Jump to content

სურათი

რა უნდა გვახსოვდეს ნადირობის წინ


ამ თემას აქვს 10 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:ეტყობა მონადირის დაწერილი რომარის რა....

 

 

რამდენიმე თვეში სანადირო სეზონი გაიხსნება და ბევრ ახალბედას პირველად მოუწევს სანადიროდ გასვლა. სწორედ მათ გვინდა შევახსენოთ, რომ ნადირობის დროს უმთავრესი ეთიკური და მორალური ნორმების დაცვაა, რომელიც მაღალ ზნეობასთან და კულტურასთან უნდა იყოს შეხამებული. არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი ქცევის წესები და ძირითადი კრიტერიუმები, რომლებითაც ნებისმიერი მონადირე უნდა ხელმძღვანელობდეს, როცა სანადიროდ წასვლას გადაწყვეტ.

 

 

1.თუ სანადირო განწყობა არ გაქვთ ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, ჯობია სანადიროდ წასვლისგან თავი შეიკავოთ, სხვა თუ არაფერი, თქვენი ცუდი განწყობა სხვებსაც გადაედება ან უარესი, შესაძლოა თქვენი მეგობრები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოთ და ნადირობა საერთოდ ჩაშალოთ.
  2. ძალიან არაეთიკურია ისეთ სანადირო სავარგულში ჩასვლა, მით უმეტეს საკუთარ მეგობრებთან ერთად, თუ წინასწარ არ შეუთანხმდებით მათ, ვინც იქ პირველად ჩაგიყვანათ ან დაგპატიჟათ.
  3. თუ თქვენ სანადიროდ მიგიწვიეს, ”სტუმრის სტატუსს” უნდა დასჯერდეთ, ზედმეტი არ უნდა აიღოთ, საკუთარ თავზე და თავი ”მასპინძლად” არ უნდა ჩათვალოთ… და პირიქით, თუ მასპინძლობა თქვენ გიწევთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ კომფორტი შეუქმნათ მოპატიჟებულებს-გააცნოთ სავარგულისა და რელიეფის სტრუქტურა-თავისებურება და ნადირ-ფრინველის სავარაუდო ადგილსამყოფელი.
  4. ნადირობის დროს განსაკუთრებით ამაზრზენია შური და ეგოიზმი. კრიტიკულ მანძილზე სროლა, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ფრინველი იქნება თუ ნადევნი ნადირი შენი არაა და ასი პროცენტით იცი, რომ ის მეზობლისკენ მიდის-ეს სიმდაბლეა. კეთილშობილება უნდა გამოიჩინო და ტროფეი გაატარო. შედეგიანი ნასროლით კმაყოფილი დარჩება არა მარტო ის, ვისაც სროლის საშუალებას მისცემ, არამედ შენც და დარწმუნებული იყავი, გაცილებით მეტად ისიამოვნებ როცა სხვა დროს კოლეგა ანალოგიურად მოიქცევა.
  5. პატრონის ნებართვის გარეშე არასოდეს ესროლოთ ფრინველს სხვისი ძაღლის ნაბულზე, რაც არ უნდა შორს იყოს მისი წამყვანი. ზოგი ამას ”დახმარებად” თვლის, სინამდვილეში კი ეს დათვური სამსახურია.
  6. თუ თქვენ დაჭრილ ფრინველს წააწყდით, რომელსაც მოშორებით სხვა მონადირე ეძებს (ან უშედეგოდ ეძებდა), აიღეთ ფრინველი და მას მიაწოდეთ. სხვისი ნანადირევის მითვისება ცხადია არაეთიკურია და უფრო მეტიც ცუდად დაცდილია-დათარსვა იცის.
  7. არაეთიკურია ნადირობის დროს ტრაბახი და ბაქი-ბუქი, მაგრამ არასოდეს შეაწყვეტინოთ ”საკუთარი თავით ტკბობა” ხანშიშესულ მონადირეებს და არც სხვას მისცეთ ამის გაკეთების უფლება.
  8. დაუგეშავი ძაღლით, რომელიც ძნელად მოსათოკია და ბრძანებებს ნაკლებად ემორჩილება, სხვასთან ერთად არ უნდა წახვიდე, თუ გინდა, რომ ნადირობა მათაც არ გაუფუჭო. მგზავრობისას აგრესიულ და მოჩხუბარ ძაღლებს აუცილებლად გაუკეთეთ ალიკაპი, თუ მისი იზოლირებულად მოთავსება შეუძლებელია. ძაღლების გამო მათი პატრონების შელაპარაკება შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციაში გადაიზარდოს.
  9. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დასვენების დროს – თოფებიდან ვაზნები ამოღებული უნდა იყოს. კოლექტიური ნადირობის დროს წესით ამის შესახებ ნადირობის თავკაცმა უნდა შეახსენოს დანარჩენებს. თუ მას შემთხვევით მხედველობიდან გამორჩა, ჩუმად ანიშნეთ ამის შესახებ. არაორგანიზებული ნადირობის დროს კი დელიკატურად შეგიძლიათ იკითხოთ: ”აბა ვნახოთ ყველას წესრიგში გვაქვს თოფები?”
  10. ნადირობის დროს ყოველთვის უნდა გქონდეთ ვაზნების საკმარისი რაოდენობა, სხვისთვის თხოვნა მიღებული არ არის. თუ ვინმემ ეს არ იცის და თხოვნით მოგმართათ, შეგიძლიათ მას უზიაროთ მხოლოდ მზა, ქარხნული ვაზნები. სახლში დატენილი ვაზნების მიცემა დაუშვებელია- ეს უსაფრთხოების წესების დაცვის ერთერთი აუცილებელი მოთხოვნაა. სამწუხაროდ ამ წესს ჩვენთან თითქმის არავინ იცავს.
  11. ფრინველზე და კურდღელზე ნადირობის დროს არ დაიზაროთ და უწილადეთ ნანადირევი მათ, ვისაც არ გაუმართლა და ხელმოცარულია, მაგრამ ნაწყენი არ უნდა დარჩეთ, თუ გულით შეთავაზებულზე უარს მიიღებთ. აიღებს თუ არა-ეს თითოეულის პრინციპული,პირადი საქმეა. თუმცა წესით, თუ ნამდვილი მონადირე ხარ ამგვარ ძღვენს არ უნდა დათანხმდე.
  12. ზემდეტი არც იმის შეხსენება იქნება, რომ ნადირობის დამთავრების შემდეგ ბუნებაში ზედმეტი არაფერი უნდა დარჩეს. შეაგროვეთ ყოველგვარი ნარჩენი-ბოთლები, ქილები და ა.შ. და ეს ყველაფერი იქვე მიწაში ღრმად ჩამარხეთ ან უკეთესია თუ თან წამოიღებთ და გზად სპეციალურ ურნაში ჩააგდებთ.

 

და ბოლოს ”ადამიანში ყველაფერი მშვენიერი უნდა იყოს”-წერდა ანტონ ჩეხოვი. ცხადია ეს ჩვენც, მონადირეებსაც გვეხება. სამწუხაროდ არამონადირეების მხრიდან, რატომღაც ისედაც უარყოფით დამოკიდებულებას ვგრძნობთ და ჩვენი გარეგნული იერსახით, თვალშისაცემად ორიგინალური, გამომწვევი ჩაცმულობით დამატებით ნუღარ გავაღიზიანებთ მათ.
  ჟურნალი ”ნადირობა”


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ნამდვილად კარგია 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ დაგავიწყდეთ  გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის (ლიცენზიის აღება). ესეც კოდი.

 

300 77 30 33

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ დაგავიწყდეთ  გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის (ლიცენზიის აღება). ესეც კოდი.

 

300 77 30 33

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

:bravo:  :bravo:  კარგიაა :)  უი ლიცენზია ავიგე მე უკვე ;)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

:bravo:  :bravo: ძაან საჭირო პოსტია ბაბუ, ისეთი პუნქტები ეწერა რომ ზოგს უდევს ბუნებაში ზოგი შეიძლება დაფიქრდეს დაა გაითავისოს ეს ყველაფერი



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 673 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

კარგია და ბევრისთვის გასათვალისწინებელი 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    პრეფექტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1250 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

ბაბუ, საინტერესო და სასარგებლო რჩევებია



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
ძალიან მომეწონა :* გაიხარე ბაბუ

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე სასარგებლო და ფასეული რჩევებია განსაკუთრებით ეს მომეწონა ;) 

 

 11. ფრინველზე და კურდღელზე ნადირობის დროს არ დაიზაროთ და უწილადეთ ნანადირევი მათ, ვისაც არ გაუმართლა და ხელმოცარულია, მაგრამ ნაწყენი არ უნდა დარჩეთ, თუ გულით შეთავაზებულზე უარს მიიღებთ. აიღებს თუ არა-ეს თითოეულის პრინციპული,პირადი საქმეა. თუმცა წესით, თუ ნამდვილი მონადირე ხარ ამგვარ ძღვენს არ უნდა დათანხმდე. 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

კარგი რჩევებია ნადვილად!!!







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?