Jump to content

სურათი

ტურიზმი მარაბდაში


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 45 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ რეპორტის ავტორობა , პატივცემულ რაჭველს ეკუთვნის!მე მხოლოდ თემა გავუხსენი , ასე რომ ...

       ჰა ბურთი და ჰა მოედანი!


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი
გიო, ველი როგორც მგელი :) :) :)
  • 0

#3 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მოგეესალმებიით ბოშუკებოოო...

 

ერთი სახარება ჩვენი გახარება...

 

როგორც გვქონდა დაგეგმილი გუშხამწინ სანადიმოდ და დასასვენებლად გავედით კუმისი-მარაბდის მიმართულებით, რამაც ძალიან სასიამოვნოდ და დასამახსოვრებლდ ჩაიარა..

 

გასვლა დავგეგმეთ 10-ის ნახევრისთვის, სულ ცოტათი ავცდით გრაფიკს, რამეთუ, მე, თქვენს მონასა და მორჩილს შემაგვიანდა :)))

დაახლოებით 10 ის 20 წუთისათვის ბაბუსა და აბდულას შევხვდი ელბაქიძის დაღმართზე, საიდანაც გეზი ავიღეთ ორთაჭალისკენ   :0025:

 

ტრადიციისამებრ შევჩრერდით ორთაჭალის წრიულთან (კალცავოისთან )))) სადაც გველოდნენ ლევანი ელიზბარაშვილი, ოთო, გორდა და კაშეი )  :0042:

 

მაქსიმალურად მინიმალურ დროში შევიძინეთ სურსათ-სანოვაგე, გადავნაწილდით და გავსწიეთ კუმისისაკენ..

 

გზა საკმაოდ ხალისიანად გავიარეთ და დაახლოებით 1 საათში მივედით დანიშნულების ადგილას სადაც გადაიშალა კუმისის ტბის ულამაზესი ხედი, ყველაფერ სიკეთესთან ერთად ბუნებაც ხარობდა, ისეთი კარგი ამინდი იყო თავისუფლად შეგვეძლო რუჯის მიღება, მაგრამ  ''მკაცრად'' გვქონდა გადაწყვეტილი გვევლო ველურ ბუნებაში და კარგი ადგილი შეგვერჩია ჩვენი მთავარი მისიის განსახორციელებლად :)

მთავარი მიზანი და მიზეზი იმისა თუ რისთვისაც შევიკრიბეთ იყო ჩვენი კარგი მეგობრისა და კარგი ქართველის ზურა იგივე გორდა კვესელავას დაბადების დღის აღნიშვნა..


  • 0

#4 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიდი ლეგიონის დიდი ტრადიციისამებრ, სანამ ტურიზმით დავიწყებდით დაკავებას, შევსვით 3 ჭიქუნია ზოგმა არაყი, ზოგმა ჭაჭუნია და გავიჭერით ველებზე..

3e04dc546b81.jpg

.

072dbd22fda4.jpg

.

fa353486a755.jpg

/

7c0f6405f1fd.jpg/...

 

d2d7292cdcaa.jpg

 

.3ff84785967f.jpg

.

57e98c5803d1.jpg.

.

0bada8e6c615.jpg

 

1a44a3c65481.jpg

.

.eebd9bcc3e48.jpg

.

.8d5bb9d3158f.jpg.

..

მართლაც კოხტად გამოიყურებოდა სიმინდ აღებული კუმისი )))) 

 

b609e0cf0654.jpg

 

ჩვენმა მეგობრმა ''კაშეიმ'' ძაღლები წამოიყვანა სად გაგონილა მონადირე და უძაღლოდო :)))

 

6327c1ee2ddc.jpg

 

ასე და ამგვარად ბუნების მბრძანებელი დალი და ოჩოპინტრეც ვახსნენეთ და გავსქურეთ :))

 

აქა იქ პატარა მტაცებლების ნაკვალევს ვაწყდებოდით, ერთი ორჯერ ძაღლიც კი ჩაუდგა კვალში, მაგრამ როგორც ჩანდა გაუგიათ ჩვენი მოულოდნელი სტუმრობის შესახებ და გუდანაბადაკრეფილებს ტბის მეორე მხარეს გადაენაცვლებინათ, სადაც უფრო მეტად აჭერდა მზე და უკეთესი რუჯის მიღება შეიძლებოდა... :0030:

 


  • 0

#5 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მაგრამ მტაცებლები ვის ადარდებდა, იქვე ახლოს ჩეროში დავსხედით და საინტერესო ისტორიების მოყოლა დავიწყეთ, პარალელურად მზეც ზენიტისკენ იწევდა, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა გადავწვიტეთ ჩვენი ტური გაგვემრავალფეროვნებინა და მარაბდისკენ გადაგვენაცვლა...  :ki:

 

ოპერატიულად მივედით მანქანებთან, გზადაგზა ადგილობრივ მწყემსებს გამოვეცნაურეთ და თბილად მოვიკითხ-მოგვიკითხეს, დაახლოებით ნახევარ საათში ფეხი შევდგით მარაბდის ველზე! 

 

70cfc55028b6.jpg

 

მოგეხსენებათ, 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა ყიზილბაშთა წინააღმდეგ გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა

მაგრამ ამ ბრძოლამ სათავე დაუდო დიდ წინააღმდეგობას რამაც ყიზილბაშებს ხელი ააღებინა თავიანთ ბოროტ განზრახვაზე... 

bcbb269584d2.jpg8b2e647971b8.jpg

 

მარაბდის ველზე დაეცნენ ცხრა ძმა ხერხეულიძეები და ბევრი გმირი ქართველნი, რომელთაც თავიანთი სამშობლო არ დაანებეს დამპყრობელს!


  • 0

#6 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ჯერ ხეობებისკენ დავიძარით, იქნებ კარგი ადგილი გვენახა სანადიმოდ, ძაღლებმა არც აქ მოისვენეს, პატარა მტაცებლების კვალმა თავგზა აუბნია საწყალ ცუგრიკებს და შეშფოთებულები ეძებდნენ, მაგრამ

 

როგორც ჩანს აქაც გაგეგოთ ჩვენი სტუმრობის ამბავი და დედაბუდიანად გადახვეწილიყვნენ...რატო წავიდნენ..რისი შეეშინდათ, დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება ჩემთვის   :think:

 

1 საათიანი სიარულის შემდეგ როგორც იქნა მივედით აღთქმულ ადგილას, საიდანაც იშლებოდა სასიამოვნო ხედი, თავისი სიკოხტავით საქვეყნოდ  განთქმულ მარაბდის ტბაზე  :0025:7dbd3826ff97.jpg

 

დაახლოებით 4-5 საათი იყო, ამიტომ ბევრი დრო აღარ დაგვიკარგავს და შევუდექით სანადიმო სამზადისს...

 

ზოგმა სამწვადის აცმა დაიწყო, ზოგმა კოცონი ააგიზგიზა, ზოგიც შეშაზე გავედით.....და ჰოი საოცრებავ, შეშაზე გასულს მეტად არასასიამოვნო ფაქტს შევესწარი იქვე ახლოს

''ნაყანევში'' უსიცოცხლოდ იწვა საწყალი ტურიკო   :(  73393e99b5ed.jpg709c0fb0a9ee.jpg

 

მეტად დამამწუხრა ამ ფაქტმა ვერ გამეგო ვის რას უშავებდა ეს პატარა სათნო მტაცებელი  :0038:

 

f5947c9cb457.jpg

 

f905e52495b6.jpg

მაგრამ, ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ბიჭებმა დამიძახეს შეშა მიგვაკლდაო, დავტრიალდი და ორი გზობა შეშა მივუტანე...

 

 

 

 


  • 0

#7 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

........


  • 0

#8 Share
მეტეორა

მეტეორა

    პატარა მაგისტრი

  • ადმინისტრატორი
  • 3755 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ყოჩაღ პატივცემული აწი სულ უნდა გატარო სანადიროდ შენგან კარგი ჟამთაღმწერელი დადეგბა ... 

 

 

მშვენიერი გასვლა გამოგსვლვლიათ ყოჩაღ ამხანაგებო


  • 0

პატივისცემით

 

მეტეორა

 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის 

გამგეობის წევრი


#9 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირველი სერიისდასასრული? გაგრძელება იოხ? ;) ხალხი ელოდება მეორე სერიას


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#10 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

კი ნამდვილად, სულ აფხაზურას და მწვადის მადისაღმძვრელი სუნი მცემს  :0024:  :0024:  :0024:


  • 0

#11 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ხეობებში ყოფნის დროს ჩვენი კარგი მეგობარი მუმუც შემოგვიერთდა , ნადიმობის დაწყებამდე შემოგვიერთდა და აქტიურად ჩაერთო სამზადისში...

 

მწვადი  განვალგეთ, სხვადასხვა სურსათ-სანოვაგე კოხტად გავაწყეთ მაგიდაზე და დავსხედით!!!  ;)

8076930bc088.jpg

 

გორდამ საგანგებოდ ამ დღისთვის გამზადებული ღვინო შემოგვაშველა, რაც მართალი მართალია, ეგ ღვინო რო გამოიზამთრებს იმისთანა  იქნება, ბარეორი გადარიოს და გაახალისოს, როგრც იქტყვიან: ''ნასტაიაში კამფეტ''!  :ki:  :0030:

 

 

ღმერთი ვახსენეთ და მოლხენაც დავიწყეთ, პარალელურად ელიზებს ცალი თვალი კოცონისკენ ეჭირა, კუპატი იყო შესაწვავი, თანაც სუფრას უძღვებოდა.... აი აისეთი ყოჩაგი ბიჭია ლევანი ელიზბარაშვილი :)))

 

ნელ-ნელა, ქართული ტრადიციისამებრ,  მივყვებოდით, გზადაგზა სახუმარო და სახალისო ამბებს ვიხსენებდით, სუფრას მრავალფეროვნება და სილამაზე ადგილობრივი სოფლის მკვიდრის, ადგილ-მამულის მეპატრონის, მიხო პაპას შემომატებამაც შესძინა, რომელიც თავიდან ნადიმობაზე უარს იყო, მაგრამ დაჟნებული თხოვნის შემდეგ დაგვთანხმდა....

 

იუბილარი ვადღეგრძელეთ და ნელ-ნელა გავხურდით, სუსხიანი ქარი უბერავდა ხეობებიდან, მაგრამ კარგად შეხურებულებს ვერას გვაკლებდა )))

 

 


  • 0

#12 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

''გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი''-ო უთქვამს სულმნათ შოთას რუსთაველს....

 

ხოდა, ნელნელა ბინდის მატებასთან ერთად გრადუსმაც აიწია, ფინალიც ახლოვდებოდა,

 

მშვიდობიანად ჩატარებული ლაშქრობისა და ასევე მშვიდობინად დაბრუნების სადღეგრძელო შევსვით  :0023:  :0023:  :0023:

 

გულთბილად გამოვემშვიდობეთ ერთანეთს და გამოვემართეთ თბილისისაკენ....

 

 

  უდავოდ,  კიდევ ერთი კარგად დასამახსოვრებელი დღე მიემატა, ჩვენს, ლეგიონურ ცხოვრებას  :tegius    

ამ სასიამოვნო დღის, უკლებლივ, ყველა მონაწილეს დიდი მადლობა!!!  :good: :* :*

 

 


  • 0

#13 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:legion


  • 0

#14 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

:bravo:


  • 0

#15 Share
Oto

Oto

    კანდიდატუსი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 936 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:ქუთაისი

კარგი იყო ნამდვილად, მე მომწონს და სხვისი არ ვიცი  :ki:


  • 0

#16 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:0025:  :0055:


  • 0

#17 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 4086 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

რაჭველ მარაბდის სურათამდე ჩემი ბოსტნის სურათი რო გიდევს ეგ მარაბდას არ ეკუთვნის ბრატ მაი მუხათია ;)


  • 0

#18 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ვიცი მანტის, კაი ფოტოა და ჩავაგდე )


  • 0

#19 Share
mantis

mantis

    დელეგატი

  • კლუბის წევრი
  • 4086 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

უი ის მარაბდის ტბა კი არაა ეგ გოდერძას ტბაა, მარაბდის ტბა 10 მაგხელა და სოფლის ბოლოშია ის :D

რაჭველ არ იფიქრო შენ მიმართ ცუდად ვარ განწყობილი, უბრალოდ პატარა კონკრეტიკა შევიტანე რა :D


  • 0

#20 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მიღებულია! :)


  • 0

#21 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცოტა ფოტომასალას დავამატებ მეგობრებო

504937df00c7.jpg.

.

feba1bc0aad1.jpg.

.

.418a98490029.jpg

.

.მოკლედ ლანდშაფტიც საინტერესო იყო და განსაკუთრებით სოროების სიმრავლემ გაგვაკვირვა.....


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#22 Share
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული

  • კლუბის წევრი
  • 4456 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:ki:  :ki:  :ki:


  • 0

#23 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ გადაწყდა შეგვეცვალა დისლოკაციის ადგილი.

ისე მართლა ხუმრობის გარეშე ვამბობ , სოროები ძალიან მრავლად იყო . ოღონდ მართლა

 

23f01cd29800.jpg.

.

.

43049d105974.jpg.

.

სანამ ჩავლაგდით , აიშა ისევ ახალ სოტოში იყო "ჩარჭობილი".

67d7e421186b.jpg

 

კაშეიმ სულზე მიუსწრო , . ტრაკი უჩანდა და ეცა კიდევაც კუდში , თორე მერე ამისი ცდა არ გინდოდა? როდის კნეინა ინებებდა იქედან გამოძრომას.

 


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#24 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

მოკლედ გადავედით ახალ ადგილას . შევიცვალეთ დისლოკაციუის ადგილი.

 

f3a15c32e55d.jpg.

.

f802db51c6db.jpg.

 

947c886e689a.jpg.

რა უბედურებაა , ამ ტურებს ვინ ხოცავს , რას ერჩიან? ეტყობა წინა დღეს დაერიენ ვინცხეები.

.

5d082d476c9e.jpg

.

მოკლედ დავაბით ძაღლები თორემ ცალკე სოროებმა და ცალკე ტურებმა (დახოცილებმა) გადაგვირიეს ძაღლები.

გადავ

ბიჭებმა "პური არ ვჭამოთო?" ხოო და გადავინაცვლეთ სხვაგან .

შედარებით კომფორტულ ადგილას . მითუმეტეს რომ ზურას მეგობარს იქვე ფანჩატური ქონდა მოწყობილი.

 

c34b271f6dfa.jpg


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#25 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 33987 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


  • 0

53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი


ეს თემა ნანახი აქვს ფორუმის 2 წევრს:

linkbox.ge