Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

33.jpg

დედალი ჩიჩხინაკი

 

34.jpg

მამალი ჩიჩხინაკი

 

 

ჩიჩხინაკი

 

 

ჩიჩხინაკი გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდ ირანში, ჩ.-დ. აფრიკაში, ეგვიპტეში.

საქართველოში ჩიჩხინაკი მოიპოვება მრავალ ადგილას როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ – მდე.

ბინადრობს ტყეებში, მეტწილად ზედა სარტყელში, ზოგჯერ სუბალპურ ველებზე, ბუჩქნარში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, კლდის ნაპრალში, ან წინწამოწვდილი ლოდის ქვეშ, ზოგჯერ ბუჩქზეც, მაგრამ მიწის ზედაპირს დიდი მანძილით არ სცილდ ... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 480 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 კომენტარი (0)
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 301 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 საშუალო ბატისანი

26.jpg

 

 

საშუალო ბატისანი

 

 

საშუალო ბატისანი გავრცელებულია ... კომენტარი (0)

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 260 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 ჩვეულებრივი კვატი

24.jpg

 

 

ჩვეულებრივი კვატი

 

 

ჩვეულებრივი კვატი ფართოდაა ... ფართონისკარტა იხვი

21.jpg

 

 

ფართონისკარტა იხვი

 

 

ფართონისკარტა იხვი მოიპოვება ... წითელთავა ყურყუმელა

19.jpg

 

 

წითელთავა ყურყუმელა

 

 

წითელთავა ყურყუმელა გავრცელებულია ... წითელნისკარტა ყურყუმელა

18.jpg

 

 

წითელნისკარტა ყურყუმელა

 

 

წითელნისკარტა ყურყუმელა მოიპოვება ... კომენტარი (0)

17.jpg

 

 

თეთრშუბლა იხვი

 

 

თეთრშუბლა იხვი მოიპოვება ... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 247 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 კომენტარი (0)

16.jpg

 

 

რუხი იხვი

 

 

რუხი იხვი გავრცელებულია ... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 351 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 კომენტარი (0)
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 239 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 რუხლოყება მურტალა

12.jpg

 

 

რუხლოყება მურტალა

 

 

რუხლოყება მურტალა მოიპოვება ... კომენტარი (0)

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 288 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 ტყის ქედანი (ღორ ქედანა)

9.jpg

 

 

ტყის ქედანი (ღორ ქედანა) ... კასპიური შურთხი

7.jpg

 

 

კასპიური შურთხი

 

 

კასპიური შურთხი მოიპოვება... შავმუცელა გვრიტჩიტა

6.jpg

 

 

შავმუცელა გვრიტჩიტა

 

 

შავმუცელა გვრიტჩიტა გავრცელებულია ... თეთრმუცელა გვრიტჩიტა

5.jpg

 

 

თეთრმუცელა გვრიტჩიტა

 

 

თეთრმუცელა გვრიტჩიტა მოიპოვება ... ჭაობის ქათამურა

3.jpg

 

 

ჭაობის ქათამურა

 

 

ქათამურა მოიპოვება ევროპაში ... კომენტარი (0)

418.jpg

 

 

ჭაობის პაწაწა ქათამურა

 

 

პაწაწა ... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 228 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 კომენტარი (0)

414.jpg

 

 

წერო-ტურფა

 



წერო ტურფა მოიპოვება სამხრეთ ესპანეთში, სამხრეთ უკრაინაში, აზიის დიდი ნაწილში და აფრიკის მრავალ ადგილას.
საქართველოს ფარგლებში წეროტურფა ცნობილია როგორც მიმომფრენი ფრინველი.
წერო ტურფა ბინადრბოს ველებზე, მინდვრებზე, ბუჩქნარში, ზოგჯერ ნახევრადუდაბნოში, მდინარეთა სანაპიროზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დებს 1 – 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 30 დღემდე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი.
წერო ტურფას ძირითად საკვებს შეადგენენ მცენარეთა თესლები, კენკრა, ა... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 857 | დაამატა: gio | თარიღი: 25.11.2011 კომენტარი (0)

415.jpg

 

წითელცხვირა ყვინთია (იხვი)


 

ყვინთია იხვები, ყურყუმელები, შავულები, ბატისნაირთა რიგის ფრინველებია. მოიცავს ზომიერ სარტყელში გავრცელებული 2 გვარის 15 სახეობას, მათ შორის საქართველოში, ჯავახე ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 351 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

416.jpg

ჩვეულებრივი კოკონა

417.jpg

ისლანდიური კოკონა

 

 

კოკონა


 

