Joseph Lang & Son, Ltd
ჯოზეფ ლანგი მეიარაღის პროფესიას ა. ვილსონის კომპანიაში ეუფლებოდა.
საკუთარი ფირმა ჯოზეფმა 1821 წელს დააფუძნა ლონდონში. საწარმომ სწრაფად დაიწყო ავტორიტეტის მოხვეჭა(ამ პერიოდში თვით დ. მენტონის კომპანიასაც კი სავაჭრო პრობლემები ჰქონდა), ლანგი უფრო და უფრო ფართოვდებოდა. 1852 წელს ლანგმა საკუთარი სტენდი გახსნა, ხოლო 1853 წელს კი ლონდონის ახალ მისამართზე გადავიდა უფრო დიდ საწარმოში.
ჯოზეფ ლანგი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ადგილობრივ მეიარაღეთა შორის. მას ჯეიმს პერდეს ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. როგორც მეიარაღეთა დინასტიის წარმომადგენლებს შეშვენით, ჯოზეფის ვაჟებიც(ედვარდი და ჯეიმსი) იარაღის წარმოების ბიზნესით დასაქმდნენ. საქმეში შვილების მოსვლის შემდეგ(1870-იანი წლების დასაწყისში) ფირმამ Joseph Lang & Sons სახელი მიიღო. 1880 წელს ჯეიმს ლანგმა საკუთარი ფირმა გააკეთა James Lang & Co და ჯოზეფის დაფუძნებული ფირმის დასახელებაში ვაჟიშვილი მხოლობით რიცხვში ფიგურირებს_ Joseph Lang & Son.
1895 წელს James Lang & Co-ში სამუშაოდ ჰოლანდ-ჰოლანდიდან გადადის გ. ჰასი და ფირმას Lang & Hussey, Ltd დაერქვა.
1898 წელს კი Lang & Hussey, Ltd და Joseph Lang & Son ერთიანდებიან.
ლანგების დინასტიის ფირმათა ისტორია(იგულისხმება დაყოფა-გაერთიანებანი) ცოტა ბუნდოვნად გამოიყურება, თუმცა თითოეული კონკრეტული ფირმის უკან კონკრეტული ლონდონური მისამართი დგას, რომელიც შესაბამისად პროდუქციაზეცაა აღნიშნული. ეს მისამართები იარაღის იდენტიფიცირებას მარტივს ხდის. ასე მაგალითად:
ჯოზეფ ლანგის დაფუძნებული ფირმა
1821 წელს დარეგისტრირებული იყო Haymarket 7-ში;
1853 წელს_ Cockspur Street 22-ში;
1890 წელს_Pall Mall 10-ში;
ჯეიმს ლანგის(შვილი) დაფუძნებული ფირმა
1880 წელს მდებარეობდა New Bond Striit 33-ში;
1891 წელს_ New Bond Striit 102-ში; ამავე მისამართზე განთავსდა 1895 ფირმა Lang & Hussey Ltd . 1898 წლიდან მამისეულ კომპანიასთან გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიაც ლონდონის New Bond Striit 102-ზეა რეგისტრირებული.
მეოცე საუკუნის დასაწყისი სანადირო იარაღის ბაზარზე სტაბილურობით გამოირჩეოდა. გაერთიანებული ფირმაც წარმატებით მოღვაწეობდა. 1925 წელს ლანგის ფირმა გრანტის ფირმასთან ერთიანდება და წარსდგება სახელით
Stephen Grant & Joseph Lang Ltd. ფირმა რეგისტრირებული იყო მისამართზე Buri Street 7.
1960 წელს ფირმა ერთიანდება ჰენრი ეტკინის საწარმოსტან და დაერქვა Atkin Grant & Lang ltd. მფლობელის უკანასაკნელი ცვლილება განხორციელდა 1985 წელს. ბრენდი ლანგი შენარჩუნებული იყო.
ფირმას მოდელთა ძალიან დიდი ასორტიმენტი არ ჰქონდა, რამეთუ გათვლილი იყო მხოლოდ უმაღლესი კლასის პროდუქტზე. როგორც ერთ-ერთი დიდი კომპანია, ლანგიც ამზადებდა ტყუპ ტოფებს, რითაც ხაზს უსვამდა მის კლასს.
აღსანიშნავია მისი 12 ყალიბის გლუვლულიანი ჰორიზონტალური მოდელი, რომლის სავაზნეები 51მმ-ს სიგრძის იყო. სამიზნე ტამასაზე ეწერა გაფრთხილება:,,მხოლოდ მუყაოს 2 დიუმიანი ვაზნებისათვის". თოფი ძალია მსუბუქი(2,32კგ) და მოხდენილია. ლულატა სიგრძე 711მმ-ია.
1930 წლიდან ფირმა იწყებს გლუვლულიანი თოფების გამოშვებას ლულათა ვერტიკალური წყობით. ამ თოფებს საბრძოლო მექანიზმი გვერდით დაფებზე აქვთ განლაგებული, ხოლო საბრძოლო ზამბარები კი V-სებური
ნებისმიერი ფირმის თოფი, რომლის სახელშიც ლანგი ფიგურირებს, წარმოადგენს კოლექციონერების სანუკვარ ოცნებას.
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით