მოგზაურობა ევროპაში ანუ როგორ მოხვდნენ ირმის კვალში ჩამდგარი ლეგიონერები სლოვაკეთში
ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად
შეკრება გამთენიისას 03-00, მისალმება, მანქანებში ჩაჯდომა და კახეთის მიმართულებით გამგზავრება.... მერე გადავუხვიეთ აეროპორტისკენ..
აეროპორტში რაც ხდება ყველამ იცით და ბაბუს არწივისებურ თვალს არ გამოეპარა ეს კადრები ( ზემოთ მოცემულ პოსტებში კარგად ჩანს მგზავრის ცხოვრება აეროპორტებსა და თვითმფრინავში )
ერთი სიტყვით ჩავფრინდით ვენის აეროპორტში. იქ ზარზეიმით დახვედრა ჩვენი მასპინძლის მიერ, ნუ რა თქმა უნდა ჩემოდნებზე ჭიდაობა - არა მე წამოვიღებ არა მე, არა მაგაზე როგორ შეგაწუხებ .... რა თქმა უნდა ისეთი ხმაური იყო აეროპორტში , როგორიც ლეგიონის ჩასვლას ეკადრება ბოლოს გავედით აეროპორტის შენობიდან მშვიდობიანად , ყველა თავისი ჩემოდნით, რა თქმა უნდა გამოსასვლელთან თითო ღერი სიგარეტი მოვსწიეთ და ჩავლაგდით მანქანებში.
შეფერხების გარეშე დავტოვეთ ავსტრიული ციხესიმაგრე..
და გავემართეთ სლოვაკეთისაკენ.
გზაში მასპინძელმა იკითხა ხომ არ წავიხემსოთო სანამ დანიშნულების ადგილას ჩავალთო და დიდი გაწევ-გამოწევის გარეშე შევჩერდით ერთ დუქანში. ვისადილეთ და სანამ გავიდოდით ამ დუქანში აღმოვაჩინეთ ერთი დარბაზი სადაც სერიოზული სახეებით შევედით და მერე ცოტა ვიცელქეთ
დათვი დიდხანს არ გაგვძალიანებია
და სანამ დირექცია მოვიდა განვაგრძეთ გზა.
სლოვაკეთში ძალიან ლამაზი ბუნება აღმოჩნდა, მშვენიერი მთებით მინდვრებით და მინდვრებზე ირმებით.
ამის დანახვაზე მანქანაში რა დღეში ჩავვარდით ძნელი მოსაყოლია
ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ჩავედით ერთ ულამაზე სოფელში სადაც მივედით სასტუმროში, დავისვენეთ და მალევე დაგვესიენ დანარჩენი მასპინძლები. დაღლილზე და ნამგზავრზე ნადირობა თურმე არ ყოფილა სასარგებლო ჯანმრთელობისათვის და ამიტომ წავედით სავახშმოდ.
ესეც ეგრეთ წოდებული "ლიუსტრა"
ესეც ირმის კერძი
და მე პირადად უკვე ფიქრი გამიჩნდა რომ ესენი ჩვენ არ გვანადირებდნენ და მხოლოდ ნადიმით დავამთავრებდით ამ ყველაფერს როდესაც მასპინძელმა თქვა რომ კარგი იქნებოდა თუ დავისვენებდით რადგან ხვალ სანადიროთ უნდა გავიდეთო.
და აი გათენდა ხვალინდელი დღეც, არანაირი ადრე ადგომა და გამოუძინებლობა. ვისაუზმეთ გავიარ გამოვიარეთ, ქალაქი სკალიცა დავათვალიერეთ, მონადირის მაღაზიაში შევედით და აღვფრთოვანდით და რაღაც რაღაცეებს ხელიც გამოვკარით
ქალაქი ევროპული, სუფთა და მშვიდი
ტურისტები იღებენ სურათებს
ერთერთ ტურისტს ლეგიონერის ნიშანი აღმოაჩნდა მხარზე
მერე შევიკრიბეთ და დავიწყეთ მზადება საღამოს იხვზე სანადიროთ
თოფები, ძაღლები და იხვები მასპინძლებმა დაგვახვედრეს
ეს კი ჩასაფრებული ლეგიონერი
ცოტა ხანი იხვი არ გამოჩნდა და მერე უცებ ერთმა იხვმა გადაიფრინა ბაბუს თავზე. სამწუხაროდ თოფი მეჭირა კამერის ნაცვლად იმ მომენტში როცა ბაბუმ პირველივე იხვს ესროლა. წარმოსადგენად ომზე ფილმები ხომ გაქვთ ნანახი, აი გერმანული თვითფრინავები რო ვარდება , ჯერ აფეთქება მერე ტრიალით ბზრიალით ეშვება ხოდა ასე ჩამოვარდა ის იხვი ზუსტად; და იმას მიყვა კიდევ რამოდენიმე. ასე გახსნა ბაბუმ ნადირობის სეზონი სლოვაკეთში.
მერე დაბნელდა და ისევ ნადიმი და ერთი ამბავი. ტრადიციების გაზიარება ბაბუმ აიღო თავის თავზე.
მეორე დღეც საკმაოდ აუღელვებლად დაიწყო. გამოვეწყვეთ საბრზოლო უნიფორმებში და წავედით ირმებზე სანადიროთ.
ამ დღეს მე გამიმართლა და ეს პატივცემული ირემლაღი გადამეყარა ტყეში.
ესეც ზედხედი
ეხლა კი როგორ ნადირობენ ირემზე ანუ ჩემი ნადირობას მოკლედ მოვყვები
შებინდებისას გავედით ტყის პირას. მანქანა გავაჩერეთ მოშორებით და ფრთხილი ნაბიჯით წავედით იმ ადგილისკენ სადაც სავარაუდოდ ირმები გამოვიდოდნენ. ტყის პირას ხისგან გაკეთებული კოშკურები უდგათ, თითქმის უხმაუროდ მივედით ამ კოშკურამდე, საკმაოდ რთული არმოჩნდა უხმაუროდ სიარული ტყეში გამხმარ ფოთლებზე. ტერფი ბოლომდე უნდა მოაშორო მიწას და ისე დაადგა რომ არ გაასრიალო და ამით ხმაური არ გამოიწვიო. რა თქმა უნდა გამოცდილმა მონადირეებმა ეს კარგად იციან. სანამ მივუახლოვდით კოშკურას იქვე ორი შველი ბალახობდა. ჩვენ ირემლაღზე ვიყავით და შესაბამისად ჩუმადვე ჩავუარეთ და კოშკურაზე ავედით. ჩავჯექით ფანჯარასთან და სამი მხრიდან ვაკვირდებოდით წინ გადაშლილ მცირე მდელოს. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა, მე მეგონა ერთი საუკუნე თუმცა ერთ საათზე მეტი არ იქნებოდა. ამასობაში დაღამება დაიწყო და თითქმის არაფერი აღარ ჩანდა. ჩემი გამყოლი პეტერი იგივე პეტია ბავშვობიდან იმ მიდამოებში ნადირობდა და თვალის შეჩვეული ჰქონდა. უცებ დავინახე ერთი ირემი გამოვიდა და ნელი ნაბიჯით უახლოვდება სასროლად კარგ ადგილს. კი შევამჩნიე ერთი რქა მოტეხილი ჰქონდა, მაგრამ ვეუბნები პეტერას რომ ვესვრი თქო. ის მეუბნება ერთ რქიანი რად გინდაო კარგს დაველოდოთო. იმ მომენტში ადრენალინი და რაც კი რამეა ყველაფერი ისეთი დოზით მქონდა, რომ ერთ რქიანი კი არა ბუშტები და ბანტები რომ ქონოდა თავზე იმასაც ვესროდი ბოლოს კაი მეთქი და განვაგრძეთ ლოდინი. ხო რაც მთავარია პეტერი სლოვაკურად ლაპარაკობს. ინგლისური, რუსული არ იცის. მე სლოვაკური არ ვიცოდი და ასე ჩურჩულით ველაპარაკებიდით ერთმანეთს კოშკურაში. სლოვაკური სლავურ ენებს ჰგავს და რუსული თუ იცი ასე 20-30 პროცენტი გესმის. ამ ინტენსიური საათნახევრის განმავლობაში ვისწავლე სლოვაკური , ოღონდ ჩურჩულით
ამასობაში გამოჩნდა 7 ირემლაღი და ორი შველი. პეტერა მეუბნება შველს არ ესროლო მხოლოდ მამალ ირემლაღს ესროლეო. არადა ღამეა უკვე. თან ეს ირმები სამი ერთად დადგა გვერდიგვერდ. ეს მამალი ირემი ( ანუ თვალი შევაჩვიე თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ დაიწყე დანახვა) დადგა ბარჯვენა ბორტით ჩემსენ, იდეალური სასროლია მაგრამ ორი ირემი გვერდით მიუდგა. ერთი სიტყვით სამი ერთმანეთის მიყოლებით დგას. პეტერა მეუბნება არ ესროლო თორემ სამივეს გახვრეტს ტყვიაო, ჩვენ კიდევ ერთი გვინდა მხოლოდო. უცებ წარმოვიდგინე მიუნჰაუზენი იხვებს შომპოლს რომ ესვრის და შვიდი აცმული იხვი რომ ჩამოვარდება და კინაღამ სიცილი წამსკდა. თან პეტერმა ძალიან დამღალა ასე არ ესროლო , ისე არ ესროლოთი და ნერვები მაქვს დაწყვეტაზე. უცებ მამალი ირემლაღი გვერდით გამოიწია და ... ღამეა სილუეტს ძლივს ვხედავ. პეტერას ვეუბნები ვეღარ ვხედავ თქო და რა ვქნათ მეთქი. ბოლოს შევთანხმდით რომ პეტერა ძლიერ ფანარს მიანათებდა ერთი ორი წამით და ამ მომენტში სანამ ირმები დაფრთხებოდნენ უნდა მესროლა... თან ირმის მხრის უკან და ქვევით. ისე წყნარად მეუბნება გეგონება ტირში ვიდგე და 10 გასროლის უფლება მაქვს. სხვა რა გზა მქონდა და დავთანხმდი სილუეტი მოვძებნე და მიანათე მეთქი. მიანათა და ოპტიკაში ისე განათდა ყველაფერი რომ თვალი კინაღამ დავხუჭე. მერე გავისროლე და დავინახე რომ ირმები მოსწყდნენ ადგილიდან და ტყისკენ გაქუსლეს. მერე ჩაქვრა ფანარი და ისევ სიბნელე. ხომ წარმოგიდგენიათ რა აზრები მიტრიალებს თავში.. აუ ფაიზაღი ავაცილე... ოხ პეტერ შენ რა გიტხარი.. იქნებ მაინც მოვარტყი.. აუ ბაბუს რა დაენახვება ხელცარიელი და ასე შემდეგ. უცებ პეტერა მეუბნება სიგარეტი თუ გაქვსო. აი აქ გადავირიე რა სიგარეტი მოგინდა მეთქი ( თან ეს ყველაფერი ისევ ჩურჩულით ხდება ) კაი მაქვს მერე რა თქო. მოდი მოვწიოთ ერთი ღერიო. მეთქი რადროს მოწევაა , ორი საათია არც კი ვსუნთქავ და.... მიხვდა რომ ცოტა მეტი უნდა ამიხსნას და მეუბნება: ეხლა ის ირემი იქვე წევს 20-25 ნაბიჯშიო. ეხლავე რომ მივვარდეთ თუ დაჭრილია წამოვარდება და ისე გაიქცევა რომ ვეღარ დავეწევითო. ამიტომ 5 წუთი უნდა ვაცალოთო, ხოდა სიგარეტის მოწევა ზუსტად 5 წუთამდე გამოდისო და მერე ჩავიდეთ და ეგ არისო. სიგარეტი მოვწიე ერთი ნაპასით, რა 5 წუთი როგორც იქნა ჩავედით, ისევ ჩუმათ და უხმაუროდ წავედით ირმისკენ. ასე 70-80 მეტრი იქნებოდა. თან მივდივარ თან ვფიქრობ რო მივიდეთ და წამოხტეს და გაიქცეს ალბათ ფეხით გავეკიდები თორე ღამით გაქცეულ ირემს რას გაარტყამ ოპტიკიანი კარაბინით. მივედით როგორც იქნა და მივვარდი რქბში მოვკიდე ხელი და ...... არ ინძრევა. პეტერამ მსუნაგ ძაღლს რომ მწყერს აგდებინებენ პირიდან ისე გამაშვებინა ხელები, თავი დაანებე მზად არისო
მერე ფანარი დავანათეთ და მხრის უკან და ქვევით ქონდა ერთი წითელი წერტილი. პეტერი მეუბნება მაგრად ისვრი ეტყობაო ... ასე 10-15 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში ვისვრი რა , ღამე სროლა გამომდის კარგად მეთქი
მერე დაიწყო რიტუალები.
პეტერამ იქვე სამი პატარა ტოტი მოტეხა. ერთი კბილებში ჩასჩრა - ეს უკანასკნელი საჭმელია მისთვის, მეორე ჭრილობაზე დაადო, ხო აქ ერთი ნიუანსია, თუ დედალია მაშინ ტოტის ძირი ჭრილობისკენ იდება და ფოთლები რქებისკენ, თუ მამალია მაშინ ძირი რქებისკენ იდება. და მესამე მონადირის ქუდში მარჯვენა მხრიდან.
მოვაყენეთ ჩვენი პიკაპი, წონა არ ვიცი ზუსტად მაგრამ ერთმა ვერ ავწიეთ და ორივემ შევაგდეთ ბორტზე და წამოვედი ასე ქუდში ტოტ გარჭობილი და "ბაგაჟნიკში" ირმით ერთი სული მაქვს ჩემებს როდის ვნახავ და ტროფეის ვანახებ.
კინაღამ დამავიწყდა, მანქანაზე დავდეთ ტუ არა პეტერამ ჟიბიდან ამოიღო პლომბა აღნიშნა თარიღი და ფეხზე გაუკეთა. ამის გარეშე ბრაკონიერობად ითვლებაო და ორი წლით სანატორიუმში უფასო დასვენებით ჯილდოვდებაო. მერე შეავსო ერთი ხუთი სხვადასხვა ფურცელი მხოლოდ ამის შემდეგ გავედით გზაზე.
მივედით სახლში, გადმოვირეთ ირემი იქვე დავამუშავეთ. თავიდან პეტერმა იშიშვლა დანა და გატყავება დაიწყო და უცებ შეცბა და ბოდიში მომიხადა უკაცრავად ავტომატურად მომივიდაო და შენ ხომ არ გინდა შენი მონადირებული რომ დაამუშაოო. მე რა თქმა უნდა ვუთხარი რომ სლოვაკური დამუშავების წესის ნახვა მინდა მეთქი და მივეცი უფლება ჩემი მონადირებული ირემი დაემუშავებინა და პირველად ცხოვრებაში ვნახე ირემს როგორ ამუშავებენ
სახლში კიდევ რაღაც ფურცლები შეავსო პეტერამ და
მერე მოვიდა მნახველები, შექებები და არყის ჭიქები . მოკლედ ასე გამოვიდა და დანარჩენს როცა შევხდებით იქ მოვყვები
ერთი სიტყვით ის საღამო ასე დამთავდა:
ოღონდ ცენტრში რომ დგას შავ მაისურიანი ტიპი აზრზე არ ვარ ვინ არის
დადგა მესამე დღეც. ამ დღისათვის განსაკუთრებულიად ემზადებოდნენ და ჩვენც მე და ბაბუს როგორც გავარკვიეთ დიდი პატივი დაგვდეს ამ ნადირობაზე რომ წაგვიყვანეს. რამოდენიმე მონადირე კოლექტივი ერთად აწყობდნენ ამ ნადირობას. მონადირეები იყვნენ ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, სლოვაკეთიდან და რა თქმა უნდა საქართველოდან ლეგიონერები
მზადება დაიწყო ადრე დილით 7 საათზე გამოგვიარეს და მანქანით წავედით. ადგილზე მივედით და დაიწყო მონადირეების შეკრება
2015 შემოდგომა- ზამთრის ჩაცმულობის სავალდეულო დეტალი იყო სტაფილოსფერი; ან ქუდი ან ყელსაბამი ან სამკლავური
იყო ფუსფუსი, მეგობრების შეხვედრები, თოფების და ოპტიკების ჩვენებები, როგორც ხდება ხოლმე
ლეგიონერები ყოველ ნაბიჯზე
ყველა თოფი გადახსნილი და ცარიელი მჭიდებით !!! უსაფრთხოების ნაწილში ძალიან მომთხოვნები არიან
სასაცილო ძაღლებიც
ნადირობის "შეფმა" ორ მწკრივად მოაწყო მონადირეები და ჩაატარა წინა ნადირობის ინსტრუკტაჟი: რაზე ვნადირობთ, უსაფრთხოების წესების დაცვა, წარმატების სურვილები და სხვა მრავალი მაგრამ მაგედენი სლოვაკური ვეღარ გავიგე. ერთი ის იყო რომ როდესაც "შეფი" ლაპარაკობდა ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, ძაღლსაც კი არ დაუყეფია. დისციპლინა და ურთიერთ პატივისცემა საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ !!!
და მერე გავედით ტყეში
ნომრების დალაგება დაიწყო, ნომერში დარჩენილი და გზის გამგრძელებლები ერთმანეთ ქუდის მოხდით ემშვიდობებიან
ეს მაგარი მოძრავი ძაღლი იყო
საკმაოდ ციოდა
ჩვენი მასპინძელი მონადირეები , პეტერი და იანი , ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი
ჩვენი ტრანსპორტი აერბეს ბამპერებით და ტალახის საბურავებით
ბაბუ გასროლის წინ
ჩაის სმა "ზაგონებს" შორის შესვენებაზე
ბაბუ თავის შტუცერით
უხუცესი ლეგიონერის მუშტი
და შედეგები ხუთი ტახი და ერთი მელაკუდა
აი ასეთი პლომბი უკეთდება ყველა ნადირს
ამ ცელოფნებში იდება გულის, ღვიძლის, ფილტვის და თირკმლის ნაწილები, როგორც გამაგებინეს , და იგზავნება შემოწმებაზე. მეორე დღეს პასუხის მიღების შემდეგ შესაძლებელია საკვებად გამოყენება.
სურათის გადაღება ვთხოვეთ ერთერთ მონადირეს და ტახების მაგივრად მანქანებთან გადაგვიღო
ასე დაიცალა ფოტოაპარატის ბატარეიკები, ჩვენ კი ნოსტალგია მოგვაწვა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მადლიერები და კმაყოფილები ვართ ჩვენი სლოვაკი მეგობრების დახვედრით და სტუმართმასპინძლობით მაინც ჩვენ ლეგიონერებთან ქეიფი და ამ ყველაფრის მოყოლა მოგვინდა
უკანა გზაზე ისევ ხალისით ჩამოვედით და იმედია მალე შევხვდებით