ერთმა პატარა ამერიკელმა ბიჭმა ასე დაიწყო თავისი ბიზნესი:აცხობდა და ყიდდა ღვეზელებს 5 ცენტად.
ერთი კაცი ყოველდღე ჩაუვლიდა გვერდით ღვეზელების გამყიდველ ბიჭს, ესროდა 5 ცენტიანს, ხოლო ღვეზელებს ხელს არც ახლებდა.ასე გრძელდებოდა დიდხანს.
ერთხელ როცა კაცმა ისევ გადმოუგდო ფული და გზა განაგრძო, ბიჭმა მას გასძახა:
–დაიცადეთ, ბატონო!
კაცი მობრუნდა და უთხრა:
–ბიჭუნავ ეტყობა შენ გაინტერესებს რატომ გიხდი 5ცენტიანებს და ღვეზელს არ ვიღებ, ხო?
ბიჭმა კი უპასუხა:
–არა სერ! დღეიდან ღვეზელი 10 ცენტი ღირს.
სახალისო ისტორიაა.შეფასება თქვენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველებო.კომენტარისგან თავს შევიკავებ...