კოკონა, იხვების გვარი ბატისნაირთა რიგისაა. სხვა იხვებისაგან გამოირჩევიან ნისკარტის აგებულებით, თანაც უკანა თითზე ფართო ლაპოტი აქვთ. გვარში 2 სახეობაა: ისლანდიური კოკონა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრელანდიისა და ისლანდიაში და ჩვეულებრივი კოკონა რომელიც გვხვდება ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში. საქართველოს ფარგლებში მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება ჩვეულებრივი კოკონა.
კოკონა ბინადრობს ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე. ხის ფუღუროში. მაისში დებს 4-14 კვერცხს, ... კითხვის გაგრძელება »

 

 

419.jpg

პოლარული ღორიხვა

420.jpg

წითელყელა ღორიხვა

421.jpg

 

შავყელა ღორიხვა


 

შავყელა ღორიხვა, ღორიხვასნაირთა ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის ერთ გვარს, რომელშიც გაერთიანებულია 3 სახეობა: წითელყელა ღორიხვა, შავყელა ღორიხვა და პოლარული ღორიხვა. ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 416 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

422.jpg

 

ჩხიკვი


 

ჩხიკვი, ბეღურასნაირთა რიგისაა. ფერად მოწითალო-რუხია, ბოლო და "ულვაში" შავი აქვს, ქოჩორი შავლაქებიანი, წელი თეთრი, ფერთაზე ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ. მასა 160 გრ. აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.
მის მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერი საფანტი.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 921 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

423.jpg

424.jpg

 

შროშანი (შოშია)


 

შროშანი (შოშია), ფრინველი რომელიც ძალიან წააგავს შაშვს. მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან, თუ ახლოს ვნახავთ განსხვავებას მაშინვე შევამჩნევთ.
პირველ რიგში შროშანი შაშვისაგან განსხვავდება ბუმბულზე არსებული თეთრი წინწკლებით, ასევე თავის, ნისკარტის მოყვაილობით. შროშანი გვხვდება ხოლმე გუნდებად.
შროშანის მოსაპოვებლად ს ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 2828 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (2)

425.jpg

დედალი შაშვი

426.jpg

მამალი შაშვი

 

 

შავი შაშვი


 

შაშვი საქართველოში გავრცელებული ფრინველია, კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში, სადაც ბევრი ბუჩქნარია, იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით, ძირითადად მიწაზე ცხოვრობს, არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისათვის. ს ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1943 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (2)

427.jpg

 

ბოლოშავა


 

ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. ბოლოშავა ბინადრობს მთაში, გვიან შემოდგომაზე, როცა მთები უკვე დათოვლილია ჩამოდის ბარში, მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ძალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი და სხვა.
ბოლოშავას მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 428 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

428.jpg

ჯიჯღი

429.jpg

თეთრწარბა (მხარწითელა)

430.jpg

ჩხარდვი (ჩხართვი)

 

 

ჩხარდვი (ჩხართვი)


 

ეს ფრინველი ბევრს ერევა თეთრწარბაში (მხარწითელა) თავისი შეფერილობის და დიდი მსგავსების გამო, ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1323 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

431.jpg

დედალი მოლაღური

432.jpg

მამალი მოლაღური

 

 

მოლაღური


 

მოლაღური, ბეღურასნაირთა რიგისაა. მისი სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს. მამალს მოოქროსფრო-ყვითელი შავნარევი ბუმბული აქვს, დედალს და ახალგაზრდა მოლაღურს-მომწვანო. მკერდზე ლაქები აყრია. საქართველოში ბევრ ადგილას გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი. ბუდეს იკეთებს ხეებზე. იკვებება მწერებით, უფრო იშვიათად კენკრით. მისი გალობა ფლეიტის ხმას ჰგავს, ხმამაღლა სტვენა კი კატის კნავილს. ხალხური სახელწოდება ბიჭო-გოგია.
მოლაღურის მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერი საფანტი.
... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 796 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

433.jpg

მწვანე კვირიონი

434.jpg

 

 

კვირიონი


 

კვირიონი, ეს ფრინველი ძალიან ლამაზია, მისი შეფერილობა იმდენად ლამაზ ფერებშია რომ ერთი შეხედვით სამოთხის ჩიტი გეგონებათ. ან რომელიმე მგალობელი, მაგრამ ამ სილამაზის მიღმა იმალება მისი მავნებლობა, კვირიონი ითვლება ნომერ 1 მტრად ფუტკრებისათვის, თანაც რაც ყველაზე საინტერესოა კვირიონი ჭამს ფუტკრის მხოლოდ თავს. კვირიონი აფრიკაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე ბრუნდება. ბუდეს იკეთებს გორის ან მთის ნაპრალში. მას შეუძლია ამოთხაროს ორმო, ამოთხრილი ორმოს მიწა ხშირად 12 კილოგრამს აღწევს. მისი წონაა 50-60 გრამი. 
კვირიონის მოსაპოვებლად საჭიროა 9-10 ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 831 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (1)

435.jpg

 

მწვანე კოდალა


 

მწვანე კოდალა ყველაზე ნაცნობი ფრინველია თუმცა საქართველოში მისი ძალიან მრავალფეროვანი სახეობებია გავრცელებული.
ბინადრობს როგორც ფოთლოვან ასევე წიწვოვან ტყეებში. საშუალოდ იწონის 250 გრამს. არსებობს გიგანტური კოდალაც, რომელიც 600 გრამზე მეტსაც იწონის. იკვებება არსებული მატლებით და ჭიებით. ძალიან უყვარს ჭიანჭველები, რომლებიც უზომო რაოდენობით მიირთმევს.
ზოგიერთი კოდალას ჯიში შეტანილია წითელ წიგნში (კომუნისტების დროს). არის გემრიელი და სასარგებლო ფრინველი.
 ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 792 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

436.jpg

 

მეკალოე ბატი


 

მეკალოე ბატი, ბატისებრთა ოჯახის რიგისაა. მეკალოე ბატის სხეულის მასა 4,5 კგ. ბინადრობს აღმოსავლეთ გრელანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდირისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვასა და შავი ზღვის სანაპიროებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.
მეკალოე ბატის მოსაპოვებლად საჭიროა 1-2 ნომერი საფანტი.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 768 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

 

437.jpg

 

ხოხობი


 

საქართველოს ფრინველთა ფაუნის ერთერთი ძვირფასი წარმომადგენელია ხოხობი. სილამაზით უფრო მამალი ხოხობი გამოირჩევა, მაგრამ არც დედალს აკლია თავისებური ლაზათი. ხოხობი ბინადრობდა საქართველოს მრავალ ადგილას, მაგრამ დღესდღეობით მისი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია და ნაკრძალების და სანადირო მეურნეობების გარდა აქაიქღა გვხვდება. ხოხობი ბინადრობს ტყეებში, ჭალებში, ბუჩქნარში, ზოგჯერ მდინარეთა სანაპიროებზე ლერწმითა და ჩალით დაფარულ ადგილებში, სიმინდის ყანებში და ჩაის პლანტაციებშიც. 
ხოხობი ბუდეს იკეთებს მიწაზე, გაზაფხულზე დებს 10-15 კვერცხს. მისი კრუხობა გრძელდება 25 დღეს. ხოხბის გამრავლებას ხელს უშლიან პატარა მტაცებელი ცხოველები როგორებიცაა მელა, ტურა, კვერნა და მისთანები. ხოხობი მთელ მს ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 557 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

438.jpg

 

ყრუალა


 

ყრუალა შემოდგომით ტყეში გამავალ პატარა ბილიკებზე გამოდის. ძალიან გულუბრყვილოა და ფრენა არ უყვარს. ამიტომ ძირითადად მიწაზე მჯდომს ესვრიან. 10-15 მეტრის სისწორეზე. ძაღლითაც ნადირობენ ძირითადად სპანიელით. ყრუალა ყრუა მხოლოდ იმ მომენტში როცა ტიკ-ტიკს გააბამს. მაგ დროს შეიძლება გადაადგილება, არ ესმის. როგორც კი მოძახილს მორჩება, სმენა უბრუნდება. მერე ისევ დაიწყებს და შენც უახლოვდები. ყრუალას მოსაპოვებლად იყენებენ 32 კალიბრიან თოფებს, იშვიათად გეკოს. საკვებად ვარგისია.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 253 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

439.jpg

 

კულუმბური


 

ულუმბურის სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. აერთიანებს 4 გვარის 9 სახეობას. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი კულუმბურები. ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ - მცენარეთა თესლებით. საკვებად ვარგისია.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 379 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

440.jpg

 

ბოლოსადგისა იხვი (კუდსადგისა იხვი ... კითხვის გაგრძელება »

  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 448 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

441.jpg

 

გარიელი


 

გარიელი, ბატისნაირთა რიგის ფრინველია. საშუალო ან დიდი ზომის ფრინველებია. მამალი 1,7 კგ-მდე იწონის, დედალი ცოტა ნაკლებს იწონის, მამალი შავი ფერისაა, დედალი მოშავო-მურა. გვარი გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. შეიცავს 5 სახეობას. ერთი სახეობა შავი გარიელი საქართველოში ბინადრობს ჯავახეთის ტბათა მიდამოებში და იქვე ატარებს ზამთარს. გარიელი ივნისსა და ივლისში მრავლდება. დებს 6-10 კვერცხს. კრუხობს 20 დღემდე.
გარიელის მოსანადირებლად საჭიროა 5-6 ნომერი საფანტი.

