Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

სეზონის გახსნა - კლუბი ლეგიონი

სეზონი გახსნა ნადირობა ლეგიონი საქართველო ადამიანები

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 92 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

წინასიტყვაობა

 

მოკლედ მოეგობრებო, როგორც მოსალდნელი იყო 6 თვიანი ლოდინის შემდგომ დადგა ის ნანატრი დღე, რომლესაც სამონადირეო სეზონის გახსნა ქვია... ამ დღეს პატარა ბავშვებივით ელოდა მთელი სამონადირეო სამყარო და მათ შორის, რა თქმა უნდა ლეგიონიც... ჯერ 19 აგვისტოს საღამოს 5-6 საათი იყო, რომ დაიწყო გაუთავებელი რეკვეები ერთმანეთში... დათქულ ადგულზე მისვლის დრო რამოდენიმეჯერ შეიცვალა, სხვადასხვა სტრატეგების მიერ პირვენდელ გეგმაში ძირეული ცვლილებების გამო, მაგრამ ამ ფაქტმა გამოცდილ და ამგვარ საქმეებში დამეცადინებულ ლეგიონრებს საერთოდ არ შეუქმნა დისკომფორტი და მოკლედ დათქმულ დროს კერძოდ კი ღამის 12 საათზე ყველანი შეკრების ადგილზე გამოვცხადით...საორანიზაციო საკითხებს ძმები ღვინაშვილები აგვარებდნენ, რადგან ადგილი მათი შერჩეული იყო და შემდგომი სუფრაც მათ ოჯახში იგეგმებოდა.. (ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, რადგან იმ სიტუაციის აღწერას ცალკე რეპორტი თუ არა ამ რეპორტში განსაკუთრებული თავი სჭირდება...)

 

თავი I 

შეკრება

thumb_pre_1471894775__200820166416.jpg

მოკლედ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემდა გასაკვირად ძალიან პუნქტულურად მოხდა შეკრება. ალბათ ყველა მოანტრებული იყო ნადირობას და ერთმანეთის ნახვას. 12 საათზე ყველანი დათქმულ დროს წინასწარ შერჩეულ ადგილას შევიკრიბეთ. სასწრაფო რეჟიმში გადავურბინეთ და გადმოვურბინეთ სუპერმარკეტს, რათა დილისთვის საჭირო საჭმელ სასმელი აგვეგროვებინა, დილისთვის თორე ცენტრალური გახსნის სუფრისთვის ძმებმა ღვინაშვილებმა და ლეგიონერებმა წინა დღეებში იზრუნეს და რაც კი საუკეთესო იყო კახეთის ბაზრებში ის პროდუქტები შეიძინეს...

 

ხოდა ჩემო ბატონო სუპერმარკეტის "დაყაჩაღების" შემდეგ, ერთმანეთის კოცნა პროშნით და მოკითხვით გული რომ ვიჯერეთ დავსხედით მანქანებში და ერთ დიდი კოლონად დავიძარით იმ სანუკვარი ოცნების ასასრულებლად, რომელსაც მთელი 6 თვე ველოდებოდით....

 

ტრასაზე სსიმართლე გითხათ დიდი გნსაკუთრებული არაფრი მომხდარა, აი როგორც კი სანადირო სავარგულებისკენ გადავუხვიეთ იქიდან დაიწყო ის რასაც მხოლოდ და მხლოდ ჭეშმარიტი და ღირსეული ადამიანები აკეთებენ. თითქოს თიუთოეულ ჩვენგანში რაღაც გაათმაგებული სიხშირით დაიწყო გულისცემა, ერთმანეთის მოფერების და პატივისცემის სურვილი იმდენად გამძაფრდა, რომ ლამის იყოს ჩამოვსულიყავით მანქანებიდან და ხმამაღლა გვეყვირა "ვახხხ როგორ მომნატრებიხართ თქვენც და თქვენთან ერთად ბუნებაში გასვლაოოო..." ისე ზოგზოგიერთები კი ყვიროდნენ :) შემდგე იყო ვაჟკაცური ჟესტების კასკადი... მაგალითად : ერთ ერთ მანქანს კონდინციონერი არ უმუშავებდა, შესაბამისად ფანჯრებ ჩამოწეულს უწევდა სიარული, მანქანების კოლნამ რომელიც დაახლოებით 15 მანქანისგან შედგებოდა ულაპარაკოდ, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და ერთსულოვნად გზა დაუთმო მას და ისიც კოლონოის სათავეში მოექცა რათა მის წინ არავის აემტვერებინა და შიგნით მყოფთ დისკომფორტი არ შექმონდა... მცირე დეტალია მაგრამ როგორი სასიამოვნო??!! მოკლედ ასე სიამტკბილობაში მივაღწიეთ დათქმულ ადგილს და დავიწყეთ ფუსფუსი...

 

თავი II

ნადირობის სამზადისი

 

ადგილზე ჩასულებმა ტერიტორია დავათავლიერეთ, სტრატეგიული ადგილები დავიკავეთ, მანქანები გადავანაწილეთ და დავიწყეთ სუფრის გაშლა...

მოკლედ იმ სუფრას ვითომ სახელდახელო და პატარა"პურიჭამა" ერქვა, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპის რომელიმე  სამთავრობო დელეგაციას ისე მიიღებდა და გაისტუმრებდა, რომ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის საკითხი 20 აგვისტოსვე გადაწყვეტილიყო...

სანამ "პურიჭამა" "აბაროტებს" აკრეფდა... მანადე მინი ბრიფინგი ჩატარდა რათა მომდევნო რამოდენიმე საათი სწორად გადეგეგმა, იქვე მოხდა მომავალი გამგეობის წევრების არჩევა და ხმათა უმრავლესობით შეირჩა ლეგიონრებში გამორჩეული და სასიქადულო მამულიშვილები, რომლებიც მომავალი წლის საორგანიზაციო საკითხებს ის ლამაზად მოაკვარახჭინებენ, რომ ერთი სიამე იქნება მათი ცქერა... ასევე რამოდენიმე ადმინისტრაციული საკითხი უცებ გავიარეთ და ნელ ნელა, ზოგიც ჩქარ-ჩქარა და ზოგიც კუნტრუშით დაგავედით წინა სანადირო სუფრაზე....

 

სიმართლე გითხრათ, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი როდესაც მესამე სადღეგრძელოს მერე ლეგიონრებმა ერთსულოვნად დასვენება და მოსვეება გადაწყვიტეს... ნუ მოკლედ ღმერთი ვახსენეთ, მშვიდობა ვისურვეთ და ნელ ნელა სუფრის ალაგებას შევუდექით... დაახლოებით 40 მამაკაცი (კლუბის წევრები) და ერთი უმშვენიერესი ქალბატონი ისე შეთანხმებულად ვმოქმედებდით, რომ კაი შვეიცარული საათის მექანიზმსაც კი შეშურდებოდა...

ყველამ იცოდა რა, სად და რა დროს უნდა გეკეთებინა... მოკლედ ასეა თუ ისე ყველაფერი ავალგეთ დავაწკრიალეთ და მოსასვენებლად გავემართეთ, რადგან ნადირობის დაწყებამდე კიდევ 1-2 საათი იყო დარჩენილი. ზოგმა დაიძინა ზოგი ბოლთას სცემდა, პატარა პატარა "კუტოკები" აქა იქ იდგნენ და მომვალ სტრატეგიებს განიხილავდენენ, თუ საიდან და რა ძალებით შეეტიათ მომხდური მწყერისთვის... მოკლდე მიდიოდა დაბალ ხმაზე მუსაიფი და ამ ფუსფუსში ნელა ნელა დაგვათენდა კიდევაც....

 

თავი III

ნადირობა

 

მოკლედ როგორც იქნა გათენდა...

 

საოცარი სანახავი იყო 40 ლეგიონერი როგორ ისხამდა იარაღს და სამონადირეო აღჭურვილობას,,, ძაღლები კოლიზეუმის ლომებივით დრტვინავდენ, ნადირობის ჟინით ჩასისხლიანებული თვალებს მინდორს არ აცილებდნენ და სულმოუთქმენლად ელოდენნე მათი პატრონების ბრძანებას რომ მინდორში შევარდნილიყვნენ და ბდღვირი დაეყენებინათ...

 

როდესაც ყველა მოეზადა ნახევარრკალისებურად შევგროვდით და მცირე ინტრუქტაჟი მოვისმინეთ, რომლსაც უხუცესი ლეგიონერი - კახაბერ შაფაქიძე იგივე ბაბუ : ) ატარებდა..

ეს საქმე ჩვენი ბაბუსთვის არახალი იყო ამიტომ სხაპასხუპით ჩაარაკრაკა უსაფრთხოების წესები, საორიენტაციო განლაგება, ლეგიონის მსველების მიართულება და ნადირობის დასრულების დრო და ადგილი...

 

ინსტრუქტაჟის შემდგემო ლეგიონი დაიძრა სანადიროდ...

 

არ ვიცი სხვა როგორ, მაგრამ მე სიამაყით თვალზე ცრემლი მომადგა, როდესაც ლარივით გაჭიმული მონადირეთა ხაზი დავინახე... ხაზის სისწორეს მიხეილ მახვილაძე და ბექა ღვინაშვილი აკონტროლებდნე... როგორც რომაულ ცენტურიაში ისე მწყობრათ მივიწევდი ნელ ნელა წინ. თითოელი გასროლის შემდგომ ხაზი ჩერდებოდა, ველოდებოდით სანამ მეძებარი მოპოვებულ ფრინველს იპოვნიდა და პატრონს მიუტანდა და შემდეგომ ვაგრძელებდით წინსვალს...მინდორში რამოდენიმე ნადირობის უცოდინართა ჯგუფიც შეგვხდა, რომლებიც იმთავითვე მიხვდნენ, რომ მათი ბოდიალი ნადირობის ეთიკასთან ახლოსაც არ მოდიოდა და სწრაფადვე გავეცალენ, ნუ პატრა ბაბუმაც კი დაააჩაქრა მათი "გაცლა", მაგრამ ამაზე დიდ ყრადღებას არ გავამახვილებ, რადგან ეგ ის ეპიზოდია, რომელიც აუციელებლია, მაგრამ რომ არ იყოს ის ჯობია... 

 

თვლას ვერ მოაწყვიტავდით ამ სანახაობას მეძებარი ძაღლები შლეგიანებივით დარბოდნენ, ერთ გოჯს არ ტოვებდნენ დაუმუშავებელს და ფრიველიც უხვად ამოდიოდა...

მარჯვე ლეგიონერები შეუცდომლად ისროდენენ, იყო აცილებებიც რათქმაუნდა, აბა ისე როგორ იქნებოდა, მაგრამ ძირითადად 10 ქულიანი გასროლები იყო... მზემაც ნელ ნელა ძალების მოკრეფა დაიწყო, მწყერიც საკმაო რაოდენობა მოვაგროვეთ  და ნელ ნელა შეკრების ადგილისკენ დავიძარით.

იქ მუსლებმა სამონადირეო აღჭურვილობა დავაბინავეთ ოთხფეხა მეგობრებს წყალი და საჭმელი ვაგემეთ კიდე ერთხელ მივალაგეთ იქაურობა, და ჩრდილში მოვგროვდით და ერთმანეთს იმ დილანდელი ემოციები გავუზიარეთ...

 

ნელ ნელა ჩვენმა მასპინძლებმა ბექა და გუგა ღვინაშვილებმა საზეიმო ნადიმისკენ  წასვლის ბრძანება გასცეს  და ჩვენც დიდად კმაყოფილები დავიძარით პატარა ჩაილურისკენ...

 

თავი III

პატარა ჩაილურის ლეგენდები

 

როგორც მოგახსენეთ ჩაილურისკენ დავიძარით, ხოდა მივედით კიდევაც ღვინაშვილების ოჯახში... ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ლამაზი კახური ოჯახი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად... იქ დაგვხვდა უსაყვარლესი და უკოლორიტესი ხალხი, გუგას და ბექას მშობლები, გუგას მეუღლე ბავშვები, ნათესავები და ა.შ. მოკლედ ყველას ჩამოთვლას აღარ დავიწყებ ერთი ნადვილად რაც შემიძლია, რომ ვთქვა ისაა რომ ამ საოცარ ხალხს გარდა ნათესაური კავშირებისა კიდევ აერთიანებს ხელოვნებისადმი უსაზღვრო ლტოლვა და უდიდესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა ამ ოჯახსი კა ბლომად დააბერტყა...

 

მოკლედ სანამ სუფრა საომარ მზადყოფნაში მოდიოდა, ლეგიონერები მოვეფინეთ ღვინაშვილების კარმიდამოს... გახურდა ნარდის და დომინოს თამაში... მოკლედ დიდი მხიარულება სუფევდა, როდესაც სუფრასთან დასხდმოის დირექტივა გაიცა...

 

კარგად გაგრილებული ბუხრიან ოთახში, გაშლილი იყო საოცარი სუფრა, ახლა სუფრით ვერავის გააკვირებთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს სულ სხვა იყო...

თამადა ბატონი ბექა ღვინაშვილი გახლდათ, რომელმაც თავისი ენაწყლიანობით და საოცარი იუმორით ისე ლამაზად წაიყვანა სუფრა, რომ ქიფი საოცარ სანახაობად გადაიქცა, მოკლედ პურიც გვქონდა და სანახაობაც.. :) სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა და მათ შორის საოცარად შესრულებული ქართულის სიმღერები, დიდებულ გარემოს ქმნიდა... რაც შეეხება უშუალოდ სუფრას, აი რომ იტყვიან ჩიტის რძე არ არკლდა ზუსტად ასეთ სუფრაზეა ნათქვამი... საოცრება ხდებოდა მაგიდაზე, გარდა იმისა, რომ დიდი ასორტიმენტი იყო, ყველაფერს რაღაც თბილი ოჯახური გემო ჰქონდა... ეტყბოდა, რომ ეს ყოველივე გულით და სულით იყო მომზადებული.... როგორც კახელები იტყვიან სუფრა ხაშლამის გარეშე იგივეა რაც კონსტიტუციიდან ფურცელი რომ ამოხიოო... :) შესაბამისად ხაშლამაც მალევე შემოვიდა სუფრაზე, ხალშლამას ვამბობ თორემ ეს იყო კაი ჯანმრთელი საქონლის სათუთად შერჩეული ნაჭრები, რომლებიც რაღაც ამოუცნობი მეთოდით იყო მომზადებული, არა ხაშლამა როგორ არ მიჭამია, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, მალევე ციკნის ჩახალული შემოაბრძანეს, შემდეგ მწვადები, ხილი და რავიცი კიდე უამრავი რამ... მოკლედ ყველაფერი იყო რაც სულ და გულს გაუხარდებოდა.... ღვინო???? ეუფფ ეს არ იყო ჩვეულებრივი ღვინო.. ისეთი გემრიელი იყო რომ ხალხი ტუჩს ვერ წყვეტდა... სიმღერებს შორის ბაბუმ და შვილიშვილმა (უფროსმა და უმცროსმა ღვინაშვილებმა) ისეთი ცეკვა შემოგვთავაზეს, რომ თავი ერისიონის ან სუხიშვილების კონცერტზე გვეგონა... მოკლედ საოცრება ხდებოდა საოცრება.... ხოდა ამ გაგანია ქიფში რა უნდა მომხდარიყო რომ ჩვენი ყურადღება მიეპყრო, მაგრმა გამოჩნდა ერთი გარემოება, რომელმაც სასიამოვნოდ მოგვწყვიტა სუფრის ტრადიციულ მიმდინარეობას (დროებით), ეს გახლდა იმ ხუთი არჩვეულებრივი კაცის ჩვენ ოჯახში შემომატების ფაქტის დეკლარირება, რომლებიც ნადვილად იმსახურებენ და დარწმუნებული ვარ სიამაყით ატარებენ ლეგიონერის მუნდირს.... 

ეს დიდებული კაცები არაინ : 

ბექა ღვინაშვილი;

გუგა ღვინაშვილი;

გიორგი მუმლაძე;

აკა ხაზარაძე;

გივიკო ბაკურაძე;

მოკლედ ლეგიონი ხომ სულ ძლიერდება, მაგრამ ახალა გაძლიერებასთან ერთად გაბრწყინდა კიდევაც, ვინაიდან და რადგანაც ეს ნადვილად ბრწყინვალე ხუთეულია :)

მოკლედ სასწაული ქიფი გამოვიდა....

უკვე საღამოვდებოდა და ჩვენც ნელ ნელა მოსასვენებლად წასვლა დავიწყეთ, მასპინძლებს უდიდესი მადლობა გადავუხადეთ და ბატონი ბესოს მიერ ორგანიზებულ სპეციალური მიკრო ავტობუსით გადავინაცვლეთ სასტუმროსკენ, რომელიც ასევე მასპინძლების დაჯავშნილი იყო...

 

თავი IV

სასტუმრო, სპა, დიმპიტაური....

 

ადგილზე მისულებს გასაოცარი სასტუმრო დაგვხვდა, გულკეთილი და გულანთებული მასპინძლები, რომლებმაც სასწრაფოდ ბასეინი და სუნა გაახურეს.. დაღლილებს და ნაქეიფრებს აბა მეტი რა გვინდოდა, გოჩა ნოზაძემ ასე არაფერი გამოვაო და საგარეჯოდან იმდენი ლუდი და სანოვაგე ამოიტანა, რომ 15 სართულიან შერატონის სტუმრებსაც ეყოფოდა... :) მოვედეთ მთელ არემარეს ყველგან ლეგიონრების მუსაიფი, სიცილი და სიმღერა ისმოდა... ამის შემყურე მსაპინძელმა საუთარი კონიაკს კასრს ხელი დაავლო და სუფრაზე გამოგვიტანა როგორც ძღვენი... აღმოჩნდა რომ ამ ღვთისნიერს, იქვე კონიაკის პატარა ქარხანა ქონია... მართლაც საოცარი სასმელის მომზადება სცოდინა მაგ დალოცილს, აბა ჩვენც მეტი რა გვინდოდა...?   :) მოკლედ დასასვენებლად მოსულები ისეთ ამბავში ვიყავით, რომ მთელს საგარეჯოს ესმოდა ჩვენი ჟივილ ხივილი... ხომ გაგიგათ - "რაიონმა გეიგოსო... ლეგიონი ქეიფობსო" !!! (კოპირაით :) ბუკა შაფაქიძე ) 

სასწაულები ხდებოდა მოკლედ სასწაულები... ნუ ასეა თუ ისე ბუნებამ მაინც თავიცი ქნა და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც დაღამდა.. :) დაღამდა და ჩვენც ნელ ნელა დავიშალეთ... თითქოს მიწყნარდა ყველაფერ, მაგრამ აბა ლეგიონი რისი ლეგიონია, უკვე ნომრებში ასელები და დასაძინებლად გამზადებულები ვიყავით, რომ გოჩამ და ბექამ თავიდან გაახურეს სუფრა და ნაწილი კვალვ შევუერთდით ამ მხიარულებას... ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ და ბოლოს ნადვილად დავიძინეთ :)

 

თავი V

რა დილა თენდება.....

 

დილა გათენებული არ იყო, რომ ჩვენი ლეგიონი ორად გაიყო ახალგაზრდები და ჯანიანები სანადიროდ გაეშურენ, ხოლო ქეიფის და დროსტარების მოყვარულები ისევ ღვინაშვილების ოჯახში დავბრუნდით, ასე დილის 8-9 საათი იქნებოდა... დავბრუნდით , მაგრამ რა დავბრუნდით.... მოკლედ იქ ხაში დაგვახვედრეს.... ხაშის უნახავს გაგხდიდა... ამ საოცარ წვნიანის ბატონი ბესოს მიერ მორთმეული საოცარი ჭაჭის არაყი მოყვა და წავიდა მარა რა წავიდა... თამადობა ბატონმა ბესომ ითავა და მაშინ მივხვდი, რატომ უძღვებოდა სუფრას წინა დღეს ბექა ასე კარგად... ამნაირი მამის პატრონი კი გამოვიდოდა კარგი მოქეიფე, მომღერალი და თამადა....   :) მოკლედ ახლა სუფრა ცოტა სხვა სტილში წარიმართა, ისე როგორც დილას შეეფერება, გიტარის თანხლებით ღვინაშვილების ნამღერი სულს მალამოსავით ედებოდა, ამას ის დიდებული ჭაჭაც თან ერთვოდა მერე კიდე ხაში და მოკლედ ... სამოთხეში ვიყავით... 

 

დილის ბახუსი რომ გავტეხეთ ბრძანება გაიცა, ხაში და ჭაჭა სუფრიდან ალადგა და ხაშლამა, ციკნის ჩახალული და ღვინო შემოვიდა... და გახურდა მარა რა გახურდა. სასწაულები ხდებოდა, ლევან ელიზბარაშვილმა გიტარაზე კარგი ქალაქური სიმღერაც  დაამღერა, ღვინაშვილებმა არც აქ დაიხიეს უკან და სასწაული რეპერტუარი შემოგვთავაზეს ნუ გივიკო ბაკურაძეზე აღარც ვსაუბრობ გინდა ბანი, გინდა მეორე, გინდა პირველი რავიცი რა არის რომ ამ კაცმა დიდებულად არ შეასრულოს...

მოკლედ მიდიოდა ქეიფი და ჩვენი კომპანიაც ნელ ნელა თხელდებოდა, აკი გითხარით დილას ახალგაზრდებმა დაგვტოვეს, მერე გოჩა ნოზაძეც წავიდა, მას ლევანი და მუმლა მიჰყვნენ და დავრჩით ბოლოს მე, ბაბუ, ძია, ზურა მაღალაშვილი, გივიკო და მასპინძლები.... თითქოს აქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ გუგა (ღვინკა), რის გუგაა რამე რომ არ მოეფიქრებინა... ხოდა მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩაილურის წყლისკენ გავემართეთ, გზად კოპალას სალოცავზე სანთლები დავანთეთ და მივადექით მდინარეს...

ძიამ მისი მობილური მაგიდა პირდაპირ მდინარეში მოათავსა ჩვენც ირგვლივ შემოვუსხედით და დაიწყო მესამე თუ მეოთხე, უკვე სათვალავი ამერია, განყოფილება...

ამ შოუს მუსიკალურად აფორმებდა ღვინაშვილების უმფროსი თაობა... ძალიან მაგარი ბიჭი, კალმით ნახატი და უზადო ნიჭის პატრონი....

 

ფეხების ჭყაპაჭყუპით, ღვინის სმით და ერთმანეთის სივარულით გული რომ ვიჯერეთ, მივალაგ  -მოვალაგეთ იქაურობა, მასპინძლებს კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ და გამოვეშურეთ ოჯახებისკენ....

 

ასე იყო ეს ამბავი.... :)



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგაჯან ფოტოები აქ ჩაგიყარო? რამოდენიმე ამ ტელეფონში მაქვს. შენ რეპორტს რომ დავამთხვიო ეგრეც შეიძლება, მაგრამ თუ აქ Xაგიყრი , მერე შენ გამოიყენე რომელიც დაგჭირდება , რომელიც არა და შენ კარგად იყავი. ესე მოვიქცე? ესე გავაკეთო?

.

thumb_pre_1471893874__200820166410.jpgthumb_pre_1471893922__200820166413.jpg.

.

thumb_pre_1471893972__200820166411.jpg.

.

.


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Balu

Balu

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 24 პოსტი
  • მისამართი:svaneti,mestia
  • წარმოშობა:svani

ბაბულიკო როგორხარ ცხელა მაგრათ აქაც  ცხელა ასერომ ნუგესჰინია სიცხისა. გახსნის რეპორტი როდის იქნება ? მალე? აბა ველოდებით

;)



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მე რეპორტს გავაკეთებ და შენ თემატურად სირათები დაადე...

მაგრამ შენ ძირითადი ფოტოები იქ რომ დაგრჩა იმ ტელეფნში გაქვს და რა ქენი ნახე ის ტელეონი თუ ვერა?

.

thumb_pre_1471894775__200820166416.jpg.

.

thumb_pre_1471894842__200820166415.jpg.

.

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

200820166419.jpg 200820166428.jpg კი მოიძებნა . ასე რომ . სრული საბრძოლო მზადყოფნა მაქვს

მიმაგრებული გალერეა

  • 200820166418.jpg
  • 200820166424.jpg

53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • 5 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

გამარჯობა ძმებო, კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ საიტზე. როგორ ხართ? ფანტასტიური გახსნა იყო .

:good:  :bravo:  :beer:

რეპორტი მალე იქნება ? :0025:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

200820166430.jpg ვაახ ვაახ ზური , ეს რა კარგი ფოტო დაგიდევს . მაგარია.

:good: 

.

.

..

200820166431.jpg 200820166432.jpg 200820166436.jpg


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ვიწყებ ფოტოების ინტენსიურ დადებას . გუგაჯან აბა შენ იცი ეხლა. ზღვა ფოტოების წამოვა.

thumb_pre_1471976314__200820166433.jpg

.

200820166434.jpg 200820166438.jpg 200820166440.jpg 200820166439.jpg image-0-02-01-3c54f10e0d192d9f03cf1d7961bbc322972f7337ae1ae76be41a3d42911bdc63-V.jpg image-0-02-01-3a3765a09f224b63c287a2b8d86cf0e76cee7c28efe2b97d112ae42e3f6bf95e-V.jpg

 

მიმაგრებული გალერეა

  • image-0-02-01-eedd1d82a5b777cafe6db2a2e09e1425cc80e73bdb205f27c15458743f002f86-V.jpg
  • image-0-02-01-b95a2000679feeeb6163b21cdd73c5274feede5ab03d0f1fe6c61506b22e2b5e-V.jpg

53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუგა შენ ძმობას ვფიცავარ შენი მარგალიტები უნდა შევაგროვო და ცალკე პოსტში მოვაგროვო. რომელი ? აი მაგალითად:

-სასწრაფო რეჟიმში გადავურბინეთ და გადმოვურბინეთ სუპერმარკეტს, 

 

-მოკლედ იმ სუფრას ვითომ სახელდახელო და პატარა"პურიჭამა" ერქვა, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპის რომელიმე  სამთავრობო დელეგაციას ისე მიიღებდა და გაისტუმრებდა, რომ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის საკითხი 20 აგვისტოსვე გადაწყვეტილიყო...

 

- ძაღლები კოლიზეუმის ლომებივით დრტვინავდენ, ნადირობის ჟინით ჩასისხლიანებული თვალებს მინდორს არ აცილებდნენ და სულმოუთქმენლად ელოდენნე მათი პატრონების ბრძანებას რომ მინდორში შევარდნილიყვნენ და ბდღვირი დაეყენებინათ...

:good:  :0067:  :DDD 

 

მოკლედ ა შენ ფოტოები და როგორც არის ნათქვამი. :"მიეც ნიჭსა გზა ფართო".

 

200820166437.jpg 200820166442.jpg image-0-02-01-4d7e1aff5409d649261b4a2b80c73326e7d249c5cbf1d1f51b1d8fcdc7550aed-V.jpg image-0-02-01-5a9db2b8c4fefe90a993b16336676f0772879ce77b64830bb8e8f93b560a1b08-V.jpg image-0-02-01-9a2998480c1e4f99147def319bf8958c91863611dfac8c7ab34908ebd17871cf-V.jpg image-0-02-01-047e2cd84c62f303e25183522d42c9c2c2a26aa27497cdf4385612402447782b-V.jpg image-0-02-01-3c54f10e0d192d9f03cf1d7961bbc322972f7337ae1ae76be41a3d42911bdc63-V.jpg image-0-02-01-44ed4d03c1bf488f695b9e500682541b059bea1a2a45828855c8cdc0d014414b-V.jpg image-0-02-01-870f9fe95ebda78fcea568b43dab13ef92be0855d70202153be581fbf56c86d2-V.jpg

.


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
buka

buka

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 55 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

საღოლ გუგა:) მართლა კარგია. არის რაღაც შენში ესეისტურ-პროზაული:) 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ნელა ნელა ირიჟრაჟაააა

.

image-0-02-01-eedd1d82a5b777cafe6db2a2e09e1425cc80e73bdb205f27c15458743f002f86-V.jpg image-0-02-01-b95a2000679feeeb6163b21cdd73c5274feede5ab03d0f1fe6c61506b22e2b5e-V.jpg image-0-02-01-16327af67fc901e97b475aeda5c3bf650ef8ae1d1ece814cb891aa7ad156367e-V.jpg image-0-02-01-b364869b3e16b85b9da112ba1edbe719c9c76d086f7ba7232eb10f690addf0c4-V.jpg image-0-02-01-44ed4d03c1bf488f695b9e500682541b059bea1a2a45828855c8cdc0d014414b-V.jpg image-0-02-01-9a2998480c1e4f99147def319bf8958c91863611dfac8c7ab34908ebd17871cf-V.jpg 14022151_1303179349715708_4744328991790150612_n.jpg 14079625_1303179426382367_6670957547470664468_n.jpg 14102343_1303179506382359_5402596196034122202_n - Copy - Copy.jpg 14102343_1303179506382359_5402596196034122202_n - Copy.jpg 200820166443.jpg .

..

 


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Mumla73

Mumla73

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 143 პოსტი
  • მისამართი:გორკის ქ. 25. თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი. ხაშური

მაგარი გახსნა იყო, რეპორტიც მაგარია, გუგას დიდი მადლობა

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37391 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

image-0-02-01-fe54ae478a30471aff10da8edb025e97c655d97b0c7bfc8652076b7e1ae39ef5-V.jpg 14102343_1303179506382359_5402596196034122202_n - Copy - Copy.jpg image-0-02-01-77e7d8ce82519d85b47817617fc24854ebbf64cbb9df0cb5a50101cf7670fcb9-V.jpg image-0-02-01-1863e483894725da943a3d48452fe1724e26113492403922326e477949ac9e0c-V.jpg image-0-02-01-a98385d9607921512f68c1e3a50b0cf4ae50575ebbd049a542f2fb5427ac0720-V.jpg image-0-02-01-a394b5ede023a6f0a45bcaccc2f0871527ae8e9e2fd45b42d95eb39e8d916694-V.jpg image-0-02-01-a394b5ede023a6f0a45bcaccc2f0871527ae8e9e2fd45b42d95eb39e8d916694-V.jpg image-0-02-01-b77beee1db2e032a36799c0d551b0c51b38c129775b432cc3430900488a8ee62-V.jpg image-0-02-01-fe54ae478a30471aff10da8edb025e97c655d97b0c7bfc8652076b7e1ae39ef5-V.jpg image-0-02-01-d1ac1b638ead9e8d0ee9f264b5eac98306e935f50b84c3f53e31aff79e070afe-V.jpg image-0-02-01-d69c4e387c7a30d0bc79fea741c9e94912478cbcb764f4ea410cefe9e4d01f0a-V.jpg image-0-02-01-19d3402f62ec0203d7435a57de24fe3afa7e6e49f05877b026caca2b8f7f02b0-V.jpg ..

 

.

.


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 5055 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გუგა შესანიშნავი მონათხორბიაა  :good:  :good:  :bravo:

 

დაუვიწყარი გახსნა იყო თავისი მეფური ნადიმით ;)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 733 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

მადლობა გუგა, მართლა შესანიშნავი რეპორტია. რაღა შენ და რაღა კონან დოილი, . არა, ერუდიცია მაინც თავისას იქმს. :good:  :good:  :good: 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი