Jump to content


ამ თემას აქვს 13 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წყალქვეშა სამყაროს ათვისება ადამიანმა დაიწყო უძველესი დროიდან.პირველ მყვინთავებათ შეიძლება ჩაითვალოს პირველყოფილი ადამიანები ,,იქტიოფაგები,, რომლებიც ცხოვრობდნენ სპარსეთის ყურის,წითელი ზღვის და აფრიკის სამხრეთ სანაპიროებთან , მათ საკვებში ჭარბობდა თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები.
ისტორიიდან ცნობილია რომ მყვინთავები ზღვის ფსკერიდან მოიპოვებდნენ ნიჟარებს ჯერ კიდევ მესამე მეხუთე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამაზე მეტყველებს მაშინდელ სამკაულებში ნიჟარების რაოდენობა.ეგვიპტეში ერთერთი სარკოფაგის გათხრისას ნაპოვნია ფარაონის ბეჭდები თევზის ,მყვინთავების და მოცურავეების გამოსახულებით.
ძველი ბერძნები მოიპოვებდნენ მარჯანს,მარგალიტს,მეწამულს რასაც ძალიან გამოცდილი მყვინთავი თუ შეძლებდა მხოლოდ.
.არისტოტელმა(384-322 ძვ.წ) ზუსტად აღწერა ეგეოსის ზღვის 180 ბინადარის ანატომია,ფიზიოლოგია და ცხოვრების წესი. ეს ფაქტიც ამტკიცებს რომ არისტოტელს ჰყავდა სერიოზული მყვინთავების ჯგუფი.
მეცამეტე საუკუნის ფრანგულ ხელნაწერებში იკითხება რომ არისტოტელის მოსწავლე ბერძენი მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელი (მიახლოებით (330 წელს ძვ.წ.)ზღვის ფსკერზე ეშვებოდა შუშის ყუთით რომელიც ვირის ტყავები იყო დახურული(კოლიმფა)რათა დაკვირვებოდა სიღრმეების ბინადართ.

e5fa24fc25d9.gif

დროთა ცვლილებამ თავისი მოიტანა. ნელ ნელა მაგრამ ადამიანმა დაიწყო წყალქვეშ ჩასვლის სისწრაფის და დროის გაუმჯობესებაც . მაგალითად ზურგზე იკიდებდნენ ტვირთს წინ კი გაბერილ ტიკს ან დიდი თევზის ბუშტს რომელიც ჰაერით იყო გაბერილი და პირთან პატარა მილით იყო დაკავშირებული.

19feaeabca41.gif

შემდეგი ეტაპი იყო მილისებრი მცენარეების გადაბმა და ისე ჩასვლა წყალქვეშ მაგრამ ეს მეთოდი არ იქნა გამარტლებული რადგან მეტრნახევრის ქვემოთ წყალვეშა წნევა ადამიანის ფილტვებს არ აძლევს საშუალებას შეისუნთქოს ჰაერი საჭირო რაოდენობით.
მორიგი გამოგონება კასრს დაუთმეს,კასრი რომელზეც ამოჭრილი იყო სათვალთვალო ნახვრეტი ,უშვებდნენ სიღრმეში ისე რომ შიგ ჰაერი შენარჩუნებულიყო,შიგ შეძვრებოდა ადამიანი და სუნთქავდა იქ დარჩენილი ჰაერით.დრო გაიზარდა მაგრამ გადაადგილება ასეთი კასრით თითქმის შეუძლებელი იყო.

b481e14065c6.gif
შეიკერა ტყავის კოსტიუმი რომელსაც ქონდა ტყავისავე მილი. მილს ბოლოში ჰქონდა გამობმული გაბერილი ტიკი რათა ეტივტივა წყლის ზედაპირზე.

fd6a5025c0b9.gif
ლეონარდო დავინჩის ნახატებში აღმოჩენილია რამოდენიმე სახის საყვინთი მოწყობილობის ფრაგმენტები ,მათ შორის ტყავის ჩასაცმელი რომელსაც მყვინთავი იცმევდა თავიდან ფეხებამდე,სამოსში კი ჰაერი იყო ჩატუმბული.ასევე სიმძიმეები,ფეხსაცმელი რკინის კავებით დ სპილენძის ქურთუკი.
1613 წელს ინჟინერმა დიეგო უფანომ წარმოადგინა მყვინთავის ჩაფხუტის აღწერილობა,მისი მტკიცებით ეს გამოგონება ძალიან დაეხმარებოდა მყვინთავებს წყალქვეშ უკეთ ეგრძნოთ თავი და უკეთ ემუშავათ. 1616 წელს კი მხატვარმა ფრანც კესლერმა გაახმიანა განცხადება თავის ახალ საყვინთი აპარატის შესახებ.რომელსაც დაარქვა წყალქვეშა ჯავშანი.ზარის ფორმის ხის კონსტრუქცია რომელიც გადაადგილდებოდა ადამიანის ძალის გამოყენებით.
fc7d5135231b.gif
ასეთი ტიპის მოწყობილობებს სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდა და საუკუნეების მანძილზე ბევრი შედარებით დახვეწილი მოდელი შეიქმნა.
1691 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ედმუნდ გალეიმ დააპატენტა ახალი გამოგონება რომელიც ააგო 1717 წელს,ცილინდრული კასრი ზემოდან მინით (სინათლისათვის)გარსი იყო ტყვიით შემოფარული. კასრზე ეკიდა დიდი ლითონის სიმძიმეები,ჰაერს კი ანახლებდა ზემოდან მოწოდებული შედარებით მომცრო კასრებით.ამ მოწყობილობით გალეიმ 18 მეტრის სიღმეზე დაჰყო საათნახევარი,რაც დიდი მიღწევა იყო იმ დროისათვის.
771a6c45228b.gif
1789 წელს ჯონ სმიტონმა წყალქვეშა ჯავშანს დაუმატა ჰაერის მიმწოდებელი მექანიკური საბერველი(ნასოსი) და სავენტილაციო 
ხვრელი. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.ასეთი აპარატით შესაძლებელი იყო რამოდენიმე მყვინთავის 30 მეტრამდე სიღრმეში ჩაშვება.
d94687a1ca72.gif
1812 წელს ააგეს წყალქვეშა ჯავშანი რომელიც გადაადგილდებოდა ლიანდაგებზე პატარა დისტანციაზე.ამან განაპირობა წყალქვეშა სამუშაოების გაფართოება.ამ გამოგონებიდან წამოვიდა 2 განშტოება ჰიპერბარიული ტექნიკის:წყალქვეშა ხომალდები და ბატისკაფები რომლებიც გადაჭარბებული წნევის ქვეშ სამუშაოებს შესაძლებელს ხდიდა.
სხვადასხვა ქვეყნის გამომგონებლები მუშაობდნენ ახალი მსუბუქი საყვინთი მოწყობილობის შესაქმნელად,შეიქმნა უამრავი ვარიანტი მაგრამ განვითარება და დიდი ყურადღება მაინც ეგრედწოდებულ ავგუსტ ზიბეს ,,სკაფანდრს,, ერგო წილად.
1819 წელს გერმანელმა ემიგრანტმა მექანიკოსმა და მეიარაღე ავგუსტ ზიბემ შექმნა წყალგაუმტარი კოსტიუმი ლითონის ჩაფხუტით.ჰაერის მიწოდება ხდებოდა ზემოდან ჰაერსაქაჩებით. 1837 წელში ზიბემ საბოლოოდ დახვეწა თავისი გამოგონება და მას ,,სკაფანდრი,, უწოდა.რაც ბერძნულად ნავს და ადამიანს ნიშნავს.ასე შეიქმნა წყალქვეშა მძიმე აღჭურვილობა რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს დღევანდელ წყალქვეშა საქმიანობაში.
a68e4e255209.gif
სკაფანდრი რათქმა უნდა გაუმჯობესდა და დაიხვეწა,დაემატა ელექტრო ტუმბოები,წყალქვეშ გასანათებელი ელექტრო მოწყობილობა,სატელეფონო კავშირი, მაგრამ არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
მსოფლიოში პირველი მყვინთავთა სკოლა 1882 წლის 5 მაისს იმპერატორი ალექსანდრე-მესამეს მითითებით დაარსდა ქალაქ კრონშტატში (რუსეთი) .
რაც შეეხება მსუბუქ საყვინთ აღჭურვილობას ეგრედწოდებულ ,,აკვალანგს,, ცოტა მოგვიანებით შეიქმნა.1925 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ფერნეზმა მყვინთავებს შესთავაზა აღჭურვილობა ცაფხუტის გარეშე ,რომელიც შედგებოდა დამცავი სათვალისაგან,ცხვირის დამხშობი და სასუნთქი მილისაგან სატუჩით.ამ მილით ეწოდებოდა მყვინთავს ჰაერი ხმელეთიდან ნასოსით.
6cff1d528ba9.gif
1926 წელს კი ფერნეზმა შექმნა აპარატი ავტონომიური ჰაერის მიმწოდებელი ბალონებით.რომელიც განთავსებული იყო მყვინთავის ზურგზე.ამ გამოგონებამ საშუალება მისცა მყვინთავებს გადაადგილებულიყვნენ სასურველი მიმართულებით.ერთადერთი ნაკლი ამ აღჭურვილობის იყო ის რომ წყალქვეშ ჰაერის მოწოდება ბალონებიდან ხდებოდა სარქველზე ხელის დაჭერით,რაც ჰაერის არაეკონომიურ ხარჯვას იწვევდა . 

