4) PCP - მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის ეს შედარებით ახალი და ზეციური ხილია, უცხოეთში ეს კლასი ლამის მე-19 საუკუნიდან მოდის, იდეაში Co2 პნევმატიკაც შეიძლება ჩავთვალოთ PCP კლასად ჩავთვალოდ. პირველი PCP შაშხანა შექმნილი იყო მე-19 საუკუნეში ვინმე ჟირარდონის მიერ. პრინციპი იგივე იყო ანუ ჰაერის დაჭირხვნა და შემდეგ პორციებად მისი გამოყენება სათითაო გასროლისას.
PCP იარაღები შეგვიძლია 2 ქვეკლასად დავყოთ, არის რედუქტორიანი მაღალი კლასის იარაღები და არის ურედუქტორო იარაღები შედარებით იაფიანი მოდელები (ეგრეთქოდებული ”პრიამატოკები”). განსხვავება არის შემდეგში, რეზერვუარში ვთქვათ გროვდება 0.2 ლიტრი ჰაერი 200 ატმოსფეროთს წნევით (ვიცი ზოგიერთისთვის წარმოუდგებელია, ეს რა დაწერა რა 200 ატმოსფერო ეს კაცი საერთოდ მატორზე თუ არისო, ვიცი რა წნევაცაა და ვიცი რომ პრაქტიკულად ბომბია, მაგრამ დამიჯერეთ ასეა). ყოველი გასროლისას პატარა ჩაქუჩი, იდეაში კი პატარა ცილინდრი სადღაც 20-25 გრამის წონის, ეჯახება კლაპანს, კლაპანი იხსნება მილიწამებით და ლულაში უშვებს მიახლოებით 5 კუბური სანტიმეტრიდან 15 კუბუს სანტიმეტრამდე შეკუმშულ ჰაერს (ანუ ერთ გასროლაზე იხარჯება 1 ლიტრიდან 3 ლიტრამდე მოცულობის ნორმალური წნევის მქონე მოცულობის ჰაერი, ასეთი ძალა არცერთ ზ.დ.პ-ს არ ესიზმრება არცერთ ზ.დ.პ-ს არ აქვს იმხელა ცილინდრო რომ დგუშმა ამხელა მოცულობა შეკუმშოს, ესაა PCP-ს ერთერთი უდიდესი პლიუსი). ჰაერი აწვება ტყვიას და ხდება გასროლა.
საქმე იმაშია რომ ”პრიამატოკის” შემთხვევაში კლაპანი თავიდან იხსნება ძალიან ძალიან პატარა დროით, იმიტომ რომ კლაპანს უკნიდან ველური წნევა აწვება, მაგრამ ნელნელა რეზერვუარში წნევა ეცემა და კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება (მიკროწამებში,მაგრამ მაინც) რაც უზრუნველყოფს უფრო მეტი ჰაერის მიწოდებას, მაგრამ თან ჰაერის მოცულობა იზრდება, თან ამ ჰაერის წნევა გასროლიდან გასროლამდე ვარდება. მოკლედ ეს იწვევს იმ ეფექტს რომ ტყვიის გასროლის სიჩქარე ჯერ არის დაბალი ვთქვათ 250 მეტრი წამში, ნელნელა როდესაც კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება, ტყვიის სიჩქარე მატულობს, ვთქვათ 280-290 მეტრ წამამდე, მერე რეზერვუარში იწყბა ჰაერის წნევის ვარდნაც, შედეგად იწყება სიჩქარის ვარდნა და შეიძლება ისევ ჩამოვიდეთ 250-240 მეტრ წამამდე.
სწორედ ეს სიჩქარეების ცვლილების დიაპაზონი არის მიზანში მსროლელის მტერი, რადგან ყველა სიჩქარეზე ტყვია სხვადასხვა ტრაექტორიით მიფრინავს. საუკეთესო შედეგია როდესაც რამდენიმე ათეული გარანტირებული გასროლა, მიმდინარეობს 10-15 მეტრიან კალიდორში, ანუ ვთქვათ სროლა იწყება 270 მეტრ წამით, ადის სიჩქარე 280-285-მდა, და მერე ისევ ჩამოდის 270 მეტრ წამამდე. ამ დროს გადახრები მინიმალურია, იმისათვის რომ ასეთი შედეგები მიიღო უმეტესობა თოფს ძალიან ბევრი უნდა ეჩალიჩო, იქ კლაპანი დაარეგულირო, დამრტყმელის წონა შეარჩიო და ასე შემდეგ, მაგრამ იდეალურ პირობებს მაინც ვერ მიაღწევ. მაგალითად მე მაქვს ერთერთი საკამოდ ძლიერი თოფი, რომელიც უზრუნველყოფს სადღაც 145 გასროლას, მაგრამ სიჩქარეების კალიდორი თამაშობს 70-80 მეტრ წამის დიაპაზონში იდეალურ 10 მეტრიან კალიდორში მხოლოდ 50-60 გასროლაა დანარჩენი ზემოთ ქვემოთ სირბილია.
გასაგებია რომ ეს კაი შედეგი არაა, აი აქ ჩნდება მაღალი კლასის პნევმოები, კერძოდ რედუქტორიანი პნევმოები. რედუქტორი დგება კლაპანსა და რეზერვუარს, შორის და რეგულირდება ერთერთ წნევაზე, მაგალითისთვის განვიხილოთ 120 ატმოსფერო. ახლა ეს რას გვაძლევს.
რეზერვუარში ისევ გავქვს 200 ატმოსფერო, მაგრამ რედუქტორი, გარდაქმნის მას და რედუქტორის უკანა მხარეს მხოლოდ 120 ატმოსფეროს წნევის დაგროვება ხდება, თან წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაში ვთქვათ 10 კუბურ სანტიმეტრში.
გავისროლეთ პირველი ტყვია, გაიხსნა კლაპანი, გამოვიდა 120 ატმოსფეროზე დაგროვებული 10 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და კლაპანი ჩაიკეტა, ამ დროს მოხდა გასროლა და ტყვია წავიდა 275 მეტრ წამით. რედუქტორს წინა მხრიდან ისევ აწვება 200 ატმოსფერო, რედუქტორს მიღმა 10 კუბურ სანტიმეტრში ისევ დაგროვდა 120 ატმოსფერო წნევა. ანუ იგივე იდეალური პირობები მივიღეთ რაც პირველი გასროლისას. ვისვრით მეორე ტყვიას, და განსხვავებას სიჩქარეში ვიღებთ 276 მეტრ წამს, მესამეზე 275-ს მეოთხეზე 275,5, მეხუთეზე 275,6, 275,4 და ასე შემდეგ, ანუ სანამ რედუქტორის წინ რჩება 120 ატმოსფეროზე მაღალი წნევა, მის უკან ყოველთვის გროვდება ერთნაირი მოცულობისა და წნევის მქონე ჰაერი, შედეგად ხდება პრაქტიკულად ერთი და იგივე გასროლა.
ეს არის იდეალური პირობა მსროლელისთვის, თუ თოფი არის გასწორებული და დამუშავებული, დანარჩენი ტყვიის მოხვედრა დამოკიდებულია მხოლოდ მსროლელზე, ტყვიის ხარისხზე და ამინდზე. დანარჩენის მხრივ თოფმა უზრუნველყო იდეალური განმეორადობა. ბევრ ცეცხლსასროლ სუპერ პუპერ იარარს არ აქვს ამ დონის განმეორადობა გასროლიდან გასროლამდე.
ერი შეხედვით PCP იარაღი განსაკუთრებით რედუქტორიანი არის პნევმატიკის მოყვარულის იდეალური არჩევანი, მაგრამ ამ ტიპის პნევმატიკას აქვს როგორც პლიუსები ისევე მინუსები. ჯერ მოდი მარილი მოვაყაროთ და პლიუსები მივათვალოთ:
1) გასროლიდან გასროლამდე არ გიწევს ლულის გადატეხვა ან დამატებითი ძალის გამოყენება, ხელი არ იღლება და იდეალურად ისვრი (ერთი შეხედვით დიდი რამე რა, გადატეხე ლულა ჩადე ტყვია, მაგრამ რეალობაში კუნთი იღლება და 10-20 ლულის გადატეხვის მერე ხელი კანკალებს, აი PCP-ში ასეთი უარყოფითი შედეგი არასდროს არ გექნებათ)
2) შეიძლება გქონდეს ერთ ტყვიანი თოფი, რამდენიმე ტყვიანი (ეგრეთწოდებული აბოიმიანი), რომელიც სათითაოდ იტენება ლულაში (ჩახმახის მოძრაობის მეშვეობით), ან შეიძლება ავტომატიკაზე იყოს და ყოველი გასროლის მერე ლულაში ტყვია თვითონ ჩაიტენოს
3) არ არსებობს უკუცემა, ანუ იდეალურად ისვრი ტყვიას, კონცენტრირებული ხარ გასროლაზე და არ გაღელვებს ის პორობა რომ მხარზე მყარად მიბჯენილი არ აგქვს თოფი, ან გასროლისას თოფი ხელში ხტომას დაიწყებს
4) მილიარდი წელი იცოცხლებს ამ თოფზე ოპტიკა, არანაირი დატვირთვა ოპტიკას არ აქვს PCP-ზე.
5) არ არსებობს დიზელის ეფექტი. უმეტესობა და განსაკუთრებით ყველა ზ.დ.პ კლასის იარაღს აქვს დიზელის ეფექტი, ანუ გასროლისას როდესაც დგუში ჰაერს კუმშავს ასევე იკუმშება ტაოტისა და ზეთის აირი, რომელიც მაღალი წნევის შექმნისას აალდება და დამატებით ენერგიას აძლევს ტყვიას, ეს თან კარგია თან ცუდია. ცუდია იმით რომ აფუჭებს თოფს, დგუშს, აჭუჭყიანებს ლულას, პლის ყოველ გასროლაზე სხვადასხვა რაოდენობა ზეთის ორთქლი იწვის და შედეგად სხვადასხვა სიჩქარეებს ვიღებთ
6) იდეალური განმეორადობა გასროლებისას განსაკუთრებით საუბარია რედუქტორიან სისტემებზე
7) გამოყენების სფერო ძირითადად არის ნადირობა და სპორტი, ამ კალსს პრაქტიკულად არავინ იყენებს პლინკაობისთვის, რომც გამოიყენო 2-3 კვირაში ამოგივა ყელში ბოთლების მტვრევა, ესროლე მოხვდა გატყდა, ესროლე მოხვდა- გატყდა... როდემდე გააგრძელებ ამ სისულელეს
8) არ ტყდება ზამბარა ზ.დ.პ-სავით
9) არ არის შესაცვლელი დგუში და მანჟეტები
10) არ ცვდება დგუშისა და სასხლეტის დამჭერი კაკვები
11) სერიოზული შაშხანის ფორმა აქვს, ზოგიერთ კი იმდენად ფუტურისტული რომ... ანუ სათამაშო ტილიან ზ.დ.პ-ში არავინ აურევს, როდესაც ეუბნები პნევმოა ვერავინ იჯერებს
12) სასხლეტი.... უმეტესობა ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას სასხლეტი აქვს საშინელება, 2-3 და 5-10 კილო ძალაა საჭირო რომ გასროლა მოახდინო, ყველაზე ბანძ PCP-ში 1 კილოზეა სასხლეტს ძალა დაყენებული სპორტულებში კი შეიძლება 100 გრამზე ან 50 გრამზე დააყენო, ანუ დაუმიზნე ოდნავ შეეხე სასხლეტს და გასროლა მოხდა, შედეგად თოფზე თითის შეხებას არანაირი ცვლილება დამიზნებაში არ შეუტანია
13) დიდ დისტანციებზე სროლა თან მიზანში, ახლა კი არის ვიდეოები 200 მეტრზე სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ექსტრემია და რეალობაში გამოუყენებელი, რეალობაში მოგიწევთ 10-15 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციებზე სროლა 4,5 კალიბრში ეს სავსებით შესაძლებელია, პირადად მომიხსნია 100 მეტრიან დისტანციაზე ზედმიყოლებით პინგ-პონკის 5 ბურთი, ბორჯომის ბოთლის ხუფები და ასე შემდეგ, (მეეჭვება რომელიმე დაჟე სუპერ კლასის ზ.დ.პ-მ შესძლოს მაგ დისტანციაზე თუნდაც ზედმიწევნით ბორჯომის პლასტიკატის ბოთლების მოხსნა, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია), თავისუფლად გაჭირვებისას გაისვრით 120 მეტრზე, მაგრამ ამის იქეთ..... იმისათვის რომ ძალიან დიდ დისტანციებზე ისროლოთ ოპტიკას უნდა წინასწარ დარეგულირება, საჭიროა იდეალური ამინდი და ასე შემდეგ.
მაგრამ ამ ზღაპრულ პლიუსებს აქვს მინუსებიც:
1) ფასი, ყველა PCP ძვირია, ყველაზე იაფიანი არის კროსმანის მოდელი Benjamin Discovery ამერიკაში ღირს 245$ მაგ დონის ზ.დ.პ-ები სადღაც 70-80$-ში იწყება, მაღალი დონის PCP შეიძლება თავისუფლად იქაჩებოდეს 3-4 ათას ევროზე, და ერთეული ოლიმპიური მოდელები თავისუფლად გადააჭარბებს მთელი ამუნიციით 10 000 ევროს.
2) ავტონომიურობა - არ გააჩნია ეს პუნქტი, ანუ დამოკიდებული ხარ რეზერვუარზე და გასროლების რაოდენობაზე, ანუ ვთქვათ თქვენი თოფი ისვრის ერთი დატენვით 50 ტყვიას. გაისროლეთ? იბედნიერეთ და მიიღეთ ყველა ზემოთ აღწერილი სიამოვნება, ახლა ნება იბოძეთ და დატუმბეთ. ამისათვის გამოიყენებ სპეციალური მაღალი წნევის ნასოსები რომლებიც თავის მხრივ 200$ და მეტი ღირს, მანქანის ნასოსზე არ იფიქროთ ერთი წამითაც, მანქანის ნასოსი 8 ატმოსფეროზე მეტს ვერ დატუმბავს, ჩვენ კი მინიმუმ 140 ატმოსფერო გვჭირდება (ყველაზე იაფიანი PCP ანუ Benjamin discovery სწორედ ამ წნევით მუშოაბს 140-დან 70 ატმოსფერომდე დიაპაზონში და იძლება 10 მეტრიანი კალიდორის სიზუსტით გარანტირებულ 40 გასროლას). ასე რომ ათრიეთ ნასოსი ზურგზე და საჭირო დროს გამოიყენეთ დასატუმბად (თან ერთ დატუმბვას შეიძლება დასჭირდეს 50-100, ან მთელი 200 ბუქნი. გააჩნია რეზერვუარის მოცულობას, ეს კი საკმაოდ დამღლელია). არის მეორე გამოსავალი წინასწარ დატენილი აირის ბალონი უნდა ათრიოთ ზურგზე. მაღალ წნევას კი სქელ კედლიანი მძემე ბალონი სჭირდება (რომელიც თავის მხრივ ძვირი ღის, და ეკონომიას არ გირჩევთ, რომ შემოაგსკდეთ 200 და მეტი ადმოსფერო, მიმიქარავს ბენ-ლადენის ტერორისტულია ქტი, თქვენს ნაწილებს ვერავინ იპოვის).... მოკლედ ამ პუნქტში ზ.დ.პ ბოლომდე ხდის ტრუსიკამდე PCP იარაღს. ეს არის ერთერთი უდიდესი მინუსი PCP იარაღისთვის.
3) საშიაია, რეალურად საშიშია. მაღალი წნევის რეზერვუარი გიჭიტავს ხელში, რის გამოც მისი დაგდება და რაიმე ექსტრემ ტესტირებები მიუღებელია, თავისუფლად გაგისტუმრებთ იმქვეყნად, ასე რომ ზ.დ.პ-სგან განსხვავებით თუ ხლაფორთიანი ხართ ....
ამ სამი ძირითადი მინუსის გარდა მე ვერცერთ სხვა მინუსს ვერ ვიხსენებ.
იმედია ლექცია დიდი იყო, მაგრამ საინტერესო, ახლა ამ თემის გადაკითხვის შემდეგ რჩება გასარკვევი შემდეგი რამ:
1) რისთვის გჭირდება პნევმატიკა (ანუ გამოყენების სფერო)
2) თანხა - რისი და რამდენის გადამხდელი ხარ შენს გართობაში
3) პნევმატიკის კლასი, იდეაში ეს პუნქტი ზემოთ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხშირად ფინანსები განსაზღვრავენ გადაწყვეტილებებს და არა სურვილები, ასე რომ ეს პუნქტი ჩემის აზრით მესამე ადგილზე იქნება
4) კონსულტაციები, აურაცხელი კონსულტაციები, არსებულ მფლობელებთან, ფორუმებზე, აურაცხელი მასალის გადაკითხვა და საკუტარი დასკვნების მიღება
5) აუცილებლად შეძენის წინ იგივე ნაირი თოფის მფლობელთან შეხვედრა, თუ იგივენაირთან არა მიახოვებულთან მაინც, პირადად გამოცდა და თუ შესაძებელია სხვა კლასის, ან სხვა პნევმატიკურ თოფთან შედარება
მხოლოდ ამის შედმეგ ყიდულობ შენს თოფს და ხარ წყნარად, იცი რომ იყიდე ზუსტად ის რაც გინდოდა, ან ზუსტად ის რასაც გაწვდი.
რავი ამ ეტაპზე მოვრჩი თუმცა დარწმუნებული ვარ ამან უფრო მეტი კითხვები გაგიჩინა, თუმცა იმედია უფრო დაკონკრეტებული და საკუთხში გარკვეული კითხვები გაგიჩინა და არა ისეთი კითხვები - ისა და კონსერვის ბანკას 20 მეტრზ ეგავხვრიტავ????
P.S. გაითვალისწინეთ რომ პრეტენზია რაიმე სუოპერ მცოდნეობაზე არ მაქვს, სავსებით შესაძლებელია რომ ბევრი საჭირო პუნქტის ხსენება გამოამრჩა, ასევე სავსებით შესაძლებელია რაღაც შემეშალა, ეს ყველაფერი უკვე კონკრეტული კითხვების განხილვისას გავიაროთ ყველამ ერთად.
პოსტის ავტორი Ja_Ja პირველწყარო www.airgun.ge