სალამი მეგობრებო, როგორც იცით დაკავებული ვარ, არაკომერციული პროექტით, ქართული კალმახის გამრავლებით იმისათვის რომ ბუნებაში გავუშვათ.
სამწუხაროდ ძალიან შემცირებული ჩვენთან კალმახის პოპულაცია და საჭიროა ვინმემ მაინც იზრუნოს ამაზე.
მართალია არის ასეთი აზრი რომ, კალმახი ბევრია და თითქმის ყველა მთის მდინარეშია რაც მცდარი აზრია,
კალმახი ნამდვილად ბევრ მდინარეშია მაგრამ 15-20 სმ არ ნიშნავს პოპულაციას, კარგი პოპულაცია ნიშნავს 25-40 სმ როცა მასიურადაა.
ამ ეტაპზე ჩვენი ძალებით გვინდა რომ რაიმე სიკეთე მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და რატომღაც ასეთ საქმეს მოვკიდეთ ხელი.
აქამდე რამოდენიმე აქცია გვქონდა, ზოგი გამოვიდა და გავუშვით, ზოგი არ გამოვიდა.
ახლა ვცდილობთ მოვაწყოთ ერთი ადგილი სადაც ყოველ წელს გამოვიყვანთ ლიფსიტებს და დავიწყებთ მდინარეებში გაშვებას.
გთავაზობთ 11-12 ივნისის ექსპერიმენტის ვიდეოს.