Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

სანადირო დანები ფორმის მიხედვით

დანა ნადირობა ფოლადი გატყავება ნადირი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

არსებობს მრავალი ფორმის დანები რაც ადვილად დაგვაბნევს თუ რომელი ჯობია

 

ამოჭრილ წვეტიანი დანის პირი

 

fd5411f7f41e.gif

 

ee7a8f9022dc.jpg

 

 

ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური მოხმარების დანის პირი. დანის ზედა (ბლაგვი) პირი იწყება სადავეში და დაახლოებით შუა ნაწილიდან ორ მესამედამდე სწორია. შემდეგ დანის წვერამდე იხრება. ეს დახრილი ამოჭრილი ნაწილი შეიძლება იყოს სწორი ან რკალური. ამ დანებს თითქოსდა ამოაჭრეს წინა ნაწილი და სახელიც აქედან შეერქვა. 

 

ამ ამოჭრის შედეგად დანის წვერი ზედა ნაწილზე უფრო დაბლაა, რაც დანის კონტროლს უფრო ადვილს ხდის. იმის გამო რომ რომ ამ დანის წვერი ადვილი საკონტროლოა, ბასრია და დანის ძირითად ნაწილზე უფრო თხელი, ის აადვილებს დანის შერჭობასა და ჭრილობიდან გამოღებას. ზოგჯერ ამოჭრილი ნაწილის ზედა მხარეც გალესილია.

 

ამ დანებს აქვს დიდი საჭრელი ნაწილი ( მუცელი) და შესაბამისად საუკეთესოა დაჭრისათვის და დაქუცმაცებისათვის. 

 

ძლიერი მხარეები: 

* ძალიან ბასრი და ადვილად საკონტროლო წვერი.

* კარგია შესარჭობად

* დიდი საჭრელი პირი ( მუცელი)

 

სუსტი მხარეები:

 

წვერი ვიწრო და სუსტია , ადვილად ტყდება

 

 

 

დაწეულ პირიანი ფორმა 

 

8b5bb8921e92.jpg

 

14794f9d3e24.gif

 

ისევე როგორც ამოჭრილ პირიანი დანა ესეც ძალიან პოპულარული და უნივერსალური გამოყენების დანის ფორმაა და პირველივე შეხედვით სანადირო დანის ასოციაციას იწვევს. 

 

დანის ზედა ბლაგვი პირი სახელურიდან პირდაპირ მიემართება და ოდნავ ეშვება ქვემოთ დანის წვერთან. ეს ჩაწეული ფორმა აადვილებს კონტროლს და სიმყარეს აძლევს დანის წვერს. მართალია წვერი ისეთი ბასრი არ არის როგორც ამოჭრილ დანის პირი , მაგრამ ბევრად უფრო მყარია. წვერის სიმყარის გამო ეს ფორმა ხშირად გამოიყენება ტაქტიკური დანების წარმოებისას. 

 

ამ დანებსაც დიდი საჭრელი პირი ( მუცელი) აქვთ და საუკეთესოა საჭრელად და დაქუცმაცებისათვის.

 

 

ძლიერი მხარეები: 

* ძლიერი წვერი, ბასრი და კონტროლირებადი.

* დიდი საჭრელი პირი ( მუცელი)

 

 

სუსტი მხარეები:

* წვერი არ არის ძალიან ბასრი

* ნაკლებად გამოსაყენებელია სარჭობად

 

 

 

 

ტანტო  

 

8aee4bb6db8d.jpg

 

e7338cf847f2.gif

 

3b14c9d80b0c.gif

 

ხანდახან არ გვინდა უნივერსალური დანა და ვამჯობინებთ ისეთ დანას რომელიც ერთ საქმეს აკეთებს და აკეთებს საუკეთესოდ. თუ გვინდა ისეთი დანა რომელიც შეუდარებელია სარჭობად , მაშინ ტანტოზე უკეთესს ვერც მოვიძიებთ. ტანტო თავიდანვე შეიქმნა იაპონიაში ჯავშნის გასახვრეტად.

 

ტანტოს წვერი არის სქელი და შესაბამისად იტანს მყარ მასალებზე მრავალრიცხვოვან დარტყმებს, რაც სხვა ტიპის დანების წვერს ადვილად დაამტვრევს. 

 

ტანტოს წვერი უერთდება ზედა ბლაგვ პირს კუთხით და არა რკალურად, რის გამოც ტანტოს არ აქვს საჭრელი პირი ანუ მუცელი. ამის გამო მისი გამოყენება უნივერსალური საჭრელი დანის როლში თითქმის შეუძლებელია. 

 

 

ძლიერი მხარეები :

 

* ძალიან ძლიერი წვერი

* საუკეთესოა ძლიერი მასალების გასახვრეტად

 

სუსტი მხარეები:

 

* არ აქვს საჭრელი პირი ( მუცელი)

* რთული საკონტროლო წვერი

 

 

 

ცხვრის ფეხი 

 

 

5a29d73e06a3.jpg

 

2ef568a9c184.gif

 

 

ხანდახან გვჭირდება დანა რომელიც კარგია საჭრელად და სასაქუცმაცებლად და თავიდან გვინდა ავიცილოთ შემთხვევითი შერჭობა, ამისათვის ეს ტიპი არის შეუდარებელი. 

 

ამ დანას აქვს სწორი საჭრელი პირი , რომელიც უერთდება ზედა ბლაგვ პირს ბლაგვი რკალით. ზედა ბლაგვი ნაწილი უერთდება ქვედა ბასრ პირს და ქმნის ფსევდო წვერს. ქვედა იდეალურად სწორი ბასრი პირი კარგია სწორი ჭრისათვის. 

 

ამ ტიპის დანები პოპულარულია სამაშველო ჯგუფებისათვის, სადაც შეიძლება გადავჭრათ რემნები და სხვა მასალები და შემთხვევით არ შევარჭოთ დასახმარებელ ადამიანს. აგრეთვე იახტსმენები იყენებენ ბაწრების გადასაჭრელად და თავიდან იცილებენ იალქნების შემთხვევით გაჭრას. 

 

მას აგრეთვე იყენებენ იაპონელი მზარეულები რათა იდეალურად სწორი ნაჭრები დაჭრან, რასაც ეხმარება ზედა ბლაგვი პირი სადაც შეიძლება თითებით დავაწვეთ და უკეთ ვაკონტროლოთ დაჭრის პროცესი. 

 

ძლიერი მხარეები:

 

* ჭრის სრული კონტროლი

* უსაფრთხო ჭრისას

 

სუსტი მხარე

 

არ აქვს ბასრი წვერი

 

 

 

დაშნა

 

 

c83a87f10f9c.gif

 

96dfaf08d17f.jpg

 

fea040ba5627.gif

 

წინა დანისგან განსხვავებით, დაშნას მხოლოდ ბასრი წვერი აქვს. 

 

დაშნას ორი სიმეტრიული პირი და ძალიან წვრილი და ბასრი წვერი აქვს და გამიზნულია რბილი ნივთების გავრეტა შერჭობისათვის. მას ორივე პირი გალესილი აქვს და შესაბამისად ორივე მხარეს ჭრის, რის გამოც გამოიყენება თავდაცვისათვის ხელჩართულ ბრძოლაში. 

 

დაშნები გამოიყენება სამხედროებისა და პოლიციელების მიერ , რადგან მისი დამალვა და დაშნიდან ამოღება ძალიან ადვილია. 

 

მას გააჩნია სისუსტეები - მისი ფორმის გამო მას არ გააჩნია მუცელი და ბასრი პირი სწრაფად სქელდება და  შესაბამისად არ ვარგა ჭრისა და დაქუცმაცებისათვის. აგრეთვე ძალიან წვრილი წვერის გამო მალე ტყდება მაგარ მასალებზე დარტყმისას. 

 

თუ გვჭირდება სარჭობად და საჭრელად, მაშინ ამოჭრილ წვეტიანი დანა უკეთესია, მაგრამ თუ მარტო შესარჭობად გვინდა , მაშინ დაშნა საუკეთესოა. 

 

 

 

გაგრძელება მოყვება ...........

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა აბდულ რა კარგი განმარტებები დაურთე.... სტატია ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ არა მარტო ჩემთვის.  ისე ჯიგარი ხარ დადებით და უარყოფით მხარეებზე რომ ამახვილებ ყუეადღებას .

შენის ნებართვით ერთ ჩემ მოსაზრებასაც დავაფიქსირებ. \

 

 მეგობრებო ჩემებისთვის რჩევა დარიგება არასდროს დამზარებია , მაგრამ მომკალი და უცხოს ვერ მივცემ ვერც შემჩნევას და ვერც რჩევას (თუ თვითონ არ მკითხა).

   არა და ქართული ხასიათიდან გამომდინარე ხომ ,რაიმეს კითხვა - "გრეხია".  ;)

  ხო და ფორუმზე უფრო ადვილია შენი აზრის გამოთქმა , ჩემებს, ლეგიონერებს არ სჭირდებათ ამ რჩევის მიცემა , რაც უნდა ახალგაზრდა იყოს უკვე საკმაოდ გამოცდილები არიან და ვფიქრობ ეს რჩევა უფრო ფორუმის ახალბედა მონადირეებს , ასე ვთქვათ დამწყებებს გამოადგებათ. ნუ თუ გაითვალისწინებენ  რა თქმა უნდა . ასე რომ მე ჩემსას გეტყვით მეგობრებო და გაითვალისწინებთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია.

      მაშ ასე , ნადირზე წასასვლელად ყველა ცდილობს წამოიღოს დანა . ეს გასაგებია. (ისე დანა ჯიბეში ან ქამარზე , მონადირეს მაშინაც უნდა ეკეთოს როდესაც თუნდაც მწყერზე მიდის). მაგრამ ზომა მეგობრებო ზომა  და ფორმა ძალიან ხშირად აბსოლუტურად გამოუსადეგარია. 

    ავიღოთ სიტუაცია როდესაც ტახზე მიდიხართ სანადიროთ. 

  ბატონებო თუ იმის იმედი არ გაქვთ რომ  გამოცდილებაც არ გყოფნით , ზუსტი სროლითაც მოისუსტებთ. მერწმუნეთ ამ შემთხვევაში დიდი მაჩეტეს იმედათ არ უნდა იყოთ. ამ ხნის კაცი ვარ და ჯერჯერობით ცივი იარაღით რომ ვინმეს ტახი განეგმიროს მე ჯერ არ მახსენდება. მაგრამ ტახისგან მიყენებული ტრამვები (ძალიან რბილად ვამბობ) საკმაოდ. ასე რომ ან ნადირობის მცოდნეს, გამოცდილ მონადირეს კარგი ნომერი შეარჩევინეთ რომ მაქსიმალურად ნაკლები იყოს თქვენ ნომერში ტახის , ბილიკიდან გადმოხვევის შანსი  და მითუმეტეს  თქვენზე  იერიში.

   არ ესროლოთ თქვენს პირდაპირ მდგომ ტახს , სანამ ე.წ. პროფილს არ დაინახავთ.(სანამ გვერდულათ არ შებრუნდება. არა და რაღაც მომენტში ,აუცილებლად შებრუნდება) .

      ასევე უნდა შეარჩიოთ (თუ გამოუცდელი ხართ) ისეთი ნომერი სადაც ახლოს ან კლდის ქიმი იქნება, ან ცოტა მოზრდილი ლოდი, ან ხე. ხე ისეთი უნდა იყის რომ შედარებით ადვილად აძვრეთ. მე მესმის რომ ქართველისთვის ცოტა თავმოყვარეობის ამბავია ხეზე  აძრომა ან ლოდზე შეხტომა, მაგრამ მერწმუნეთ ისევ ეს ჯობია  და ის რომ მშვიდათ გადატენოთ იარაღი და უკვე  ზეოდან ოდნავ მშვიდათ დაუმოიზნოთ , ვიდრე დიდი ხანჯლით ხელდახელ უშუალოდ შეებრძოლოთ დამფრთხალ და გავეშებულ ტახს. ასე რომ დიდი (მითუმეტეს უზარმაზარი ) დანების ტარებას არ გირჩევთ. ამას ვგულისხმობ წელზე შებმულ დანების კატეგორიაში , თორემ მანქანაში ან რუკზაკში რათქმა უნდა საჭირო საგანია. 

  ასე რომ დიდ დანები თავდაცვისათვისაც საეჭვოა რომ მოახერხოთ და გამოიყენოთ, და სუფრაზეც ძეხვის დასაჭრელად ხომ ისედაც მეგობრების სიცილს გამოიწვევს. 

   ისე დიდ დანებზე რომ ამდენი ვილაფარაკე დათვის გამოსახშირად ვიყავით რაჭაში ლიცენზირებულ ნადირობ აზე და იყო იქ 2-3   ძაან "ქუულ" მონადირეები , ოღონდ ასატყავებელი ბასრი დანები ქონდათ შებმული წელზე. რომ ვკიტხე რათ გინდათ მეთქი. ღიმილით გადმომხედეს და მეუბნებიან "ბაბუ ვაიდა ავაცილეთ აბა ნუგა კამფეტებით ხომ არ დავუხვდებითო" . ხომ გესმით ???? ეს ბრიყვები  დათვთან,  გასატყავებელი დანით "რუკაპაშნიში "  შერკინებას აპირებდნენ... პოლიციელი რომ ვყოფილიყავი "ნა ვსიაკი სლუჩი" შარდის ანალიზს მოვთხოვდი. შეიძლება მოწეული ქონდათ  მარა.....  სულმნათი ვაჟასი არ იყოს , მომკალი და არ გავდნენ "მოყმეებს - ვეფვებთან მორკინალებს"

:ki:

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ყურადღებით შეარჩიეთ როდის , რომელ ნადირობაზე, როგორი დანა ატაროთ.


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 349 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი

:good:  :bravo:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

ესეც გაგრძელება :

 

აპრეხილწვერიანი დანის პირი

 

ee1bae23fc36.jpg

 

842364b69736.gif

 

ed5280b71668.gif

 

 

ეს დანა წარმოადგენს მსუბუქი დანის პირს რომლის ზედა ანუ ბლაგვი პირი აპრეხილია ზემოთ. სახელი დაერქვა იმის გამო, რომ დანიზ წვერი აპრეხილია დანის ძირითადი ცენტრალური ღერძის მიმართ. 

 

ამ ტიპის დანებს ახასიათებს დიდი მოხრილი საჭრელი პირი( მუცელი) და ოპტიმალურია ჭრისა და გატყავებისათვის. ამ ტიპის დანებს გააჩნიათ ერთერთი ყველაზე ბასრი წვერი და გამოიყენება ზუსტი ჭრისათვის და გატყავებისათვის როგორც ცხოველის ასევე თევზეულის და იდეალურია ფილეს დასაჭრელად.

 

ამ დანის პირს ახასიათებს გარკვეული სირთულეები, მაგალითად თხელი და ბასრი პირის გამო მისი გამოყენება არ შეიძლება მყარ ზედაპირებზე ზემოქმედებისათვის რადგან გატყდება ან გაიღუნება. აგრეთვე მისი ქარქაშში ჩადება რთულია აპრეხილი წვერის გამო. 

 

ეს დანა არის მონადირე და მეთევზეების ერთერთი ყველაზე პოპულარული დანა. 

 

 

სატყავებელ-კაუჭიანი დანის პირი

 

00421c440f86.jpg

 

55b8bbc2a036.gif

 

8d47f905c8e1.gif

 

 

კაუჭიანი დანის ფორმა უფრო ფუნქციური სპეციფიკის მქონე დანაა ვიდრე ცალკეული დანის ფორმა, რადგან ის წარმოადგენს აპრეხილწვერიან სატყავებელ დანას დამატებული კაუჭით.

 

ეს დანა ხშირად გამოიყენება მონადირეების მიერ ცხოველის ადგილზე დამუშავებისათვის, მცირე ზომის ჭრილში თავსდება კაუჭი და ხდება ტყავის მარტივად გაჭრა. ამ კაუჭის მეშვეობით ნადირის მუცლის გაღება ხდება ისე რომ გაიჭრას მხოლოდ ტყავი და ბასრი ნაწილით არ მოხდეს კუნთისა და ნაწლავების დაზიანება , რამაც შეიძლება ხორცის ხარისხი დააქვეითოს. 

 

მისი ფორმის გამო ხშირად ძალიან ძნელია კაუჭის შიდა ნაწილის გალესვა, სხვა  მხრის ეს არის სპეციალიზირებული დანა და შეუდარებელია ნადირის გატყავებისას. 

 

 

შეჯამება 

როგორ ავარჩიოთ სანადირო დანა

 

 

სანამ დანის შეძენას გადავწყვიტავთ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შემდეგი კითხვები:

 

 

რაში გამოვიყენებთ დანას?

გატყავება, ფილეს მომზადება, ტოტების დაჭრა, კიტრიპამიდორის სალათის მომზადება :) [ ალბათ ყველაზე დიდ დროს დანების ამ საქმეში ატარებენ], ნადირის მონადირება და ნადირისგან თავდაცვა და ესეთი რამეები  :) [ ამას შევეშვათ რადგან, მხოლოდ ზღაპრებში და  ძველ რომაულ და არამარტო რომაულ ლეგენდებში გვხვდება]

 

 

 

რა ფუნქციებია აუცილებელი ჩვენი აქტივობისათვის?

 

ფიქსირებული დანის პირი - გამძლეა, ადვილად სამართავი, ყოველთვის მზად არის გამოსაყენებლად.

დასაკეცი დანა - კომპაქტური, უსაფრთხოა სატარებლად.

დანის პირის ფორმა - რა ფორმაა უფრო გამოსადეგი ჩვენი საჭიროებსათვის.

ერთი ხელით გაღება/დაკეტვა - ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც მეორე ხელი დაკავებულია.

მსხვილი დანის პირი - მძიმე სამუშაოების ჩასატარებლად.

მსუბუქი - არ არის დამამზიმებელი ჯიბეში ჩადებისას და საერთო ეკიპირების წონის შესამცირებლად.

სატყავებელი კაუჭი - მინდორში გასატყავებლად და გამოსაშიგნათ.

ხერხის პირი - მცირე ტოტებისა და ძვლების გასაჭრელად.

ერგონომიული დიზაინი - ხემში მყარაად და კმფორტულად ჩასადებად.

 

 

 

რა მასალებით არის დამზადებული? 

 

 

დანის პირის ფოლადი:

 

კარგი დანის პირი აერთიანებს ისეთ თვისებებს როგორიცაა ბასრი პირის შენარჩუნება, ჟანგვისადმი წინააღმდეგობა და გალესვის შესაძლებლობა.

ყველა ფოლადს ვერჩამოვთვლით და ამიტომ განვიხილოთ რამოდენიმე: 

 

420 მრკის ფოლადები წარმოადგენს უჟანგავ ფოლადს, ადვილად ილესება და საშუალოდ ინარჩუნებს სიბასრეს.

 

154 მარკის ფოლადი წარმოადგენს სპეციფიკურ შენადნოს რომელსაც გუფრო მეტი სიმტკიცე და ბევრად უფრო დიდი სიბასრის შენარჩუნების უნარი აქვს.

 

ს30V ვანადიუმის დიდი შემცველობის უჟანგავი ფოლადია და სიბასრის ძალიან მაღალი შენარჩუნების უნარი აქვს.

 

სახელრის მასალები :

 

რეზინა და მის ბაზაზე დამზადებული ხორკლიანი მასალები კარგი მოჭიდების საშუალებას გვაძლევს სველ პირობებში.

 

ხის და ლითონის სახელურები არის გამძლე და ესთტიურად მიმზიდველი.

 

კომპოზიტური მასალები გამძლეა და ერგონომიული

 

რა უსაფრთხოების ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს?

 

 

გვჭირება დანა რომელიც ფიქსირდება როგორც გაღებულ ასევე დაკეტილ მდგომარეობაში?

 

როგორი ჩაკეტვის მექანიზმი გვირჩევნია ჩვენი ნადირობის პირობებში?

 

ფიქსირებული დანის შემთხვევაში როგორი ქარქაში ჯობია? ( მაგალითად საკეტით ან მთლიანი დაფარვით, რომ არ ამოვარდეს)

 

როგორი დანის სახელურის მასალა და ფორმა გვირჩევნია უსაფრთხო გამოყენებეისთვის.

 

 

 

 

 

 


ჩამსწორებელი Abdula, 07 June 2016 - 01:54 PM.


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gelanika

gelanika

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 349 პოსტი
  • მისამართი:თბილისი.
  • წარმოშობა:იმერეთი


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mustafa

mustafa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 732 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:tbilisi

სალმი აბდულ, მეგობარო,

 

ძალიან საინტერესოა, მადლობა



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36538 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზლატოუსტის ცნობილი ქარხანა(1851) ელიტარულ ცივ იარაღს აწარმოებს. როგორც ამბობენ ქართველი ოსტატის ტექნოლოგიებით დაიწყეს აქ თავის დროზე განთქმული ''ბულატი''-ს წარმოება. იყენებ ზლატოუსტურ 110x18M დაand 40x10C-2M ფოლადს, რომელებიც ATS-34 და 440c-ს მსგავსია. ტარში იყენებენ სხვადასხვა ხის მასალას, მათ შორის არყს. ზლატოუსტის დანებს მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს.

http://klinok.zlatof...ategory_72.html

მიმაგრებული ფაილი
  • 5c03f4608fbc.jpg
  •  

 


53c8c0d32f03.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 593 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

საღოლ აბდულ მაგარია:) ბაბუ სურათებს არ ხსნის არადა მაგარი დამაინტრიგებელია :(



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Alex

Alex

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 103 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერეთი

ძალიან მაგარი პოსტია აბდულ! არც ვიცოდი თუ ეგეთი კლასიფიკაცია ერსებობდა დანების)))



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აბდულა მშვენიერი სტატიაა....

ახლა გადავავლე ჩემს დანებს თვალი და კლასიფიკაციის მიხედვით დავალაგე :)







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი