ამასობაში ჩემთან მოქანდით-თქვა. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო და მოქანდნენ კიდევაც. უბრალოდ ერთი იყო რო რამზესას თოფის მაგივრად ლორდიკა წამოეყვანა. იარაღი ბიძაშვილის ბინაში ქონია დატოვებული და მაგის დრო აღარ იყოო. ყაძახი რო აბდალა იქნება რა. ტყუილა კი არ გვასწავლიდნენ  ჩვენი მამა-პაპანი.  "იარაღი არც ათხოვო ვინმეს და არც დატოვო არსადო"  .

    კი წოუკითხე ნატაციები , მარა ვრცლად არა. დრო არ იყო და მაგიზა , მხოლოდ მოკლე კურსით შემოვიფარგლე.     მოკლედ 5 წუთში მანქანაში ვისხედით და კვაპასკენ ჰაიდააა.   კვაპამ დარეკა ამ დროს , გიომ რო გაიგო ჩვენები მოდიანო , მაგიც წამოვიდაო და ამიტომ პირდაპირ ტბებთან მოდით , მე და გიო იქ დაგხვდებითო. 

   

 

7dd1eb156e37.jpg

 

წინ მე გამოვიჯგიმე, უკანა სიდენიაზე რამზესა წამოიპლაკა და საბარგულში ჩვენი ლორდიკა ქე  განთავსდა - ლორდივით.   გაზი - მანქანაში და მერე   გაიტანა , აქსელერატორის  პედალი გორდამ  - რადიატორამდე. შედეგი : 30-36 წუთში ადგილზე ვიყავით.

 

7826d03450be.jpg
 
მოკლედ , გავეშვით და გავეშვიით....
 
URL]
 
:12_7_22:

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 510 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
ისეთი საინტერესო ენით დაწერილი რეპორტია, არ შემეძლო აღუნიშნავად დამეტოვებინა :*

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

როგორც ყოველთვის.. შეუდარებელი  (მიჩვევა მჭირდება აშკარად,, :D  კითხვის დროს ენას ძლივს ვიმორჩილებდი) :DD  :*   <<<ტყუილა კი არ გვასწავლიდნენ  ჩვენი მამა-პაპანი.  "იარაღი არც ათხოვო ვინმეს და არც დატოვო არსადო">>> :0024:  :0024:  :0024:   .



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისეთი საინტერესო ენით დაწერილი რეპორტია, არ შემეძლო აღუნიშნავად დამეტოვებინა :*

 

 

როგორც ყოველთვის.. შეუდარებელი  (მიჩვევა მჭირდება აშკარად,,  :D  კითხვის დროს ენას ძლივს ვიმორჩილებდი)  :DD   :*   <<<ტყუილა კი არ გვასწავლიდნენ  ჩვენი მამა-პაპანი.  "იარაღი არც ათხოვო ვინმეს და არც დატოვო არსადო">>>  :0024:   :0024:   :0024:   .

 აი ციცას და ბექაიას შეფასება ქე მივიღე კაი , მარა რაცხა ბედოვლათობა ამინდი იყო მერე , ე ის გენახათ , მარა ყოლიფერი პო პორიადკუ , 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იქანა ნრო ჩეველით  აი ორი მოდღლეზილი ქე დაგვიხდნენ . კაც ო აგი კვაპაია რო იყო რაცხა იყო ხო ყველამ იცოდით ? მარა აი ბალღი -გიორგუნა ქე წამოეწია ბიძამის და ქე წავიდა ნავერიანების ჯიშზე. ჰა რაფერი კაი საყურებლები არიან ორივე მეტრო ძევიანოსტო. იფ იფ.  იმფერი კაი საყურებლები იყვნენ რომა ვერც ვკითხე მისვლისას ვიცხა ლაფატკიან კაცებს რო ელაპარაკებოდნენ რაშია საქმეთქვა.?  ხო და სანამ მევიკითხეთ ერთმანეთიდა მთის და ბარისა ვთქვით , გევიხედოთ და აი კაცებმა არ ჩამეიარეს ისთევე? ე ბიჯო ვინ არიან აი  საპიორებითქვა? ხო და ასე მითხრა კვაპამ მაჩვიზა არიან მაგები აქანამოსულიო. ბიჯო  იხვის ამინდში  რაის ბედოვლათობაათქვა მაჩვზე სიარულითქვა , მარა ქე ვინანე. რაის იხვი რის იხვი?მესამე ტბასთან რო მივიპარეთ რაცხა ორი კვატა  ეკურკურებოდა ერთმანეთსგლახათ.  თან გვარიანად მოგვშიებოდა და თან კვაპაიას რეცეფტი მიშლიდა ინტერესის საღერღელს ე ქე რო მეტისმოთმენა რო აღარ შეგიძლია. ხო და ბრეხვა რამზესამ . ბიჯო ეს რო არ ვთქვა არ შემიძლია. აი აბდალა რამზესაც სათვალე აქვს ჩამოფხატებული და იძახის "ბრუციანი ვარ ბრუციანიო " და კი ბეთქა.   ვათხოვე ჩემი ხირიმი , პირველი შენ ესროლეთქვა(ბოდიშს ვუხდი პაპაჩემის სულს , "იარაღიარც ათხოვო არავის და არც არსად დატოვოო")ხო და ქე  აგვისრულდა ოცნება . კვაპას მომზადებულ კვატიას ცოტა ხანში გავსინჯავდით. აპა ახლა კარქათ დავტრიალდეთ და სუფრაც გავშალოთთქვა. (თან ისე მოაყარა თოვლმა და ისეთი ქაბუქიამოვარდა რო ფოტოსაც ვეღარ ვიღებდი . იხვის თავი ვისღა ქონდა და მერე იმაზე დამიზნების შნო კიდო?

1bac20323468.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ სანამ მანქანებამდე მივედით კინაღამ წაგვიღო ქარმა. ეხლა მივხვდი რეიზა ქვია იმ ნაწარმოებს "ქარწაღებულები" ეტყობა ქარიან ამინდში მოსდიოდა მუზა . ჩვენ რაცხა მუზა გვწქონდა მაი კი ვიცი მე და მაგრად ეჭვი მეპარება თქვენც ქე ხვდებით . ხო და რათ მინდოდა მეტი იხვიმარა კიდე კაი ამინდს ეეშალა კუჭი და მაგიზა იყო რო გორდა ბუზღუნ ბუზღუნით წამოვიდა მანქანისკენ. გამიხარდა მარა ხმას რაფრა ამოვიღებდი? გავიტრუნე თაგვივით და შეწუხებული სახით ვეუბნები ; " აუფ ამის დედა ვატირე ამ ქარში და ქარბუქში რაფერ გინდა რო ინადიროთქვა?" ......

:DD  :0051: 

აბა ბიჯოო არა და რა კარგად დავიწყეთო. მეც ძალიან მრავლის მთქნმელი სიტყვებით ვუპასუხე "ნწ , ნწ ნწ -" თქვა. მარა ისთე უბერავდა მეტი არაა ჩემი მტერი , მსაგას ეგ ვერ გაეგონოს.fc8c9715ded4.jpg

 

a3ca2d0f3243.jpg
 
 
[url=https://radikal.ru]464b3b446490.jpg[/U :0054: RL]

legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 ამინდი გაგიჟდაe641ac874d78.jpg

გორდა საზენიტო  დანადგარის მსროლელივით  კი იყურებოდა ჰაერში მარამეტი არაა ჩემი მტერიმაგას რამე გაერჩია და მერე მოერტყა , მარა ხმას ამოვიღებდი? გატრუნული ვიდექი და ველოდი როცხა იქნებოდა და ხო მობეზრდებოდა? :0047:  

7990660bdba5.jpg

 
96b8ebfb2ff9.jpg
ბოლოს მობეზრდა  "წამო ბაბუ წავიდეთო". შეწუხებული სახით ეგრევე წინ გამოუძეხი.
 
 
მანქანამდე ძლივს მივედით. მოკლედ   მე რო მინდოდა მოვლენები ისე ვითარდებოდა ......L]

legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გათოშილები  როგორც იქნამანქანასთანაც მივედით.ჩავხტით და ცოტა ხანში ფეჩმაც ძალა მოიცა და ცოტადაგვიარასითბომ ძვალსა და რბილში. მაი აფერი გული არ გაიტეხო ზურიკელათქვა და გაუღიმე. ეჭვის თვალით შემომკითხა და  უნდობლად მკითხა.  - "თოვს , ცივა , და ქარბუქია და შენ რა კაი ხასიათზე ხარო?" . ე მაგას სუ ცოტა ხანში შენით მიხვდებითქვა. 

   იქვე 10 წუთში უკვე გარდაბნის ცენტრში დიდ სუპერმარკეტში ვიყავით რაცხა რუცხაები , გემრიელობები შევიძინეთ (აბა მარტო "უტკა პა პეკინსკი" ჩემმა მტერმა ჭამოს), მდერე იქვე თონეში ცხელცხელი დედას პურები ავიღეთ და ნავერიანების დიდი მეურნეობის სათავო ოფისში გაუბერეთ. 10 წუთში ადგილზე ვიყავით . ყველაფერი დაწკრიალებული იყო. გათბობა ჩართული დაუტოვებია კვაპუნიას , ქე დაგვიხვდა იქაურობა გაღუღუნებული.  ცოტა სული მოვითქვით და ყველა ორგანიზებულად დავტრიალდით. 

8391a3b81647.jpg
 
43b51a1cf2c8.jpg
 
bbde523e38ac.jpg
 
efaf60ddce36.jpg

 

 

  


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
[0273e79e3cba.jpg
 
42689b5cd2b9.jpg
 

 მე მჟავეს ვკურატორობდი.  


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზოგმა კუპატებს და    აფხაზურას მიხედა , ზოგმა კიდო შესაწვავს და შესახრაკს.

 

f015426b1074.jpg

 

ba7433d464c0.jpg
 
d5434dc2b944.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

:bravo:  :bravo:  :bravo:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ გახურდა სამზადისი , მარა ცალი თვალი კვაპასკენ მეჭირა . მაინტერესებდა აი ყაძახი რას ფოკუსნიკობდა და იმასაც ვფიქრობდი - "ე მანდ კვატია არ გოუფუჭდეს თქვა " მარა მოგცილიათ რა. ისე მოხერხებულად მუშაობდა ეტყობა რამდენჯერმე ქონდა სილკნეტით თამთა კიკალიშვილის კულინარიული გადაცემა გადახვევებით ნანახი. მადლობა თამთას.

 ერთი რაც დავინახე რაცხა თავისი სანელებლები ქონდა და მეორე რაც ვნახე . კვატა ფოლგაში იყო გახვეული. გეიგე ახლა რა იხომანდრა აი ბედოვლათმა . გუნებაში ვთქვი- "ვაი შენი ტყავის ბრალი კვაპა, კვატა რო გემრიელი არ გამოცხვესთქვა ", მარა გევიყურსე და შედეგს დაველოდე. 

 

URL=https://radikal.ru]851f81f05941.jpg[/URL]


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?