Jump to content


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
Boss & Co

 

tradelabel071.jpg
 

ელიტარულ ინგლისურ ფირმათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Boss & Co.. ამ ფირმაში გამოგონებული, დაყვანილი და გაუმჯობესებული საკეტი სისტემები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმები და ლულები დღესაც საუკეთესოდ ითვლებიან. ლულათა ვერტიკალურ წყობას და ერთ სასხლეტს საფუძველი აქ ჩაედო და დღემდე კლასიკად წარმოდგება მნახველისათვის.
ფირმის დამაარსებელი თომას ბოსი დაიბადა 1790 წელს მეიარაღის უილიამ ბოსის ჯახში, რომელიც თავის მხრივ ჯოზეფ მენტონის საწარმოში მუშაობდა(ჯოზეფ მენტონს სამშობლოში დღესაც ყველა დროისა და ერის პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ).
ჭაბუკმა თომასმა 14 წლის ასაკში დაიწყო მამისაგან ხელობის შესწავლა. მამის სიკვდილის შემდეგ კი უშუალოდ ჯოზეფ მენტონთან გააგრძელა სტაჟირება. 1812 წლიდან შემდგომი 4 წელი ამავე საწარმოში მუშაობდა.
მართალია Boss & Co ფირმის დაარსების თარიღად 1812 წელია მიჩნეული, მაგრამ თომას ბოსმა უშუალოდ თავის ფირმაზე მუშაობა 1830 წლიდან დაიწყო.
მენტონთან მუშაობის პერიოდში თომას ბოსი დიდ მეიარაღედ ჩამოყალიბდა. 1817 წლიდან ის უკვე ჯეიმს პერდეს თოფების აწყობაზე მუშაობდა(შეგახსენებთ, რომ პერდეც მენტონის მოსწავლე იყო). თომას ბოსი წელიწადში საშუალოდ 50- 75 თოფს აწყობდა.


 

Boss-Roundbody-case-lg.jpg
 
 

თომას ბოსის სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა ფირმის მმართველად მოიყვანა სტეფენ გრანტი, რომელიც თავისი ოსტატობითა და ამბიციებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ფირმის დამაარსებელს. გრანტის მმართველობისას ფირმის საქმეები კიდევ უფრო წარმატებით განვითარდა. 1872 წლიდან ფირმას სათავეში ჩაუდგა ედუარდ ჯეიმსი, შემდგომ ედუარდ ფილდს პადისონი.
ახალი სისხლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა ფირმაში 1891 წელს ჯონ რობერტსონის მოსვლას. ეს მართლაც უნიკალური პიროვნება იყო, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ კორიფეებთან მუშაობდა, როგორებიცაა ჯოზეფ ვიტვორტი, ვესტლი რიჩარდსი, ჯეიმს პერდე უმცროსი, ჰენრი ჰოლანდი, სტეფენ გრანტი, ჯოზეფ ლანგი, ჰენრი აკტინი, უილიემ ევანსი, ჯონ რიგბი...
ჯონ რობერტსონის სახელთანაა დაკავშირებული ფირმა ,,ბოსის" აღზევება. ჰორიზონტალურის ვერტიკალურად ტრანსფორმაცია სწორედ რობერტსონმა მოახდინა 1909 წელს. მას მოუწია ერთდროულად ტექნიკური და ესთეტიური პრობლემების გადაწყვეტა და ბრწყინვალედ გაართვა ამას თავი.

მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მეიარაღეებმა დაიწყეს ერთსასხლეტიან მექამიზმზე მუშაობა სპორტული თოფებისათვის. მათი აზრით ერთ სასხლეტს(ორიანთან შედარებით) გააჩნია რიგი უპირატესობებისა:
ა)მეორე( შემდგომი) გასროლა შესაძლებელია უფრო ჩქარა.
ბ)გამოირიცხება საჩვენებელი თითის დაზიანება თოფის უკუცემისას წინა სასხლეტ კავზე.
გ)არ ქმნის უხერხულობას ხელთათმანის გამოყენება.
ამ სასხლეტების ექსპლოატაციისას გამოვლინდა ერთადერთი ნაკლი მსროლელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებს ერთსასხლეტიან იარაღს, უჭირს ორსასხლეტიანზე(ორკავიანზე) გადასვლა.
მე-19 და მე-20 საუკუნის განმავლობაში ინგლისელმა კონსტრუქტორებმა დააპატენტეს 100-ზე მეტი ერთსასხლეტიანი მექანიზმი. თუმცა ჩვენს დრომდე ყველა მათგანს არ მოუღწევია(იგულისხმება პატენტი და არა მექანიზმი). ერთსასხლეტიანი სისტემა არის სელექტორული და არასელექტორული. სელექტორული სისტემა გულისხმობს ლულების თანმიმდევრობის გადამრთველს.
ყველაზე განსაკუთრებულად ამ სისტემებს შორის ითვლება Boss & Co -ის ერთსასხლეტიანი მექანიზმი.
1894 წლის ნოემბერში ჯონ რობერტსონმა(ის Boss & Co -ის თანამფლობელი იყო) დააპატენტა არასელექტორული ერთსასხლეტიანი მექანიზმი( პატენტის № 22.894 26 ნოემბერი 1894 წ), რომელსაც გააჩნია 3 საფეხური. სასხლეტ კავზე პირველი დაჭერისას მოქმედებაში მოდის მარჯვენა(ქვედა) ჩაქუჩი, მეორე დაჭერისას ჩაქუჩის დაცემა არ ხდება ანუ არის ნეიტრალური და ბოლოს, მესამე დაჭერას მოქმედებაში მოჰყავს მარცხენა(ზედა) ჩაქუჩი.

 

Boss_Factory_2008_009.jpg

აღნიშნული სისტემა ყველა სხვა ანალოგიური სისტემისგან განსხვავებით საუკეთესოდ ითვალისწინებს ე. წ. ,,ადამიანის ფაქტორს”, კერძოდ, პირველი გასროლისას უკუცემის შემდეგ თოფი ბრუნდება საწყის პოზიციაში ანუ მიდის ისევ წინ. სწორედ ამ დროს საჩვენებელი თითი აგრძელებს მოძრაობას უკან და ხშირად ხდება მეორე გაუთვალისწინებელი დაჭერა სასხლეტ კავზე_ შესაბამისად გასროლაც. სამსაფეხურიანი ერთსასხლეტიანი სისტემის დროს სასხლეტ კავზე მეორე დაჭერა არის "ფუჭი", ამიტომ გამორიცხულია შემთხვევითი გასროლა. 
1898 წლის მაისში რობერტსონმა დააპატენტა მისი სამსაფეხურიანი სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა სელექტორულ გადართვასაც.

Boss_Company_Shotgun_3_Large_sRGB.jpg

სტატიის წყარო: monadire.ge 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

one.jpg
 
two.jpg
....

Loader.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Boss%20LH%20pair.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Boss%20pair%20under.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Boss%20LH%20single.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Loader.jpg

 

 ჩიხოლიც მაგაარ ;)(ოჰ პარდონ შალითა)


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი
აბა ვინ მიხვდება რისთვისაა ეს კონდახი? ბოსისთვის იყო გაკეთებული და ქონდა ერთი სასხლეტი :)

ჩამსწორებელი Koka, 20 January 2019 - 04:05 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი
legion.ge-1110-1547985922.png

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეთი არაფერი მინახავს


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი
პატრონი იყო პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და არ ქონდა ერთი ხელი, ამიტომ გაუკეთეს ესეთი კონდახი ერთ სასხლეტიან ბოსსზე რომ შეძლებოდა ცალი ხელით სროლა :)

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი
legion.ge_11105f2e45dc0d3af.jpeglegion.ge_11105f2e45e356366.jpeglegion.ge_11105f2e45e9457e5.jpeg





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?