გუგა შაფაქიძის ინიციატივით "ჩავაბაროთ სისხლი, გადავარჩინოთ სიცოცხლე" გუშინ 11 ნოემბერს შევიკრიბეთ მ.იაშვილის კლინიკის ეზოში, ჩვენი შეკრება მიზნად სისხლის ჩაბარებასა და პატარების სიცოცხლის გადარჩენაში პატარა წვლილის შეტანას ისახავდა, მოკლედ შევიკრიბეთ და ერთად, ერთიანად შევედით "სისხლის ბანკში", ძალიან კარგი გარემო და ძალიან კარგად განწყობილი მედ-პერსონალი დაგვხვდა ადგილზე, ცოტა ისაუბრეს...
ლეგიონერები გაემართნენ სისხლის ჩამბარებელი ოთახისაკენ
შემოგვიერთდა გიორგი მეგრელიშვილიც
აჩის სისხლი ვისაც ერგება ეგრევე ჩელნოკზე ატარებს ექიმებს, დაიყვირებს მანოკი მანოკიო და იგრიალებს თოფიც
მოკლედ იყო კარგობა, ლეგიონის მისია გადავარჩინოთ სიცოცხლე შესრულებულ იქნა წარმატებულად...
გაიხარეთ ბიჭებო ერთი ადამიანის გაღებული სისხლით შესაძლებელია 4 პატარას სიცოცხლის გადარჩენა, ამაზე კარგი საქმე არარსებობს ...
მეორე განყოფილება:
გავემართეთ გოთუაზე რესტორან " მონადირის სახლში"
აქაც კარგობა იყო, აბა როგორ???
კარგი გარემო და გემრიელი კერძები