Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

მოგზაურობა ევროპაში ანუ როგორ მოხვდნენ ირმის კვალში ჩამდგარი ლეგიონერები სლოვაკეთში

ნადირობა ლეგიონი საქართველო ავსტრია ჩეხეთი სლოვაკეთი ტრადიციები კულტურა ხელოვნება

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 61 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაც შეეხება თვითონ ქვეყნებს. აბსოლუტურად თავისუფალი ტერიტორიებია. არც პოლიცია , არც საზღვრები არც შემოწმება და ა.შ.

15da9bc8d9b5.jpg.

აქ დავდებ რამოდენიმე სურათს და თქვენ თუ მიხვდებით რომელი რომელ ქვეყანაშია გადაღებული -საღოლ..

.

f13c8c0006ab.jpg.

.

.მე მხოლოდ მანქანების სანომრე ნიშნებით ვხვდებოდი , ავსტრიაში ვიყავით , სლოვაკეთში თუ ჩეხეთის ტერიტორიაზე

. ;)

.

60911053734e.jpg

ყველა ერთი დიდი ქვეყნის -ევროკავშირის მოქალაქეები არიან. მოსახლეობით 600 მილიონამდე. სადაც გინდა იქ იცხოვრე , სადაც გინდა იქ იმუშავე , მოკლედ თელავია (პარდონ ევროპაა)- გულავია რა. :ki: 

2d0d29f0e5be.jpg

ეს კი ვიცი - სადაც ვცხოვრობდით , იმ სოფლის კალიცას ეკლესიაა და ნაღდათ ვიცი რომ სლოვაკეთია და დანარჩენებს მე თვითონ ვერ გავარჩევ . თქვენ თუ მიხვდებით კი დააწერეთ მაშინ ქვემოთ რომელი სადაა გადაღებული და რა აღმსარებლობისაა. ლუთერანული, პროტესტანტული , კათოლიკური თუ რა ვიცი ? უკვე მეც დავიბენი რა ...

:0030:


53c8c0d32f03.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვაა მაგრაბი ხართ რა...

ეს ლეგიონერები ხო ყველგან არიან შეაწუხეს ევროპა :))))

აბდულ შენ გაიხარე...

რა კარგად ყვები ყველაფერს... ასე მგონია იქ ვიყავი :)



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯიგარი ხარ გუგაჯან ! ისე 5 ნი კი ვიყავით და მასპინძლები სადმე შეხვედრას რომ გვითქვამდნენ , ტელფონზე კი არ გვირეკავდნე , არამედ ჩვენ ხმაურზე გვპოულობდნენ....მაგრამ 5 ცოტაა. აი 25 რომ წავალთ მერე ნახე ევროპის შეწუხება! წარმომიდგენია იქ რა ამბებს დავატრიალებთ,

:DDD

 


53c8c0d32f03.jpg


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
iverichi

iverichi

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 2289 პოსტი
  • მისამართი:muxiani 2 m/r 14 k
  • წარმოშობა:tbilisi

ვა ვა ვა რა მაგრები ხართ თქვენ გაიხარეთ :*  ერთი ნადირობა ვინადირე უკვე რეპორტის წაკითხვისას :D :*  კაია ესე გააგრზელეთ მეგობრებო !!!!!!!!!!!!!



#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 1565 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მაგრები ხართ ბიჭებო, თქვენ გაიხარეთ,მაგრად ვისიამოვნე რეპორტის კითხვის და სურათების თვალიერების დროს!!! აბდულ მაგარია! :good:  :bravo:



#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 592 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

ბრავო!!! ბრავო!!! ბრავისიმო!!!!!! :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

გაიხარეთ, მე და ბაბუ სულ გნატრულობდით ჩვენთან რომ ყოფილიყავით ზაგონშიც და სუფრებზეც :)



#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4275 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

წარმომიდგენია როგორ ემოციური იქნებოდა მაგარია საღოლ ბიჭები თან რაც მთავარია ლეგიონერებმა რო მოინადირეს ეგ ორმაგად სასიხარულოა 



#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    დელეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2080 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

კარგი გასვლითი მატჩი იყო  :good:  :good:  :good:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

<iframe width="420" height="315" src="https://www.youtube....bed/NbpKpodiaxw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

 

 

https://youtu.be/EW7tIqx7vis


53c8c0d32f03.jpg


#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 4275 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ამ სურათებს რო ვათვალიერებდი მეც არ ვიძახი რა ძაან ნაცნობია თქო . ახოტა ი რიბალკაზე სუ მაგათ სანადიროდ მეურნებოას და მაგ ხალხზე იყო ლაპარაკი, მაგათ გადაცემას ალბათ მილიონჯერ მაქ ნაყურები ეგ ადგილები რო დავინახე უკვე შინაური იყო ჩემთვის, ბაბუ თევნ რო ნომერში იდექით ეგ ნომერიც ხშირად უჩვენებიათ და ზუსტად მაგ ნომერშI მოკლულა ირემი :D ნუ ის კურცჰაარი ხო საერტოდ უკვე ოჯახის წევრივით მყავდა :D



#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ სურათებს რო ვათვალიერებდი მეც არ ვიძახი რა ძაან ნაცნობია თქო . ახოტა ი რიბალკაზე სუ მაგათ სანადიროდ მეურნებოას და მაგ ხალხზე იყო ლაპარაკი, მაგათ გადაცემას ალბათ მილიონჯერ მაქ ნაყურები ეგ ადგილები რო დავინახე უკვე შინაური იყო ჩემთვის, ბაბუ თევნ რო ნომერში იდექით ეგ ნომერიც ხშირად უჩვენებიათ და ზუსტად მაგ ნომერშI მოკლულა ირემი :D ნუ ის კურცჰაარი ხო საერტოდ უკვე ოჯახის წევრივით მყავდა :D

 

გაიხარე ძაბო, გაიხარე!
 


53c8c0d32f03.jpg


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ . შემდეგ გასვლას ვფიქრობ არა 5 კაციანი , არამედ უფრო დიდი შემადგენლობით გავაკეთებთ.

 მოკლედ ვაგრძელებ ჩემი შთაბეჭდილებების ნოყოლას. ეხლა მინდა ავღნიშნო , ევროპელების სასწაული პუნქტუალურობა.

  შეკრების ადგილი იყო სოფელი ზასტავას რატუშის მოედანი. ეს ჩვენგან დაახლოებით 50-60 კილომეტრიას დაშორებით იყო. შეხვედრის დრო კი დილის 10 სთ.   ესეც ძალიან უცნაურად მეჩვენა ვინაიდან ჩვენთან გამთენიისას 4 ზე ვიწყებთ შეკრებას ხოლმე  (თბილისში) და იქაც კი გვაქვს დაგვიანების ფაქტები. ამ ხალხმა , მოასწრო დილის 10 სთზე შეკრება. მერე 2 სარეკის გაკეთება , ამის შემდედ ლაითი სადილი და შესვენება. ხოლო საღამოსკენ კიდევ 2 სარეკი. ბოლოს კი მონადირული ვახშამი. საოცარი ორგანიზებულობა და ოპერატიულობა.

   ეხლა რაც შეეხება შეხვედრის ადგილს და დროს. ეკიპაჟები მოდიოდნენ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდა. რამოდენიმე სერბიც იყო.

    ჩემდა გასაკვირად უნდა ავღნიშნო რომ დანიშნულების ადგილამდ 10-15 კილომეტრით ადრე ჩვენ გადავასწარით 2 ავტომობილს , ხოლო ჩვენ თვითონ რამოდენიმე მანქანა დაგვეწია და გზაში ატყდა სიგნალების  წივილ-კივილი და მაშუქებისა და პროჟექტორების ციმციმი. გასაგები იყო რომ ყველა ეს ხალხი სანადიროთ მოდიოდნენ. მაგრამ გასაოცარი ის იყო რომ ასე პუნქტუალურად როგორ მოახერხეს და ბოლო 10 კილომეტრი უკვე გამწკრივებული სამხედრო კოლონასავით ვიარეთ და ასე ერთად შეკრული ჯაჭვივით შევედით სოფელ ზასტავაში.

.

.

.ba4854d6993c.jpg

 .

f3cf1d6aff46.jpg

მგზავრობისას გადავკვეთეთ ევროპის უდიდესი მდინარე-დუნაი..

.9c974a56f2e5.jpg 

..

3614217ea7b8.jpg

 

ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ აღსანიშნავ ფაქტს .  ესაა ბატონებო , ხასიათში ღრმად გამჯდარი თვითდისციპლინა და

ერთმანეთისადმი  უდიდესი პატივისცემა. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო უბრალო გამვლელ გამომვლელების პატივისცემა მონადირეების მიმართ. სამწუხაროდ ეს ტრადიცია ჩვენში არ არსებობს. (ალბათ თავს გასული ბრაკონიერების მოსაბეზრებელი საქციელის გამო).

 მოგიყვებით ერთ ფაქტს . როდესაც მცირედი , ძალიან სწრაფი მისალმებისა და მიმოკითხვის შემდეგ , აღტყინებული მონადირეების ჯგუფს გამოეყო ერთი ადამიანი და 5-10 ნაბიჯით დასცილდა ამ ჯგუფს (ლაპარაკია რამოდენიმე ათეულ მონადირეზე), ეს ხალხი ისე რომ კაციშვილს არ მიუთითებია , გამწკრივდნენ ხაზზე და გაისუსენ. შეიძლება ითქვას სმენად იქცნენ და პირდაპირი მნიშვნელობით ბუზის გაფრენის ხმა ოსმოდა.

.

.

.706449138fc8.jpg

 

ეს რაც შეეეხება თვითდისცუპლინას. (გაითვალისწინეთ რომ იქ 40 წელზე ნაკლები ასაკის მონადირე საერთოდ არ გვინახია . ცოტა ძვირი ფუფუნბაა და შედარებით ფინანსურად უზრუნველყოფილი ხალხი ნადირობს).

ეხლა რაც შეეხება ურთიერთ პატივისცემას.

 


53c8c0d32f03.jpg


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 36491 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთმანეთს უაღრესად დიდი პატივისცემით ეპყრობიან.

როცა მოთავე საუბრობდა , ამხელა ხალხი ქუდმოხდილები უსმენდნენ. სასწაული თუ გინდა .

..

b37a9bafd476.jpg.

ა ბატონო. ყველამ იშვლიპა ქუდები თავიდან.

 

 

2c63b28214fe.jpg

ნომრებში ერთმანეთს რომ ტოვებენ და წარმატებას უსურვებენ , მაშინაც ქუდს იხდიან და ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს..

.პირდაპირი მნიშვნელობით შლაპებს იყენებენ როგორც უაღრესად ზრდილობიანი და კეთილმოსურნე ხალხი, რომლებიც ჩვენი არ იყოს მაგრამ ესენიც მაგრად იცავენ თავიანთ , თავაზიანობის და არა მარტო ამ ტრადიციებს.

     ეხლა რაც შეეხება უსაფრთხოებას.

1.ყველა იარაღი არის დემონსტრაციულად გახსნილი. ანუ როცა ადამიოანები საუბრობენ, არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ლულა მათკენ არის მიშვერილი თუ არა . ჩვენთან კი ბევრჯერ შემიმჩნევია რომ ხან ერთმანეთის ლულას გასწევენ ხელით და ხან ერთმანეთს ეკითხებიან , იარაღი ხომ განმუხტულია. ამით ერთგვარ შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს.(ლეგიონს და ლეგიონერებს არ გეხებათ) იქ ეს აზრად არავის მოსდის , იმიტომ რომ საკითხავიც არაფერია.

ესეც მაგალითი.

 

12322368_504092339751308_794249939145852

 

იმის გარდა რომ ყველაიარაღი, გადახსნილ და , ზატვორ გაწეულია , რაც ასევე უცნაურია, ყველას ერთნაირად აქვს გადაკიდებული.

5389ac726479.jpg

 ნუ როგორც ხედავთ  შესაშური დისციპლინა, მოწესრიგებულობა, ურთიერთპატივისცემა და ბუნებრივია უსაფრთხოებაა. რომ ვიკითხე , ვერ გაიხსენეს ნადირობისას უბედური შემთხვევა როდის მოხდა..

 არც არავის უთქვია , მაგრამ მათი შემხედვარე შემშურდა ასეთი ერთსულოვნების და უხმოდ გადავიკიდე ჩემთვის უცხო მანერით მხარზე და ჩვენ  მოუწესრიგებელ ქვეყანაზე დაფიქრებული , ნომრისკენ გავეშურე.

25af0408b132.jpg

 

2. ესაა მოძრაობისას არანაირი ვაზნა არ იდება იარაღში. მხოლოდ ნომერში დადგომის მერე იტენება მჭიდი.

 

f60495d74df9.jpg

 

cec9f2a37456.jpg

 

 

3. შესვენებისას ან საკვების მიღებისას არარსებობს რომ ვინმეს იარაღი მხარზე ქონდეს გადაკიდებული.ძალიან ხშირად მინახავს სულწასული მონადირეები , რომლებიც ძლივს იკავებენ თავს და პურს ისე გატეხავენ ხოლმე , იარაღი აქვთ ჩაბღუჯული თითქოს აფხაზების მხარეს მეომარი ჩეჩნური დივერსიული ჯგუფი იყოს სადმე ახლო მახლო და შეიძლება იმ წამს მოუწიოს საპასუხო სროლა. რა ნედერჟანიე სჭირთ ამ ჩემაანალებს , ვერასდროს ვერ ვიგებდი.  აქ არავინ არ იკადრებს რომ იარაღ ასხმული მიუახლოვდეს ან სუფრას ან უბრალოდ ჩაის ფინჯანი გამოართვას მომსახურე პერსონალს ისე რომ იარაღი არ მოიხსნას.

fe8a46310587.jpg

 

6af9f099ee63.jpg

 


53c8c0d32f03.jpg


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1638 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

ვაა!! :bravo: რა შეიძლება ითქვას ... ,,შესანიშნავია  :0025: . . .







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი