Jump to content


  • Please log in to reply
1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

edfac13ff587.jpg

ჯეიმს საზერლენდი(1872–1932) დაიბადა შოტლანდიაში და 20 წლის ასაკში ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ბირჟაზე მაკლერად დაიწყო მუშაობა, პარალელურად ინპექტორად მუშაობდა მშენებარე რკინიგზაზე. 1899 წლიდან 30 წლის განმავლობაში ის იყო სპილოებზე პროფესიონალი მონადირე. მუშაობდა მოზამბიკში, ტანზანიაში, უგანდაში, კონგოში და მალავიში.
1912 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი The Adventures of an Elephant Hunter, რომელშიც არაერთგზის აღნიშნავს თავისი .577 ყალიბის ვესტლი რიჩარდისს შტუცერის დადებით მხარეებს. ამ თოფს დროპლოკის საკეტები და ეჟექტორები ამშვენებდა და მის ლულაში განვითარებული ენერგია 9491 ჯოულს შეადგენს.

df3a0bf722e8.jpg

ავტორი აღნიშნავს, რომ ამ თოფში ყველაზე ოპტიმალურია 48,6 გრამიანი ტყვიის სროლა. ,,ერთსასხლეტიანი მექანიზმი მუშაობს ისე კარგად და სწრაფად, რომ ორ სასხლეტს არასოდეს მივუბრუნდები" ,,ამ თოფით დღეისათვის მონადირებული მყავს 120 სპილო".
ჯეიმს საზერლენდი მოწამლეს ტომი ,,აზანდის" წევრებმა 1929 წელს. გადარჩა, თუმცა ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. მიუხედავად ამისა მაინც განაგრძობდა სპილოზე ნადირობას(!!!). საზერლენდი გარდაიცვალა სუდანში 1932 წელს 60 წლის ასაკში.
2012 წლის დასაწყისში, ამ დიდი მონადირის ერთ-ერთი საყვარელი შტუცერი(Westley Richards), გაიყიდა Bonhams-ის აუქციონზე 66 000 გირვანქა სტერლინგად, რომელიც ჯეიმსის სიკვდილის შემდეგ შეძენილი ჰქონდა მის მეგობარს კოლექციონერს ჯ.ჰ. ანდერსონს.

d4614f91aa7d.jpg


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35687 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

,,ერთსასხლეტიანი მექანიზმი მუშაობს ისე კარგად და სწრაფად, რომ ორ სასხლეტს არასოდეს მივუბრუნდები"

 

ა ბატონო. მისტერ ჯეიმს საზარლენდი ალბათ ერკვეოდა საკითხში და ალბათ ბევრჯერ ექნებოდა არასაშტატო სიტუაცია. ასე რომ ერთსასხლეტიანის სასარგებლოდ კიდევ ერთი ავტორიტეიანი მონადირის მოსაზრებაც მეტყველებს.


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი