Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Charles Hellis & Sons

97867c14ab1f.jpg


699b1c0deaa0.jpg


ფირმა დაარსდა ლონდონში 1884 წელს ჩარლზ ედვარდ ჰელისის მიერ. ეს პატარა საოჯახო საწარმო გახლდათ, რომელიც სუპერელიტურ საწარმოთა რიგში არ ირიცხებოდა, თუმცა ინგლისელ მეიარაღეთა მეორე-მესამე კატეგორიაში შედიოდა. წარმოების გარდა ფირმა დაკავებული გახლდათ იარაღის რემონტითაც.
1902 წლიდან საოჯახო ბიზნესში შედიან შვილები რობერტი და ჯონი, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ფირმის აბრევიატურაში სიტყვა Sons დამატება(შემდგომში, კერძოდ 1946 წელს, რობერტმა ოჯახური უთანხმოების საფუძველზე დატოვა ფირმა და დამოუკიდებელი წარმოება წამოიწყო).

97e963c56468.jpg

დაახლოებით 1900 წლიდან საფირმო ნიშა გახლდათ მოკლელულიანი თოფების წარმოება, რასაც იმ დროში გრანდიოზული მომხმარებელი არ ჰყავდა, თუმცა საკუთარი კლიენტი მაინც ჰყავდა(30 დიუმზე ნაკლები სიგრძის ლულები, მაგალითად ბრენდად აღიარებული ჩერჩილის მოდელი XXV). ამზადებდნენ გრძელლულიანებსაც, თუმცა უმეტესობა მოკლელულიანები გახლდათ. აწარმოებდნენ როგორც საიდლოკებს ასევე ბოქსლოკებსაც.

15d70d1c5390.jpg

საფირმო თოფები მაღალი ხარისხით, ბრწყინვალე დაყვანით, საუკეთესო ბალისტიკითა და საკუთარი "H" დამღით ხასიათდებიან(ამასთანავე სხვასთან შედარებით იაფია Viannen_loungelizard.gif ).
ფირმამ წარმოების პროცესი შეინარჩუნა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, შემდეგ ვაჭრობით იყო დაკავებული, ხოლო 1956 წლის აპრილიდან არსებობა შეწყვიტა...

ბოლოს მოვიყვან ბრიტანული ინტერნეტპორტალის Shooting UK-ის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ჩარლზ ჰელისის თოფების ყიდვა საუკეთესო ინვესტიციაა_ რაც უფრო ასაკოვანი ხდება შენაძენი, მით უფრო მეტად ფასობს. აღნიშნული პორტალის სპეციალისტების მიერ გაკეთდა შედარებითი ანალიზი 5000 გირვანქა სტერლინგზე იაფ ანტიკვარულ თოფებში. მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბრიტანული ფირმები: William Evans, Holland & Holland, Atkin, Grant, Lang და Charles Hellis.
აღნიშნულ ფასთა კატეგორიაში საუკეთესო შენაძენთა სამეულში შედის ელეგანტური CHARLES HELLIS BEST SIDELOCK(ფასი 5000 გირვანქა სტერლინგი), რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა 1920-იანი წლების ბრიტანულ თოფებში.
ლულის სიგრძე 28 დიუმი, უმაღლესი ხარისხის კაკალი, ბრწყინვალე გრავირება...


5cf5ff7e11c9.jpg


e08da2313136.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბდულ ეს ლინკი ჰოლანდ ჰოლანდში არ უნდა დაგედო?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

07b41d120bac.jpg

ფასი: 4000-6000 გირვანქა სტერლინგი 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

არც ისე ძვირია 4000 გირვანქა სტერლინგი :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენ დაუკაააა, ხო და მერე უკანა ფხოვში რო აფხოტიალებ , უჰ რა სანახავი ბიქნება.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?