Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

კრაკადილას სტუმრობაო ნუ გგონიათ ხუმრობაო

სტუმარი საქართველო ნადირობა ლეგიონი ქედანი ალაზანი ბუნება ოფ როუდი ტანკი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 44 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო!

 პარასკევს აბდუშაჰილმა, მეტომ და კაკიმ გადაწყვიტეს სადმე გასვლა სანადიროთ , ნუ მეც დავაბევე ადგილი. ვინაიდან ფორუმი გათიშული იყო, ამიტომ სატელეფონო კომუნიკაცია დამყარდა და ასეთივე ფორმით , მოხდა გასვლის დაგეგმვა.

   ვინაიდან საშინელი სიცივე ,ქარი და წვრილი წვიმა იყო მოსალოდნელი რომელიც დიდი ალბათობით (77%) თოვაში უნდა გადასულიყო =გადაწყდა იხვზე გასვლა დაგეგმილიყო.

 ალაჰის დიდებას ვფიცავ აბდუშაჰილმა ძალიან ოპერატიულად მოარგო კანასფი და სიმძიმეები ფიტულებს. მანოკებიც ყველას გვქონდა. გიორგის ლურჯა ჯუნიორი , მზად იყო და წასვლას აბა რაღა დაუდგებოდა წინ?

  დათქმულ დროს გამომიარეს ყმაწვილებმა და გრაფიკის მიხედვით დავიწყეთ მოძრაობაც.

5e285539dcbe.jpg.

 

2e55d27d7d45.jpg

.

ea0ffb93025b.jpg


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირველი გაჩერება , ტრადიციულად ჩვენ მაღაზიასთან გავაკეთეთ. სურსათ სანოვაგე შევიძინეთ. რასაც ქვია ატავარილის და გრაფიკის მიხედვით უკვე კასასთან მხოლოდ 2-3 წუთი გვქონდა ჩამორჩენა. ნუ ეს სტატისტიკა და პუნქტუალურობა ჩვენი აბდულას სავიზიტო ბარათია.

62798ed7a5b3.jpg

  

სანამ მეტო და ჯიბო სალაროსთან "შრომობდნენ" მანამდე აბდულამ გაზის და დენის ფულიც გადაიხადა. მოკლედ ეს კაცი დროს უქმად არსად არ კასრგავს რა.

8d69b76f23db.jpg

 

სურსათ სანოვაგე შეძენილი გვქონდა. გაზის და დენის ფული გადახდილი იყო. ასე რომ როგორც გერმანელები იტყვიან : "დრაგ ნახ ოსტეენ".

   ხოდა ჩვენც გავეშვიით.

1079738_125.jpg1488445_125.jpg

 


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბდულას ლურჯაში ხომ ოროთახიანი ბინაა , ლოჯით. ნუ ჯიბო იძახის რომ ჩეხურიაო , მეტო კიდე ამბობს მოსკოვის პროექტიაო. ისე თუხარელის პროექტია -ვააბშე ტო.

 მოკლედ ავტორის ვინაობას სანამ გავარკვევდეთ , მანამდე გეტყვით რომ მაგის მანქანაში , კი არა ორ ოთახიანში ხომ ყველაფერია დაჟე ფეირის სარეცხი საშუალებაც .... ხო და ხომ ხვდებით? რამოდენიმეს საღერღელი აეშალა - რაღა იმ სიცივეში ვთქვათ ჩვენი ტრადიციული "სამაიაო" ხო და.....

13111346c96b.jpg

ხო და ამუშავდა უკანა რიგის ლოჯისტიკის სამსახურიი... ამუშავდა მარა რა ამუშავდა?....

.

7d384591e2f0.jpg

.წავიდა ოთხ ნაირი ბუტერბროდების გაწყობა , გადაწოდება -გადმოწოდება ......

 

0abeb98a5869.jpg

პირველმა დეგუსტაციამ წარმატებით ჩაიარა , ხოდა ამუშავდა კონვეერიიი...

:good:


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4307 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

დაწყება კარგია ტრადიციულად    :good: მაგრამ საქმე მაჩვენეთ :ki:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაწყება კარგია ტრადიციულად    :good: მაგრამ საქმე მაჩვენეთ :ki:

ნუ ხარ ახალგაზრდავ სულწასული.

        მოთმინება იქონიე  და ეცი პატივი ჩემ პახმელიას. დღეს ამის გაგრძელების თავი ნამდვილად არ მაქვს , მითუმეტეს რომ ისრაელიდან სტუმრები მყავს. რაც შეეხება შედეგს , წინდაწინ გეტყვი რომ ისიამო ვნებ!

;)

მაშ ვაგრძელებ,

afea5bd721eb.jpg

როგორც იტყვიან "სუხოი პაიოკი" ძალიან სუხოი გამოვიდა და მუსიე მეტომ იკითხა ცოტა ხომ არ დაგვესეველებინაო?  ამაზე , ჩვენი სახელოვანი მგოსანის სეხნიემ არაორაზროვნად დაუკრა კვერი და ისიც დააყოლა თუ როგორი გამჭრიახი გადაწყვეტილებას მიაგნო მუსიე მეტომ .

ამაზე , ის იყო "აღშფოთებული" ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას (ალკოჰილური თრობისა და ინტოქსიკაციების მავნებლობაზე)მცირე აუდიტორიის წინაშე და ვფიქრობდი , შემენელებინა ალკოჰილისაკენ მათი ლტოლვა . ის იყო მოვემზადე სიტყვის (ვრცელი სიტყვის) წარმოსათქმელად  და თვალებით მოვძებნე , თვით დიდი ბაბდულშაჰილი , მაგრამ ოოოოო, რა მუხანათი ყოფილხარ შენ- მაცდურო და ფლიდო წუთისოფელო? ვფიცავარ ალაჰის სახელს , მაგრამ არაფრით არ მოველოდი თვით დიდი და ბრძენი აბდულშაჰილისაგან ასეთ მზაკვრობას. ეხლა მივხვდი რატომაც დაარქვეს მას აბდულ (აბდალა . გურული ტერმინოლოგია) შაჰილი (შახ მატ) ნუ ლი თავისთავად ნიშნავს ბრუს ლის ნაირ დამანოკაუტებელ დარტყმას . ზუსტად ასეთი მოულოდნელი და დამანოკაუტებელი დარტყმა მივიღე აბდულასგან როცა ამ უკანასკნელის (მიუხედავად რომ საჭესთან იჯდა )უკანა რიგში მომწიფებული ნოვაციისადმი , ასეთი კაპიტულანტური გამომეტყველება აღმოვაჩინე.......

c149e9e468df.jpg

 

ნუ ამას რომ შეხედავს , ადამიანი რომელი ჭკუათმყოფელი იფიქრებს რომ აუდიტრიას  დააინტერესებს ლექცია თემაზე "ალკოჰოლური თრობისა და ინტოქსიკაციის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის გარშემო არსებულ სოციუმზე"? (არა და მაგარი საინტერესო მოხსენებაა . ცოლი ხშირად მიკითხავს . შემოკლებული ვერსია  მაქვს დაკონსპექტებული).

    რაღა უნდა მექნა ? გამახსენდა ციცერონის ბრძნული მოსაზრება :

"როცა საზოგადოებისთვის მიუღებელია შენი მოსაზრება და მითუმეტეს არგუმენტები, მაშ თვითონ გაერიე ამ საზოგადოებაში და შიგნიდან სცადე გაიგო მათი არგუმენტებისო".

მოკლედ ჩათრევას -ჩაყოლა ვამჯობინე.

 

1b18649d2670.jpg

ბიჭები თავიდან , ცოტა უნდობლად შეხვდნენ ამ ჩემს უცაბედ მეტამორფოზას და გაუკვირდათ კიდევაც , ესე უცებ როგორ დავთანხმდი , სპირტიანი სასმელების მოხმარებას , მაგრამ , ნელა ნელა დარწმუნდნენ ჩემი აზრების სისუფთავეში , თუმზა თითეულ დოზას უაღრესად დიდი სიფხიზლით , ყურადღებითა და სიზუსტით ზომავდნენ. დიდი ციცერონის ბრძნული გამონათქვამი დროზე ადრე არ გამხდარიყოს საპოლემიკო.

 

ცოტა ხანში ყველანი დავეწმუნდით, დიდი რომაელი ფილოსოფოსის , პოლიტიკოსის და საერთოს სამყაროს დიდი მოქალაქის  ბრძნული გამონათქვამების ჭეშმარიტებაში და ეს ავღნიშნეთ კიდეც. თან მაგრადაც გაგვიხარდა და გავხალისდით კიდევაააც,.

 

faf6b6f6625d.jpg

"ამით შენ გაგიმარჯოს ჩემო ციცო კი არა და ციცერონ. ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი  მოაზროვნე სული."

 

 


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2135 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მოუთმენლად ველით  :0025:  :0025:  :0025:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

ბაბუ რა მაგარი სურათებია :) 

მეც დავამატებ ერთი ორს მანქანის გარეთ რაც ხდებოდა 

 

ffab3b19514b.jpg

 

bb8e37995be8.jpg

 

 

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

შემდეგ რაც ხდებოდა "ბერდ ვოჩინგი" უფრო იყო ვიდრე იხვზე ნადირობა :)

თუმცა არც ისე მოსაწყენი რამ ყოფილა ეს ბერდ ვოჩნგი :)

 

898e14c901d5.jpg

 

62d7ce9cce95.jpg

 

ac88d25b29e0.jpg

 

294c222acf1a.jpg

 

 

აქ სავარაუდოდ მეტო ეუბნება ბაბუს: " ნორმანდიის სანაპიროებს უნდა შევუტიოთ სერ"

 

f306399d388e.jpg

 

 

და დაიწყო ოპერაცია "ოვერლორდი" :)

 

ec67adf68d0b.jpg

 

მამაცურად მიიწევდნენ წინ ლეგიონერები წელამდე ტალახში :)

 

55e96f9eeced.jpg

 

სამშვიდობოსაც გავედით 

 

df60c65d7beb.jpg

 

c11235a34a1e.jpg

 

და მტრის ავიაცია განადგურებულ იქნა 

 

fbec54195305.jpg

 

68e0ab80bb12.jpg

 

 

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 5055 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:0030:  იფ იიიიფ :good:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო ერთსაც ავღნიშნავ რომ , ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა .  

    როდესაც მანქანა გავაჩერეთ და შესაბამის აღკაზმულობიდა ამუნიციის მოძიება და ჩაცმა დახურვა დავიწყეთ , გვერდზე ჩამოგვიქროლა და ძალიან ძერზკად გაგვიჩერდა რაღაც ჯიპი. 

  ნუ არ გვესიამოვნა "კონკურენტების"გამოჩენა  მაგრამ მდგომარეობა სასიამოვნოდ განიმუხტა , როდესაც ჯერ კიდევ ძრავა ჩაუქრობელი ჯიპიდან , ომაზხიანი შეძახილები "ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვებაო" მოგვესმა...

     სასიამოვნო სიურპრიზი იყო იქ ჩცვენი კონკურენტების კი არა ძმების გამოჩენა. ჩვენი აკო იყო ჩხიკვაძე თავისი ძმითა და სამეგობროთი.

15d8b6be53ac.jpg

 გაიხარეთ მეგობრებო გაიხარეთ!


53c8c0d32f03.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4162 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ისე მშვენიერი იყო არააა ??? 

 

ნუ კრაკადილა ფენომენია ... ეგ უნდა გაუშვა იმ შოუში "გადარჩე ცოცხალი" ( კუნძულზე რომ ყრიან ხალხს, დი მიდის გადარჩენაზე ბრძოლა ) თუ არ მოიგოს მე ვიყო რა

 

ან კიდევ შიმშილის თამაშები ... სად არ არიან ჰოლივუდის რეჟისორები ... ეგ იმენნა მტავარი გმირი იქნებოდა 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

სტივენსონის "განძთა კუნძული" ბენ განნ, ამ როლზე კრაკადილა კონკურენციის გარეშეა :)

 

ee5930e835a2.jpg

 

 



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბეზ კასტინგა დაამტკიცებენ მაგ როლზე. ერთი პაოუგაიჩიკი მხარზე, საყურე ყურში, ჩიბუხიც და ეგაა რაღა ? :DDD


53c8c0d32f03.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 605 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

1b3eef8e8a7d.jpg

ისე ხომ ჩანს როგორი სერიოზული პოლემიკა ქონდა საზოგადოებას უკვდავი ციცერონის ნაფიქრალზე .

456e8803a1b2.jpg

ხასიათი და გუნება - განწყობა უბრალოდ სუპერ :good: :beer:

4158b913c748.jpg

ბაიევაია გატოვნოსწ N1

1eab734602e97.jpg

საბრძოლო ოპერაცია  "NOრMANDIA-NEMAN" დაიწყო.   ოპერაციის პირველი ეტაპი მდინარის გადალახვა წარმატებით განხორციელდა და ლეგიონის დესანტი მისტერ კროკოდაილის საბრძოლო ხომალდის წყალობით მოწინააღმდეგის სანაპიროზე იქნა გადასროლილი.

:ki: 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37397 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მამაცურად მიიწევდნენ წინ ლეგიონერები წელამდე ტალახში :)

 

55e96f9eeced.jpg

 

ბატონებო მცირედ კორექტირებას შევიტა. წელამდე კი არა ტრაკამდე იყო ტალახიი.

:DDD


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი