გამარჯობათ მეგობრებო!
დღეს ჩატარდა 9 აპრილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სპორტინგში, "ლეგიონის "თასზე. სანამ რეპორტი დაიდებოდეს მინდა მანამდე ლეგიონერების საზელით მივულოცო, ლევან ჩუგუაშვილს ტურნირში გამარჯვება და ღირსეული 1 ადგილი. გილოცავ ლევან , თასის მოპოვებას.
ტრადიციული "წეწვა-გლეჯის" შედეგად გამოვლენილი საპრიზო ადგილები ესე გადანაწილდა.
1 ადგილი ლევან ჩუგუაშვილი 26 ქულა;
2 ადგილი ნიკო ჩუგუაშვილი 25 ქულა;
3 ადგილი ნიკა კავთიაშვილი 24 ქულა;
აბსოლუტურად ყველა ტურნირზე ერთი და იგივე მეორდება. მხოლოდ თითო თითო ხულაა განსხვავება პრიზიორებს შორის. აღსანიშნაია ისიც რომ ნიკა ჩუგუაშვილი ლიდერობდა მთელი ტურნირის განმავლობაში და მხოლოდ ბოლო ეტაპზე -გადასროლაზე მოახერხა ლევანმა თავისი უფროსი ძმისთვის გადასწრება. აღსანიშნავია ჩვენი მეტოს წარმატებული , ვიტყოდი უაღრესად სტაბილური შედეგების ჩვენება. მხოლოდ 1 ქულა დააკლდა მასაც. ობიექტურობისთვის ნამდვილად ვიტყვი რომ თუ არა ბოლო გასროლის )სერიის წინ მობილურზე შემოსული ზარი, რომელმაც აშკარად კონცენტრაცია დააკარგინა ნიკუშას , სავარაუდოთ კიდევ მოხდებოდა გადასროლის სერიის შესრულება აუცილებელი. პირველი 2 გაცუდებული ცდის შემდეგ კი მოახერხა დაესტაბილურებინა თავისი შედეგი, მაგრამ ძმების ფანტასტიური 100%იანი სერიის (5 დან-5 ) , მეტოს ხუთიდან სამი , უკვე აღარ იყო საკმარისი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო თქვენც და ჩვენ შოთასაც ,მონაწილეების წარმატებულ გამოსვლას, მადლობას ვუხდი ყველა ლეგიონერს ასეთი ერთსულოვნებისათვის, ვულოცავ ლეგიონს სპორტინგის საგაზაფხულო-საზაფხულო სეზონის გახსნას და ეხლა კი ყველას გელოდებით რესტორან "ქართულ სახლში" სადაც 7 საათზე გაიმართება საზეიმო ბანკეტი.
ადმინისტრაციის სახელით-მე