Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share
Abdula

Abdula

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

დიდი ხუთეული 

 

a2da71f1903a.jpg

 

აფრიკაში დიდ ხუთეულს წარმოადგენს აფრიკული ლომი, აფრიკული სპილო, აფრიკული კამეჩი, აფრიკული ლეოპარდი და თეთრი/შავი მარტორქა. ამ ცხოველებზე მონადირეებმა ტერმინი დიდი ხუთეული შეარქვეს ყველაზე ძნელ და სახიფათო მოსანადირებელ ნადირთა ჯგუფს. დღესდღეისობით ეს ტერმინი იხმარება საფარის ტუროპერატორების მიერ მარკეტინგული მიზნებით. დიდი ხუთეულის ცხოველები შეირჩა მათზე ნადირობის სიძნელითა და საშიშროების მიხედვით და არა მათი ზომის გათვალისწინებით.

 

დიდი ხუთეულის ყველა წევრი ბინადრობს შემდეგ ქვეყნებში: ბოცვანა, ზამბია, უგანდა, ნამიბია, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა, კენია, ტანზანია, ზიმბაბვე, კონგოს დემოკრატიული სახემწიფო და მალავიში.

 

აფრიკული სპილო

 

096a9998743f.jpg

 

აფრიკული სპილო  (Loxodonta africana) არის ძალიან დიდი ბალახისმჭამელი ცხოველი სქელი და თითქმის უბალნო ტყავით, მოქნილი ხორთუმით და დიდი ეშვებითა და დიდი ყურებით. არის ორი სახეობის სპილო: აფრიკული ტყის სპილო და უფრო დიდი ზომის აფრიკული სავანის სპილო. სპილო ძალიან ძნლი მოსანადირებელია რადგან მიუხედავად დიდი ზომისა საკმაოდ კარგად იმალებიან მაღალ ბალახში და უმეტეს შემთხვევაში უტევენ მონადირეს.

 

შავი მარტორქა

 

72423780ce5d.jpg

 

დიდი ზომის სქელკანიანიბალახისმჭამელია, რომელსაც ერთი ან ორი ზემოთამართული რქა აქვს ცხვირის თავზე. დიდ ხუთეულზე მოანდირეთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა დღესდღეობით განსაკუთრებული საშიშროების წინაშე დგას მათუ რიცხვი. 

 

აფრიკული კამეჩი

 

3fdeda939e03.jpg

 

არის დიდი ზომის ძუძუმწოვარი მცოხნავი ჩლიქოსანია. აფრიკაში უფრო მეტი მონადირე კვდება მათ მიერ ვიდრე ყველა სხვა მტაეცბლისგან. აფრიკის მკვლელებს მიეკუთვნება ბეჰემოტი და ნიანგი, თუმცა მათ ანგარიშზე უფრო მეტი არამონადირეეა.

 

 

კამეჩი მიიჩნევა როგორც ყველაზე საშიში დიდ ხუთეულში, დაჭრილი ცხოველი უსაფრდება და უეცრად ესხმის თავს მონადირეებს.

 

 

 

აფრიკული ლომი

 

61bab3da9826.jpg

 

დიდი ზომის კათისებრთა წარმომადგენელია. ლომი ბინადრობს აფრიკასა და ჩრდილოდასავლეთ აზიაში. აფრიკაში ლომზე ნადირობა საკმაოდ საშიშია რადგან ლომი პროვოცირების გარეშე ესხმის თავს. სავანაში ლომი ბინადრობს მაღალბალახებსა და ბუჩქებში , რაც კარგად ფარავს მათ. ისინი ნადირობენ ჩასაფრებით და უმეტეს შემთხვევაში უპირისპირდებიან მოწინააღმდეგეს.

 

ლომზე ნადირობენ სამი მეთოდით: სატყუარით, მიდევნებით და მორეკვით . ნადირობის მეთოდი განისაზღვრება კანონით, ლომების რაოდენობით ტერიტორიაზე, ლანდშაფტითა და მონადირის პრეფერენციების მიხედვით.

სატყუარით ნადირობისას მონადირე იმალება ბუნებრვ ან ხელოვნურ საფარში. წინასწარ რომელიმე ჩლიქოსანს მოინადირებენ და იყენებენ სატყურად. სატყუარს კიდებენ ხეზე იქ სადაც ხშირად მოძრაობენ ლომები, ხშირად ეს წყალსაცავთან სიახლოეშია. სატყარას ამოწმებენ თუ შეიმჩნევა ლომის სტუმრობა და მონადირე ელოდება ადრე საღამოდან ადრე დილამდე დაახლოებით 30-50 მეტრის სიშორეზე მოყყობილ სამალავში.

 

მიდევნებით ნადირობისას ათვალიერებენ ახალ ექსკრიმენტებს და აღმოჩენის შემთხვევაში მიყვებიან ბილიკებს სანამ არ აღმოაჩენენ ლომს. შემდეგ ცდილობენ რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდნენ და სასროლად მოსახერხებელი პოზიცია დაიკავონ. ამგვარი ნადირობა ძირითადად დღის შუქზე ხდება რათა შესაძლებელი იყოს ნადირის დანახვა, რომელიც ამ პერიოდში ძირითადა ისვენებს. ღამის ნადირობა ელექტრო ფარებით თითქმის ყველგან აკრძალულია კანონით. ღამით მონადირებული ნადირი არ რეგისტრირდება კლუბების მიერ როგორც ტროფეი და მიიჩნევა ბრაკონიერობად საფარი კლუბ ინთენრეშენალის მიერ.

 

მორეკვით ( დღესდრეობით ყველაზე არაპოპულარული მეთოდი) ნადირობისას გამოიყენება ძაღლები, როგორც წესი მდევრები და მებრძოლი გუნდები. მონადირეთა გუნდი ათვალიერებს ტერიტორიას და როგორც კი შეამჩნევენ კვალს , მაშინვე მიადევნებენ ძაღლებს რომელნიც ყნოსვით აგნებენ ნადირს, შენდეგ კი ცდილობენ შეაკავონ ერთ ადგილას სანამ მონადირეეები არ მოვლენ. ეს მეთოდიც გამოიყენება დღის სინათლეზე, ლომი ძირითადად ერთ ადგილას დგას და გაქცევის მაგივრად ებრძვის ძაღლებს.

 

აფრიკაში ხშირად ანადირებენ ლომებზე რომელნიც გალიებში ყავთ და სპეციალურად უშვებენ შემოღობილ ადგილას, ხანდახან პრეპარატებს უკეთებენ რათა შენელდეს. უმეტესად კლიენტ მონადირეს ამას უმალავენ. ბევრი მონადირე ამას არაეთიკურ და არასამართლიან ნადირობად მიიჩნევს.

 

ლომს თხელი ტყავი აქვს და არ საჭიროებს დიდი კალიბრის თოფს. აგრეთვე მათ ჰიდროსტატიკური შოკისადმი სისუსტე გააჩნიათ ( როდესაც ტყვიის სიჩქარე 900 მეტრ წამს აღემატება). ლომზე ნადირობისათის მინიმუმ .300 ვინ მაგის კალიბრია საჭირო. ბევრი ქვეყნის კანონი მოითხოვვს მინიმუმ .375 ჰოლანდ ჰოლანდს ან 9.3*62 კალიბრს. ზოგიერთ მონადირეს დაზღვევის მიზნით 12 კალიბრიანი ნახევრად ავტომატი მიაქვს მსხვილი კარტეჩით დამუხტული. 

 

აფრიკული ლეოპარდი

 

1909413cbf5c.jpg

ზომის კატისებრთა მტაცებელია, რომლის შეფერილობაც ხან ღიაფერის და შავი კოპლებიანია , ხან კი მთლიანად შავი. დიდი ხუთეულიდან ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ლიცენზია სცორედ ლეოპარდზეა. ლეოპარდი ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია რადგან ის ღამის ცხოველია და ძალიან ფრთხილი. ისინი ადამიანების დანახვაზე უმალვე იმალებიან. ლეოპარდი მარტოხელა ცხოველია და ძირითადად ღამით ნადირობს. მასზე ნადირობის მეთოდებია იგივეა რაც ლომზე.

 

72215205910f.jpg

 

ლეოპარდზე ნადირობა საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს ოითხოვს, ხშირად ერთთვიანი ცდის შემდეგაც კი ვერ ხერხდება მისი სასროლ მანძილზე დანახვა.

მამალი ლეოპარდი მამალ ლომზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებია, ის დიდ ხუთეულში ყველაზე პატარა ზომისაა და დაახლეოებით 90 კილოგრამს იწონის.

 

არის მცდელობა რომ ლეოპარდზე ნადირობა შეცერდეს რადგან ის ძალიან ცოტა რაოდენობითაა ბუნებაში.

 

კონსერვაციის სტატუსი

 

595c8ab14c2f.png

 

აფრიკული ლომი და სავანის სპილო კლასიპიცირდება როგორც საფრთხის წინაშე მყოფნი. ლეოპარდი და თეთრი მარტორქა კი კლასიფიცირდება როგორც გადაშენების პირას მყოფი. შავი მარტორქა და ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა კი კრიტიკულად საფრთხის წინაშე და მათზე ნადირობა ძალიან შეზღუდულია. აფრიკული კამეჩი ყველაზე მეტად გავრცელებულია, მაგრამ ზოგიერთ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რაოდენობა მცირდება ბრაკონიერობისა და ურბანიზაციის გამო.  


ჩამსწორებელი Abdula, 31 May 2016 - 04:21 PM.


#2 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3701 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ვაა აბდულა ნელ ნელა ბრუნდება საინტერესო სტატიებით 

 

 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბდულ ჯიგარი ხარ. ერთ ამოსუნთქვაზე გადავიკითხე.


53c8c0d32f03.jpg


#4 Share
Berikakha

Berikakha

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 102 პოსტი
  • მისამართი:აბაშიძის #51
  • წარმოშობა:რაჭა



#5 Share
Berikakha

Berikakha

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 102 პოსტი
  • მისამართი:აბაშიძის #51
  • წარმოშობა:რაჭა

ეს არის ეს შავი მარტო რქა, ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ცხოველია, თავის ხასიათით და ტრადიციებით, დღისით უჟმური და უხასიათო სულ ცალ ცალკე დადიან ღამე კი რასაც შვებიან ვიდეოზე ნახავთ 



#6 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3954 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:მე მაინც ვერ ხვდები მუღამს რატო უნდა მოკლა მაგ ხუთIდან რომელიმე. 



#7 Share
ლევან

ლევან

    დელეგატი

  • გამგეობის წევრი
  • 1682 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდის აგარაკები, "ბ" ზონა. ბ#63
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მანტის მეც არ ვესვრი სპილოს :0024:  :0024: , ლომს, მარტორქას. აი, კამეჩს იცოცხლე გავიმეტებდი



#8 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3954 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კამეჩი ძროხაა მაინც რა და ეგთემაა კამეჩს მეც დავკლავ :D



#9 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33243 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვა მარტორქები როგორი სხვანაირები ყოფილან , ნამდვილად არ ვიცოდი..


53c8c0d32f03.jpg






საკვანძო სიტყვები: აფრიკა, დიდი ხუთეული, ლომი, სპილო, ლეოპარდი, კამეჩი, მარტორქა, ნადირობა, ბრაკონიერი, .375, სავანა

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 0 წევრს: