Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
მიმაგრებული ფაილი
  • post-3-0-80659000-1357253851_thumb.gif
  • post-3-0-40177300-1357253853_thumb.jpg

 

 

 

 

 

 

 

კომპასის ძირითადი ელემენტები:

1.მიმართულების ისარი-კომპასის პლასტიკური ბაზის წაგრძელებული ნაწილი წითელი ისრით

2.მაგნიტური ისარი, რომლის მუქი(ხშირად წითელი მხარე ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს).

3.ხუფი გრადუსების შკალით, რომელიც წრიულად მოძრაობს.

4.ორიენტაციის ისარი, რომელიც ხუფის ფონზეა დახატული(ზედა მარცხენა კომპასზე ყვითელია, მარჯვენა კომპასზე კი ორი წითელი ხაზითაა აღნიშნული).

5.ხუფის ფონზე ასევე გრძედების ტიპის წრფეებია, რომლებიც კომპასის რუკასთან ერთად ხმარებისას გამოიყენება(რუკის გრძედების პარალელურად რომ მოვათავსოთ კომპასი).

კომპასს ასევე შეიძლება ჰქონდეს სახაზავი, ლუპა, მასშტაბების გადასათვლელი შკალა და ა.შ. ხშირად სარკეც მოჰყვება, რასაც ორი დანიშნულება აქვს და მოგვიანებით გვექნება ამაზე საუბარი

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კომპასი რუკის გარეშე.


გარდა იმისა რომ კომპასით ოთხი ძირითადი მხარე შეგვიძლია გავარკვიოთ(ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი), კომპასით შეგვიძლია მოძრაობის ზუსტი მიმართულებების დადგენაც აზიმუტის და კონტრაზიმუტის საშუალებით(აზიმუტს ვიყენებთ წასვლისას, კონტრაზიმუტს უკან დასაბრუნებლად). აქვე დავაზუსტებ რომ კომპასის ისარი აჩვენებს მხოლოდ მაგნიტურ ჩრდილოეთს და არა გეოგრაფიულ ჩრდილოეთს, რომელსაც რუკებზე ვნახულობთ,თუმცა ეს სხვა თემაა.

აზიმუტი ესაა კუთხე, რომელიც იქმნება მოძრაობის მიმართულებასა და ჩრდილოეთს შორის. რადგან კომპასის ისარი ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს, შეგვიძლია ერთხელ განსაზღვრული კუთხით ადვილად ვიმოძრაოთ წინ და უკან.


როგორ ისაზღვრება აზიმუტი:

1. მიმართულბის ისარს მივმართავთ სავარაუდო მოძრაობის ან ობიექტის მიმართულებით(მაგალითად ტბისკენ, ან ხისკენ, ან კლდისკენ).

2.კომპასის ზუფს ვამოძრავებთ ისე რომ ჩრდილოეთის მიმართულების მაგნიტური ისარი ჩაჯდეს ორიენტაციის ისრის ჭრილში(რომელიც ხუფის ჩირზეა დახატული, იხ. მეორე კომპასი).

3. ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ შკალას და ვნახოთ რას უჩვეებს გრადუსებში კუთხე რომელიც შეიქმნა ჩრდილოეთის მხარეს მიმართულ ისარსა და მიმართულების ისარს შორის-ეს არის აზიმუტი.

ამის შემდეგ შეგვიძლია ვიაროთ, ისე რომ ჩრდილოეთის ისარი ყოველთვის ორიენტაციის ისრის ჩარჩოში იჯდეს და მიმართულების ისარი ყოველთვის გვიჩენებს გადაადგილების მიმართულებას.

უკან დასაბრუნებლად გვჭირდება კონტრაზიმუტი. თუ აზიმუტი 180 გრადუსზე ნაკლებია, მას ვამატებთ 180-ს (მაგალითად თუ აზიმუტია 90, კონტრაზიმუტი იქნება 270), ხოლო თუ აზიმუტი 180-ზე მეტი, ვაკლებთ 180-ს(მაგალითად თუ აზიმუტია 270, კონტრაზიმუტი იქნება 270-180=90 გრადუსს).

მიმაგრებული ფაილი
  • post-3-0-05068600-1357255303_thumb.jpg
  • post-3-0-33230500-1357255304_thumb.jpg
  •  

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კომპასით მუშაობისას რაც მთავარია აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ მაღალი ძაბვის ხაზებიდან უნდა ვიყოთ მოშორებული 55 მეტრი,რკინიგზა 50მ,ტელეფონი და ტელეგრაფის ხაზები 10მ,მავთულხლართების ღობეები10მ,თოფი 0,5მ.თუ ვმოძრაობთ კომპასით ორიენტირად აუცილებლად უნდა ავიღოთ ისეთ რამ რაც ადვილად შესამჩნევია დღითაც და ღამითაც,დავუმიზნებთ კომპასს და ვაფიქსირებთ თუ რამდენ გრადუსზეა ორიენტირი,ორიენტირად გამოდგება მაგ:დიდი ზომის ხე,ბოძი,და ა.შ რაც არ მოძრაობს.იმ გრადუსით მევდივართ დანიშნულების ადგილამდე.თუ დაგვჭირდა უკან დაბრუნება ამისთვის საჭიროა უკუაზიმუტის გამოთვლა,ანუ უნდა გამოვთვალოთ ის გრადუსი რითაც დავბრუნდეთ საწყის წერტილზე,ამისთვის მიღებულ გრადუსს უნდა დავუმატოთ 180 გრადუსი..მაგ:თუ ვმოძრაობთ წინ 60 გრადუსით უკუ აზიმუტის დროს 60 გრ+180გრ=240გრ ეს იქნება ჩვენი საწყისი წერტილი ცდომილების გარეშე,თუ მიღებული გრადუსი 180-ზე მეტია მაშინ ვაკლებთ 180გრ-სს,მეგ:თუ მიღებული გრ 210 გრადუსია მაშინ ვაკლებთ 180 ანუ უკუ მიმართულებისას ვმოძრაობთ 30გრ. 


წარმოიდგინეთ არის ღამე...უნდა იაროთ მაგალითად 90 გრადუსით მაგრამ როგორც ავღნიშნე არის Gამე და ვერ ვღებულობთ ორიენტირს,ამ დროს ავიღებთ კომპასს რომელსაც აქვს მრგვალი კალიცო რომელსაც აქვს წკაპები,1 წკაპი არის 3 გრადუსი,ავიღებთ ამ კალიცოს და მარჯვენა მხარეს შემოვატრიალებთ და წკაპებს დავითვლით სასურველ გრადუსამდე ანუ ამ შემთხვევაში 30ჯერ,მერე ისარს ვაყენებთ ისე რომ უსწორდებოდეს კომპასის Aშუშაზე აღნიშნულ ზოლს და ვმოძრაობთ


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

:good:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასევე აუცილებელია რუკის გაორიენტირება,ანუ რუკის ადგილმდებარეობასთან შერწყმა.ვიღებთ კომპასს და რუკის კვადრატის გრძედის ხაზს ვადებთ სწორედ და ვტრიალებთ რუკიან კომპასიანად სანამ კომპასი ჩრდილოეთისკენ არ დადგება ანუ რუკა უნდა გვეჭიროს ჩრდილოეთის მიმართულებით,მერე ვიწყებთ ადგილმდებარეობის პოვნას თუ სად ვდგავართ ჩვენ რათა მერე დავიწყოთ მოძრაობა რუკაზე მოცემული აღნიშნული მიმართულებით ან მივაწოდოთ კორდინატები სამაშველოს ამ შემთხვევაში,ამისათვის გამოდგება ახლომდებარე ან ეკლესიის,ციხე სიმაგრის სასაფლაოების და ისევ ბუნებრივი რელიეფი რაც რუკაზეა დატანილი,ამ შემთხვევაში ავიღოთ მთა.ვიღებთ მთას და ვუმიზნებთ კომპასს,ვაფიქსირებთ თუ რა გრადუსზეა ჩვენსგან მოცემული მთა,რუკაზე ვპოულობთ ასეთ მთას და ზუსტად იმავე გრადუსის უკუ აზიმუტით ვავლებტ ხაზს მთიდან,შემდეგ ისევ ვიღებთ ანალოგიურად მეორე მთას და ისევ ანალოგიურად ვზომავთ და გადაგვაქვს რუკაზე ზუსტი გრადუსების უკუაზიმუტიტ და ვავლებთ ხაზს მთელ სიგრძეზე სანამ არ გადაკვეთს ერთმანეთს ჩვენს მიერ გავლებული ხაზები,თუ მესამე ორიენტირსაც გავაკეთებთ ასე უფრო ზუსტი იქნება,თუ მთები არასორედ დაიტანეთ რუკაზე ხაზები ერთმანეთს არ გადაკვეთს,ხოდა სადაც ხაზები გადაკვეთ ერთმანეთს ის არის ჩვენი საწYისი წერტილი ანუ იქ ვდგავართ,ამის მერე შეგილია ამ წერტილის კორდინატები გადასცეთ სამაშველო იქნება თ ვინც იქნება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

კარგია ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც უყვარს მთებში სიარული.ბაბუ ცოტა რამ რო დავამატო რაც აუცილებელია ხო შეიძლება,ელემენტარული მინიშნებები

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შეიძლება კი არა ძალიან კარგი იქნება. გამოცდილი კაცის რჩევები ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. :ki:  :bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://geoland.ge/g...grafiuli-rukebi

 

 

რაც შეეხება რუკაზე მანძილის განსაზღვრას მაგალითად რუკა არის მაშტაბით 1:50000,ამ დროს 50 000 ვაშორებთ ბოლო 2 ნულს ანუ ამ შემთხვევაში რუკაზე 1 სმ იქნება 500 მეტრი,ამ მეთოდიტ შეგვიძლია გავზომოთ რათქმაუნდა დაახლოებით გასავლელი მანძილი 

 

რუკაზე გამოიყენება 5 ძირითადი ფერი.შავი-აღნიშნავს ადამიანის მიერ შექმნილს ნაგებობები,გზები და საერთოდ რაც შავი ფერის შეგხვდებათ რუკაზე ე.ი ხელოვნურად ადამიანის მიერ არის შექმნილი.ლურჯი-აღნიშნავს წყალს როგორიც არიან მდინარეები,ტბები,ჭაობები და არხები.მწვანე-აღნიშნავს მწვანე საფარს ტყეს,ვენახისა და ხეხილის ბაღებს.წითელი-აღნისნავს ისტორიულ ნანგრევებს,დასახლებულ რაიონებს,მთავარ გზებს და საზღვრებს.წითელ-ყავისფერი შერწყმული აღნიშნავს რელიეფს,ჰორიზონტალებს და სიმაღლეებს.ზოგჯერ გამოიყენება სხვა ფერებიც,მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაციის აღსანიშნავად ამ ფერებსმიუთითებენრუკის ჩარჩოზე მოპცემულ ინფორმაციასთან ერთად.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქალაქების რუკები

 

https://geoland.ge/g...paluri-qalaqebi

 

ონლაინ რუკა

 

https://geoland.ge/g...paluri-qalaqebi


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კიბორგ პირადად უნდა მასწავლო კომპასის და რუკების გამოყენება 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli
არარი პრობლემა ძმობილო.რუკებიც მაკვს კომპასიც და ჯიპიესიც.კვირაში ორი გაკვეთილი და ათი გაკვეთილი და მერწმუნე არსად დაიკარგები.

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მაშ შევთანხმებულვართ და ეგაა



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ვაუ.აი მესმის მასტერ კლასი.მართლა კარგია ამის ცოდნა  :good:


დუდუ

LEGION.GE






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?