1928 წელს ფლორიდის სანაპიროებზე პირველად გამოჩდნენ წყალქვეშა ცურვის და ნადირობის მოყვარულები.
1933 წელს ივ ლე პრიემა შექმნა აპარატი რომელზეც სათვალის მაგიერ გამოიყენა მინიანი რეზინის ნიღაბი(მასკა)ბალონები კი გადაიტანა მკერდზე,ამ აპარატს შეეძლო მყვინთავი მოემარაგებინა წყალQვეშ 20 წუთის განმავლობაში.ამ შემთხვევაშიც ჰაერის მიმწოდებელი სარქველი რეგიულირდებოდა ხელით. 
1938 წელს ფრანგმა მაქს ფორიემ დააპატენტა საყვინთი ნიღაბი ,რომელიც თვალებთან ერთად ფარავდა ადამიანის ცხვირსაც.მის გამოგონებებს ეკუთვნის სასუნთქი მილი(შნორხელი)რომელმაც გაუხსნა გზა თანამედროვე მყვინთავებს წყალქვეშა სამყაროსაკენ.
1943 წელს ფარანგმა გამომგონებელმა ჯორჯ კომეინმა დახვეწა ლე პიერის სასუნთქი აპარატი ავტომატური უკუჩამკეტი სარქველით და მარსელის მახლობლად ცაყვინტა 53 მეტრის სიღრმეზე. მაგრამ სამუშაოს ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო,რადგან საფრანგეთის მოწინააღმდეგე მოძრაობის ბრძოლისას დაიღუპა.
1943 წლის ივნისში ,საფრანგეთის საზღვაო ძალების კაპიტანმა ჟაკ-ივ კუსტომ და ინჟინერმა ემილ გაიანმა გამოიგონეს საყვინტი აღჭურვილობა ,,აკვალანგი,, ღია სასუნთქი სქემით.ამ აპარატში გაერთიანებული იყო ლე პიერის,რუკეიროლის და დენეირუზის იდეები.მაგრამ მთავარი განსხვავება ამ გამოგონებისა იყო ის რომ ფილტვებზე მიმწოდებელი აპარატი ნებისმიერ სიღრმეზე ავტომატურად არეგულირებდა ჰაერის წნევას და მიწოდებას მხოლოდ მყვინთავის შესუნთქვისას. ერთად შერწყმული აკვალანგი,ლასტები და ნიღაბი ნებას რთავდა მყვინთავებს ჩაეყვინთად და ეცურავათ საკმაოდ დიდ სიღრმეებზე ავტონომიურად.
ამ გამოგონების საიმედოობამ გზა გაუხსნა წყალქვეშა სამყაროს შესწავლის ახალ ეპოქას. არამარტო პროფესიონალ მყვინთავებს არამედ მილიონობით წყალქვეშა ნადირობის და ცურვის მოყვარულებსაც.

თანამედროვე საყვინთი აპარატი ,,აკვალანგი,,
ddc2016ae2a4.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

14137771_2100971030128267_315194283_n.pn


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

14081418_2100971246794912_460605052_n.pn


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

14159304_2102438046648232_1755463619_n.p


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

აქილევსა არის ოჩო ჩემ თვალში



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beqa fasha

beqa fasha

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 344 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი
წყლისა ისე მეშინია რო ბანაობა მეზარება ხოლმე და ჩაყვინთვაზე ლაპარაკი ზედმეტია საღოლ გიოს, ყიჩაღია...

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ოოო ამ თემის გახსნა მინდოდა ადრე, დამვიწყებია, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმინობაა ჩემთვის, ამ ზაფხულს უნდა მეთევზავა წყალქვეშ ''გარბუნით'' (ქართულად არ ვიცი როგორ ქვია) მაგრამ სამმწუხაროდ ვერ მოვახერხე

 

აუცილებლად ვიაქტიურებ ამ თემის წამოწევაზე!!!



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

აქილესა არის მაგის მასტერი ;) წყალქვეშა თევზაობის :))))



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ორმაგად სასიხარულო ))



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ერთი კაი მეგოარი მავს ალექსანდრე ალმასია... პროფესიონალი მყვინთავი და წყალქვეშ მონადირეა...

თუ გვაინტერესებს შემიძლიან ტური დავაგეგმინო... 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგარი გუგა, ისე წყალქვეშ რეიკები ხო არ იქნებიან  :D



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რაიკები არ ვიცი მარა კაი ბლომად რაცხარუხები როა ვიცი :)))

თუ გაქვთ სურვილი დავგეგმოთ რამე...

მარა გამოთბეს ჯერ ცოტა :)



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დავგეგმოთ აუცილებლად სეზონის მოსვლისთანავე, მაგრად მიზიდავს და ვერ მოვახერხე წელს საწმუხაროდ :(







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?