მეგობრებო! ძმებო! ქართველებო! გუშინ ლეგიონში დიდი სიხარული სუფევდა . დიდი მოლოდინის შემდეგ როგორც იქნა , ჩვენ ღვინკას და თეკოს მესა,ე ვაჟკაცი, ბესიკი ღვინაშვილი გაუჩნდა. ნუ ეხლა იმაზე ნამდვილად არ დავიწყებ საუბარს თუ უკლებლივ ყველა ლეგიონერს როგორ გაგვიხარდა , პატარა კაცის დაბადება. ნუ ოჯახზე ხომ საერთოდ საუბარიც აღარაა. ვულოცავ გუგას და თეკუნას და საერთოდ მთელ ოჯახს ამ ბედნიერ დღეს . ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოთ . სასახელო ქართველიგაზრდილიყოს თავისი ოჯსხის ღირსეული შვილი.
მაცნე მოვიდა ლეგიონს! გუარამ ღვინაშვილის ნანატრი ძის დაბადებას იუწყებოდა უსტარი!! სიხარულის ყიჟინა და საყოველთაო ზეიმის ზარი შემოჰკრა ლეგიონმა!.. ატყდა დიდი ალაგ -ჩალაგება და ჩაილურს მიაშურეს პატარა ვაჟკაცის სვე-ბედის დასალოცად !!.. თქვენი მონამორჩილიც ემსხვერპლა ამ მსვლელობას იმ დიდ საფიხვნოზე რომელიც ღვინაშვილების მამულებში გაიმართა . სუფრა დალოცა და თამადობა იკისრა პაპამ, უხუცესმა ბესარიონ ღვინაშვილმა და პირველი სადღეგრძელოთი მომხვდურთ მშვიდობა უსურვა ,.. მძიმე კახური სიდარბაისლით და სიმშვიდით სუფრის თავკაცმა ძე მოვლენი ბესო ჯუნიორის სადღეგრძელო სიამაყითა და პაპისეული სიყვარულით აზარფეშით შესვა და თანამეინახენს გადააწოდა,.ლომებრ შეუპოვობით გამოისლაქა სასმისები და სუფრამ ეშხში შესვლა დაიწყო!!!!!( ამ დროს ჩემი გონება განათებულია ისევ 100 ვატიანი ნათურასავით).. და უცებ მადლიანი კახური მრავალჟამიერი ჩამოაგვირისტა მამამან გუარამმა და ლაზათიანმა ზურა დათიკაშვილმა!.. სისხლი აჩქეფთა, გულმა ბაგუნი დაიწყო და ნათურამ 80 ვატზე ჩამოიწია!!!.. ნადიმი გრძელდებოდა,. დაილოცა მშობელ- შემქნელი, გავიხსენეთ წინაპარ- წარსულნი , ვადიდეთ დედა სამშობლო და რაღა თქმა უნდა კახეთი,.. აქ კი ყველასთვის ცნობილმა და საყვარელმა მსახიობმა რუსლან მიქაბერიძემ მისეული პოეზიიდან კახეთს ისეთი ლექსი მიუძღვნა , არათუ კახელი ,ქართველიც რომ არ ყოფილიყავი და ამ სიტყვების ლაზათს გაითავისებდი, უმალ გაკახელ-ქართველდებოდი!!..სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას ლექსი.. და აჰა.. ახალგაზრდებმაც იჩინეს თავი ..როლანდ ოქროპირიძემ ლექსი გვიბოძა და ისეთი ცეცხლი დაანთო ახლაც ჟრუანტელი მივლის(..მე კიდევ ეს მინდოდა?!.. 50-ს კარგად ჩამოსცდა ვატი) შემდეგ სიმღერაც დასჭექა და... ამას უკვე ვეღარ გავუძელი , უცერემონიოდ ბოლო ტაეპი ჩამოვართვი, თუ როგორ მსმენელმა განსაჯოს!!!(ეტყობა 30 ვატის ფარგლებში იყო უკვე ჩემი გონება) შემდეგ?? შემდეგ რაც იყო , ის არახალია, .. სადღეგრძელო,სმა ,ხორხოცი, ლექსი, სიმღერა და ბოლოს გზა თბილისისაკენ ( აქ უკვე ვბჟუტავ!!)...გზა სანახევროდ მძინარე, შემდგომ მახსოვს დიდუბე ,სახლი, ნიკა კავთიაშვილი... აქ უკვე გამაფრთხილებელი გამორთვა გააკეთა ნათურამ,.. რომ ჩაირთო მახსოვს წარწერა ლუდის კათხაზე,,სტელა არტუა“ მაგრამ არა ნიკასთან , სადღაც მეიდანში, გუმანი მკარნახობს ,,პურის სახლს“ ვსტუმრობდით... კომუნისტების დროს ლამპიანი ტელევიზორები ხომ გახსოვთ?!.. რო გამორთავდი გაშავდებოდა ეკრანი და ერთი თეთრი წერტილი რჩებოდა და შემდეგ ისიც ნეეეელ ნეეელა გაიპარებოდა,... ეეე ზუსტად ისე გაიპარა ჩემი გონება ლუდის კათხასთან !!!! ასე რომ მადლობა ღვინაშვილებს მასპინძლობისათვის და მადლობა იმათ ვინც ჩემი სახლამდე მოსვენების პროცესიას ესწრებოდა!!! ახლაც ისე ცუდად ვარ და რას ვბჟუტურებ წესიერად არც კი ვიცი!!!!! p.s ბოდიშს გიხდით ვიდეოებისათვის ტელეფონმაც მიღალატა!!!
ერი ჰაააააა ეს რა ვნახე დიმა? მგონი ლეგიონში კონკურენტობა და პაექრობა გარდაუვალია. ძმობილო ეხლაც გაღიმებული ვწერ ჩემ პოსტს. რაც მართალია მართალია , ფრიად ვისიამოვნე იმ დღეს და მეორე დღესაც , მაგრამე ხლა რომ ვკითხულობდი, არანაკლები ვიხალისე.
გაიხარე ჩემო დიმა,მადლობა რეპოერტისთვის და კარგი სიმღერისთვისაც .
დავბრუნდი მეგობრებო! ცოცხალი ვარ! გენაცვალეთ გულებში ყველას! დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ჩემს ოჯახში სტუმრობის, დაფასებსა და ჩემი სიხარულის გაზიარებისათვის! იდღეგრძელეთ ქართველებო