Jump to content


ამ თემას აქვს 9 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Manufacture Liegeoise d'Amies a Feu

0bbebf2497f6.jpg


ბელგიელ მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი Manufacture Liegeoise d'Amies a Feu-ს, იგივე ,,ლიეჟის მანუფაქტურას" ეკუთვნის. ფირმის ნაწარმი ფანტასტიკური ბალისტიკით, დამუშავების უმაღლესი ხარისხითა და მოდელების ფართო დიაპაზონით ხასიათდება.
სააქციო საზოგადოება Manufacture Liegeoise d'Amies a Feu 1866 წელს დაფუძნდა ლიეჟში. ის 1889 წელს თავად გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი კონცერნისა FN - Fabrique Nationale.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმის საწარმოო საშუალებები 60 მექანიკურ ჩარხსა 200 მუშაკს შეადგენდა. ამით საწარმო წელიწადში დაახლოებით 12 ათას სანადირო თოფს უშვებდა. ყველაზე რთული სამუშაოები მანუფაქტურის კედლებში სრულდებოდა, ხოლო, მცირე დეტალებს კი საწარმოს გარეთ_ კუსტარულ მწარმოებლებთან ამზადებდნენ.
ლულები შვილობილ კომპანიაში მზადდებოდა ნესონვოში, კალაპოტები კი FN - Fabrique Nationale-ში. აღსანისნავია, რომ FN-ის მომსახურეობით მისი ყველა აქციონერი სარგებლობდა.

746b77b637ca.jpg

,,ლიეჟის მანუფაქტურის" პოპულარობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლდათ კარგი სარეკლამო კამპანია და ასორტიმენტის ყოველწლიური განახლება(1890 წლიდან 1930 წლამდე). გარდა ამისა ფირმას გააჩნდა ექსკლუზიური კონტრაქტი ჯონ კოკერილთან(ფოლადის მწარმოებელი). მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გასაყარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალულე ფოლადი Acier Cockerill გახდა. ამ ფოლადის ლულებს თითქმის ყველა ბელგიელი მწარმოებელი აყენებდა საკუთარ თოფებზე. ,,ლიეჟის მანუფაქტურას" ამ პირობებში ექსკლუზივი უპირატესობას ანიჭებდა.
1899 წელს ფირმამ ჯონ კოკერილისაგან იყიდა ,,ახალი უნივერსალური ფოლადისაგან" ლულების დამზადების უფლება(პატენტი მამლის გამოსახულებით).

a3ff5dc235df.jpg
4247090b5e85.jpg

,,ლიეჟის მანუფაქტურის" 1934 წელს გამოშვებულ კატალოგში აღნიშნულია, რომ 1930 წლის 20 თებერვალს ,,კოკერილის უნივერსალური ფოლადისაგან" დამზადებულმა ლულებმა გაუძლეს გამოცდას 2000 კგ/სმ2 წნევაზე.
საზოგადოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ბელგიურ კატალოგებში გლუვლულიანი თოფები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად(რანჟირებას მიაქციეთ ყურადღება ):

1. კოლონიებისათვის;
2. მაღალი ხარისხის მახასიათებლების გარეშე;
3. რიგითი;
4. ნახევრად კარგი;
5. კარგი;
6. ძალიან კარგი;
7. მდიდრული(ფუფუნება).

თავის კატალოგებში ,,ლიეჟის მანუფაქტურა" მიუთითებდა, რომ პირველი ორი კატეგორიის თოფებს არ აწარმოებდა. 

c34659fb6ce1.jpg

42385383f34a.jpg



პირველმა მსოფლიო ომმა ფუნდამენტალურად შეცვალა ბელგიის საიარაღო წარმოების სახე. გადარჩენისათვის ბევრი ფირმა სხვასთან გაერთიანდა. 1921 წელს ,,ლიეჟის მანუფაქტურა" შეერწყა უძველეს ფირმას J.B. Ronge et fils, რომელიც დაფუძნებული იყო 1789 წელს. ახალმა გაერთიანებულმა საწარმომ მიიღო სახელი ARMAF Societe Anonyme და მოღვაწეობდა 1940 წლამდე, ბელგიის გერმანელების მიერ ოკუპაციამდე. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაგარი თოფებია, მაგარი ბალისტიკური მონაცემები აქვთ, როგორც იტყვინა ქათამზე სანადიროდ იდეალურია ;)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რატომ მაინცა დამაინც ქათამზე? მწყერზე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მაგან ქათამზე იცის მხოლოდ ნადირობა რო კითხო :)


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

აუუუუუ ეგ როგორ უნდა აგიხსნათ, მართლა ვერ ხვდებით ქათამზე და მწყერზე ნადირობის განსხავებას თU მეკაიფებით?



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არ გეკაიფებით , საიდაბნ მოიტანე , უბრალოდ რომ დაგეწერა "იხვის გარდა" , მაშინ კითხვა არ გაჩნდებოდა . მიმიხვდი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ მწყერი არ ითვლება არასდროს, მაგარ სანადიროდ ფრინველად და არც თოფის შეფასებისას მოიხსენიებენ , ვინაიდან მწყეს ლაგატკითაც მოკლავ, თოფს არანაირი მონაცემები არ ჭირდება მწყერზე სანადიროდ, მარა აი ქათამზე თU კაი დაბალანსებული თოფი არაა, კარგი დაჯგუფება არ აქვს საფანტის, ბალისტიკა და ათასი რაღაცა კიდე. თოფი თუ ეგრევე არ გაჯდება რო აწევ, ტყეში ბუჩქების დამიზნების დრო სად გაქ წამშI უნდა ესროლო. აი მაგედან გამომდინარე მოვიხსენიე მეც



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე სვა ვიგულისხმე ძაბო. 2 ლულიანით ვნადირობ იხვის გარდა ყველაფერზე და ზუსტად ეგ მქონდა მხედველობაში. ანუ ნახევრად ავტომატი იხვზე . მიმიხვდი რა ვიგულისხმე?


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კი ბაბუ  :0030:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?