Jump to content

სურათი

ბირთვისის ციხე

კულტურა სიძველეები ციხე სიმაგრეები კუთხე

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

300px-Birtvisi._Sheupovari_tower_%28Phot300px-Birtvisi_%28Photo_A._Muhranoff%2C_

ბირთვისი – ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლშიალგეთის ხეობაში (ახლანდელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ფარცხისის აღმოსავლეთით 6 -7 კილომეტრზე.

ციხისკენ მიმავალ გზას მივყავართ ვიწრო კარამდე. შიგნით, ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე, პატარა ეზო იქმნება. აქედან იწყება ციხე. მაგრამ ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი ციხე, რომელსაც გალავანი და კოშკები შემოფარგლავს. აქ მაღლა აზიდულ მთებით შემოფარგლულ დიდ ტერიტორიაზე შემოსასვლელის დონის ქვემოთ კლდოვანი და წვეტიანი მთებია გაფანტული. აქედან, ამ წვეტიანი მთების ძირები ისე ღრმადაა, რომ ზემოდან ძლივს მოჩანს. ციხის ამგებს სწორედ ეს ბუნებრივი სიმაგრე შეურჩევიათ. ამის შემდეგ მათ დიდი მუშაობა ჩაუტარებიათ ყველა გასასვლელის და საეჭვო ადგილების ხელოვნურად გამაგრებისათვის. ყველა საჭირო ადგილი კედლითაა გადაკეტილი და თავდაცვისათვის მოწყობილი. შესასვლელთან მაღლობზე სათვალთვალო ცილინდრული კოშკი ე. წ. „შეუპოვარი“ დგას. რომლის კედლები სათოფეებითაა აღჭურვილი. ეს კოშკი, როგორც ეტყობა, გვიან პერიოდშია შექმნილი, მაგრამ სხვაგან გვხვდება გაცილებით უფრო ადრეული ფენები.

ისტორია

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მაგრამ იგი გაცილებით ადრე უნდა იყოს წარმოქმნილი. მას სიმაგრის მნიშვნელობა XVIII ს. ბოლომდე არ დაუკარგავს და აუღებლად ითვლებოდა.

ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი ერთგან წერს:

15px-Wikiquote-logo.svg.png „ბირთვისის ციხის ომი, ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ“.“

თემურ-ლენგი ერთ-ერთი შემოსევის დროს მიადგა ბირთვისის ციხეს, რომელიც „იყო დიდად განმაგრებულ“.

15px-Wikiquote-logo.svg.png „„ხოლო სპანი ლანგ - თემურისანი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭვუნვარე იყვნეს და უარჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე“.“

თემურ-ლენგს, რომლის წინაშე მთელი აზია თრთოდა და აუღებელი ციხე არ დარჩენია, ცხადია, აქაც არ შეჩერებულა და ჯარი იერიშზე გადაიყვანა. მეციხოვნეები გამოუხდნენ, მტერი გააქციეს და ისევ შებრუნდნენ. გაბოროტებულმა თემურმა მთელი ჯარით ალყა შემოარტყა და

15px-Wikiquote-logo.svg.png „აღუშენა გარემოს ციხეები საფრად... და თვით მიადგა წინა კერძო ბჭესა მის ციხისასა, და მუნცა აღაშენა ცახე.“

ამასთანავე, გასცა ბრძანება ეწარმოებინათ შეუპოვარი ბრძოლა. ამ ხერხმაც ვერ გასჭრა. პირდაპირი გზით, რომ ვერაფერი გააწყვეს სხვა გზა მოძებნეს. ვიღაცის საშუალებით გაიგეს ციხის სუსტი ადგილი, დაამზადეს თოკის კიბე და ვინმე "მეგვიპტელის" საშუალებით კლდის წვერზე მოაბეს და ჩუმად შეიპარნენ.

 

ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საოცარი ციხეა თავისი არანაკლებ საოცარი ისტორიით, მოინახულებდა კაცი, რა თქმა უნდა, თუ მივუდგებით ))



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

რაჭველ 3 კილომეტრია ფეხით სავალი ამგ ტბისიდან და იქვეა 







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?