Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

TIKKA T3 Varmint Stainless (SS) - კალ. 308 Winchester (7.62x51mm). TIKKA T3 Compact Tactical Rifle (CTR) - კალ. 308 Winchester (7.62x51mm). SAKO A7 Ro

TIKKA T3; Varmint 308 308 Winchester ტაქტიკური იარაღი ტიკა საკო ფინური იარაღი შაშხანა ხრახნლულიანი შაშხანა

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
jaba hunter

jaba hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 83 პოსტი
  • მისამართი:senaki
  • წარმოშობა:xaragauli

წარმოგიდგენთ 3 ერთგვარი ტიპის, სპორტული და ტაქტიკური დანიშნულების მქონე შაშხანებს, რომლის მწარმოებლებიც ფინელი მეიარაღეები არიან.

TIKKA T3 Varmint Stainless (SS) - კალ. 308 Winchester (7.62x51mm).

varmintss-scope.jpg

 

 

TIKKA T3 Compact Tactical Rifle (CTR) - კალ. 308 Winchester (7.62x51mm).

Tikka-CTR-SS-Rifle.jpg

 

 

 

 

 

SAKO A7 Rough Tech Range - კალ. 308 Winchester (7.62x51mm).

HR_MG_9517160415-630x420.jpg

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოდგენილი სამივე შაშხანა სპორტული ან ტაქტიკური სროლისთვისაა შექმნილი და თავის კლასში, მსოფლიო ბაზარზე, თამამად შეიძლება ითქვას რომ უკონკურენტოებად ითვლება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ფასს და ხარიხს ერთმანეთს ადარებენ. რათქმაუნდა ყველა მათგანი მექანიკური, წრფივად მოძრავი ცილინდრული საკეტითაა აღჭურვილი, რომელიც უზრუნველყოფს სიზუსტის იდეალურ გამოვლინებას და სავაზნე არხში ვაზნას Tikka- შემთხვევაში ორი კბილით - წახნაგით, ხოლო SAKO- შემთხვევაში 3 წახნაგით კეტავს და უფრო უკეთ ასრულებს თავისზე დაკისრებულ მოვალეობას
შაშხანების ლულებისა და შესაბამისად მთლიანი სიგრძეებიც განსხვავებულია. ყველაზე გრძელი ვერსია ჩვენ შემთხვევაში SAKO A7-ია, რომლის ლულის სიგრძეც 620 მმ- შეადგენს, ხოლო მთლიანი სიგრძე 1125 მმ-ია. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული მოდელის შემთხვევაში, სხვა მსგავსი მძიმე ლულიანი ვერსიებისაგან განსხვავებით, ძალზედ მოხერხებულად და ზუსტადაა გასროლის გახორციელება დაწოლილ პოზიციაში, ბიპოდის (ორფეხა ლულისქვეშა სადგამის) გარეშეც შესაძლებელი. გარდა ამისა Rough-Tech - ის საფირმო ლამინატის კონდახი, რომელშიც განთავსებულია თავიდან ბოლომდე ალუმინის საფენი ბლოკი (Bedding) და ალუმინის ჩარჩო, უზრუნველყოფს სიზუსტის გაუმჯობესებას. მისი სპეციალურად მოპირკეთებული, უხეში ზედაპირი კი სტაბილურსა და მოხერხებულს ხდის წვიმასა და მსგავს ექსტრემალურ პირობებში თავად კონდახის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომსაკო“- საკეტი Tikka-სგან განსხვავებით აღჭურვილია 3 წახნაგაიანი ჩამკეტი კბილებითა და მისი ლულაც ოდნავ უფრო გრძელიატიკასწარმოდგენილ მოდელებზე, მისი მთავარი უპირატესობა სწორედ რომ A7-ის კონდახი გახლავთ
SAKO A7 -
ის ლულა, რომელიც დაღარულია რათა მსუბუქი გახდეს და მალე მხოდეს სროლისას მისი გაგრილება, დაფარულია ზედაპირული არაპრიალი-ბაცი, შავი ჟანგსაწინააღმდეგო საფარით. წარმოდგენილი კალიბრის - .308 Winchester - ის შემთხვევაში აგებული ლულა 4 ხრახნითაა აღჭურვილი და მისი ხრახნის ბიჯი - TWIST - შეადგენს 1/11“-. შესაბამისად ვაზნა 1 ბრუნს ზუსტად 27,94 სმ-ში გააკეთებს. ანუ წარმოდგენილი ლულის შემთხვევაში 2 სრული ბრუნის შემდგომ ვაზნას კიდევ მესამე წრეზე წასვლისას მოუწევს 6,12 სმ - ის გავლა, რაც ზოგ შემთხვევაში უხეშად რომ შედარება გავაკეთოთ, ზოგიერთი პისტოლეტის ლულის სიგრძის ტოლია. რათქმაუნდა ამ ყოველივეს პისტოლეტთან არავითარი კავშირი არ აქვს, თუმცაღა ამით იმის თქმა შეიძლება რომ თითოეულ მილიმეტრს თავისი უპირატესობა აქვს. მისი მთავარი დადებითი მხარე კი მაღალი სიჩქარე ხდება, რომელიც შორ დისტანციებზე უკეთესად ვლიდნება შედეგებში - გასროლისას მიღებულ წრეთაშორის დაჯგუფებებში. წარმოდგენილი მოდელის ლულა რათქმაუნა ღია ხედვის სამიზნე მოწყობილობით არაა აღჭურვილი, რომელიც საკმაოდ ცუდად მოქმედებს სიზუსტეზე
სამივე შაშხანა დაკომპლექტებულია სასხლეტის სარეგულირებელი ფუნქციითაც - SET Trigger - ით (ST). აღნიშნულში იგულისხმება, რომ იარაღის გადატენვის შემდგომ სასხლეტზე თითის მიწოლითა და წინ, ლულის მიმართულებით მიწევის შედეგად გააქტიურდება ზემოთხსენებული ფუნქცია. შესაბამისად სასხლეტი გვაძლევს იდეალური სიზუსტის მიღების საშუალებას და მასზე თითის გამოკვრა იმდენად იოლდება, რომ საკმარისია შევეხოთ და ძალიან მცირედი ძალის დატანებით მოვქაჩოთ სასხლეტი უკან, რომ გასროლა გახორციელდება.

SAKO A7-ის შემდგომ ლულის სიგრძის მიხედვით მოდის Tikka T3 Varmint stainless, რომლის ლულის სიგრძე 600 მმ- შეადგენს, ხოლო მთლიანი სიგრძე 1110 მმ-ია. კონკრეტული მოდელის მთავარი უპირატესობა, მეორე წარმოდგენილი მოდელის - Tikka T3 CTR-ის მსგავსად, ფასთან მიმართებაში იდეალური ხარისხი და იდეალური ბალისტიკური მონაცემებია. მასზეც თამამად შეიძლება ითქვას, თეორიული და განსკაუთრებით კი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, მსოფლიო მწარმოებლებში არ მოიძებნება თუნდაც მიახლოებით მსგავსი ფასის შაშხანა, რომელსაც ძალულს ანალოგიური ბალისტიკური შედეგების ჩვენება, მართლაც რომ უნაკლო ხარისხის ხარჯზე მაღალი რესურსის შემოთავაზება მყიდველთათვის და თან ასეთი მისაღები ფასი აქვს.
Tikka T3 Varmint Stainless
სხვა მსგავსი მძიმე ლულიანი მოდელებისაგან განსხვავებით, საკმაოდ მსუბუქია და მაშინ როდესაც Varmint - ის კონკურენტი მოდელები 3,9 - დან 4,2 – კგ-მდე მერყეობენ, Tikka T3 Varmint - ის წონა მაქსიმუმ 3,7-კგ-ია, ხოლო მის შედარებით მოკლე ლულიან ვერსიებში წონები 3,4 - დან 3,5 კგ-მდე მერყეობს. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც მას მისი მფლობელები ზოგ შემთხვევაში სანადიროთაც იყენებენ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მონადირეებს დიდი ხნით მოძრაობა არ უწევთ და საფარიდან ახორციელებენ ნადირზე სროლას
აღნიშნული მოდელის გაყიდვებმა საქართველოში უკვე ყველა სხვა, მსგავსი ტიპის შაშხანის გაყიდვებს გადააჭარბა და უკვე მონადირეებისა თუ მოყვარული სპორტსმენების საყვარელ მოდელათ იქცა
წარმოდგენილი ყალიბით მისი ეფექტური სროლის მანძილი 500 მეტრს შეადგენს. თუმცაღა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე 700 - დან 1000 მეტრ მანძილზეც შესაძლებელია წარმოდგენილი ვერსიის გამოყენება და გარკვეული, ძალიან ბევრ იარაღზე უკეთესი წრეთაშორისი დაჯგუფებების გაკეთება
Tikka T3 Varmint Stainless -
ის უჟანგი ლულის ზედაპირი ჟანგსაფინააღმდეგო სერი ფერის ბაცი საფარითაა დაფარული. წარმოდგენილი კალიბრის - .308 Winchester - ის შემთხვევაში აგებული ლულა 4 ხრახნითაა აღჭურვილი და მისი ხრახნის ბიჯი - TWIST - შეადგენს 1/11“-. წარმოდგენილი მოდელის ლულა დანარჩენი 2 შაშხანის მსგავსად რათქმაუნა ღია ხედვის სამიზნე მოწყობილობით არაა აღჭურვილი, რაც საკმაოდ ცუდად მოქმედებს სიზუსტეზე და აძლიერებს რეზონანსულ რხევას.

ყველაზე მოხერხებული და ამავდროულად საკმაოდ ზუსტი მესამე წარმოდგენილი ვერსიაა Tikka T3 Compact Tactical Rifles (CTR) - ის სახით. მისი მთავარი უპირატესობა შაშხანის უნივერსალურობაა. ის ისეთივე მოხერხებულად გძნობს თავს მთიან თუ კლდოვან, ალპურ ზონაში მისი სიზუსტისა და ამავდორულად არც თუ ისე დიდი წონის ხარჯზე, როგორც დაბლობებში, სტეპებსა თუ ტყის მასივებში მისი მოქნილობისა და სიგრძის ხარჯზე
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ მოდელს სწორედ რომ უნივერსალურობიდან გამომდინარე თავად მწარმოელებიც ტაქტიკურ დანიშნულებას ანიჭებენ და უკვე საკმაოდ ბევრი ქვეყნის ძალოვანი უწყებებიც ხმარობენ მას სწორედ რომ მინიჭებული დანიშნულებისამებრ განაშენეანებულ ზონაში პოზიციებიდან მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. მისი ეფექტური მანძილი თამამად შეიძლება ითქვას, რომ დისტანციის მხრივ არაფრიდ ჩამოუვარდება ზემოთხსენებული მოდელების ეფექტური სროლის მანძილს. წრეთაშორისი დაჯგუფებების შედარების შედეგებს თუ შევადარებთ, ზოგ დისტანციაზე შესაძლოა ჯობდეს კიდეც CTR წინა ორ შაშხანას. მთავარი უპირატესობა, როგორც ეს მისმა შემქმნელებმაც გაგვიმარტეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრისათვის, მისი ლულის სიმოკლეში გახლავთ. Sako- წარმომადგენების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 20“ -იანი ლულა სწორედ რომ იდეალური სიგრძეა 7,62x51 მმ-იანი ვაზნისათვის 1/10“ ან 1/11“ ხრახნის ბიჯის - „ტვისტისშემთხვევაში. კონკრეტული ლულის სიგრძისა და სისქსის (Heave Barrel-მძიმე ლულა) შემთხვევაში უფრო მცირეა რეზონანსული რხევა, გაცხელების პერიმეტრი და შედარებით უფრო მოკლე ლულის ხარჯზე ხოლო მძიმეთავიანი ვაზნის მოკლე ტვისტიან ლულაში გასროლის შედეგად ბევრად უკეთესი ბალისტიკური მონაცემები მიიღება, ვიდრე ეს სტანდარტულიტვისტი“- მქონე ლულების შემთხვევაშია შესაძლებელი. განსაკუთრებით წარმოდგენილი მოდელი 500 მეტრ მანძილზეა ეფექტური. მაგალითის სახით 1000 ან 800 მეტრ მანძილზე დიდი ალბათობით ზემოთხსენებული ორი მოდელი უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებს ვაზნის მაღალი სიჩქარის ხარჯზე ანუ გამოდის რომ, კონკრეტული ლულა იმის გარდა, რომ მოკლეა და მოხერხებულად გრძნობს მსროლელი მისი გამოყენებისას თავს, ზუსტიც არის და თან ისე, რომ ტოლს არ უდებს გრძელლულიან მოდელებს
Tikka T3 CTR
სულ რამოდენიმე წელია გამოჩნდა ბაზარზე და მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ბევრისათვის უცნობია. მის მჭიდში სერიულად 10+1 ვაზნა ჩადის და ის სხვატიკასადასაკო 7“-ის მოდელებისაგან განსხვავებით რკინისაგან მზადდება. გარდა ამისა SAKO TRG- მსგავსად CTR - ის ქვედა სისტემური კოლოფი, რომელშიც სასხლეტი მექანიზმი და მჭიდის გამღებ დამჭერია ძირითადათ მოთავსებული, მთლიანად ფოლადის სტრუქტურისაგან არის აგებული და მასში პოლიმერის მასალა არ გამოიყენება
საერთო ჯამში, სამივე შაშხანის მფლობელმა თამამად შეიძლება ჩათვალოს იდეალური არჩევანის მქონე მყიდველად თავი. რაც შეეხება მათ უპირატესობებს სხვა მოდელებთან მიმართებაში, ეს გახლავთ პირველრიგში სიზუსტე, შესრულების მაღალი ხარისხი და რაც მთავარია და საკმაოდ დიდი რესურსი!..

 

 

                                             SAKO A7                                              

 

 

85451461.jpg

ტექნიკური მახასიათებლები:
იარაღი: SAKO A7 
მოდელი: Rough Tech Range - ST(Set Trigger)
მწარმოებელი: SAKO L.T.D. ფინეთი.
სისტემა: მექანიკური, ცილინდრული ტიპის, წრფივად მოძვრავი საკეტით
საკეტი: 3 წახნაგიანი ჩამკეტი თავით
კალიბრი: .308 Winchester (7.62x51mm NATO)
მჭიდის ტევადობა: 3+1 ვაზნა
ხრახნის ბიჯი - ტვისტი: 1/11“
წონა: 4.2 კგ
მთლიანი სიგრძე: 1125 მმ
ლულა: 620 მმ, მძიმე ტიპის, ცივად ნაჭედი (გარანტია 3 გასროლა 1 MOA).
ფასი: 4200 ლარი.

 

 

 

 

 

 

                                  Tikka T3                                                                 

 

 

tikka_t3_varmint_0.png

ტექნიკური მახასიათებლები:
იარაღი: Tikka T3
მოდელი: Varmint Stainless ST(Set Trigger)
მწარმოებელი: SAKO L.T.D. ფინეთი.
სისტემა: მექანიკური, ცილინდრული ტიპის, წრფივად მოძვრავი საკეტით
საკეტი: 2 წახნაგიანი ჩამკეტი თავით, ცილინდრული ჰილზის ამომგდებით (Plunger ejection).
კალიბრი: .308 Winchester (7.62x51mm)
მჭიდის ტევადობა: 5+1 ვაზნა
ხრახნის ბიჯი - ტვისტი: 1/11“
წონა: 3,7 კგ
მთლიანი სიგრძე: 1110 სმ
ლულა: 600 მმ, მძიმე ტიპის, ცივად ნაჭედი (გარანტია 3 გასროლა 1 MOA).
ფასი: 3700 ლარი

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
jaba hunter

jaba hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 83 პოსტი
  • მისამართი:senaki
  • წარმოშობა:xaragauli

ტექნიკური მახასიათებლები:

იარაღი: Tikka T3 
მოდელი: Compact Tactical Rifle (CTR) ST(Set Trigger)
მწარმოებელი: SAKO L.T.D. ფინეთი.
სისტემა: მექანიკური, ცილინდრული ტიპის, წრფივად მოძვრავი საკეტით
საკეტი: 2 წახნაგიანი ჩამკეტი თავით, ცილინდრული ჰილზის ამომგდებით (Plunger ejection).
კალიბრი: .308 Winchester (7.62x51mm NATO)
მჭიდის ტევადობა: 10+1 ვაზნა
ხრახნის ბიჯი - ტვისტი: 1/11“
წონა: 3,5 კგ
მთლიანი სიგრძე: 1020 მმ
ლულა: 510 მმ, მძიმე ტიპის, ცივად ნაჭედი (გარანტია 3 გასროლა 1 MOA).
ფასი: 3700 ლარი



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯაბა სურათს დავდებ შენის ნებართვით.  ხო კიდე იცი რა სხვებმაც რომ ნახონ ინტერნეტში -თეგები დაადე ძმა. მე საკო მაქვს ფინლაითი და ჩემს მეგობარს ტიკა. მაგარი თოფებია .  ერთი 308 მეორე 30 06. 

:good: 

სტატიისთვის მადლობა


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4312 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

სათაურს რამე უნდა მოვუხერხოთ თორე თემსავით სათაური აქვს,... :)

 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯაბა სურათები დავამატე ა ნახე რა . დავტოვო თუ შევცვალო?


53c8c0d32f03.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

კარგი სტატია მარტლაც, SAKO A7  მაგრად მომწონს და ისე მინდა როგორ ჰაერი,



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე  მეც ვფიქრობ რომ შენთვის , ძალიანაც კარგი იქნება. 


53c8c0d32f03.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ეეეჰ მეც მინდა :( T3 მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერა 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4312 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ტიკა ყველასთვის კარგი ინქნება, მაგრამ მე მაინც სევეჯის ვანიჭებ უპირატესობას და იმედია შემდგე სეზონს მაგ იარაღით შევხვდები



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაბო და საკო რითი არ მოგწონს? ანუ რა მახასიათებლით ამჯობინე?


53c8c0d32f03.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4195 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მინდა ;( ეს ტიკა


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2163 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ტიკა ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კარაბინია მსოფლიოში. ნებისმიერ დეტალში იგრძნობა ხარისხი.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37698 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე მაინც ვერ ვიგებ ტიკა და საკო რამდენადაც ვიცი ერთი კონცერნია . თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს?


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ისე მაინც ვერ ვიგებ ტიკა და საკო რამდენადაც ვიცი ერთი კონცერნია . თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს?


კი ასეა. ერთ კონცერნს ეკუთვნის რომელსაც ბერეტა ქვია

ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 24 September 2017 - 09:24 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?