Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით
სურათი

კარაბინი "მედვედ 1" სოკ-9 და ვაზნა 9.3x53R

მედვედ კარაბინი შაშხანა მსხვილი კალიბრი

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

კალიბრი 9.3x53R

  

7c748b7431c1.jpg

 

 

1e9419b82172.jpg

 

ტიპი: შაშხანის

წარმოშობის ადგილი: საბჭოთა კავშირი

შეიქმნა: 1955 წელს

წარმოებაშია: 1962-1977 და 1990 დან დღემდე

დაფუძნებულია : 7.62-54 ვაზნაზე

ტყვიის დიამეტრი: 9.27 მმ

ვაზნის სიგრძე: 53 მმ

ტყვიის სისწრაფე: 640 მ/წმ

ტყვიის წონა: 15 გრამი

ენერგია: 3072 ჯოული

 

bfb9c4bbe0d7.jpg

9.3x53R  საბჭოთა კავშირში შეიქმნა 1955 წელს ცნობილი კონსტრუქტორის მ.ნ. ბლუმის მიერ. ის ეფუძნება მოსინის 7.62x54R ვაზნას და შეიქმნა შორეული ჩრდილოეთში სანადიროდ. გათვლილია მსხვილი სელაპების, მორჟების დათვების და ლოსების მოსაპოვებლად. 

 

90-იან წლებში განიხილებოდა სანადირო ვაზნა იარაღს შექმნა ამ ვაზნაზე , მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო შეუძლებელი გახდა რადგან უმეტეს მოსახლეობას ფინანსური სახსარი არ გააჩნდა მის შესაძენად, ხოლო მდიდარი მოსახლეობა საზღვარგარეთულ ანალოგებს , როგორიცაა 9.3x62 ანიჭებდა პრიორიტეტს. 

 

2014 წლიდან განახლდა ვაზნების წარმოება რადგან ადრე შექმნილი რეზერვები ამოიწურა. ძველსა და ახალს შორის განსხვავება მასალებშია: ახალი ვაზნები ფოლადის გილზებით მზადდება ლატუნის ნაცვლად და ტყვიის ტომპაკის გარსი ბიმეტალურმა შეცვალა. 

 

თავდაპირველად ეს ვაზნა შეიქმნა მოეკვითი ნადირობისათის მსხვილ ცხოველზე ეგრეთ წოდებულ რუსულ სამეულზე: ტახი, ლოსი, დათვი. 

ვაზნის შედარებით ზომიერი სიმძლავრე და საკმაოდ ციცაბო ტრაექტორია განაპირობებდა უსაფრთხო ნადირობას 200 მეტრამდე დისტანციაზე . ტყვიის ეს დისტანცია ზოგ შემთხვევაში ნაკლად განიხილება თუმცა 200 მეტრის შემდეგ ტყვიის მკვეთრი დაცემა უზრუნველყოფს შემთხვევით სროლის მიმართულებით შორს მდგარი მონადირეების უსაფრთხოებას. 

ვაზნის მონაცემები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სანადიროდ არის აუციებელი და საკმარისი ყველა სახის ნადირობისათის. 

 

ამ ვაზნაზე მრავალი იარაღი შეიქმნა დაწყებული კომბინირებული თოფებით როგორიცაა ტოზ 55 ზუბრი, დამთავრებული ბოლტიანი “ლოსი” და ნახევრად ავტომატური “მედვედ” შაშხანებით. მოგვიანებით გამოჩნდა ნახევრად ავტომატური "ბერკუტ" და "საიგა 9"

 

 

 

7ebc31aa5966.jpg

 

“მედვედ სოკ 9” არის ნახევრად ავტმატური კარაბინი სანადირო 9 მილიმეტრიანი კალიბრის. იწარმოებოდა 1965 და 1975 წლებამდე იჟმაშის მიერ. ლულის სიგრძე 55 სანტიმეტრი. ლულის არხი, სავაზნე, ჩამკეტი, პორშინი და გაზის მილი ქრომირებულია, დანარჩენი დეტალები კი დაფარულია ანტიკოროზიული ფენით. 

ავტომატური გდატენვა ხორციელდება გაზის ნაწილის გადამისამართებით ლულაში არსებული ნახვრეტიდან. 

სასხლეტი და დამრტყმელი მექანიზმი კონსტრუქციულად გაერთიანებულია რაც ამარტივებს დაშლისა და გაწმენდის პროცედურას. სასხლეტი 1 და 1.5 კგ მდეა. საკეტი სამი საყრდენით იკეტება. 

მჭიდი არამოხსნადია და სამ ვაზნაზეა გათვლილი სადაც ვაზნები ჭადრაკისებურად ლაგდება. ტყვიების გამოცლის შემდეგ ჩამკეტი უკანა მდგომარეობაში რჩება. დამცავი კეტავს საკეტს და შეუძლებეს ხდის გადატენვას. კარაბინს აქვს ინტეგრირებული ლულის ტორმუზი რაც უკუცემას ამცირებს. სამიზნე მოწყობილობა გათვლილია 100 და 500 მეტრამდე მანძილზე. 

კარაბინის წონა ოპტიკური სამიზნის გარეშე არის 3.3 კილოგრამი და საერთო სიგრძე 110 სანტიმეტრი. 

კარაბინი მარტივია მოხმარებისათვის და არის უღალატო, საიმედო და ხასიათდება როგორც კარგი დაჯგუფებით განსაზღვრულ მანძილზე. 

1965 წელს მოიპოვა ოქროს მედალი და დიპლომი ლაიპციგის საერთაშორისო ბაზარზე. 

d407054281f5.jpg

 

8bd517fd63f3.jpg

 

86d51b3035db.jpg

 

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • კლუბის წევრი
  • 612 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

სანადიროდ კარგი რამ იქნება



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯერ ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება ფასი. ამის მერე შეიძლება მსჯელობა რამდენად გამოსადეგია. ის რო ლაიფციგის 1965 წლის მერე არცერთ გამოფენაზე არაფერი არ აუღია. კარგზე არ მეტყველებს. კალაშნიკოვი ნამდვილად არის მარტივი იარაღი , მაგრამ რამდენად ზუსტი დაჯგუფება აქვს ....ამ თემას ღიად დავტოვებდი. რაც შეეხება არახსნად მჭიდს . აბდულ ვერ მივხვდი მჭიდი არახსნადი როგორ უნდა იყოს? 

     ისე ბენელის ნაირი მჭიდი მოურგიათ , ვაზვრატნი მექანიზმიც , ხუფიც , და საერთო ვიზუალით თუ ვიმსჯელებთ , მგონი ჩვეულებრივი კალაშია. 

ისე ნამდვილად საინტერესოა თუმცა მორალურად მოძველებული მგონია.


53c8c0d32f03.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Abdula

Abdula

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 198 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:dedamitsa

თვითონ იარაღი ვიზუალურად და შესრულებით არაჩვეულებრივია , მეტალი , ხე და გადასვლის ადგილები. ძალიან ცოტა არის გამოშვებული და ძირითადად პოლიტბიუროსთვის და შესაბამისად ნაკლზე საუბარი ზედმეტია. ერტერთი იმზეზიც რატომ არ არის ეს იარაღი გავრცელებული არის ის რომ გამოდიოდა მცირე სერიით და ძირითადად ჩIნოვნიკებს ქონდათ, ისე ვერ იშოვიდი. ჩემი ინფორმაციით საქართველოში 5-6 ცალი იქნა შემოტანილი.

 

სასროლად ძალიან სასიამოვნო. 

რაც შეეხება კალაშნიკოვისგან ძალიან განსხვავდება უფრო ესვედეს სისტემას ჰგავს. მჭიდი მოხსნისას ერთი მხრიდან იხსნება ანუ პეტლით არის მიმაგრებული თოფზე. 

 

შემდგომ წლებში გამოდიოდა 7.62-51 კალიბრზე, ოღონდ გასაკვირი არ არის რომ რუსული კალიბრი იყო და განსხვავდებოდა 308 ვინჩესტერისგან. ამ ვარიანტს ჩვეულებრივი მოხსნადი მჭიდი აქვს.

 

თვითონ ვაზნას რაც ეხება ეს არის კარაბინის ვაზნა ოღონდ 9 მილიმეტრიანი ტყვიით, შესაბამისად დენთი იგივე რაოდენობისაა და ენერგიაც თითქმის იგივე რაც 7.62-54. 

 

ერთხელ წამოვიღებ, ცოტა ვაზნებიც მაქვს და ვისროლოთ და ჩვენი აზრები დავამატოთ :) 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37697 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახ ბაბუ შენ რა მაგარი ხარ? ესეც გაქვს ? ვაა ბრავო აბდულ . შენ აგრძელებ ჩემ გაოცებას ძმობილო. ნუ არც დამიმალია რომ ამ იარაღიდან არ მაქვს გასროლილი. რაც შეეხება თუ პოლიტბიუროსთვის კეთდებოდა , სერიული არაა და "შტუჩნია",

 მით უფრო გამიჩნდა ინტერესი.


53c8c0d32f03.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
zaza.bibilashvili

zaza.bibilashvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 501 პოსტი
  • მისამართი:gori
  • წარმოშობა:gori







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?