Jump to content

სურათი

ვოიაჟი ფოთში. მრისხანე მტერთან (იხვთან) შესარკინებლად


ამ თემას აქვს 32 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

იყო და არ იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ამ ახალიწლებით გადაღლილ ხალხს მოგვინდა ნადირობა. ხოდა ჰოი საოცრება ჩემტან ერთად მოუნდათ, მეტეორას, ვეკუას და ივერიჩს. ხოდა ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ხელს რა შეგვიშლიდა უგზოობა თუ ჭკუა. ერთ დღეში გადავწყვიტეთ, და გავეშურეთ ფოთისკენ. მტელი გზა რა ტქმა უნდა მიდიოდა ძველი ამბების გახსენება. მეტეორა და ვერიჩი ისეთებს ყვებოდნენ თვით ვეკუაც კი ჩუმად იჯდა :D

როგორც ბუნება იტყობინებოდა გზა გრძელი და დამღლელი იქნებოდა. რიკოთს მიღწეულებს პირველი დაბრკოლება დაგვხვდა ჩვენს მტერს თოვლი გამოეგზავნა ჩვენს შესაჩერებლად, მაგრამ რა ბიჭებს გვეხუმრებოდნენ მაგდენი ვერ გათვალეს და მეტეორამ მე მიმიშვითო და ეგრევე ჩაერთო საქმეში მეორე ხიდი და შესაბამისად მედგრად გავუმკლავდიტ ამ დაბრკოლებას. მურდალი მტერ ამას რო არ დასჯერდა შემდეგ უკვე გზის შუა წელში ყინული დაგვახვედრა მაგრამ მანადაც მეტეორამ ივაჟკაცა. როგორც კი სენაკს მიუახლოვდით უკვე თენდებოდა და ადრნალინიც იმატებდა, რადგან სენაკში ჩვენი ძმა ბაკური გველოდებოდა, რომელსაც უნდა გაეკვლია ჩვნთვის გზა. ასე რომ ვთქვათ კაცს მთელი დღე ჩვენზე უნდა ეზრუნა. რაც ძალინა კარგად გააკეთა. ფოთში მისელები მიგვიყვანა თავის ახლობელთან მერაბი ძიასთან, კიდევ ერთ კარგ ქართველთან. ბატონმა მერაბმა ტრადიციულად ქართული სტუმართმოყვარეობით მიგვიღო და გაგვიმასპინძლდა. კაც წინა დღის ნაქეიფარი იყო მაგრამ ჩვენს გამო 5 საათძე უკვე ფეხზე იყო და გველოდებოდა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. მივედიტ გადმოვლაგდით ავეწყვეთ და ტრადიციულად თითო ჭიქით დავილოცეთ. დილის მადლი ვთქვით, ღმერთი ვახსენეთ გამოვეწყვეთ და გავეშურეთ მტერთან შესაბმელად. წინ ჩვენი მასპინძელი ბაკური მიგვიძღოდა მედგრად. 

როგორც კი ირიჟრაჟა გაისმა პირცელი გასროლა და ვეკუამ კი მიაყენა პირველი დარტყმა მტერს და წინა ფლანგელი ქათამი მოუხსნა, ამას მოყვა მეორე გასროლა და მეორე ქათამიც გმირულად დაეცა ბრძოის ველზე. წინა ხაზი მედგრად გავარღვიეთ და გადავინაცვლეთ უკვე უშუალოდ მტერთან შესაბმელად. ამდროს მეტეორამ დაიყვირა მზვერავებიო და შორი ახლოს ჩაგვიარეს, მტრის მზვერავებმა რომელიც 10 ოდე იხვისგან შედგებოდა. ჩვენ ისევ მივიწევდით მტრის შუაგულში შესარწევად. წინ არაერთი დაბრკოლება დაგვხვდა და გადავლახეთ. სამწუხაროდ დილის გასვლა უშედეგოდ დამთავდა, მაგრამ გული არ გაგვიტეხია დავბრუნდით დისლოკაციის ადგილზე კიდევ თითო-თითო ჭიქა დავუმატეთ მეტი მხნეობისთვის და უკვე საღამოს პირზე გავედიტ მტერთან საბრძოლველად. როგორც კი განვლაგდით, რამოდენიმე წუთში ზურგიდან შემომძახა ივერიჩმა მტერი შენ იწნ არისო. ხოდა მეც არ დავაყოვნე და ჩემი სატყუარიტ შემოვძახე სიმღერა მტრის დასაბნევად, შედეგმაც არ დააყოვნა და გაიხსნა ზალპური ცეცხლი, შესაბამისად მტერი ლიკვიდერებული აღმოჩნდა. ამის შედეგ მტერი ყველი მხრიდან გვიტევდა და ჩვენც მედგრად ვიგერიებდით.

საბოლოო ჯამში  მაინც მეგობრობამ გაიმარჯვა და გამოვეშურეთ უკანა გზაზე, სადაც ჩვენი ძმა ჯაბა ჰანტერა გველოდებოდა, თავის ბატალონთან ერთად, კი გაგვიბრაზდა უჩემოდ როგორ იბრძოლეთო მარა, 2 ჭიქის მერე უკვე ყველა წინა ხაზზე ვიბრძოდით. ჯაბამ ტრადიციულად მამაპაპური სუფრა გაგვიშალა, და კარგადაც მოვილხინეთ, ვინადიმეთ დავისვენეთ ასევე ჯაბასგან საჩუქრებიც მივიღეთ და გამოვეშურეთ უკან თბილისისკენ, მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა, გზა და გზა გვირეკვდნენ ბიჭები და ვკითხულობდნენ რამე ხო არ გვიჭირდა. რისთვისაც დიდ მადლობა მათ.

სისხამ დილით უკვე სახლებში ვიყავით . ასე და ამგვარად ჩაიარა ჩვენმა ვოიაჟმა ფოთში.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა ;)

 

 

პ.ს სურათები თქვენზეა ბიჭებო 

მიმაგრებული გალერეა

  • 12483728_1686082791662321_702740799_n.jpg
  • 12498526_1686082774995656_1874833813_n.jpg
  • 12498713_1686082818328985_563423549_n.jpg
  • 12498966_1686082768328990_975793058_n.jpg
  • 12506539_1686082924995641_1442988901_n.jpg
  • 12506999_1686082754995658_1421575534_n.jpg
  • 12511723_1686082764995657_475586494_n.jpg
  • 12512118_1686082801662320_1659613222_n.jpg
  • 12516094_1686082821662318_325178443_n.jpg
  • 12528018_1686082784995655_429351071_n.jpg
  • 12528067_1686082914995642_489763947_n.jpg
  • 12539998_1686082798328987_80170310_n.jpg
  • 12540090_1686082788328988_1838456808_n.jpg
  • 12540222_1686082794995654_1102779237_n.jpg
  • 12540285_1686082811662319_101815407_n.jpg
  • 12540286_1686082814995652_2012071938_n.jpg
  • 12540442_1686082851662315_645611064_n.jpg
  • 12540477_1686082778328989_859591737_n.jpg
  • 12476262_1686082834995650_1389463518_n.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 

 ხელს რა შეგვიშლიდა უგზოობა თუ ჭკუა

 

 

 მეტეორა და ვერიჩი ისეთებს ყვებოდნენ თვით ვეკუაც კი ჩუმად იჯდა 

 

 

 2 ჭიქის მერე უკვე ყველა წინა ხაზზე ვიბრძოდით.

 

 

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა  ;)

ბაბუ სენტ ეგზიუპერი ისვენებს შენ რომ საწერ კალამს კიდებ ხელს.

 ვსიო მე მოვრჩი რეპორტიორობას , ამ ბიჭს ამის ნიჭიც ქონია და აწი ავტორებიდან , მკითხველების ჯგუფში გადავბარგდი.

  საღოლ ძაბო , ასე არა სჯობს? სულ დატუქსვას და გაბრაზებას ,წერე ბაბუ რეპორტები , ბევრად უფრო კაი წასაკითხია ....დამიჯერე.

 ხუმრობის გარეშე კი გეტყვი კაი იყო მაგრად ვიხალისე.

:bravo:

იმედია სურათებს ამ თვეში გვაღირსებენ და დროულად ვიხილავთ.... ;)  :0068:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ აი სურათები უკვე დანარჩენებტან



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მანტის მოწმეების ჩვენებებიც გვჭირდება. განსაკუთრებით იმ მომენტის სადაც ამბობ, რომ "ვეკუა ჩუმად იჯდაო" მემგონი ყალბი ჩვენების მიცემისათვის მოგიწევს პასუხისგება  :bravo:  :bravo:  :good:  :good:  :DDD  :DDD



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოეე ბიჯოო, ფული გადავიხადოთ თუ დადებთ სურათებს? ნისიად ვერააა?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მანტის მოწმეების ჩვენებებიც გვჭირდება. განსაკუთრებით იმ მომენტის სადაც ამბობ, რომ "ვეკუა ჩუმად იჯდაო" მემგონი ყალბი ჩვენების მიცემისათვის მოგიწევს პასუხისგება  :bravo:  :bravo:  :good:  :good:  :DDD  :DDD

გეუბნები რააა, თვითOნ ვეკუასაც უკვირდა  :D



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მანტის დაურეკე ბიჯო,  ვისა აქვს სურათები რომ დადონ . ეგება გვაღირსონ რა...


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

როგორც მახსოვს ვეკუას აქვს რამოპდენიმე 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Oto

Oto

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
ვეკუა ისეთ დღეში ჩაგიგდიათ ძმაო სურათებს მოგცემთ ეგ ეხლა 😀

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

რა გინდათ, კაცი ჩუმად იჯდა და სურათებს იღებდა



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2296 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

აი ძმაო რეპორტი :))) კოჩაღ მანტის  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:     



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაბო ყოჩაღ შენ, ეს პირველი რეპორტია ხო? შენ მარტო ძაღლების დაგეშვა და დრესურა კი არა წერაც კარგად შეგძლებია ე.ი რეპორტებიც 


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

არა ბაბუ მესამე რეპორტია, გუგას ბავშვი რო ეყოლეა ის რეპორტი გავაკეთე, ადრე შაორზე ვიყავი ის და ეხალ ეს



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კარგი ხარ კარგიი :*



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

გასვლაც მეფური! )







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?