Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

ლეგიონის ხეხილის ბაღის საგაზაფხულო სამუშაოები.


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 60 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4205 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

როგორც გადაწყვეტილი იყო ლეგიონის ბაღში ჩასატარებელი იყო სამუშაოები , კერძოდ მოგახსენებთ რომ პოლიტბიუროს გადაწყვეტიბით დასარგავი იყო ნერგების ახალი პარტია... 

 

ამ გადაწყვეტილებას პოლიტბიუროს სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი . გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი იყო ... 

 

მისი სისრულეში მოყვანა დაევალათ მოქალაქეებს და ასევე პოლიტბიუორს წევრებსაც ... 

 

ზემოაღნიშნული ნერგების ახალი პარტიის უდიდესი ნაწილი ქუთაისის პოლიტბიუროს წარმომადგენლის ბ-ნი ჯონი  ჯიბლაძის მიერ იქნა გამოგზავნილი თბილისს... ნერგების შეძენა და მათი მოძიება მოხდა 18/03/2016 წელს ... გთავაზობთ მცირეოდენ ფოტომასალას

pre_1458753742__190320165480.jpg

 

pre_1458753665__20160319_135355.jpg

 

pre_1458754005__190320165481.jpg

მასტერ " ოგნენნი დრაკონ". ლაფატკის სტილი, :0024: 

pre_1458753641__20160319_135404.jpgამხანაგ ჯიბლაძის ცუგრიკა თავისი ლეკვებიანად გასაქანს არ გვაძლევდნენ და სერიოზული საქმიანობა თამაშში გადაიყვანეს.

pre_1458753631__190320165482.jpg

კავთთიაშვილების დუეტმა შარშანდელივით აქტიურად დაიწყო მიწის სამუშაოებდა პირველი ნერგის პატივიც , შარშანდელივით მათ ერგოთ. უფრო ზუსტები თუ ვიქნებით , სანდრექსას. ბოლო ბოლო ყველაზე დიდი ის არის და. :DD 

pre_1458754269__20160319_134106.jpg

ნუ კაკიმ ცუგრიკა როგორც იქნა გააჩერა მაგრამ ლეკვებს ვერაფერი მოუხერხეთ. სულ თამაში უნდოდათ და ფეხებში გვებლანდებოდნენ. 

pre_1458755940__20160319_134153.jpgან როგორ უნდა გავბრაზებოდით ამ ბუხუნხულებს? :0063: 

pre_1458754050__20160319_134207.jpg

მოკლედ მაგარი მაცდური იყო ამ მაიმუნების მოფერება

pre_1458755892__20160319_134148.jpgხო და მაგრადაც მოგვაცდინეს.

.

 

მეორე დღეს 19/03/2016 წელს უკვე შეძენილი ნერგების პოლიტბიუროს ბაღში დარგვის ცერემონიალი უნდა გამართულიყო .მობილიზებული და მოტივირებული იყო სრული შემადგენლობა , თუმცა გადაუდებელი საქმეების გამო (საღამოს ამდენი ნამუშევარი და დამშეული ამხანაგი დასაპურებელი იყო და ნანადირევისაგან შემდგარი მენიუსა და კერძებსაც ხომ უნდოდა მიხედვა) რამოდენიმეს ამ ღონისძიების გამოტოვება მოუწიათ , რაც ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. მაგრამ რას ვიზავთ პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას ვერც ქარი , ვერც წვიმა და ვერც გადაუდებელი საქმეები შეაფერხებს .... 

 

შევიკირბეთ დანიშნულების ადგილას და გადავინაწილეთ თავიდანვე საქმეები 

pre_1458838699__12400655_119281066075896

სურათების გადაღება და სირენების ხმაც იმ წამსვე გაისმა. საქმე იმაში იყო რომ ყველანი ჯიპებით იყვნენ მოსულები და გასაჩერებელი ადგილის სიმცირის გამო , პატრულს ჩვენი მაბნანები არ მოესალბუნა გულზე. ვუთხარით უკვე გავდივართ მხოლოდ სურათი გადავიღეთ თქო, მაგრამ , ზოგიერთი რომ იქნება რეგვენი , იმას არც ფორმა და არც სირენა არაფერს უშველის .

pre_1458838728__20160320_131559.jpg

მითუმეტეს რომ მანქანები ტროტუარზეც და ამკრძალავი ნიშნების ქვეშაც ბლომად იდგა.

მაგრამ რატომღაც  ლეგიონის მანქანები არ ეხატებოდა გულზე, განსაკუთრებით ელიზების ლექსუსზე აკრიფა მაინცა და მაინც .  :0030: 

pre_1458838754__20160320_131610.jpg

 

thumb_pre_1458838772__20160320_131616.jp

 

მაგრამ მანამდე არაფერი გეტკინოთ ჩვენ მაგ ჯარიმების გულისთვის ხასიათი არ გავიფუჭოთ. ის კი არა და კიდევ გადავიღეთ სურათი.

pre_1458839164__post-87-0-85816900-14588

მერე კი წყნარად , კოხტად გადავნაწილდით მანქანებში და  ენთუზიაზმით გულანთებული მშრომელების კავალკადა დაიძრა , ჩვენი ბაღებისაკენ,.

pre_1458840367__200320165549-1.jpg

როგორც ოდესღაც მესამე რაიხის ბელადმა წამოიწყო დიდი შეტევა მსოფლიო წესრიგზე სიტყვებით "დავიძარით აღმოსავლეთისკენო"(დრაგ ნახ ოსტეენ). ისე ივერიჩმაც (მაგას ჯვარი სწერია) ნიშანი მოგვცა , ხო და ჩვენც დავიძარით.

 

ადგილზე მისულთ წარმოუდგენელი სურათი დაგვხვდა წინა წელს ჩაყრილი ნერგების 90 % გაყვავილებული და გაკვირტული იყო რაც უფრო მეტ ენთუზიაზმს მატებდა ჩვენს საზოგადოებას....

pre_1458904820__20160320_140555.jpg 

.

pre_1458904838__20160320_140538.jpg.

.

ცუდი ამინდის მიუხედავად მაინც მოვახერხეთ და დავიწყეთ ნერგებს დარგვის პროცედურა.. გავნაწილდით ორ ჯგუფად და შევესიეთ ასათვისებელ ტერიტორიას... 

pre_1458904909__200320165525.jpg.

pre_1458904941__200320165527.jpg

ზოგ ზოგიერთები "პახმელიაზე იყვნენ. არც სახელს და არც გვარებს არ მიუთითებთ, რომ რეპუტაცია არ შეებღალოთ!

pre_1458904962__200320165528.jpg.

 

 

ნიჩაბი, თოხი აქა იქ გაისმოდა მშრომელი სასზოგადეობის კომენტარები ... ყვეა მოტივირებული იყო და ეს მოტივაცია ყველაზე ახალგაზრდა წევრს ბატონი ალექსანდრეს თავდაუზოგავი შრომის წყალობით იყო , ვინაიდან წინა წელსაც მან გამაოგნებლი შრომა ჩადო ნერგების დარგვაში . (ეს კაცი სოციალისტური შრომის გმირის წოდებას იმსახურებს ალბათ დამეთანხმებით მეგობრებო, მაგრამ სადაა მთავრობა ) 

 

 

 

გახურდა პროცესი სადაც ყველა თავდაუზოგავად შრომობდა დიდი თუ პატარა. ზოგი ბჭობდა მომავალი გეგმების და ბაღის განვიტარების შესახებ ( :) ) , ზოგიც კიდევ აქაიქ მიმოფანტულ ხალხს აგროვებდა და ერთად რგავდნენ ხეებს . . . 

 

bdcc864a7403.jpg

თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული იქნა მიზანი და 50 მდე ნერგი წარმატებით დაირგა პოლიტბიუროს ბაღში ...

 

შედეგით კმაყოფილები შევიკრიბეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან და სიამაყით დახუნძლულებმა დავიწყეთ პოზიორობა

 

bdcd4077eab6.jpg

 

პოლიტბიუროს წევრები აასრული შემადგენლობით 

 

0c7a0cc32c8e.jpg

 

აქვე გაისმა შეკითხვა სად წავიდეთ დისერტაცია დეგუსტაციისთვის ??? და რაღათმქუნდა ნაცნობა დაწესებულებას მივაკითხეთ 

 

შრომისაგან დღლილებმა ვერც კი შევამჩნიეთ როგორ შემოგვეპარა საღამო ...

 

გაიშალა მაგრამ რა გაიშალა , მოსატანი მეეტანათ .... 

 

თუმცა მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი მომენტი ყველა მოუთმენლად ელოდებოდა ჩვენი გუნდის დანარჩენს წევრებს რესტორაში გაშლილ სუფრაზე , ვინაიდან ერთი ჯგუფი გასული იყო ეგზოტიკის (კერძოდ მწყრის ჩაშუშული მოვინდმოეთ ) შესაქმნელად და შექმნეს კიდევაც.

 

თამადად ღრმადპატივცემული ბატონი გუგა დავნიშნეთ ,რომელიც ამაყად გაუძღვა პოლიტბიუროს ღვინისძიებას... აქ მეგობრებო რესტორანში გადაღებული სურათების თემას თუ გადმოვიტანთ , გამომდინარე იქედან რომ როგორც ლეგიონს და ზოგადად ჩვენს საზგადოებას შეეფერება ისე გვარიანად მოვულხინეთ ... 

 

 

ცოტა ხანში კიდევ ერთი სტახანოველი ლეგიონერი ამხანაგი მირზა შემოგვიერთდა . 

 

ასე გრძელდებოდა საქართველოს, ლეგიონის, ძმობის მეგობრობის , ერთობის და სხვა უამრავი სადღეგრძელოს სიყვარულით ჩვენი ნადიმი 

 

 

 

აქვე დავძენ და ავღნიშნავ რომ პოლიტბიუროს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ და ახლა უკვე მომავალის წლის გეგმა იქნება შესამუშავაბელი , მანამდე შეგვიძლია დავტკბეთ გაშენებული ბაღით და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვინახულოთ დიადი ბელადის დაინტერესების შემთხვევაში 

 

 

სტატია დაიბეჭდება კომუნისტის შემდეგ გამოცემაში :) 

 

 

 

 

 

 

 

 

 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4313 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ნუ ტრადიციულად მაგარი დღე იქნებოდა. ამას თქმა რათ უნდა  :bravo:  :good:



#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 614 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

მიდი მეტო :) პოლიტბიუროს ბაღი მაგარია  :0024:  :0024:  :0024:



#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1614 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
3332f877f561.jpg

#50 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

მალადეც მეტეორ...

კაი სტაჟიანი სტლინელივით კი წერ შე ოხერო :)



#51 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37853 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნოუთბუკი ეხლა მომიტანეს და სურათებს ვამატებ "ხრანალაგიჩნა"

;)  :0068:


53c8c0d32f03.jpg


#52 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

კარგი დღე გამოგსვლიათ მეგობრებო,მიხარია თქვენ შემოგევლეთ,



#53 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1108 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

უფ გადასარევი და წინ კიდევ რამდენი წელია და ტყე გახდება იქ უზარმაზარი ესე მონდომებით თუ გავაგრძელეთ :good:  :good:



#54 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

აბა რა ნარმანიას არ გავკარი..... 



#55 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2174 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

აი მალადეც, მაგარი იყო , სასიამოვნო, სასარგებლო დიდი მაგალითი ჩვენი შვილებისათვის. შემდეგ აქციაზე ყველამ წამოვიყვანოთ ჩვენი შვილები. 

 

მეტეორა ჩემპიონ !!!



#56 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37853 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო , აგერ არის კიდევ რამოდენიმე ფოტო , რომელიც შეგიქმნით კიდევ ერთხელ იმ ლამაზი დღის სულისკვეთების შეგრძნებას.

.

pre_1459153598__200320165529.jpg

წინა დღის რაგბისშემდგომი ბანკეტის შედეგი "სახეზე" იყო.

 

pre_1459153566__200320165527.jpgნუ უფრო სწორად  "სახეებზე".

.

pre_1459153618__200320165532.jpgმაგრამ ლეგიონი რისი ლეგიონია და "ურთიერთ ჩანაცვლების " პრინციპით ყველა იცვლებოდა დროულად ისე რომ არავის გასჭირვებოდა მუშაობა.

pre_1459153580__200320165528.jpg.

მოკლედ იმ სახალისო  ლექსის არ იყოს, ბაბუ ბექამ, ბექა კვაპამ ,კვაპა დათომ ,დათო გუგამ ,გუგა მიშომ ....მეტომ ხეხილი ჩაყარა..

pre_1459153496__190320165483.jpg

ჩვენი მისიის მონაწილებს შორის ამ ორ ლეგიონერს შორის სიმაღლეში სვაობა ძალიან თვალში საცემი იყო. თან გვერდი გვერდ მუშაობდნენ. მაგარი სასიამოვნო საყურებლები იყვნენ . ალბათ ყველაზე კარგი ამ საქმიდან ის გამოვიდა რომ "პატარა" სანდრიკა , მამამისის ძმაკაცებთან ერთად "დიდ" საქმეს აკეთებენ. ამაზე კარგი რა უნდა ასწავლო ბავშვს რომ მიეჩვიოს არა მარტო თავისი არამედ საერთო საქმე აკეთოს. და თან კაცებთან ურთიერთობით კიდევ უფრო მალე ისწავლის კაცობას.   გაიხარეთ მეგობრებო გაიხარეთ ..

:good:  :bravo:

.

 


53c8c0d32f03.jpg


#57 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37853 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კცვაპა მელაპარაკა და ყველა ნერგმა გამოყარა კვირტებიოოო!

:bravo:


53c8c0d32f03.jpg


#58 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 5175 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გზაფხულის პერიოდში კიდევ ჩავალთ ხო კვაპას მამულებში?



#59 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37853 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პრადალჟენიე სლედუეტ


53c8c0d32f03.jpg


#60 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37853 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

pre_1460313771__200320165531.jpg.

pre_1460313783__200320165534.jpg.

pre_1460313806__200320165535.jpg.

pre_1460313831__200320165538.jpg.

pre_1460313958__200320165536.jpg.

pre_1460313991__200320165539.jpg.

pre_1460314017__200320165540.jpg.

pre_1460314034__200320165541.jpg.

pre_1460314097__200320165542.jpg.


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?