Jump to content

Toggle shoutbox მინი ჩათი მინი ჩატის ახალ ფანჯარაში გახსნა

@  ბალუ : (12/12/2017 - 21:16)

გაიხარეთ გაიხარეთ.. ;)

@  გიორგი ლომთაძე : (12/12/2017 - 20:52)

საღამო მშვიდობისა!

@  ხათუნა : (12/12/2017 - 14:08)

სალამი ყველას :0017:

@  giokupra : (12/12/2017 - 12:44)

ავე ლეგიონს როგორ ხართ მეგობრებო??

@  babu : (12/12/2017 - 12:06)

ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება. მეტო, მამი, რაჭველ, გორდა, ფირო, თემურიკა, ბალუ , ბიჭებო ყველას მოგესალმებით. თემურიკა კეთილი იყოს შენი შემომატება ძმობილო

@  ბალუ : (12/12/2017 - 11:46)

გამარჯობათ ბიჭებო..

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

Vaska1990, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 27 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

Diversant, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 32 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  ლეგიონი : (12/12/2017 - 11:34)

tengomengo, მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გილოცავთ 25 წლის იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

@  temurika : (12/12/2017 - 11:24)

გენაცვალეთ ყველა ლეგიონერებს ქართული სულის კვეთებისთვის

@  Panteleimon : (12/12/2017 - 10:50)

დილა მშვიდობისა

@  gorda : (12/12/2017 - 08:29)

დილა მშვიდობის.

@  გიორგი ლომთაძე : (12/12/2017 - 07:29)

დილა მშვიდობისა!

@  mamia suladze : (12/12/2017 - 00:42)

სალამი ყველას

@  mamia suladze : (12/12/2017 - 00:42)

სალამი ყველას

@  მეტეორა : (12/12/2017 - 00:34)

მოგესალმებით მეგობრებო

@  mamia suladze : (11/12/2017 - 23:44)

რახდება ახალიდა კარგი

@  nugo : (11/12/2017 - 23:35)

ლეგიონი,

@  giokupra : (11/12/2017 - 22:03)

საღამო მშვიდობისა მეგობრებო როგორ ხართ ?

@  Giorgi-Kacha... : (11/12/2017 - 21:37)

ლეგიონს გაუმარჯოს ;)


სურათი

მოგზაურობა ევროპაში ანუ როგორ მოხვდნენ ირმის კვალში ჩამდგარი ლეგიონერები სლოვაკეთში

ნადირობა ლეგიონი საქართველო ავსტრია ჩეხეთი სლოვაკეთი ტრადიციები კულტურა ხელოვნება

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 49 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

მოგესალმებით მეგობრებო!

ვიცი რომ ელოდებით რეპორტს , ჩვენი ევროპაში ვოიაჟის შესახებ. გეტყვით იმას რომ ამ რეპორტს აკეთებს ჩვენი აბდულა , მასალა დიდია და ბუნებრივია შთაბეჭდილებებიც . აქედან გამომდინარე შეპირებულ რეპორტს ცოტა შეაგვიანდება.

   ამიტომ გადავწყვიტე ცოტათი რომ მაინც დავაკმაყოფილო თქვენი ცნობის მოყვარეობა , დროოებით , ფოტოების რაღაც ნაწილი ავტვირთო , მცირედი კომენტრარებიოთ ხოლო როცა რეპორტი მზად იქნება ჩემი მასალა წაიშლება.


53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

.

ea72919fe6c7.jpg.

.

d7842df9c576.jpg.

.

fb2a4a3b5d31.jpg.

.

2459eaf910a7.jpg.

.

caa3a9d4bffb.jpg.

.

.


53c8c0d32f03.jpg


#3 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

e35b28f7f591.jpg.

გავეშვიით.

8e8d43d97f48.jpg.

.ჩავფრინდით

11a0e059a1f0.jpg.

.დავლიეთ

68efecaf8368.jpg.

ყავა

dfed8a8102c3.jpg

.ლუდიც

07ce9801ec60.jpg.

.და რეისმაც მოგვიწია.


53c8c0d32f03.jpg


#4 Share
Abdula

Abdula

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::dedamitsa

მოგზაურობა ევროპაში ანუ როგორ მოხვდნენ ირმის კვალში ჩამდგარი ლეგიონერები სლოვაკეთში

 

 

ყველაფერი დაიწყო სტანდარტულად

შეკრება გამთენიისას 03-00, მისალმება, მანქანებში ჩაჯდომა და კახეთის მიმართულებით გამგზავრება.... მერე გადავუხვიეთ აეროპორტისკენ..

 

აეროპორტში რაც ხდება ყველამ იცით და ბაბუს არწივისებურ თვალს არ გამოეპარა ეს კადრები ( ზემოთ მოცემულ პოსტებში კარგად ჩანს მგზავრის ცხოვრება აეროპორტებსა და თვითმფრინავში :)

 

ერთი სიტყვით ჩავფრინდით ვენის აეროპორტში. იქ ზარზეიმით დახვედრა ჩვენი მასპინძლის მიერ, ნუ რა თქმა უნდა ჩემოდნებზე ჭიდაობა -  არა მე წამოვიღებ არა მე, არა მაგაზე როგორ შეგაწუხებ ....  რა თქმა უნდა ისეთი ხმაური იყო აეროპორტში , როგორიც ლეგიონის ჩასვლას ეკადრება :) ბოლოს გავედით აეროპორტის შენობიდან მშვიდობიანად , ყველა თავისი ჩემოდნით, რა თქმა უნდა გამოსასვლელთან თითო ღერი სიგარეტი მოვსწიეთ და ჩავლაგდით მანქანებში. 

 

შეფერხების გარეშე დავტოვეთ ავსტრიული ციხესიმაგრე..

 

2f53f86c20e6.jpg

 

და გავემართეთ სლოვაკეთისაკენ.

 

გზაში მასპინძელმა იკითხა ხომ არ წავიხემსოთო სანამ დანიშნულების ადგილას ჩავალთო და დიდი გაწევ-გამოწევის გარეშე შევჩერდით ერთ დუქანში. ვისადილეთ და სანამ გავიდოდით ამ დუქანში აღმოვაჩინეთ ერთი დარბაზი სადაც სერიოზული სახეებით შევედით და მერე ცოტა ვიცელქეთ :)

 

4473fb8a99a0.jpg

 

 

673fcb538e09.jpg

 

 

62fe99ac5950.jpg

 

 

bffbd21c01dc.jpg

 

დათვი დიდხანს არ გაგვძალიანებია :)

 

32736fc36af0.jpg

 

და სანამ დირექცია მოვიდა განვაგრძეთ გზა. 

 

სლოვაკეთში ძალიან ლამაზი ბუნება აღმოჩნდა, მშვენიერი მთებით მინდვრებით და მინდვრებზე ირმებით.

 

2d6bc6c53c30.jpg

 

ამის დანახვაზე მანქანაში რა დღეში ჩავვარდით ძნელი მოსაყოლია :)

 

ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ჩავედით ერთ ულამაზე სოფელში სადაც მივედით სასტუმროში, დავისვენეთ და მალევე დაგვესიენ დანარჩენი მასპინძლები. დაღლილზე და ნამგზავრზე ნადირობა თურმე არ ყოფილა სასარგებლო ჯანმრთელობისათვის და ამიტომ წავედით სავახშმოდ. 

 

9c62abe99fbd.jpg

 

5ff8e4534c69.jpg

 

6d75de7ff73e.jpg

 

51848e62c38f.jpg

 

 

9a0ccf5cf50a.jpg

 

ესეც ეგრეთ წოდებული "ლიუსტრა"

 

f9ba4207516c.jpg

 

ესეც ირმის კერძი 

 

70a76f36a8da.jpg

 

და მე პირადად უკვე ფიქრი გამიჩნდა რომ ესენი ჩვენ არ გვანადირებდნენ და მხოლოდ ნადიმით დავამთავრებდით ამ ყველაფერს როდესაც მასპინძელმა თქვა რომ კარგი იქნებოდა თუ დავისვენებდით რადგან ხვალ სანადიროთ უნდა გავიდეთო. 

 

და აი გათენდა ხვალინდელი დღეც, არანაირი ადრე ადგომა და გამოუძინებლობა. ვისაუზმეთ გავიარ გამოვიარეთ, ქალაქი სკალიცა დავათვალიერეთ, მონადირის მაღაზიაში შევედით და აღვფრთოვანდით და რაღაც რაღაცეებს ხელიც გამოვკარით :)

 

ქალაქი ევროპული, სუფთა და მშვიდი

 

3817d9a262eb.jpg

 

 

321db9356d92.jpg

 

 

f34f978e4046.jpg

 

 

ტურისტები იღებენ სურათებს :)

 

154091acdc19.jpg

 

4b3e89c3f728.jpg

 

 

ერთერთ ტურისტს ლეგიონერის ნიშანი აღმოაჩნდა მხარზე :)

 

8826d557f119.jpg

 

მერე შევიკრიბეთ და დავიწყეთ მზადება საღამოს იხვზე სანადიროთ

 

85c9f13a141a.jpg

 

თოფები, ძაღლები და იხვები მასპინძლებმა დაგვახვედრეს

 

d33de169eb9b.jpg

 

9d906b5961cd.jpg

 

ეს კი ჩასაფრებული ლეგიონერი :)

 

a5e760cb46e5.jpg

 

ცოტა ხანი იხვი არ გამოჩნდა და მერე უცებ ერთმა იხვმა გადაიფრინა ბაბუს თავზე. სამწუხაროდ თოფი მეჭირა კამერის ნაცვლად  იმ მომენტში როცა ბაბუმ პირველივე იხვს ესროლა. წარმოსადგენად ომზე ფილმები ხომ გაქვთ ნანახი, აი გერმანული თვითფრინავები რო ვარდება , ჯერ აფეთქება მერე ტრიალით ბზრიალით ეშვება ხოდა ასე ჩამოვარდა ის იხვი ზუსტად; და იმას მიყვა კიდევ რამოდენიმე. ასე გახსნა ბაბუმ ნადირობის სეზონი სლოვაკეთში. 

 

მერე დაბნელდა და ისევ ნადიმი და ერთი ამბავი. ტრადიციების გაზიარება ბაბუმ აიღო თავის თავზე.

 

aa36608de8f8.jpg

 

 

მეორე დღეც საკმაოდ აუღელვებლად დაიწყო. გამოვეწყვეთ საბრზოლო უნიფორმებში და წავედით ირმებზე სანადიროთ. 

ამ დღეს მე გამიმართლა და ეს პატივცემული ირემლაღი გადამეყარა ტყეში. 

 

a7d9735c8ca2.jpg

 

ესეც ზედხედი :)

 

5646c5c02747.jpg

 

ეხლა კი როგორ ნადირობენ ირემზე ანუ ჩემი ნადირობას მოკლედ მოვყვები

 

შებინდებისას გავედით ტყის პირას. მანქანა გავაჩერეთ მოშორებით და ფრთხილი ნაბიჯით წავედით იმ ადგილისკენ სადაც სავარაუდოდ ირმები გამოვიდოდნენ. ტყის პირას ხისგან გაკეთებული კოშკურები უდგათ, თითქმის უხმაუროდ მივედით ამ კოშკურამდე, საკმაოდ რთული არმოჩნდა უხმაუროდ სიარული ტყეში გამხმარ ფოთლებზე. ტერფი ბოლომდე უნდა მოაშორო მიწას და ისე დაადგა რომ არ გაასრიალო და ამით ხმაური არ გამოიწვიო. რა თქმა უნდა გამოცდილმა მონადირეებმა ეს კარგად იციან. სანამ მივუახლოვდით კოშკურას იქვე ორი შველი ბალახობდა. ჩვენ ირემლაღზე ვიყავით და შესაბამისად ჩუმადვე ჩავუარეთ და კოშკურაზე ავედით. ჩავჯექით ფანჯარასთან და სამი მხრიდან ვაკვირდებოდით წინ გადაშლილ მცირე მდელოს. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა, მე მეგონა ერთი საუკუნე თუმცა ერთ საათზე მეტი არ იქნებოდა. ამასობაში დაღამება დაიწყო და თითქმის არაფერი აღარ ჩანდა. ჩემი გამყოლი პეტერი იგივე პეტია ბავშვობიდან იმ მიდამოებში ნადირობდა და თვალის შეჩვეული ჰქონდა. უცებ დავინახე ერთი ირემი გამოვიდა და ნელი ნაბიჯით უახლოვდება სასროლად კარგ ადგილს. კი შევამჩნიე ერთი რქა მოტეხილი ჰქონდა, მაგრამ ვეუბნები პეტერას რომ ვესვრი თქო. ის მეუბნება ერთ რქიანი რად გინდაო კარგს დაველოდოთო. იმ მომენტში ადრენალინი და რაც კი რამეა ყველაფერი ისეთი დოზით მქონდა, რომ ერთ რქიანი კი არა ბუშტები და ბანტები რომ ქონოდა თავზე იმასაც ვესროდი :) ბოლოს კაი მეთქი და განვაგრძეთ ლოდინი. ხო რაც მთავარია პეტერი სლოვაკურად ლაპარაკობს. ინგლისური, რუსული არ იცის. მე სლოვაკური არ ვიცოდი :) და ასე ჩურჩულით ველაპარაკებიდით ერთმანეთს კოშკურაში. სლოვაკური სლავურ ენებს ჰგავს და რუსული თუ იცი ასე 20-30 პროცენტი გესმის. ამ ინტენსიური საათნახევრის განმავლობაში ვისწავლე სლოვაკური , ოღონდ ჩურჩულით :)

ამასობაში გამოჩნდა 7 ირემლაღი და ორი შველი. პეტერა მეუბნება შველს არ ესროლო მხოლოდ მამალ ირემლაღს ესროლეო. არადა ღამეა უკვე. თან ეს ირმები სამი ერთად დადგა გვერდიგვერდ. ეს მამალი ირემი ( ანუ თვალი შევაჩვიე თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ დაიწყე დანახვა) დადგა ბარჯვენა ბორტით ჩემსენ, იდეალური სასროლია მაგრამ ორი ირემი გვერდით მიუდგა. ერთი სიტყვით სამი ერთმანეთის მიყოლებით დგას. პეტერა მეუბნება არ ესროლო თორემ სამივეს გახვრეტს ტყვიაო, ჩვენ კიდევ ერთი გვინდა მხოლოდო. უცებ წარმოვიდგინე მიუნჰაუზენი იხვებს შომპოლს რომ ესვრის და შვიდი აცმული იხვი რომ ჩამოვარდება და კინაღამ სიცილი წამსკდა. თან პეტერმა ძალიან დამღალა ასე არ ესროლო , ისე არ ესროლოთი და ნერვები მაქვს დაწყვეტაზე. უცებ მამალი ირემლაღი გვერდით გამოიწია და ... ღამეა სილუეტს ძლივს ვხედავ. პეტერას ვეუბნები ვეღარ ვხედავ თქო და რა ვქნათ მეთქი. ბოლოს შევთანხმდით რომ პეტერა ძლიერ ფანარს მიანათებდა ერთი ორი წამით და ამ მომენტში სანამ ირმები დაფრთხებოდნენ უნდა მესროლა... თან ირმის მხრის უკან და ქვევით. ისე წყნარად მეუბნება გეგონება ტირში ვიდგე და 10 გასროლის უფლება მაქვს. სხვა რა გზა მქონდა და დავთანხმდი :) სილუეტი მოვძებნე და მიანათე მეთქი. მიანათა და ოპტიკაში ისე განათდა ყველაფერი რომ თვალი კინაღამ დავხუჭე. მერე გავისროლე და დავინახე რომ ირმები მოსწყდნენ ადგილიდან და ტყისკენ გაქუსლეს. მერე ჩაქვრა ფანარი და ისევ სიბნელე. ხომ წარმოგიდგენიათ რა აზრები მიტრიალებს თავში.. აუ ფაიზაღი ავაცილე... ოხ პეტერ შენ რა გიტხარი.. იქნებ მაინც მოვარტყი.. აუ ბაბუს რა დაენახვება ხელცარიელი და ასე შემდეგ. უცებ პეტერა მეუბნება სიგარეტი თუ გაქვსო. აი აქ გადავირიე რა სიგარეტი მოგინდა მეთქი ( თან ეს ყველაფერი ისევ ჩურჩულით ხდება :) ) კაი მაქვს მერე რა თქო. მოდი მოვწიოთ ერთი ღერიო. მეთქი რადროს მოწევაა , ორი საათია არც კი ვსუნთქავ და.... მიხვდა რომ ცოტა მეტი უნდა ამიხსნას და მეუბნება: ეხლა ის ირემი იქვე წევს 20-25 ნაბიჯშიო. ეხლავე რომ მივვარდეთ თუ დაჭრილია წამოვარდება და ისე გაიქცევა რომ ვეღარ დავეწევითო. ამიტომ 5 წუთი უნდა ვაცალოთო, ხოდა სიგარეტის მოწევა ზუსტად 5 წუთამდე გამოდისო და მერე ჩავიდეთ და ეგ არისო. სიგარეტი მოვწიე ერთი ნაპასით, რა 5 წუთი :) როგორც იქნა ჩავედით, ისევ ჩუმათ და უხმაუროდ წავედით ირმისკენ. ასე 70-80 მეტრი იქნებოდა. თან მივდივარ თან ვფიქრობ რო მივიდეთ და წამოხტეს და გაიქცეს ალბათ ფეხით გავეკიდები თორე ღამით გაქცეულ ირემს რას გაარტყამ ოპტიკიანი კარაბინით. მივედით როგორც იქნა და მივვარდი რქბში მოვკიდე ხელი და ...... არ ინძრევა. პეტერამ მსუნაგ ძაღლს რომ მწყერს აგდებინებენ პირიდან ისე გამაშვებინა ხელები, თავი დაანებე მზად არისო :)

მერე ფანარი დავანათეთ და მხრის უკან და ქვევით ქონდა ერთი წითელი წერტილი. პეტერი მეუბნება მაგრად ისვრი ეტყობაო ... ასე 10-15 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში :) ვისვრი რა , ღამე სროლა გამომდის კარგად მეთქი :)

 

მერე დაიწყო რიტუალები. 

 პეტერამ იქვე სამი პატარა ტოტი მოტეხა. ერთი კბილებში ჩასჩრა - ეს უკანასკნელი საჭმელია მისთვის, მეორე ჭრილობაზე დაადო, ხო აქ ერთი ნიუანსია, თუ დედალია მაშინ ტოტის ძირი ჭრილობისკენ იდება და ფოთლები რქებისკენ, თუ მამალია მაშინ ძირი რქებისკენ იდება. და მესამე მონადირის ქუდში მარჯვენა მხრიდან. 

 

მოვაყენეთ ჩვენი პიკაპი, წონა არ ვიცი ზუსტად მაგრამ ერთმა ვერ ავწიეთ და ორივემ შევაგდეთ ბორტზე და წამოვედი ასე ქუდში ტოტ გარჭობილი და "ბაგაჟნიკში" ირმით :)  ერთი სული მაქვს ჩემებს როდის ვნახავ და ტროფეის ვანახებ. 

 

კინაღამ დამავიწყდა, მანქანაზე დავდეთ ტუ არა პეტერამ ჟიბიდან ამოიღო პლომბა აღნიშნა თარიღი და ფეხზე გაუკეთა. ამის გარეშე ბრაკონიერობად ითვლებაო და ორი წლით სანატორიუმში უფასო დასვენებით ჯილდოვდებაო. მერე შეავსო ერთი ხუთი სხვადასხვა ფურცელი მხოლოდ ამის შემდეგ გავედით გზაზე. 

 

მივედით სახლში, გადმოვირეთ ირემი იქვე დავამუშავეთ. თავიდან პეტერმა იშიშვლა დანა და გატყავება დაიწყო და უცებ შეცბა და ბოდიში მომიხადა უკაცრავად ავტომატურად მომივიდაო და შენ ხომ არ გინდა შენი მონადირებული რომ დაამუშაოო. მე რა თქმა უნდა ვუთხარი რომ სლოვაკური დამუშავების წესის ნახვა მინდა მეთქი და მივეცი უფლება ჩემი მონადირებული ირემი დაემუშავებინა და პირველად ცხოვრებაში ვნახე ირემს როგორ ამუშავებენ :) :)

 

სახლში კიდევ რაღაც ფურცლები შეავსო პეტერამ და 

 

მერე მოვიდა მნახველები, შექებები და არყის ჭიქები :). მოკლედ ასე გამოვიდა და დანარჩენს როცა შევხდებით იქ მოვყვები :) 

 

ერთი სიტყვით ის საღამო ასე დამთავდა:

 

c3cd4a10346c.jpg

 

ოღონდ ცენტრში რომ დგას შავ მაისურიანი ტიპი აზრზე არ ვარ ვინ არის :)

 

დადგა მესამე დღეც. ამ დღისათვის განსაკუთრებულიად ემზადებოდნენ და ჩვენც მე და ბაბუს როგორც გავარკვიეთ დიდი პატივი დაგვდეს ამ ნადირობაზე რომ წაგვიყვანეს. რამოდენიმე მონადირე კოლექტივი ერთად აწყობდნენ ამ ნადირობას. მონადირეები იყვნენ ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, სლოვაკეთიდან და რა თქმა უნდა საქართველოდან ლეგიონერები :)

 

მზადება დაიწყო ადრე დილით 7 საათზე გამოგვიარეს და მანქანით წავედით. ადგილზე მივედით და დაიწყო მონადირეების შეკრება 

 

b84839de6ea4.jpg

 

2015 შემოდგომა- ზამთრის ჩაცმულობის სავალდეულო დეტალი  იყო სტაფილოსფერი; ან ქუდი ან ყელსაბამი ან სამკლავური :)

 

27fb3d7c2abe.jpg

 

იყო ფუსფუსი, მეგობრების შეხვედრები, თოფების და ოპტიკების ჩვენებები, როგორც ხდება ხოლმე 

 

ლეგიონერები ყოველ ნაბიჯზე :)

 

ccf476426fec.jpg

 

2de7a9a8a9e1.jpg

 

 

ყველა თოფი გადახსნილი და ცარიელი მჭიდებით !!! უსაფრთხოების ნაწილში ძალიან მომთხოვნები არიან

 

 

936ade8fe9f0.jpg

 

d60a8006ba18.jpg

 

fccde7373633.jpg

 

სასაცილო ძაღლებიც :)

 

597484e47325.jpg

 

ნადირობის "შეფმა" ორ მწკრივად მოაწყო მონადირეები და ჩაატარა წინა ნადირობის ინსტრუკტაჟი: რაზე ვნადირობთ, უსაფრთხოების წესების დაცვა, წარმატების სურვილები და სხვა მრავალი მაგრამ მაგედენი სლოვაკური ვეღარ გავიგე. ერთი ის იყო რომ როდესაც "შეფი" ლაპარაკობდა ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, ძაღლსაც კი არ დაუყეფია. დისციპლინა და ურთიერთ პატივისცემა საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ !!!

 

5389ac726479.jpg

 

0ef5b4153d19.jpg

 

და მერე გავედით ტყეში 

 

f60495d74df9.jpg

 

819a18c9ca57.jpg

 

ნომრების დალაგება დაიწყო, ნომერში დარჩენილი და გზის გამგრძელებლები ერთმანეთ ქუდის მოხდით ემშვიდობებიან

 

74fb61cbd6b4.jpg

 

ეს მაგარი მოძრავი ძაღლი იყო :)

 

329b835fdd96.jpg

 

d093fb408383.jpg

 

a0738ecd93b5.jpg

 

e2cc14092d02.jpg

 

საკმაოდ ციოდა 

 

e7e979acfd57.jpg

 

ჩვენი მასპინძელი მონადირეები , პეტერი და იანი , ორივე არაჩვეულებრივი ადამიანი

 

b9e1d867665a.jpg

 

ჩვენი ტრანსპორტი აერბეს ბამპერებით და ტალახის საბურავებით 

 

ca4a366e85f8.jpg

 

ბაბუ გასროლის წინ 

 

5be05756660a.jpg

 

 

ჩაის სმა "ზაგონებს" შორის შესვენებაზე

 

fe8a46310587.jpg

 

6af9f099ee63.jpg

 

ბაბუ თავის შტუცერით

 

25af0408b132.jpg

 

უხუცესი ლეგიონერის მუშტი :)

 

cec9f2a37456.jpg

 

 

და შედეგები :) ხუთი ტახი და ერთი მელაკუდა

 

 

28397df7ee47.jpg

 

აი ასეთი პლომბი უკეთდება ყველა ნადირს 

 

1f3c60f0db14.jpg

 

1bce515ffc13.jpg

 

ამ ცელოფნებში იდება გულის, ღვიძლის, ფილტვის და თირკმლის ნაწილები, როგორც გამაგებინეს :), და იგზავნება შემოწმებაზე. მეორე დღეს პასუხის მიღების შემდეგ შესაძლებელია საკვებად გამოყენება. 

 

d1cac512c983.jpg

 

სურათის გადაღება ვთხოვეთ ერთერთ მონადირეს და ტახების მაგივრად მანქანებთან გადაგვიღო :)

 

b9f9deb4ba3f.jpg

 

ასე დაიცალა ფოტოაპარატის ბატარეიკები, ჩვენ კი ნოსტალგია მოგვაწვა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მადლიერები და კმაყოფილები ვართ ჩვენი სლოვაკი მეგობრების დახვედრით და სტუმართმასპინძლობით მაინც ჩვენ ლეგიონერებთან ქეიფი და ამ ყველაფრის მოყოლა მოგვინდა :)

 

უკანა გზაზე ისევ ხალისით ჩამოვედით და იმედია მალე შევხვდებით 



#5 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 3894 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა::თბილისთან ახლოს

მაგარია საღOლ ძმებო, ბაბუ ეგ შტუცერი ვისი :0030: ??



#6 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

კარგი ხარ აბდულ. კარგი სურათებიცაა და რაც მთავარია კარგად გადმოეცი ნანახიც და განცდილიც . :bravo:

მადლობა ამ რეპორტისთვის , მისი კითხვისას ისევ გამახსენდა ის ემოციები რაც ამ ნადირობებს ახლდა. :0072: 

ვფიქრობ ესეთი ევროპული და შესაძლებელია არა მხოლოდ ევროპული გასვლები რეგულარულად უნდა მოაწყოს ლეგიონმა. :ki:


53c8c0d32f03.jpg


#7 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

თქვენის ნებართვით რამოდენიმე სურათს და ჩემს პირად დაკვირვებასაც , მოგვიანებით - გაგიზიარებთ. ;)


53c8c0d32f03.jpg


#8 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა::ქუთაისი

ძაან მაგარი, მშვენიერი ევროტური გამოგსვლიათ, ეს ერთი და სხვა მრავალი  :good:  :bravo:



#9 Share
jaba-ciskarashvili

jaba-ciskarashvili

    სიგნიფერი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 146 პოსტი
  • მისამართი:saburTalo
  • წარმოშობა::kaxeli

ვა ვა ვა რა მაგრები ხართ მაგრად ვისიამოვნე რეპორტით და წარმომიდგენია ნადირობა რა სასიამოვნო იქნებოდა :* 



#10 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3622 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა::ქართლი

მაგრები ხართ ბაბუს რომ დავურეკ დაახლოებით 1 საათი ვილაპარაკეთ იმხელა ემოციებით იყო კაცი რომ ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვა აღმომხდა შემდეგზე მეც მოვდავართქო 

 

აბდულამ რომ გნახავ მერე მოგიყვებიო იმდნი და ისეთი მაგარი სიამოვნება გაიჩIთა რომ ტელეფონზე გამიჭირდებაო :) 

 

მშვენიერია , ყოჩაღ ბაბუ და აბდულ რომ ასე ჯიგრული და მაგარი სურათებით გაამდიდრეთ ლეგიონის ბიბლიოთეკა :) 

 

 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#11 Share
goga_para

goga_para

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 1760 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა::თბილისი

ბრავოო  :good:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#12 Share
პანჩო

პანჩო

    ტრიბუნი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 618 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა::xidari

ვაა  მაგარია  ლომებო  მრავალი  ასეთი  ლამაზი   დღეები  არმოგშლოდეთ  და  არ  მოგვშლოდეშ  !!!

 



#13 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4174 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა::რაჭველი

მალადცი რებიატაა!!!  :good:  :bravo:  :beer:  :*



#14 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3622 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა::ქართლი

ბაბუ და აბდულ სერიოზულ ემოციებში ვარ მეც რომ იცოდეთ ისე ჯიგრული გამოგივიდათ რომ ცოტა არ იყოს მაგრად მომინდა 


პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#15 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 32768 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა::guria

გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ. ვფიქრობ რომ აწი ასეთი გასვლები რეგულარული უნდა გავხადოთ ჩვენ მეგობრებთან. შემდეგი გასვლა უკვე მალე დაიგეგმება.

 ეხლა კი მეც დავამატებ ჩემს ხელთ არსებულ ფოტომასალას  თავისი კომენტარებით.

 

94dab70eb5d3.jpg

პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია , ესაა მიწის ფართობების , უკანასკნელ სანტიმეტრამდე დამუშავება და გამოყენება.

ასევე თვალში მოსახვედრია რომ ყველა დაბისა თუ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს , დატოვებული აქვთ მცირე მაგრამ მაინც , ტყის მასივები, სარეკრეაციო ზონები, რასაც ასევე ძალიან დიდი წარმატებით ან სამონადირეო მეურნეობებად იყენებენ , ან სანადირო საზოგადოებებზე აქვთ არენდით გაცემული.

 თან საინტერესოა რომ ეს სამონადირეო საზოგადოებები შედგება 3-4 კაცისაგანაც და არის ასეულობით და ათასობით დამთავრებული. ყველაფერი ფართზე და მონადირეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ნუ ამ თემაზე მერე ქვემოთაც მექნება საუბარი (თუ დაგაინტერესებთ)

 

 

 

53d3f5342ffc.jpg.

.

ასევე თვალში მოსახვედრი იყო განახლებადი ენერგიის წყაროები. ანუ ჩვენებურად ქარის გენერატორები..  როდესაც დიდ ტურისტულ ცენტრებში და დიდ ტურისტულ მეგაპოლისებში ჩავდიოდი , ესეთი რაღაცეებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება , მაგრამ როდესაც სანადიროთ მიდიხარ უკვე ლანდშაფტს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას გინდა არ გინდა აკვირდები..

.

e534cccd6723.jpg.

ესეთი ქარის "წისქვილები "აბსოლუტურად ყველგანაა. ავსტრიაშიც, ჩეხეთშიც და სლოვაკეთშიც. ნმეტსაც გეტყვით ზოგი სოფლის და დაბის მუნიციპალური საკუთრებაა და ზოგიც ენერგო კომპანიების , რომლებიც იმ მიწის არენდას უხდიან მეპატრონეს რომლის მიწაზეც ესენი დაამონტაჟეს. გამომუშავება კი საკმაოდ ბევრი აქვთ.

 

0a9a25982cf5.jpg.

 იმასაც გეტყვით რომ , მაგალითად სლოვაკეთი , ჩვენი ტერიტორიის ხელა სახელმწიფოა , ხოლო მოსახლეობა 4 მილიონზე ცოტათი მეტია. არა აქვთ არც ქვანახშირი , არც მთის მდინარეები და შესაბამისად არც კაშხლები. ხოლო ელექტრო ენერგია იმდენი აქვთ რომ სოფლების გაზიფიცირებაზე თავსაც იკავებენ და კიდევ იმდენი რჩებათ ელექტროენერგია რომ მეზობელ გერმანიას ჩეხეთს და ავსტრიასაც მიყიდიან.. ჩვენთან რატომ არ შეიძლება ეს ეკოლოგიურად სუფთა და არანაირი ავარიის და კატასტროფის გამომწვევი განახლებადი ენერგიის წყაროები რომ დავამონტჟოთ გაუგებარია. ენგურჰესს რომ რამე მოუვიდეს საქართველოს და ნახევარ თურქეთს შავ დღეს გაუთენებს , ჟინვალშიც და ყველა ხელოვნურ წყალსაცავს მრავალი სოფელის და არქეოლოგიური-ისტორიული ძეგლის ჩაძირვა განადგურება მოყვება , ახლა კიდევ სვანებს და რაჭველებს ემუქრება აყრა და გადასახლება. გაუგებარია რა გზი9თ მივდივართ და საერთოდ სად არის საქართველო? ცუდ ხასიათზე დგები კაცი როცა ხედავ რომ შენც შეგიძლია ასეთი აყვავებული სოფლები და დაბები გქონდეს და ამ დროს მთელი მთის ოფლები დაცარიელებულია ელემენტარული პირობების უქონლობის გამო..

.


53c8c0d32f03.jpg






საკვანძო სიტყვები: ნადირობა, ლეგიონი, საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ტრადიციები, კულტურა, ხელოვნება

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 33 წევრს: