Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

ტამპლიერები

DVD-Knight.png

    ტამპლიერთა ორდენის შესახებ დღესაც მთელი ლეგენდები დადის. შემთხვევითი როდია, რომ ამ ორდენზე არაერთი ცნობილი მწერალი წერდა. უოლტერ სკოტმა ტამპლიერები თავის “აივენგოში” გამოიყვანა. უილიამ მაკ-გივერნის ერთ-ერთი ისტორიული დეტექტივი ტამპლიერთა ორდენს ეძღვნება. მსგავსი თემა ოსტატურადაა გაშუქებული სეიტე მაცუმოტოს რომანებში. ტამპლიერთა თავგადასავლებზე არაერთი ფილმია გადაღებული. რას წარმოადგენდა სინამდვილეში ტამპლიერთა ორდენი? რა კვალი დატოვა მან ისტორიაში? ასკეტები თუ თვალთმაქცები? სიტყვა “ტამპლიერი” ტაძარს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ რაინდებს, რომლებიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იერუსალიმის მეფემ სოლომონ მეფის ტაძრის ნაცვლად აგებულ ციხე-კოშკში დაასახლა. შემდგომში ამ რაინდებმა სამხედრო-რელიგიური ორდენი დააარსეს. მათი მიზანი იყო სალოცავად მიმავალთა დაცვა. ორგანიზაციულად ეს 1118 წელს გაფორმდა. ამ ორდენის წევრებს “ტამპლიერები” ან “ტაძრის რაინდები” უწოდეს. ტამპლიერები მკაცრი დისციპლინითა და ასკეტიზმით გამოირჩეოდნენ. ყოველ შემთხვევაში, რეპუტაცია კარგა ხანს ასეთი ჰქონდათ. ორდენის წევრი ყველა რაინდი ბერობის აღქმას დებდა. ამიერიდან მას არა მხოლოდ ქორწინება ან ქალთან ურთიერთობა ეკრძალებოდა, არამედ ის უარს ამბობდა ყველა თავის ნათესავზე. ორდენის წევრს ასკეტური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, მისი სამოსიც უბრალო უნდა ყოფილიყო. თუ სიკვდილისას ორდენის წევრს ჯიბეში ფულს ან ოქროს უპოვიდნენ, მას, სასაფლაოს ნაცვლად, განსაკუთრებულ განაპირა ადგილას მარხავდნენ, იქ, სადაც თვითმკვლელებს კრძალავდნენ ხოლმე. ტამპლიერებს გააჩნდათ თავისი დაზვერვა და კონტრდაზვერვა, საბრძოლო მომზადების სკოლა. ბრძოლისას ისინი არნახული სიმამაცით გამოირჩეოდნენ… ორდენის სტრუქტურა მარტივი იყო: რაინდები, მღვდლები და სერჟანტები. ამ უკანასკნელთა რიცხვში შედიოდნენ საჭურველმტვირთველები, მოსამსახურენი, ჯარისკაცები. რაინდად კურთხევის უფლება მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სერჟანტებად კი შეიძლებოდა მდიდარი ქალაქელებიც ყოფილიყვნენ. ტამპლიერები ჯვაროსნულ ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, რაც ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. – ტამპლიერებმა ამ დროს ხელთ დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს, – წერს დიდი პოლონელი მწერალი ჰენრიკ სენკევიჩი, – ეს ორდენის გამდიდრების ძირითადი წყარო გახდა. მეორე წყაროს კი, შემოწირულობები წარმოადგენდა. მეფეები, პრინცები, ჰერცოგები ორდენს ხალისით უწყალობებდნენ ფულს, ოქროს, მთელ სოფლებსაც კი. შედეგად, ორდენი გადაიქცა მძლავრ ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ტამპლიერთა ეროვნული შემადგენლობა ჭრელი იყო. თავდაპირველად, იქ მხოლოდ ფრანგები შედიოდნენ. შემდგომში, როცა ორდენი გაძლიერდა, მან გაიჩინა ფილიალები ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში. მის წევრთა შორის გაჩნდნენ ინგლისელები, გერმანელები, იტალიელები. – ფულმა და ძალაუფლებამ ტამპლიერებს ცუდი სამსახური გაუწია, – წერს სენკიევიჩი, – თუ თავდაპირველად ორდენი მართლაც ასკეტური და რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა, შემდგომში ეს ასე აღარ იყო. ოფიციალურად ორდენის პრინციპები არ შეცვლილა, თუმცა, გაჩნდა განსხვავება რეალურ ცხოვრებასა და ოფიციალურ დებულებას შორის. გაჩნდა ფული და ორდენის წევრებმა ფუფუნებით დაიწყეს ცხოვრება, აიშენეს მდიდრული ციხე-კოშკები, ჰყავდათ უამრავი საყვარელი, სვამდნენ ღვინოს და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდნენ. ფეოდალ-ტამპლიერები აუპატიურებდნენ გლეხის გოგონებს. მეტიც, ისინი აიძულებდნენ მათ საკუთრებაში მყოფ გლეხებს, კუთვნილ გადასახადთან ერთად, მათთვის გასართობად ცოლები, დები თუ სხვა ახლობლები მიეცათ. ვინც არ დაემორჩილებოდა, მათ “ტაძრის რაინდები” უსასტიკესად სჯიდნენ. – კანონით ასეთი საქციელი აკრძალული იყო, თუმცა, ტამპლიერები უკვე არავითარ კანონს აღარ სცნობდნენ, – წერს დიდი ესპანელი დრამატურგი ლოპე დე ვეგა, ავტორი უკვდავი პიესისა “ფუენტე ოვეხუნა”. ამავე დროს, ტამპლიერებმა ურთიერთთანადგომა შეინარჩუნეს. ორდენის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ორდენზე თავდასხმას ნიშნავდა, ამ შემთხვევაში ყველა წევრი, როგორც ერთი ადამიანი, იარაღით ხელში გამოდიოდა. ამრიგად, ფორმალურად ასკეტური ორდენი, ფაქტიურად სამხედრო კასტად გადაიქცა, რომელიც ომობდა, ძარცვავდა, შემდეგ ამ ნაძარცვს იყოფდა და ცხოვრების ყველა სიკეთით ტკბებოდა. რატომ განრისხდა რომის პაპი? სანამ ჯვაროსნული ომები მიმდინარეობდა, ტამპლიერთა არსებობა გამართლებული იყო, რადგან ორდენი ამ ომებში აქტიურად მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, იერუსალიმის გამოხსნის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ხანგრძლივ სისხლისმღვრელ ბრძოლებში სასწორი ბოლოსდაბოლოს მუსულმანთა მხარეს გადაიხარა. ევროპელმა მონარქებმაც გადაწყვიტეს, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებზე უარი ეთქვათ. ასეთ ვითარებაში ტამპლიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟაკ დე მოლემ გადაწყვიტა, იერუსალიმზე ლაშქრობა დამოუკიდებლად მოეწყო. მიუხედავად მის ხელთ არსებული მწირი ძალებისა, დე მოლემ 1299 წელს იერუსალიმზე შტურმი განახორციელა და ამ ქალაქის აღება შეძლო, მაგრამ მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა. ხანგრძლივი, მომქანცველი ბრძოლების შემდეგ, ტამპლიერები იძულებულნი გახდნენ, იერუსალიმი დაეტოვებინათ. მალე მუსულმანთა არმიამ იერიშით აიღო ქალაქი აკრი, სადაც ტამპლიერთა ორდენის ცენტრი იყო განთავსებული. – მიუხედავად ამისა, ტამპლიერებმა შეძლეს ბრძოლის დროს მოპოვებული ნადავლის გადარჩენა და კვიპროსში გადავიდნენ, – წერს დიდი უნგრელი მწერალი მორ იოკაი, – ამიერიდან ორდენის ცენტრიც კვიპროსი გახდა. ევროპაში ტამპლიერთა სახით ორგანიზებული ძალის გამოჩენამ ბევრი დააფრთხო. ტაძრის რაინდთა აღვირახსნილობის შესახებ ყველამ კარგად იცოდა. “მათ ომისა და ძარცვის მეტი არაფერი შეუძლიათ!” – ამბობდა ყველა. ტამპლიერთა ალაგმვაც არაერთმა მონარქმა მოითხოვა. რაინდებს დამცველად საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი მოევლინა. მას მხარი რომის პაპმაც დაუჭირა. – პაპს სურდა, რაინდები ბერძნული ეკლესიის იმ ნაწილის მომხრეთა წინააღმდეგ გამოეყენებინა, რომლებიც მას განუდგნენ, – წერს რუსი ისტორიკოსი ბანტიშ-კამენსკი. პაპმა და ფილიპ IV-მ დააფინანსეს ლაშქრობა ე.წ. განდგომილთა წინააღმდეგ. პირველ ბრძოლებში ტამპლიერებმა წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ შემდგომ წინსვლაზე უარი განაცხადეს. ისინი იმ ბერძენი პრინცების სამფლობელოებს დაესხნენ, რომლებიც კათოლიკები იყვნენ და პირწმინდად გაძარცვეს. – ასეთმა აქციამ პაპი განარისხა, – წერს ბანტიშ-კამენსკი. ამიერიდან პაპიც ორდენის ალგმვას მოითხოვდა.

 

 

აღსასრული

 

 

      ამრიგად, პაპიც ტამპლიერთა მტრად გადაიქცა. ერთადერთი ხელმწიფე, რომელიც ორდენს იცავდა, საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი გახლდათ. პაპი ამან გააოცა. მაშინ ფილიპ IV-მ რომში საგანგებო ელჩი აფრინა. ის პაპს შეხვდა და განუცხადა: – მისი უდიდებულესობა საფრანგეთის მეფე ორდენის განადგურებას აპირებს. საამისოდ, აუცილებელია როგორც ძალით, ისე ეშმაკობით მოქმედება! მეფეს თქვენი კურთხევის მიღება სურს. პაპმა ორდენის განადგურება არა მხოლოდ აკურთხა, არამედ დახმარებაც აღუთქვა. პარალელურად, საფრანგეთის ელჩი ორდენის დიდ მაგისტრს ჟაკ დე მოლეს ესტუმრა. ელჩმა მას განუცხადა: – მისი უდიდებულესობა საფრანგეთის მეფე გთავაზობთ, რომ ორდენის ცენტრი მის ქვეყანაში გადაიტანოთ. მისი უდიდებულესობა ყოველგვარ დახმარებას გპირდებათ, მათ შორის იმასაც, რომ მალე ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობას დააფინანსებს. – როგორ? – გაიღიმა მაგისტრმა, – რამდენადაც ვიცი, საფრანგეთის ხაზინა ცარიელია! – სწორია! ამიტომაც მეფეს მისივე აზნაურები აუჯანყდნენ. საფრანგეთის მეფეს ძალიან გაუჭირდა და თქვენი დახმარების იმედი აქვს. ეს ლოგიკურად ჟღერდა. საფრანგეთის ხაზინა ცარიელი იყო, მეფესაც აზნაურები უჯანყდებოდნენ. მიუხედავად ამისა, დე მოლე პარიზს საგანგებოდ ეწვია. ფილიპე IV-სთან საუბრისას ის დარწმუნდა, რომ მეფეს რაინდთა დახმარების იმედი ჰქონდა. – სინამდვილეში ფილიპე IV ორდენის სიმდიდრის ხელში ჩაგდებას ესწრაფოდა, – წერს უოლტერ სკოტი. მალე დე მოლემ ორდენი ფაქტიურად პარიზში გადაიტანა. კვიპროსზე არსებული ქალაქი მხოლოდ ფორმალური ცენტრი იყო. დე მოლემ პარიზში ახალი ციხე-სიმაგრე ააშენა. საფრანგეთში განთავსდა როგორც ორდენის ძირითადი ძალა, აგრეთვე მისი მთელი ხაზინაც. ფილიპე IV კმაყოფილებით ისრესდა ხელებს. მეფე მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რათა ტამპლიერებისათვის დაერტყა. -ეს მომენტი 1307 წელს დადგა, – წერს უოლტერ სკოტი, – როცა ფრანგულმა ჯარებმა ღამით უეცრად ტამპლიერებზე იერიში მიიტანეს. რაინდები ამას მოუმზადებელნი შეხვდნენ. უმრავლესობა მათგანი მეფის ჯარების ხელთ აღმოჩნდა. დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე დაატყვევეს. ფილიპე IV-ის ხელში აღმოჩნდა ტამპლიერთა მთელი ხაზინაც. -იმავდროულად, პაპმა გამოსცა მიმართვა, სადაც ტამპლიერებს აღვირახსნილ ცხოვრებასა და ფარისევლობაში ადანაშაულებდა, – წერს უოლტერ სკოტი, – შედეგად, მთელ ევროპაში ტამპლიერთა მასობრივი დევნა დაიწყო. საფრანგეთის, იტალიის, კვიპროსის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ტამპლიერი დააპატიმრეს. ინგლისის მეფე თავდაპირველად თავს იკავებდა, თუმცა, შემდეგ, ორდენის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომები მაინც განახორციელა. ყველაზე ლმობიერი ისევ გერმანელი მონარქი ჰენრიხი აღმოჩდა. მან უბრალოდ ორდენის დაშლის ბრძანება გამოსცა, მასობრივი დაპატიმრებებისგან კი თავი შეიკავა. – ასეა თუ ისე, ორდენი განადგურებული იყო, – წერს ბანტიშ-კამენსკი, – დიდი მაგისტრი და მისი დაახლოებული პირები დააპატიმრეს. ფრანგებმა ორდენის მთელი ხაზინა და სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში. დაპატიმრებული ტამპლიერები სასტიკად აწამეს. ამის შემდეგ მათ აღიარეს ისეთი დანაშაულიც კი, როგორიცაა ჯადოქრობა და ჰომოსექსუალიზმი. საბოლოოდ ყველაფერს წერტილი 1314 წელს დაესვა, როცა ჟაკ დე მოლე კოცონზე დაწვეს. ასეთი იყო სხვა რაინდების ბედიც. – ამრიგად, ორდენი განადგურდა, – წერს უოლტერ სკოტი, – მისი სიმდიდრე კი ფილიპე IV ლამაზმა მიითვისა.

 

 

ეპილოგი

 

 

          ტამპლიერთა ორდენის განადგურებისთანავე, დაირხა ხმები, რომ ორდენი იატაკქვეშეთში გადავიდა და ბრძოლას განაგრძობდა. იმავდროულად, ევროპაში უხვად დაეხეტებოდნენ “თვითმხილველები”, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იერუსალიმის მახლობლად ტამპლიერებმა ურიცხვი სიმდიდრე ჩაფლეს. – ეს საკუთარი თვალით ვიხილეთ! – ამტკიცებდნენ ისინი. მასონთა მოძრაობის წარმოშობასთან ერთად, ტამპლიერების თემამ კვლავ წამოიწია. მასონები თავს ტამპლიერების მემკვიდრეებს უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ორდენის საქმე უნდა განეგრძოთ. იმავდროულად, ორდენის სიმდიდრეების თემამ კვლავ წამოწია. უკვე მე-19 საუკუნეში ევროპიდან იერუსალიმში ბევრი განძის მაძიებელი გაემგზავრა. ისინი ტამპლიერების განძეულობას გულმოდგინეთ ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. – ტამპლიერთა განძეულობის მე-20 საუკუნის ორ უდიდეს ბოროტმოქმედს – ჰიტლერსა და ლენინს სჯეროდათ, – წერს პროფესორი სმალ-სტოკი, – ლენინმა ჯერ კიდევ 1921 წელს იერუსალიმისაკენ სპეციალური ექსპედიცია აფრინა. რაც შეეხება ჰიტლერს, მისი ბრძანებით, იერუსალიმში არაერთი ექსპედიცია მოეწყო, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. განძეულობა ვერავინ იპოვა.

 

 

წყარო:არმადა.გე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე 13 რიცხვის და პარასკევის  თარსობის ამბები , ამათ უკავშირდება...ამ დღეს მოხდა სიკვდილით დასჯა. ხოდა მეფე ამაზე შაყირობდა 13 ში პარასკევს ამ sacodaveბს მაგრად არ გაუმართლაო და ესეც შემორჩა. ასე რომ ჩვენი ზაზა13 ამის ცოცხალი უარყოფაა :0024:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მარა მომკალი და 13 არ მიყვარს რა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

ჩემი დაბ.დღეც 13-შია , იმედია არავინ ჩამომახრჩობს  :0034:  :DD

არადა გალაკტიონის ლექსია :დ

 

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, - 
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა - 
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

1916



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პარასკევს ხომ არ დაიბადე??? :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

არ მახსოვდა ეხლა გადავრეკე და ხუთშაბათი იყოვოო  :ki:  დღე ხო ამცდა მაინც :DD



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ მახსოვდა ეხლა გადავრეკე და ხუთშაბათი იყოვოო  :ki:  დღე ხო ამცდა მაინც :DD

შენ გეიხარე თვარა პაწა ნერვიულობა დევიწყე შენიზა.  :DD


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
monadire95

monadire95

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 933 პოსტი
  • მისამართი:თბილისი-გორი
  • წარმოშობა:ქართლი

:DDD  :0023:  :0023:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?