Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

10 აშკარა ფაქტი, რომლის დაიგნორება უყვართ ნადირობის მოწინააღმდეგეებს

ნადირობა განვითარება ინფორმაცია ბუნების დაცვა ბიომრავალფეროვნება საინტერესო

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

10 აშკარა ფაქტი, რომლის დაიგნორება უყვართ ნადირობის მოწინააღმდეგეებს ( ამერიკის რეალობიდან )

 

1. ნადირობის დიდმა მოყვარულმა ( როგორც იტყვიან заядлый охотник) თეოდორ რუზველტმა შექმნა 93 მილიონი ( ! ) ჰექტარი ნაციონალური პარკები რის მეშვეობითაც დღემდე დაცულია გარეული ცხოველები და მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს და ისიამოვნოს ტყეებითა და მინდვრებით.

 

 

 

anti-hunters-yellowstone-toursimprofile.

Tourism Profile

 

2. 11 პროცენტიანი გადასახადით იარაღზე და ამუნიციაზე წლიურად გროვდება 371 მილიონი დოლარი რაც ხმარდება კონსერვაციის პროგრამებს და ადამიანების დასაქმებას.

 

3. ნადირობა და თევზაობა ასაქმებს 680 000 ადამიანს; ესენია ეგერები, რესტორნის მიმტანები, ბიოლოგები, სასტუმროს თანამშრომლები და სხვა.

 

   

4. ლიცენზიებისა და სხვა გადასახადებით მონადირეები იხდიან 796 მილიონ დოლარს წელიწადში რაც ველური გარემოს კონსერვაციის პროგრამებს ხმარდება, სხვა სიტყვებით მონადირეები არიან გარემოს დაცვის ხერხემალი და მონადირეების არ ყოფნის შედეგეად ეს პროგრამები არ განხორციელდება.

 

 

steiner-optics-anti-hunter.jpg

Steiner Optics

5. თუ შევაჯამებთ ყველა გადასახადს, იქნება ეს ლიცენზირების, გადასახადები და სხვადასხვა მოსაკრებლები, ჯამში წლიურად 1.6 მილიარდი დოლარი გროვდება მონადირეებისგან. 6. საუკეთესო გზა ვიკვებოთ ჯანსაღი ორგანული საკვებით ეს არის ნანადირევი. ნოზლერმა ( უდიდესი ტყვიაწამლის მწარმოებელი) მოკლედ თქვა: გინდა იკვებო ჯანსაღად - ისროლე ნოზლერი :) 

გარდა იმისა რომ ნანადირევი ჯანსარია და ბუნებრივია, ის ჭარბად შეიცავს პროტეინებს და სხვა ღირებულ საკვებ ნივთიერებებს.

Nutritional-Infographic-1-1.jpg

7. გასულ საუკუნეში ლოსი, თეთრკუდა ირემი, ინდაური და იხვი ათასობიდან მილიონობით ერთეულებამდე გამრავლდა მონადირეებისა დახმარებითა და მონადირეების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამების საშუალებით. თუ ანტიმონადირე ხმას ამოიღებს კარგი იქნება ამ სტატისტიკას თუ გაეცნობა.  8. მონადირეები თვალყურს ადევნებებენ საშიშროების პირას მყოფ ცხოველებს და აკონტროლებენ სხვადასხვა ცხოოველების რაოდენობას რათა მათი რაოდენობა შესაბამისობაში იყოს ჯანსაღი თანაცხოვრებისათვის.

9. ზამბიაში სპორტული ნადირობის შედეგად წლიურად დაახლოებით 600 ათასი დოლარის ღირებულების 143 ტონა ხორცი მიეწოდება აგრარულ სოფლებს. აგრეთვე სახიფათო მტაცებელი ცხოველების ამოღებით იზრდება სოფლად მაცხოვრებელთა უსაფრთხოება.

10. და ბოლოს არცერთი ნამდვილი მონადირე არ უნდა იბოდიშებდეს იმისათვის თუ ვინ არის! ყველა მონადირემ უნდა შეეცადოს რომ იყოს რაც შეიძლება საუკეთესო ბუნების დამცველი, ეთიკური მონადირე, პატივისცემითა და პასუხისმგებლობით მოექცეს ბუნებას და იყოს ამაყი ჯანსაღი ტრადიციების დაცვისათვის. 

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 575 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

კარგია აბდულ  :bravo:  :bravo:  :bravo:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4008 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მეათე პუნქტი განსაკუთრებით , აბდულ საღოლ


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4800 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესოა იგივე სტატისტიკა საქართველოს მაგალითზე...მოსაკრებელზე და კონკრეტულად რას ხმარდება...გარდა სოც. პროექტებისა..



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე აბდულ გაიხარე. ეს გრანტიჭამია ბ რიყვები რომლებიც მარტო იმიტომ წივიან და კივიან რომ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ დაფინასებისათვის.

ცნობისთვის ერთერთმა ასეთმა უფლებადამცველმა , პირდაპირ ბითურობის მაქსიმუმი გამოავლინა. ფლაი ფიშინგის ამბავში (გაშოლტვით თევზაობა) ასეთი რამე დაწერა , სულ ცოტა ხანში მივაღწევთ იმას რომ პასუხი მოგეტხოვებათ თქვენ სადისტურ თევზაობის მეთოდძე რომ ცემით კლავთ თევზებსო.

ნუ ამისთანა სირბანჯო რომ გამოვა და კიდევ შენდაგიწყებს მორალზე ლექციების კითხვას , უბრალოდ მე ამას ჩემ ღირსების შელახვად ვთვლი ასეთ ბითურს რომ პასუხი გასცე


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

აინშტაინმა თქვა: "ჩემის აზრით ორი რამ არის უსაზღვრო - სამყარო და ადამიანის სიბრიყვე, თუმცა დაწმუნებული არ ვარ სამყაროს შესახებ" 

ჭკვიანი კაცი იყო ცხონებული :) 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36296 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აინშტაინმა თქვა: "ჩემის აზრით ორი რამ არის უსაზღვრო - სამყარო და ადამიანის სიბრიყვე, თუმცა დაწმუნებული არ ვარ სამყაროს შესახებ" 

ჭკვიანი კაცი იყო ცხონებული :)

:bravo: სად ხარ აბდულ . მომენატრე  შე ოხერო


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი