Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Atkin Grant & Lang Ltd


d91d90129ad4.jpg

ინგლისელი მეიარაღეები, როგორც წესი, დამოუკიდებელ კომპანიებში მუშაობდნენ, დამოუკიდებლად უმკლავდებოდნენ სიძნელეებსა და პრობლემებს, თუმცა მკაცრი კონკურენციის პირობებიდან გამომდინარე გაერთიანებაც უხდებოდათ. ასეთი საწარმოები არც თუ ისე ბევრია(მათი ნაწარმი მთელ მსოფლიოშია ცნობილი). ერთ-ერთი მათგანია თანამედროვე ფირმა Atkin Grant & Lang Ltd, რომლის დასახელებაში აღნიშნული კომპანიები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედიდანაა ცნობილი.
ფაქტიურად ფირმა ,,ეტკინი, გრანტი და ლანგი" არსებობს 1960 წლიდან, როცა ცნობილი ფირმა Henry Atkin, Ltd შეერწყა არანაკლებ ცნობილ Stephen Grant & Joseph Lang Ltd-ს(ფირმა Atkin Grant & Lang Ltd თავისი დაფუძნების თარიღად 1821 წელს თვლის, როცა შეიქმნა მისი ყველაზე ხანდაზმული წევრის სახელობის ფირმა Joseph Lang & Son). თითოეული ეს ფირმა(გვარი) ბევრი ათწლეულის განმავლობაში სპორტული და სანადირო ელიტარული იარაღის ბაზარზე ამინდს ქმნიდა.
ჰენრი ეტკინი ჯეიმს პერდეს კომპანიაში მისი დაფუძნების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში ამ ლეგენდარული ფირმის საუკეთესო ოსტატი იყო. მისი შვილი და სეხნია, რომელმაც შემდგომ დამოუკიდებელი კომპანია ჩამოაყალიბა, მამის მოსწავლე იყო. ისიც წლების განმავლობაში მუშაობდა პერდეში.
1877 წელს შვილმა ჰენრი ეტკინმა ლონდონში საკუთარი საწარმო დააფუძნა, რომელიც უმაღლესი ხარისხის იარაღს აწარმოებდა(მათ შორის ტყუპებს). 
მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ფირმა Henry Atkin, Ltd მხოლოდ ელიტარულ იარაღს აწარმოებდა. მისი საქმე წარმატებით ვითარდებოდა.

4882d4fd32c6.jpg

ფირმის პროდუქციაზე დიდი ხნის განმავლობაში დატანებული იყო წარწერა, რომელიც ლეგენდარულ კომპანიასთან კავშირს უსვამდა ხაზს_Henry Atkin, From Purdey's. ეს წარწერა 1880-1890 წლების შტუცერებსა და 1910 წლის კლასიკურ ორლულიანებს ამშვენებდა. 1956 წელს ეტკინის საწარმომ შეიერთა ,,ჩარლზ ჰელისის" ფირმა, თუმცა მკაცრი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გარდაუვალი გახდა 1960 წლით დათარიღებული გაერთიანება. 
უკვე გაერთიანებული ფირმა Atkin Grant & Lang Ltd 1971 წელს შეუერთდა კომპანიას E.J. Churchill, Ltd და ფირმის დახასელებაც Churchill, Atkin, Grant & Lang Ltd გახდა. რამდენიმე წელიწადში ჩერჩილი გამოეყო გაერთიანებას. 1980 წელს Atkin Grant & Lang Ltd შეისყიდა ახალმა მეპატრონემ და სამი ლეგენდარული ფირმის ბრენდი კვლავ აღადგინა.
ამჯამად ფირმას ახალი მფლობელი ჰყავს. საწარმო განლაგებულია ლონდონთან ახლოს Markyate-ში.
ამჟამად ,,ეტკინი, გრანტი და ლანგი" რამდენიმე სპორტულ და სანადირო თოფს უშვებს(ყველა The Best კატეგორიის): ა)გლუვლულიანებს ლულათა ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგებით ბ) ჰორიზონტალურ შტუცერებს. მათ ფირმის აბრევიატურით ან თითოეული ბრენდის სახელით აწარმოებენ(მაგ: ,,ჰენრი ეტკინი", ,,გრანტი და შვილები" , ჯოზეფ ლანგი და შვილი").


31cd2bc58083.jpg

თითოეული საფირმო იარაღი შეკვეთით კეთდება და შეიძლება ნებისმიერი სისტემის იყოს.
თანამედროვე ასორტიმენტის ერთ-ერთი გამოკვეთილი მოდელია ჰორიზონტალურ ლულებიანი მოდელი Round Boby-ს სტილში, რომელსაც მექანიზმი გვერდით დაფებზე აქვს განლაგებული. ამ მოდელს .410-დან 12-მდე ყველა ყალიბისას ამზადებენ.

3b019b7e5a7c.jpg

მსხვილყალიბიანი შტუცერები ლულათა ჰორიზონტალური განლაგებითა და გვერდითი გასახსნელი ბერკეტითაა. საკეტი სისტემები ძალიან მრავალფეროვანია და შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება. თოფების გრავირება შეკვეთის შესაბამისად სხვადასხვა სტილის შეიძლება იყოს.

c6d00b133df9.jpg



ფირმა აგრეთვე დაკავებულია თოფების რემონტითა და რესტავრაციით.


6020ec1babbb.jpg

8e15a4284ca4.jpg
ავტ. გურულო

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?