მოგესალმებით , მეგობრებო!
გუშინწინ 24 ში, როგორც მოგეხსენებათ გასული ვიყავით თორღვას სავარგულებში! თვითონ ეს გასვლა თავისთავად კარგი იყო , მაგრამ იმის აღნიშვნა მინდა რომ უბრალოდ სანადიროდ გასვლებისაგან განსხვავებით , დამატებით 2 ფუნქციაც შეითავსა. მაგრამ ჯობია ქრონოლოგია დავიცვა.
მოკლედ წინა დღით , ლაშამ და რატიმ დამირეკეს და რესტორანში დამპატიჟეს. თან ჩემი სახლის მახლობლად (დაპატიჟება -მორევაზეაო). იქით დავპატიჟე. არა ბიჯო და.....
მოკლედ როგორც გაირკვა პატარა გასაჭირში ყოფილან და დახმარება გვთხოვეს. საქმე იმაშია რომ წინასაახალწლო გადაღებები როგორც ქონიათ დაგეგმილი, დიდი ალბათობით აღარ გამოდიოდა და გადაცემაც საფრთხის ქვეშ დგებოდა. სამწუხაროა რომ ზოგიერთებმა პირი უშალეს და გადაცემა დარტყმის ქვეშ დააყენეს , მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და ამიტომ რეპორტს დავუბრუნდები!.
რახან ლეგიონს მომართეს თხოვნით-რეაგირებაც შესაბამისი იყო. მეგობრებს დახმარება სჭირდებოდათ და ლეგიონი ტრადიციულად გვერდში უნდა დადგომოდათ. დიდი ფიქრისა და ზედმეტი ფილოსოფოსობის გარეშე , დაიგეგმა 2 დღიანი ნადირობა შაბათ -კვირა დღეებში. ხო და შაბათის გასვლაზე მოგითხრობთ ამ რეპორტში და მახომ კვირის ვოიაჟზე - უკვე გააკეთა და კიდეც ატვირთა -ფორუმზე.
ასე და ამგვარად ,:
" პარასკევს საღამოს დაგეგმილი ვოიაჟი და ლეგიონერების შაბათის გასვლა სანადიროთ , თორღვას სავარგულებში!"