 
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 247 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

442.jpg

სტვენია-იხვინჯა

443.jpg

ჭახჭახა-იხვინჯა

 

 

იხვინჯა


 

იხვინჯა, იხვისებრთა ოჯახის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გრამს აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს. აქვს მოცისფრო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია.
იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკასა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაი ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 376 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

444.jpg

 

თვალჭყეტია


 

თვალჭყეტია წეროსნაირთა რიგის ფრინველია. რიგი ავტორები აერთიანებენ მას მეჭვავისნაირთა რიგში. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს ქვიშისფერი ბუმბული, ზურგზე გასწვრივი შავი ზოლებით. გავრცელებულია ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ორმოში. დებს 2 იშვიათად 3 კვერცხს. დრუხობს 26 დღე. ღამის ფრინველია. იკვებება მწერებით, ხვლიკებით, წვრილი მღრნელებით.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 344 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

445.jpg

ქოჩორა ჩვამა

446.jpg

დიდი ჩვამა

447.jpg

პატარა ჩვამა

 

 

ჩვამა (ბაკლანი)


 

ჩვამა (ბალკანი)ამ ფრინველლს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე, ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე. მისი 6 ნაირ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1741 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

448.jpg

 

პრანწია


 

პრანწია საშუალო ზომის მენაპირე ფრინველია. ადვილად გამოსაცნობია შავ-თეთრი შეფერილობით, ნოკლე ფეხებითა და გრძელი, ზემოთ აპრეხილი შავი ქოჩორით, რომელიც გამრავლების პერიოდში მამრს გრძელი აქვს ვიდრე მდედრს.
კარგი განათებისას შავი ფერის სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო, მეტალურ ბზინვარებას იძენს. შავი ყელი და მკერდის ზედა ნაწილი კონტრასტს ქმნის თეთრ ლოყებთან და მუცელთან. რომელსაც მონარიჯისფრო კუდის მფარავები მოსდევს. სხეულის სიგრძე 28-31 სმ, ფრთების სიგრძე 70-76 სმ.
ზამთარში ერთიანდება გუნდებად. ბინადრობს უმთავრესად ტენიან მდელოებზე. არა გამრავლების პერიოდში მისი ნახვა მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატებში შეიძლება. საქართველოში მობუდარია.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 341 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

449.jpg

 

მელოტა


 

მელოტა ლაინისნაირთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი უმთავრესად იმ ტბებზე, მდინარეებსა და საგუბრებში ბინადრობს, რომელთა ნაპირები ლელით, ლერწმითა და სხვა მცენარეებითაა დაფარული.
მელოტა ყოველგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით იკვებება, წყალში ჩაყურყულავებულ მელოტას იქ ხანგრძლივად ყოფნა შეუძლია.
მელოტა დებს 6-15 კვერცხს, ბარტყების გამოჩეკას 20-21 დღე სჭირდება. ბარტყები გამოჩეკის თანავე წყალში შედიან და ორივე მშობლის ხელმძღვანელობით სწავლობენ ცურვას, ყვინთვას და საკვების მოპოვებას.
მელოტას მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 326 | დაამატა: 

 

500.jpg

 

ჟრუნი


 

ჟრუნი როჭოების ოჯახის შედარებით მომცრო წარმომადგენელია, მისი წონა 400-450 გრამს არ აღემატება. ყველაზე მაქსიმალურ წონას იკრებს ზამთრის დასაწყისისათვის. სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. მისი სეფერილობა ნაცრისფერ-მურაა, მხოლოდ გვერდებზე დაყვება შედარებით მწითური ფერი. მამრ ჟრუნს შედარებით შავი ყელი აქვს და თავზე მახასიათებელი ქოჩორით გამოირჩევა, ნისკარტი ნაცრისფერ-შავი აქვს, ფეხები უფრო მურა.
ჟრუნი ტყის ფრინველია და ხშირ ტყეში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფი მანევრირებით გამოირჩევა ფრენისას, მისთვის დამახასიატებელი როგორც ხიდან ასევე მიწიდან აფრენა. ის ძირითადად ტყის ადგილობრივ და მუდმივ და მუდმივ მცხოვრებლად ითვლება, მხოლოდ მაშინ როცა საკვების ნაკლებობას განიცდის და ღრმა თო ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 344 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

501.jpg

 

ხონთრის ქათამი


 

ხონთრის ქათამი არის ტიპიური დაჭაობებული ნიადაგის მკვიდრი, საქართველოში არ ბუდობს და გამოჩნდა მხოლოდ გადაფრენისას მცირე რაოდენობით. საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია და ზომით (შედარებისათვის) აღემატება მელოტას. შეფერილობა აქვს ლურჯ-მწვანე და იისფერ ფერში გადადის. აქვს დიდი ზომის წითელი ფეხები და მასიური მელოტას მსგავსი თავი აგრეთვე წითელი ფერის. მამალი დიდია დედალზე. ბუდეს იკეთებს ჭაობებში და ლელქაშიანში ტბების ნაპირებზე, მონოგამური ფრინველია, ერთად ზრდიან და ბარტყებზ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 540 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

502.jpg

 

ლაინა


 

ლაინა-ფრინველი რომელიც ბუდობს ჭაობიან ადგილებში, ტბების და მდინარეების, ღელეების ისეთ ნაპრალებში სადაც არის ეკალ-ბარდები და მასიური ბუჩქნარი. ძირითადად ღამის ფრინველია, ანუ საკვებს ღამით მოიპოვებს, შეუძლია ყვინთვაც და ცურვაც, ნისკარტი და ფეხები გრძელი აქვს, მოძრაობს ძალიან სწრაფად, ღალღაზე მეტად და ამასთანავე ღალღაზე მეტად აბნევს ძაღლს. შეუძლია ბუჩქნარზეც აცოცებაც.
მაგრად წააგავს ღალღას როგორც ფრენისას ისე გარეგნულად, ზომით დაახლოებით მწყერის ხელაა, ცოტა დიდი. საკმაოდ ბევრი არის გურიაში და საერთოდ ზღვისპირეთში ასევე სამხრეთ საქართველოშიც. ძირითადად ნოემბერ-თებერვალში არის. ლაინაზე ძალიან ლამაზად ნადირობს ირლანდიური სეტერი, კურცხაარიც.
ლაინას მოსაპოვე ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 288 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

504.jpg

 

რუხი წერო


 

რუხი წერო გავრცელებულია სკანდინავიიდან ჩინეთამდე. საქართველოში ჯავახეთის ზეგანზე ბუდობისას და მიმოფრენისას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობებზე. ზამთრობს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, წინააზიაში, ინდოეთში, ჩინეთში.
ბინადრობს თხელ წყალსატევებთან. გადაფრენისას და ზამთრობისას გვხვდება სოფლის სამეურნეო ნაკვეთებზე კერძოდ კი ხორბლის და ბრინჯის ყანებში.
იკვებება ძირითადად მცენარეთა ტუბერებით, ღეროებით, ფოთლებით, კენკრით. ასევე მსხვილი მწერებით დ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 573 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

505.jpg

მყივანი გედი

506.jpg

სისინა გედი

 

 

გედი


 

გედი საქართველოს წყალსატევებზე გვხვდება ორი სახის მყივანა და წითელ ნისკარტა. ეს გედები გადამფრენი არიან, მაგრამ მათი ნაწილი ჩვენშიც ზამთრობს შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებით პალიასტომზე.
მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis, პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ამერ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1240 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

507.jpg

პატარა ღერღეტი (ბატი)

508.jpg

თეთრშუბლა ღერღეტი (ბატი)

509.jpg

რუხი ღერღეტი (ბატი)

 

 

ბატი


 

გარეული ბატი საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისააა, რუხი და თეთრ შუბლა.
ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემართება ჯავახეთის ზეგანის ტბებისაკენ, სადაც ხანგრძლივად რჩება. აქ არამარტო წყალსატევები არამედ მობიბინე საშემოდგომო ნათესები უხვი საკვებია რუხი ბატისათვის.
ამავე გზით საქართველოს ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1081 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

510.jpg

პატარა კროშნეპი

511.jpg

საშუალო კროშნეპი

512.jpg

დიდი კროშნეპი

 

 

კროშნეპი


 

კროშნეპის სამი სახეობაა, დიდი, პატარა და საშუალო კროშნეპი. ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში, კროშნეპი არ ბუდობს და სამივე სახეობა მხოლოდ საგაზაფხულო და საშემოდგომო გადაფრენების დროს გვხვდება. პატარა კროშნეპი სამხრეთ ევროპაში ბუდობს და ჩვენში მხოლოდ გადაფრენის დროს არის.
კროშნეპის ეს სახეობა სუფთა, მძლავრი, ანკარა ხმის პატრონია, რითაც იგი გამოირჩევა სხვა ფრინველებისაგან. დიდი და საშუ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 344 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

513.jpg

 

ლერწმის ქათამურა


 

ლერწმის ქათამურა გადამფრენი პრინველია. ჩვენში აპრილში ჩნდება ხოლმე, სახლდება ლერწმიან ჭაობში. დედალ-მამალი წყვილდებიან და ცდილობენ მათ მიერ დაკავებულ ადგილში სხვა არ შეუშვან საბინადროდ. ეს ფრთოსანი დილიდან საღამომდე წყლის ზედაპირზე დაცურავს, ყურყუმალაობს და ეძებს საკვებს წყლის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლოკოკინებს.
ლერწმის ქათამურას წყვილი ბუდეს ხმელი ბალახებისა და ღეროებისაგან აკეთებს ჭაობის ნაპირზე მცენარეთა ძირებში ან წყლის ზედაპირზე დაშვებულ ტირიფის ტოტ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 400 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

 

537.jpg

ჭყიმპო (გარშნეპი)


ჭყიმპო (გარშნეპი) მეტად პატარა ფრინველია, ბუმბულის შეფერადებით ჩიბუხას, ტყის ქათამს და ჭოვილოს წააგავს.
ჭყიმპო გადამფრენი პრინველია. გაზაფხულზე იგი ჩვენში მარტის შუა რიცხვებში ჩნდება, საშემოდგომო გაფრენა ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 530 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

515.jpg

 

ჩიბუხა (ბეკასი)


 

ჩიბუხა (ბეკასი) გადამფრენ სასარგებლო ფრინველთა იმ ჯგუფს ეკუთვნის რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ნაწილობრივ ზამთრობენ. 
ადრე გაზაფხულზე ჩიბუხა ბრუნდება თავის სამშობლოში (ჩრდილოეთის ქვეყნებში), სახლდება ჭაობიდან ჩიგვნარებში, ლერწამსა და სხვა მსგავს ადგილებში. აქ მამლები სატიჩტაო ფრენას იწყებენ, რომლებიც დიდხანს გრძელდება. ნორმალურად ჩიბუხა ღამის ცხოვრებას ეწევა, ხოლო ტიჩტაობის დროს მისი ... კითხვის გაგრძელება »

 

 

516.jpg

 

ჭოვილო (დუპელი)


 

ჭოვილო (დუპელი) გადამფრენი ფრინველია. გაზაფხულზე ჭოვილო საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარე მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფვის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით.
ჭოვილო დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში,მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, გორისა ჭაობებში.
ჩვენში ჭოვილო აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება ხოლმე, ყველაზე მრავალ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 916 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

517.jpg

რგოლა გვრიტი

518.jpg

ჩვეულებრივი გვრიტი

519.jpg

პატარა გვრიტი

 

 

გვრიტი


 

გვრიტი გადამფრენი ფრინველია. ჩვენში ის მხოლოდ გაზაფხულზე მოდის და შემოდგომაზე რჩება, რის შედეგად სამხრეთ აფრიკისაკენ მიემართება.
იგი შესანიშნავად, სწრაფად და ლამაზად ფრინავს. მისი ყველა მოძრაობა ნაზი და მოხდენილია. იგი ჩვეულებრივ ორჯერ ბუდობს მაისში და მეორედ შუა ზაფხულში. ბუდეს ხეზე იკეთებს, უფრო ხშირად წყლის ახლოს, შიგ 2 კვერცხს დებს. ბუდეზე მშობლები მო... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1415 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

520.jpg

 

გვიძინი


 

გვიძინი ტანით ქედანზე მცირე ზომისაა. სხეულის მოყვანილობით ის ქედანს ჰგავს, ხოლო ბუმბულის შეფერილობით მისგან ოდნავ განსხვავდება.
საქართველოში გვიძინი უფრო ქედნის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი ტყეში ცხოვრობს, უყვარს ფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით მდიდარი ბაღები და პარკები.
გვიძინის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 373 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (6)

ვეჟანი მტრედი



ვეჟანი მტრედი მცირე ზომისაა. მას ტყე არ უყვარს და ბინადრობს მინდვრებსა და კლდოვან ადგილებში. გვხვდება დიდ გუნდებად და ბუდობასაც წესითვე კლდეების ნაპრალებში ატარებს.
გაზაფხულის დასაწყისში ვეჟანი მტრედები დაწყვილებას იწყებენ. მამალი დიდი სინაზით და ტკბილი ღუღუნით დასტრიალებს დედალს. ბუდეზე ჯდომაში მამალიც მონაცვლეობს. ბარტყები 16-19 დღის შემდეგ იჩეკებიან, რომლებიც ერთ თვეში ფრენას სწავლობენ, მათი მშობლები კი ამ დროს ახალ ბუდობას იწყებენ.
ვეჟანი მტრედის მოსაპოვებ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 349 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (1)

521.jpg

 

ქედანი


 

მტრედისნაირთა სახეობის საერთო რიცხვი 400-მდე აღწევსმ აქედან საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი სახეობა გვხვდება ქედანი, ვეჟანი მტრედი, გვიძინი და გვრიტი. ქედანი ტანით ყველა მტრედისნაირზე დიდია. იგი მხოლოდ შერეულ ტყეში, ზოგჯერ კი დიდ ბაღებში ცხოვრობს, მეტად ფრთხილი და მშიშარაა. იკვებება წიწვიანი ხეების თესლით, რკოთი სხვადასხვა ნაყოფით.
ქედნები ადრე გაზაფხულზე წყვილდებიან, ბუდეს ხის ტოტებზე იკეთებენ, ზოგჯერ კი კაჭკაჭის, ყვავის და სხვა ფრინველის ძველ ბუდეებს იკავებენ. ქედანი 2 კვერცხს დებს, რომლებზეც მშობლები 15 დღეს რიგრიგობით სხედან.
ქედანის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 369 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

522.jpg

 

ღალღა


 

ღალღა საინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი გადამფრენი ფრინველია. ეს თვალით იშვიათად სანახავი ფრთოსანია, რომლის ხმა ხშირად ღამითაც ისმის, ძლიერ ცუდად ფრინავს,ძალიან ჩქარა დარბის და კარგად გამოცდილი უნდა იყოს მონადირე ძაღლი რომ იგი ააფრინოს.
გაზაფხულზე ჩვენში ღალღა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ჩნდება შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისაგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. ღალღა 12 კვერცხს დებს.
ღალღის საკვებია ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები და ლოკოკინები, ხოლო ზაფხულის ბოლოს პურეულისა და ბალახეულის მარცვლები. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მე ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 996 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

523.jpg

დედალი სარსარაკი

524.jpg

მამალი სარსარაკი

 

სარსარაკი


 

სარსარაკი ლაინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ჩვენში იგი მხოლოდ ზამთარში მოდის და გუნდების სახით გვხვდება შირაქის ტრამალებზე. მდინარე ივრისა და ალაზნის ირგვლივ ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, აგრეთვე მცირე რაოდენობით მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში.
საქართველოში სარსარაკზე ნადირობა ნებადართულია დეკემბრიდან თებერვლამდე. ერთ ნადირობაზე, მისი ხანგრძლივობისაგან დამოუკიდებლად მონადირემ შეიძლება მოიპოვოს არა უმეტეს ხუთი სარსარაკისა.
სარსარაკის მოსაპოვებლად საჭიროა 6 ნომერი საფანტი ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1044 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

525.jpg

 

სავათი


 

სავათი ლაინისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, იგი ჩვენში მხოლოდ ზამთრობს. სავათების გადაფრენა დეკემბრიდან იწყება და თებერვლამდე გრძელდება. სავათი ჩვენში საკმაოდ ბევრია შირაქის ველზე და მდინარე ივრისა და ალაზნის ირგვლივ მყოფი ველების ნახევრად უდაბურ ადგილებში, ხოლო მცირე რაოდენობითაა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, აგრეთვე მდინარე რიონის დაბლობის ზოგიერთ ადგილებში.
სავათზე ნადირობა შეიძლება დეკემბრიდან თებერვლამდე. ერთი ნადირობის დროს, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, ნებადართულია მხოლოდ ერთი სავათის მოპოვება.
სავათის მოსაპოვებლად საჭიროა 3-4-5 ნომერი საფანტი ან ფინდიხის გამოყენება.
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 337 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

526.jpg

 

იხვი


 

იხვი საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება სხვადასხვა სახის (გარეული, რუხი, ბოლოსადგისა, კოკორინა და სხვა). თითქმის ყველა ისინი გადამფრენი არიან, მხოლოდ გარეული იხვი ნაწილობრივად ბუდობს საქართველოს ზოგიერთი მდინარის, ტბისა და ჭაობის ნაპირებზე, მაგალითად: ჯავახეთის ტბებზე ახალ ქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებში.
ზემოთ აღნიშნული იხვებიდან ყველაზე მეტი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს გემრიელი ხორცის იხვს_გარეულ იხვისა და კოკროჭინა იხვის ორ სახეს, იხვინჯა_კოკროჭინას და იხვინჯა_ევროაზიულს.
იხვებზე ნადირობა ხდება მდინარეებისა და საერთოდ, წყალსატებების ნაპირებზე გავლით ამგვარი ნადირობა განსაკუთრებით წარმატებულია ტყალსატევებიდან ან ნანადირევის გამომტანი ძაღლის გამოყენებით. ყველაზე უფრო გამო ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 1305 | დაამატა: gio | თარიღი: 02.03.2011 კომენტარი (0)

527.jpg

 

ტყის ქათამი


 

ტყის ქათამი თავისი გემრიელი ხორცით მიმზიდველია მონადირისათვის. იგი გადამფრენი ფრინველია. საგაზაფხულო გადაფრენა ჩვეულებრივ მარტის შუა რიცხვებში იწყება და ერთ თვეზე მეტს ხანს გრძელდება, საშემოდგომო გადაფრენა კი სექტემბრის ბოლოს იწყება და ორ თვემდე გრძელდება. ჩვენში ტყის ქათამი არ ბუდობს. როგორც გამონაკლისი, აღწერილია მისი ბუდობა ბორჯომის ტყიან მასივში. 
თავის სამშობლოში ევროპასა და აზიის ჩრდილოეთის ტყიან შუა ზონაში, ტყის ქათამი ჩვეულებრივად 4 კვერცხს დებს. ბარტყებ ... კითხვის გაგრძელება »

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

528.jpg

 

კაკაბი


 

კაკაბი დამახასიათებელია განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოსათვის. მისი საყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები, თუმცა შეხვედრა შესაძლებელია ბარშიც, განსაკუთრებით ზამთარში, როცა მთები თოვლითაა დაფარული. კაკბის ვერტიკალური გავრცელება ზღვის დობიდან 1200 მერტს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს.
გაზაფხულზე კაკბის გუნდები იშლებიან და იწყება დაწყვილება. დედალი 8-14 კვერცხს დებს, კრუხობაში მამალი დედალს ცოტათი ეშველება, ბუდის ახლოს სადარაჯოზე დგას. გამოჩეკვას 24-26 დღე სჭირდება. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ ორივე მშობელი დიდი მზრუნველობით უვლის შვილებს. ზაფხულის დამლევს და შემოდგომის დასაწყისში კაკბების გუნდები ერთიანდებიან და ასე ატარებენ ზამთარს.
კაკბ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 779 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 კომენტარი (0)

529.jpg

530.jpg

 

გნოლი


 

გნოლი დამუშავებულ მინდვრებში ან გაშლილ ველებში ბუდობს. მისი საყვარელი ადგილებია წარაფიანი ტყისპირი, ბუჩქნარი. იგი ტყეს თავს არიდებს, სამხრეთში გნოლი დაჭაობებულ ადგილებშიც გვხვდება, ოღონდ იქ ბუჩქნარი იყოს.
განსაკუთრებით ბევრი გნოლი ბუდობდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გნოლის სიმრავლით განთქმული იყო სიღნაღის რაიონი, კაჭრეთის, ნუკრიანის, მელაანის, დაცული ტყის, მიშმიშის, საქათმის ხევის, შირაქისა და ყარაღაჯის მიდამოები.
გნოლის დიდი გუნდები გვხვდებოდა აგრეთვე ქართლშიც, მცხეთის, დუშეთის, კასპის, ქარელისა და გორის რაიონებშიც. გნოლს ძალიან უყვარს თავისი საბინადრო გარემო და იშვიათად ტოვებს მას, მისი ბარტყებიც კი დიდხანს რჩებ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 943 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 კომენტარი (0)

531.jpg

 

მწყერი


 

მწყერი ერთი იმ გადამფრენი ფრინველთაგანია, რომელიც ჩვენში მასობრივად მოდის გაზაფხულზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს, ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევსა და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები.მწყერი პირველ ხანებში მწერებით ხოლო შემდეგ მარცვლეული კულტურებით იკვებება.
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში იგი დიდი რაოდენობით ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენად და დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 695 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 კომენტარი (0)

532.jpg

დედალი დურაჯი

533.jpg

მამალი დურაჯი

 

 

დურაჯი


 

მისი გავრცელების არეალი, ბოლო ხანებში შემცირდა და მე-20 საუკუნის მეორე მახევარში მხოლოდ რამოდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში.
დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, მაყვალიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ესეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარის ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლადაც სახლდება.
დურაჯის საკვებია მცენარის კვ ... კითხვის გაგრძელება »
  •  
კატეგორია: ფრინველები | ნანახია: 513 | დაამატა: gio | თარიღი: 27.02.2011 კომენტარი (0)

534.jpg

დედალი როჭო

535.jpg

მამალი როჭო

 

 

კავკასიური როჭო

 



კავკასიური როჭო ენდემიკოსია. მაღალი მთების ეს ბინადარი უმთავრესად კავკასიონისა და მათგან განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზემო ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახეულში ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრის სიმაღლეზე.
მამალი როჭო მთლიანად შავი ხავერდოვანი ბუმბულითაა დაფარული. წითელი წარბები ამშვენებს მას, ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი აქვს, ტანი ლამაზი კუდით მთავრდება. დედალი როჭო უფ ... კითხვის გაგრძელება »


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მადლბა ბაბუ ამ მეტად საჭიორ ინფოსთვის..... :good:  :good:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

ბევრი ნანახიც არმქონდა კარგია



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ვაა რა საინტერესო უყო . მადლობა ავტორს



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

16864897_782660998554750_644530536834197



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:good:


legion.ge-82-1553250819.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?