Jump to content


ამ თემას აქვს 72 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

1965 წელს ლაიფციგის საერთაშორისო ბაზრობაზე ტულის საიარაღო ქარხანაში შექმნილმა სანადირო თოფმა-ტოზ-34-მა ოქროს მედალი დაიმსახურა.

ამ მოდელის შექმნის იდეა და დამუშავება ნ. კირიაკოვს ეკუთვნის. თავიდან მხოლოდ ცალობით ეგზემპლარები მზადდებოდა, ხოლო 1969 წლიდან ის უკვე მსხვილი პარტიებით გამოდიოდა.

მოდელმა დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იარაღის განვითარების საქმეში. ტოზ-34 სერიული წარმოების ვერტიკალურ ლულებიანი პირველი მსუბუქი თოფი იყო. ამასთან ტოზ-34 საბაზო მოდელად იქცა და საფუძველი დაუდო სხვადასხვა დანიშნულების და მოდიფიკაციის თოფების მთელ ოჯახს: სასტენდო ტოზ-57К-ს და ტოზ-57Т-ს: შტუცერ ტოზ-55 „ზუბრს”, კომბინირებულ ტოზ-34-5.6/20-ს.

თოფების ძირითადი ნაწილი 12, ხოლო შედარებით ნაკლები კი 28 ყალიბი გამოდიოდა, როგორც რიგითი, ისე ცალობითი და სუვენირული შესრულებით.შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა 20 ყალიბის, ძალზე იშვიათად კი – 32 ყალიბსაც.

თოფი ორ ნაწილად იშლება. ცევიო არ ეხსნება და ის ლულაზე ჭანჭიკებითაა და მაგრებული. აღჭურვილია ფეხზე შემდგარი ჩახმახების მაჩვენებლით. თოფების ნაწილზე ჩვეულებრივი სამიზნე თამასაა დაყენებული, ნაწილზე კი გამაგრილებელი. კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი ძირითადად პისტოლეტურია, იშვიათად ინგლისური: სალოყით ან მის გარეშე.

ეს მოდელი სხვადასხვა დროს სხვადასვხა მოდიფიკაციით გამოდიოდა ტოზ-34-ექსტრაქტორით, ტოზ-34ე-ეჟექტორით, ტოზ-34რ-რეზინის ამორტიზატორით, ტოზ-34ერ კი-ეჟექტორთა და რეზინის ამორტიზატორით.

მცირე ყალიბიან თოფებზე იგივე კალაპოტია დაყენებული, რაც 12 ყალიბსაზე, ამიტომ ნებისმიერი ყალიბის თოფი ერთიწონისაა. ეს ცხადია მათი დიდი ნაკლია, თუმცა ერთიცაა 28 და 20 ყალიბის თოფების გაზრდილი მუხტითა და მასით დატენილი ვაზნების გამოყენებაა შესაძლებელი.

12 ყალიბიანის ლულების სიგრძე 700-720 მმ- ია, 20, 28 და 32 – ის კი 600-675 მმ-ია. სავაზნე ყველას 70 მმ-იანი აქვს. ლულების შევიწროება ასეთია: 12 ყალიბიანში ქვედა ლულა 0.8-1 მმ-ით, ზედა 1.1-1.3 მმ-ით; შესაბამისად 20-ის 0.5-1.0 მმ-ით, 28-ის 0.4 და 0.6 მმ-ით; ლულების არხის დიამეტრი კი 12 ყალიბიანს 18.5 (+0.2) მმ აქვს. 20-15.7 (0.2) მმ, 28 კი-14.0 (+0.2) მმ.

თავის კონსტრუქციით ეს მოდელი სრულიად ორიგინალურია და სხვა თოფებისგან შესამჩნევად განსხვავდება. ლულები კალაპოტთან წრიული შარნირებითა და მუფტითაა შეერთებული.

ლულების ჩაკეტვის სისტემა მხოლოდ ჩახმახების რბილი დაშვების საშუალებას იძლევა. შიგა ჩახმახიანი და ორ სასხლეტიანი დამცემ-დამშვები მექანიზმი კალაპოტში განცალკევებულ საფუძველზეა დამონტაჟებული. თოფის ფეხზე შეყენება და საბრძოლო ზამბარების მო მართვა ლულის გადახსნისას ხდება. ჩახმახები და ნემსები ცალ-ცალკე დეტალია. არაავტომატური დამცველი კეტავს შეპტალას: აქვს ჩახმახების დამჭერი ინტერსეფტორებიც.

ტოზ-34 სხვა თოფებისგან სპეციფიკური, შედარებით რთული დაშლა-აწყობის სისემითაც განსხვავდება. ამიტომ ქარხანას უამრავი მწყობრიდან გამოყვანილი თოფი უბრუნდება, რისი ძირითადი მიზეზიც ლულების კალაპოტიდან განცალკევებისას დაშვებული შეცდომები იყო.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თოფი კომბინირებულ ვარიანტადაც მზადდებოდა. მისი ქვედა ღარიანი ლულა 9X53 ვაზნისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ზედა 12 ყალიბის 0.5 მმ-იანი ნახევარჩოკია; ოღონდ ასეთ ზუბრს ლულა უკვე 675 მმ-იანი აქვს. ოპტიკური სამიზნით აღჭურვილი ორივე ეს მოდიფიკაცია მხოლოდ ცალბით ეგზემპლარად მზადდებოდა.

მცირე სერიებით გამოდიოდა სარეწაო დანიშნულების კომბინერებული მცირე ყალიბიანი თოფები – ტოზ-34-5.6/20, ამ შემთხვევაში ღარიანი სედა ლულაა და ის 5.6 ყალიბის ცენტრალური აფეთქების ტიპის ვაზნებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ქვედა – 28 ან 20 ყალიბისაა. ლულების სიგრძე 500 მმ-ია, ქონა 2.5-2.6 კგ.

12 ყალიბის ტოზ-34 ტიპიური სამოყვარულო-სანადირო თოფია, რომელიც ნებისმიერი ნადირობის დროს გამოდგება საფანტის სასროლად, ხოლო რაც შეეხება ფინდიხს, მისი გამოყენება მხოლოდ პოლიეთილენის კონტეინერების ხმარებისას და ლულასთან მისი შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება. მსხვილ ნადირზე სანადიროდ კი ტყვია ერთი ზომით ნაკლები ყალიბის უნდა იყოს.

20 ყალიბის თოფები განსაკუთრებით მოხერხებულია მწყერზე სანადიროდ. უფრო მცირე ყალიბიანები და კომბინირებული ვარიანტები ტაიგაში სარეწაო ნადირობისათვის იყო გათვალისწინებული, თუმცა საკმაოდ ძვირი ღირდა და თავისი დანიშნულებით იშვიათად გამოიყენებოდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 306 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

მაგ თოფში ზოგადად დაშლის მექანიზმი არ მომწონს ისიც იმიტო რო ცევიოს აფუჭებს დანარჩენი კი კარგია 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:think:ცევიოს აფუჭებს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dato tibela

dato tibela

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qartveli

მე ძალიან კმაყოპილივარ :)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მამაჩემიც ემადლიერებოდა


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 306 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi
ხო ქვემოთ ედება და კაწრავს

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
dima71

dima71

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 976 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

მე მაქვს  და ძალიან მადლიერი არ ამ თოფის, .. რა ვიცი ალბათ მიჩვევაცაა.. მჩატე, მოხერხებული და ძალიან  თუ შეიძლება ითქვას ,,ფიცხი" რამეა.დაშლით , .. რაც ერთხელ ავაწყე აღარ დამიშლია,გეთანხმებით რთული მექანიზმია , მაგრამ მიუხედავად ამისა მიყვარს ეს თოფი!!!

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რუსულის კვალობაზე კარგი იარაღია . მამაცემიც მაგას იძახის....


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მშვენიერი ინფოა რას ერჩი 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Berikakha

Berikakha

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 102 პოსტი
  • მისამართი:აბაშიძის #51
  • წარმოშობა:რაჭა

მაგარი ინფოა ბაბუ გაიხარე შენ მე მაქვს ტოზ-34, და ბევრი რამ გავიგე ამ პოსტიდან, 
რაც შეეხება თარხანას ნათქვამს მართალია კაწრავს, მაგრამ დამუღამება უნდა, მე ბაბუაჩემა დამიკაწრა :)))))))))))
და რაც შეეხება რთულ მექანიზმს ერთი შეხედვით რთულად ჩანს მაგრამ უმარტივესია სულ 3 ბოლტზეა ბოლო ჭანჭიკამდე მაქვს ეს თოფი შესწავლილი, და მთავარი + რაცაა წურავს მაგრად შორს ჩამომიგდია ბევრჯერ. 
და მინუსი - სხვა თემაში მიწერია დაწვრილებით ნემსის დამჭერთან დაკავშირებით. 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

არაა ნამდვილად ცუდი თოფი...



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი
დიდი მაესტრო- ლევან ყიასაშვილი

#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

ტოზის მექანიზმის სისუსტეზე საუბრობს ბევრი მცოდნე და მონადირე მაგრამ თითქმის ყველა მფლობელისგან მესმის რო იდეალურად მუშაობს რამდენიმე ათწლეული, და არ გაფუჭებულა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?