Jump to content


  • Please log in to reply
პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 35801 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Hambrusch


053497ad51d6.jpg

ყველა დიდი მეიარაღე იმითაა განსაკუთრებული, რომ თავისი სტილი და გამორჩეული ხაზი აქვს...
პეტერ ჰამბრუშმა(ავსტრია, ფერლახი) დაამზადა ორლულიანი, რომელშიც შერწყმულია კლასიკური ინგლისური და კონტინენტური იარაღის დეტალები. ამ თოფის ტექნიკურ თავისებურებას გვერდით დაფებზე განლაგებული მექანიზმი(HSSS) წარმოადგენს. თოფი განსაკუთრებულია თავისი გაფორმებითა და პრაქტიკული გამოყენებით. ის შექმნილია აფრიკული ნადირობისათვის და ამავე დროს ბრწყინვალედ შეიძლება იქნას გამოყენებული ნომრებზე ნადირობისას ან თუნდაც დათვზე.
ერთი შეხედვით ეს თოფი ძველი ინგლისური სკოლის ნაწარმს მოგაგონებთ, თუმცა უფრო ახლოდან მისი დათვალიერებისას გასაგები ხდება, რომ ორლულიანი .450/400 N.E. ყალიბით უფრო დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე უბრალოდ ინგლისური კლასიკა.
ტყვიაზე გათვლილი ორლულიანი ხრახნილი თოფის სიზუსტით, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია!!!
ალბათ დამეთანხმებით, რომ მექანიზმი რომელიც გარე ჩახმახსაც და ავტომატურ შემყენებლებს ერთ თოფში აერთიანებს, არც თუ ხშირად გვხვდება.

7dae728dbf15.jpg



d6b922790444.jpg


a3cf7bcfcd08.jpg

თოფი აღჭურვილია კლასიკური პისტოლეტური კონდახითა და პერდეს ტიბჟირით. კონდახს აქვს გერმანული სალოყე და რეზინის ამორტიზატორი. ხის მასალა უმაღლესი ხარისხის კაკლის ფესვია. მცენარეთა გამოსახულებიანი გრავირება(მოოქროვების ჩათვლით) თოფის ნებისმიერ დეტალზე მხოლოდ უმაღლესი ეპითეტებით შემკობის ღირსია. თოფს გააჩნია ჰოლანდის ეჟექტორები.

1e3be48e67f1.jpg


ლულათა სიგრძე 61 სანტიმეტრია; მთლიანი სიგრძე 103,5 სმ; წონა 5,1 კგ; ლულის შიდა დიამეტრი 27მმ-დან 14,5 მმ-მდე ვიწროვდება. ლულათა მყარ ჩაკეტვას პერდეს საკეტი და ქვედა კაუჭები უზრუნველყოფს. სამიზნე სისტემა ბრწყინვალედაა მორგებული აფრიკულ სანადირო პირობებს. სამიზნური(მუშკა) აღჭურვილია დასაკეცი ,,მარგალიტით" რომელიც ბურუსში დასამიზნებლადაა განკუთვნილი. საკონტროლო მისროლა ხორციელდება 80- 100 მეტრში. მისროლისას 100 მეტრზე ცივი ლულით გაფანტვამ შეადგინა 4,3 სმ, ხოლო თბილი ლულით 9სმ. თოფი განთავსებულია მუხის ქეისში. აგრეთვე მოყვება საწმენდი აქსესუარები და საკიდი სარტყელი.


57d2ea79be38.jpg

ჰამბრუშის თოფს ამშვენებს Kahles Helia CSX 1,1-4×24 -ის ოპტიკა


82f473b0c2f8.jpg

კალაპოტი რაღათქმაუნდა უმაღლესი კლასის ფოლადისაა, რომელსაც დამატებითი სიმყარისათვის გვერდითი სარტელები ამშვენებს. გადასახსნელი ბერკეტი გამჭოლია და ზღაპრული ორნამენტებითაა მორთული.


761db684e5ee.jpg





როგორც ზემოთ აღვნიშნავდით ჰამბრუშის თოფის განსაკუთრებულობა HSSS სისტემაშია.
ეს სისტემა ავტომატურ შეყენებას მოიცავს იმასთან ერთად, რომ შესაძლებელია ხელით იქნას ჩახმახზე მექანიზმი დაყენებული ან მოხსნილი. ჩახმახებზე ძლიერი დარტყმის შემთხვევაშიც კი გამორიცხულია დასხლეტა, რამეთუ ამ შემთხვევაში ჩაქუჩი ნემსას ვერ მიწვდება. ჰამბრუში იძლევა გარანტიას_ დასხლეტა შესაძლებელია მხოლოდ სასხლეტ კავზე დაჭერისას(!!!)
ორმაგი გასროლის ალბათობის აღმოსაფხვრელად ჩამონტაჟებულია დამჭერები. ეს თოფი სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება ვატაროთ შეყენებული ჩახმახებით. სასხლეტი კავები მოოქროვილია.


53c8c0d32f03.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი