Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Holloway & Naughton 

269653a2ba72.jpg

დღეს ერთ საინტერესო კომპანიაზე მოგითხრობთ...

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ინგლისური კომპანიების უდიდესი უმრავლესობა თავისი ისტორიის არაერთ ათწლეულს(ბევრ შემთხვევაში ასწლეულს) ითვლის. კომპანიათა წრე საკმაოდ კორპორატიულია და ძალიან ძნელია მოხვდე ელიტაში, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბრიტანელთა კონსერვატიზმს. თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე... 371wink.gif 
მეიარაღე ენდრიუ ჰარვისონმა ყველა სკეპტიკოსს დაუმტკიცა, რომ ინგლისური ტრადიციები არა მარტო სათუთად ინახება, არამედ ვითარდება კიდეც.

51b2b6d0f6b7.jpg

2008 წელს ამ ოსტატის მიერ ერთ-ერთ პრესტიჟულ ბრიტანულ გამოფენაზე წარმოდგენილმა სანადირო თოფმა უმაღლესი შეფასება და პირველი ადგილი მიიღო, რითაც ჰარვისონმა დაუმტკიცა ყველას, პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ იარაღის მწარმოებელთა ელიტაში შეღწევის ამბიციით ფირმის დაფუძნება შემთხვევითი მოვლენა არ იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ოსტატის პირველი ჯილდო არ გახლავთ_2006 წელს მისმა სასტენდო თოფმა მიიღო საუკეთესო ახალი მოდელის ტიტული ,,ბრიტანეთის სასტენდო სროლის ასოციაციისაგან."

92166e03832f.jpg

ფირმა წელიწადში ამზადებს დაახლოებით 12 თოფს. მათი ფასი საშუალოდ 50 000 გირვანქა სტერლინგია.
ენდრიუ ბავშვობიდანვე ნადირობით იყო გატაცებული, რაც მამამისის გავლენა გახლდათ. 7 წლის ასაკში მამამ პირველი 36 ყალიბის გლუვლულიანი იარაღი უსაჩუქრა, რომელიც ბელგიური წარმოშობის გახლდათ. სანადიროდ ყოველ გასვლაზე მამა მხოლოდ 2 ვაზნას ატანდა და ეუბნებოდა, რომ თუ ტროფეით დაბრუნდებოდა, ამ შემთხვევაში კიდევ 2 ვაზნას მოიპოვებდა old.gif 
პატარა ბიჭი ადვილად მიხვდა, თუ სანადირო ობიექტს პირველივე სროლით დააგდება, მაშინ მის განკარგულებაში 3 ვაზნა იქნებოდა... მომავალი ოსტატი ბავშვობიდანვე ზუსტი სროლის საფუძვლებს ჩაწვდა.
16 წლის ასაკში ჰარვისონმა 12 ყალიბის ესპანური Aya შეიძინა, რომლითაც კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ნადირობა. ამავე პერიოდში აქტიურად იწყებს სტენდზე გართობასაც. აქვე ადგილობრივი დონის შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. სტენდზე ენდრიუს ყურადღება მიიქცია ორმა წარმატებულმა სპორცმენმა, რომლებიც ბრაუნინგის B25-ით იყვნენ შეიარაღებულნი. მალე მომავალმა ოსტატმა შეიძინა ბრაუნინგი 76სმ სიგრძის ლულით, რასაც მყისვე მოყვა წარმატებები სტენდზე.
ლოგიკური გახლდათ შემდეგი ნაბიჯიც: 1968 წელს ენდრიუ ჰარვისონმა საკუთარი სტენდის გაკეთება გადაწყვიტა და განახორციელა კიდეც. 1975 წელს მომავალი ოსტატი იძულებული გახდა საკუთარი მამულების ნახევარი გაეყიდა და სტენდიც დაეხურა...
ამ პერიოდში სტენდი და ნადირობა ენდრუის ჰობი იყო მხოლოდ. მას ტექნიკური განათლება ჰქონდა და ძმასთან ერთად საფეიქრო საწარმოს ფლობდა, რომლის წლიური ბრუნვა 10 მილიონ გირვანქას შეადგენდა(1971 წ).
მალე ლესტერის მოყვარულ მონადირეთა კლუბმა ენდრიუს მიმართა თხოვნით დაეკავებინა ამ კლუბის საკუთრებაში არსებული სტენდ-კომპლექსის მმართველის პოსტი, რასაც მომავალი ოსტატი სიხარულით დათანხმდა. აქ ის სპორცმენებისა და მოყვარულ მონადირეთა ვარჯიშებს ხელმძღვანელობდა და ამზადებდა პერსონალურ კონდახებს. 
1984 წელს ჰარვისონმა მოიგო ბრიტანეთის ღია ჩემპიონატი სპორტინგში და დაისაკუთრა ბრიტანეთის გაზეთ ,,დეილი ტელეგრაფის" თასი. ის ორჯერ იყო გამარჯვებული ბრიტანეთის მრგვალ სტენდზე და შედიოდა ნაციონალურ ნაკრებში.
მიუხედავად ამისა 1990 წელს ენდრიუ ჰარვისონი დადგა არჩევანის წინაშე: ან სპორტი, ან ბიზნესი. მან ბიზნესი აირჩია. თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო მალე საფეიქრო საწარმო გაკოტრების პირას მივიდა.
მოვლენების ამგვარი განვითარების შემდგომ ჰარვისონმა იარაღის წარმოება გადაწყვიტა. თუმცა მას არ ჰყავდა ნაცნობები იარაღის მწარმოებლებში, გააჩნდა საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა წარმოების პროცესზე, მაგრამ დანამდვილებით უწყოდა როგორი იარაღი ჭირდებოდა მომხმარებელს და რა მოთხოვნა იყო ბაზარზე. 

3f7e03ee32dc.jpg

შემდეგი 8 წელი ენდრიუ ჰარვისონი მეიარაღის პროფესიას ეუფლებოდა. ფირმა დააფუძნა 1992 წელს და იყიდა სახელწოდება Holloway & Naughton. თავისი პირველი იარაღი დააპროექტა თავად, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ აკლდა_ შემკვეთი. ასეთი შემკვეთიც გამოჩნდა, უფრო სწორად, ადამიანი რომელმაც ირწმუნა ახალდაფრთიანებული ოსტატის კლასი. ამასთან პირველმა შემკვეთმა ერთდროულად 6 თოფი შეუკვეთა(ამ კლიენტის ვინაობას ოსტატი საიდუმლოდ ინახავს)...
კომპანია Holloway & Naughton-ის პროდუქცია თავიდან ბოლომდე ინგლისშია დამზადებული, მხოლოდ საკონდახე მასალა შემოაქვთ ბრიტანეთის ფარგლებს გარედან.

d862ce9510d3.jpg


Britannia 

1cd5ff78c5a7.jpg

საფირმო პროდუქცია სრულად ორიენტირებულია კლიენტზე და ტექნიკურ-მხატვრული მაჩვენებლები ინდივიდუალურია, თუმცა უმაღლეს კატეგორიას ფირმა არც ერთ შემთხვევაში არ ღალატობს...


ჰარვისონი დღემდე მონაწილეობს შეჯიბრებებში, მხოლოდ ახლა საკუთარი წარმოების თოფებით, რამეთუ რიგგარეშედ დაუმტკიცოს სკეპტიკოსებს_ მონდომებითა და ძლიერი ნებისყოფით მიზნის მიღწევა შესაძლებელია. 


7297d4f42bfe.jpg

წყარო:კლუბი მონადირე. ავტ.გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ კომპანიის უაღესად დიდ პოპულარობაზე ასეთი ფაქტებიც მეტყვეკლებს:

ორ წელიწადში ერთჯერ გოლფის მოთამაშეები ამერიკიდან და ევროპიდან ერთად იკრიბებიან, რათა ძალები გამოცადონ. ტურნირს ,,რაიდერის თასი" ქვია(ასპარეზობა 1927 წლიდან იღებს სათავეს).
შეჯიბრების პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მას მილიონზე მეტი ტელემაყურებელი ადევნებს თვალს... 2010 წლის ოქტომბერში აღნიშნული ტურნირი უელსში ჩატარდა და ორგანიზატორებმა კომპანია Holloway & Naughton-ს გამარჯვებულისათვის შეუკვეთეს საიდლოკი ვერტიკალური ლულებით.

თოფის დამზადებაზე 1200 კაც/საათი დაიხარჯა. მისი გრავირება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს, ფილ კოგანს დაევალა.
სამუელ რაიდერის(ტურნირის დამფუძნებელი) პორტრეტის გარდა თოფს ამშვენებს დრაკონისა და თეთრი არწივის გრავიურები(უელსისა და აშშ-ს ნაციონალური სიმბოლოები).

2e7d97967099.jpg




68868959e771.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 869 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

16266127_1196081127179946_64134355950041







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?