Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

W.W. Greener

8b1660661d1b.jpg

იარაღის წარმოებაში ტექნიკურმა გადაწყვეტებმა მე-19 საუკუნეში იმ დონეს მიაღწია, რომ დღესაც იმდროინდელი ხის ნაყოფს ვაგემოვნებთ. პირველ რიგში აღნიშნული ინგლისელ ოსტატებს ეხებათ, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უილიამ ველინგტონ გრინერს ეკუთვნის.
ეს გვარი საიარაღო წარმოებაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვიდა და თანდათან დიდ, ავტორიტეტულ მეიარაღე დინასტისად ჩამოყალიბდა. წარმატების საფუძველი უფროსმა უილიამ გრინერმა ჩაყარა(მენტონის მოსწავლე), რომელმაც 1829 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო ნიუკასლში, ხოლო 1844 წელს კი დაფუძნდა ბირმინგემში. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა თოფებზე პირველი წარწერა ,,გრინერი_ პრინც ალბერტის კარის ოსტატი".
უფროსი გრინერი ნიჭიერი ოსტატი იყო, თუმცა ცნობილი უფრო მეტად მონოგრაფიების ხარჯზე გახდა. მისი პირველი წიგნი ,,The Gun'' გამოქვეყნდა 1834 წელს. შემდეგ გრინერმა მისი სხვა ნაშრომებიც გამოაქვეყნა ,,The Science of Gunneri" 1841 წელს და 1858 წელს ,, Gunneri in 1858" .
უფროსი გრინერის გამოგონებაა სპეციალური ტყვია, რომელიც ლულაში მოძრაობისას წნევის ზემოქმედებით ფართოვდება.

8518b066739b.jpg

1851 წელს წარმოებაში შემოდის შვილი, უილიამ ველინგტონ გრინერი, რომლის პირველი პატენტიც სასხლეტ სისტემას ეხება. 1864 წელს შვილმა გრინერმა დააპატენტა ქვედა გასახსნელი ბერკეტი; 1869 წელს მან დააპატენტა შიდა სასხლეტები; 1880 წელს საცდელ ეგზემპლიარად წარმოადგინა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც იხსნებოდა მარჯვნივ.
1865 წლით თარიღდება გრინერის ყველაზე დიდი და ფუნდამენტალური გამოგონება ე.წ. გრინერის ჭანჭიკი.
იგი წარმოადგენს ლულათა ზედა ჩაკეტვის უმყარეს სისტემას. სამიზნე თამასის ვერტიკალური გაგრძელება, რომელსაც ჰორიზონტალურად აქვს მრგვალი ნახვრეტი, ჩადის კალაპოტის შესაბამის ჭრილში და იკეტება მრგვალი ჭანჭიკით. ჭანჭიკი იმართება გადასახსნელი ბერკეტით.
ამ საკეტის მოდიფიცირების შედეგად შეიქმნა ,,სკოტის ჭანჭიკი" 1874 წელს და კესტნერის ,,ორმაგი ჭანჭიკი", რომელიც უმეტესობა გერმანულ ვერტიკალურებზე გვხვდება.
გრინერის ჭანჭიკი საკეტების სხვა სახეებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ძალიან მყარ და საიმედო დაკეტვას, რომელიც იარაღის ლულათა რყევის პირობებშიც კი უსაფრთხო გასროლის საწინდარია.
შვილი გრინერიც მამის მსგავსად ნაშრომების გამოქვეყნებით იყო დაკავებული. სხვადასხვა წლებში(1871წ,1876წ, 1881წ, 1910წ) მას გამოქვეყნებული აქვს 4 სხვადასხვა ნაშრომი.
1890 წელს გრინერის საწარმო უდიდესი იყო ინგლისში, ხოლო 1923 წელს კი ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საწარმო გახდა სანადირო და სპორტული თოფების წარმოებაში. შემკვეთებისათვის მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტით კომპანიას ბადალი არ ყავდა. ამხელა მრავალფეროვნება დღესაც კი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ საწარმოს.
გრინერის თოფების სავიზიტო ბარათია მცველის განლაგება კონდახის მარცხენა მხარეს.

077fab5dc3f4.jpg


7c63709879d4.jpg


ფირმას მაღალი კლასის იარღთან ერთად ნაწარმოები აქვს მსოფლიო შედევრები. ეს თოფი Saint George (წმინდა გიორგი) სახელითაა ცნობილი და როგორც მისი წარმოების ისტორიული პირველწყარო იუწყება: თოფის კონდახი გაეთებულია კავკასიური კაკალით(უნდა ვივარაუდოთ ქართული კაკალით) . ამ თოფზე წმინდა გიორგისა და ურჩხულის ბრძოლის რელიეფური გრავირებაა. 1910 წელს აღნიშნული თოფი ერთ-ერთი ტრანსპორტირებისას დაიკარგა. 1990 წლიდან ფირმამ ამ თოფების წარმოება კვლავ განაახლა.

b5161ddb7bc3.jpg


ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე გრინერის მორიგი შედევრია აღბეჭდილი.

595f4312e461.jpg

გრინერის თოფებს გააჩნიათ ძალიან მაღალი რესურსი და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები. იარაღის თანამედროვე ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია, რომელიც კარნახობს მწარმოებლებს იარღთან ერთად სხვადასხვა ნივთების წარმოებას. გრინერი თავის ნაწარმის სახრახნისებით, ზუმბებით, ცრუ ვაზნებითა და სხვა აქსესუარებით აკომპლექტებს.

225fddc9e86a.jpg
f378e2b43a71.jpg




დღეისათვის ფირმის მფლობელია გრეჰემ გრინერი, რომელიც დინასტიის მეხუთე წარმომადგენელია. ფირმა უშვებს თითქმის ყველა თავის ადრინდელ მოდელსა და თანამედროვე მოდიფიკაციებს.


fbe7b8f76b3e.jpg

 

რამდენიმე შტრიხი ამ თოფის დამზადებისა და კომპანიის ისტორიიდან

595f4312e461.jpg

1900 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენა ჩარატდა, რომელიც ერთგავრი შეჯამება იყო საუკუნის მიღწევებისა კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში. გამოფენაში მონაწილეობდა 76 ათასი წარმომადგენელი და მუშაობის რამდენიმე თვის განმავლობაში დამთვალიერებელთა რიხვმა 50 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.
ამ გრანდიოზული ღონისძიების ერთ-ერთი საგამოფენო სტენდი გრინერს უნდა დაეკავებინა...

1899 წლის დასაწყისში, როცა ფირმა და მისი ხელმძღვანელი პოპულარობის ზენიტში იყვნენ, უილიამ გრინერმა დაიბარა საწარმოს ოსტატთა ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ საგამოფენო ეგზემპლიარებს აკეთებდნენ, და დაუსახა ამოცანა_ დაემზადებინათ თოფი დამასკური ლულებით გარე ჩახმახებზე, რომელიც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე იქნებოდა წარდგენილი. იარაღი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ კარგი თოფი, არამედ შედევრი, რომლის სადარი არავის ექნებოდა წარმოდგენილი. ამ თოფმა მიიღო ნომერი 48336.
ცნობისათვის: საგამოფენო ეგზემპლიარებზე მომუშავე ოსტატები ყველაზე მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი ოსტატებია, მათი ჯამაგირი 5-ჯერ მეტი გახლდათ სერიულ თოფების მწარმოებელ ოსტატებთან შედარებით.
მოულოდნელად, 1899 წლის ოქტომბერში ოსტატებმა მიიღეს ბრძანება შეეწყვიტათ საგამოფენო თოფის დამზადება. (ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია)...
მეოცე საუკუნე კომპანიას კარგს არაფერს უქადდა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პროდუქციაზე მოთხოვნილებამ იკლო; 1920-30-იან წლებში წარმოების მოცულობა შემცირდა; მეორე მსოფლიო ომმა და შემდგომმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ფირმას. იძულებული გახდნენ წარმოება შეეწყვიტათ.
1965 წელს ფირმა გაიყიდა... ინგლისურმა ,,ვებლიმ" შეიძინა საიარაღო განყოფილება და რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა გრინერის მოდელებს...
გაიყიდა ოჯახის(გრინერების) საიარაღო კოლექციაც, რომლებშიც უიშვიათესი და სამუზეუმო ექსპონატები ჭარბობდა. კოლექციის მყიდველი გახლდათ ამერიკელი ველ ფორგეტი. მან ყველაფერი აშშ-ში გადაზიდა გარდა რამდენიმე ყუთისა, რომლებშიც დაუმთავრებელი კალაპოტები და ნაწილები ეწყო. ფორგეტმა თავის ბირმინგემელ პარტნიორს ბრაიან ებსს თხოვა მოეძებნა მყიდველი, ვინც ყუთების შიგთავსს შეიძენდა.
თავის მხრივ ბრაიანმა მიმართა წარსულში გრინერის კომპანიაში მომუშავე ოსტატ დევიდ დრაიჰერსტს, რათა აღეწერა ყუთების შიგთავსი. დევიდ დრაიჰერსტი იარაღის უბადლო მცოდნე გახლავთ(აქვე შეგახსენებთ, რომ ჰოლანდის ,,როიალის" გვერდითი დაფები მისი ქმნილებაა) და შესრულებული სამუშაოს ჰონორარის სანაცვლოდ შეიძინა ამავე ყუთებში არსებული მოდელი DH75-ის 4 ცალი ნამზადი და ჩახმახიანი თოფი N 48336-ის დაუმთავრებელი ნაწილები. შემდგომში დევიდ დრაიჰერსტი აღნიშნავდა: ,,კომპანია გრინერში მუშაობის პერიოდში თოფი N 48336-ის დეტალებს დირექტორის კაბინეტში ვხედავდი ხოლმე და ყოველ ჯერზე ვშეშდებოდი მათი შემხედვარე!!!"
დაუმთავრებელმა თოფმა დევიდ დრაიჰერსტის კაბინეტში დაჰყო კიდევ 31 წელი...
1985 წელს კომპანია გრინერი გამოსყიდული(დაბრუნებული) იქნა გრეჰემ გრინერის(უილიამ გრინერის შვილთა-შვილთა -შვილი), დევიდ დრაიჰერსტის, რიჩარდ ტენდისა და კენ რიჩარდსონის მიერ. ახალმა მმართველებმა აღადგინეს წარმოება და მოდელთა რიგი. 1990 წლიდან ფირმამ განაახლა მოდელ Saint George-ის წარმოება და ახალი სახელი უწოდა New St George. თოფის გრავირება ალან და პოლ ბრაუნებს ხვდათ წილად. ეს ნამდვილი სენსაცია იყო და შეკვეთებმაც არ დაახანეს...
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანელმა კოლექციონერმა ფირმას შეუკვეთა ერთდროულად რამდენიმე თოფი. კოლექციონერის მორიგი ვიზიტისას მისი ყურადღება მიიპყრო დაუმთავრებელმა თოფმა ნომრით 48336. მან თხოვა გრეჰემ გრინერს დაემზადებინა საგამოფენო სამეული, რომელშიც მთავარი იქნებოდა ეს ჩახმახიანი, ხოლო დანარჩენი ორი კი პირველის დამატება გახდებოდა(დამატებითი თოფების პროტოტიპები გახდებოდნენ St. Louis და St. George).
დამზადება დაიწყო და აღსანიშნავია, რომ ყველაფერი კეთდებოდა მეცხრამეტე საუკუნის ტექნოლოგიით(რაღა თქმა უნდა ხელით). გრავირება ალან ბრაუნმა შეასრულა.

შეკვეთა დასრულდა 2007 წელს. შეიძლება ითქვას, რომ თოფის დამზადებას დააგვიანდა 108 წელი.

ნაკეთობის დასრულების შემდეგ დევიდ დრაიჰერტმა წარმოთქვა: ,,უილიამ გრინერს ახლა რომ ენახა ჩვენი შრომის შედეგი, დაგვეთანხმებოდა, რომ ასეთი შედევრისათვის უფრო მეტი ლოდინიც შესაძლებელია"


7bcef0a6b20c.jpg


სურათზე: კომპანიის ახალი მმართველობა,
მარცხნიდან მარჯვნივ: რიჩარდ ტენდი, დევიდ დრაიჰერსტი, გრეჰემ გრინერი.

სტატიის ავტ: გურულო.კლუბი-მონადირე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორც სანადირო იარაღის მოყვარულებს მოეხსენებათ, გრინერმა თავისი ყველაზე დიდი გამოგონება_მისი სახელობის ურდული 1865 წელს დააპროექტა, ხოლო აქედან ორ წელში დააპატენტა ის(ბრიტანული პატენტი N1339 1867წ). თუმცა ურდულის წარმოებაში ჩაშვებას ხელი შეუშალა ერთ-ერთი ფრანგი მეიარაღის განცხადებამ, აქაოდა მის მიერ ანალოგიური საკეტის უფრო ადრეული გამოგონების თაობაზე.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრანგი მეიარაღე სულ სხვა, მოძველებულ სისტემას გულისხმობდა, კაჟიან საკეტზე(!!!). ამით გაუგებრობა ამოიწურა.
1873 წელს გრინერმა თავისი ურდული გააერთიანა ქვედა ომაგ პერდესთან და დააპატენტა აღნიშნული სისტემა "სამმაგი საკეტი" "Treble Wedge Fast Action".

Treble Wedge Fast Action
2e9ff324e2e5.png
პატენტში მოცემული გახლდათ სამი სხვადასხვა ვარიანტი: პირველი_ ურდული ზედა ბერკეტითა და ქვედა ორმაგი პერდეთი, მეორე_ ურდული ქვედა ბერკეტითა და T-სებური ჯოუნსის საკეტითა და მესამე_ ურდული ვერტიკალური წყობის ლულებისათვის.
უილიამ ველინგტონ გრინერის, თითქმის ბრმა ადამიანის ბოლო გამოგონება გახლდათ 1895 წლის ბრიტანული პატენტი N 228 1895წ. ის გულისხმობდა სამიზნე თამასის გაგრძელების დაყოფას ორ ნაწილად. ნაწილებს შორის დაცილება 3 მილიმეტრი გახლდათ. აღნიშნულმა საკეტმა რაღაც განსაკუთრებული სიმყარე ვერ შემატა Treble Wedge Fast Action-ს, თუმცა საფუძვლად დაედო მორიგ დიდ გამოგონებას:
1904 წელს გერმანელმა მეიარაღემ ჰუსტავ კერსტენმა გრინერის 1873 წლის პატენტის მესამე ექსპერიმენტული ურდული(ვერტიკალური წყობის ლულებისათვის) და 1895 წლის პატენტები გააერთიანა და მიიღო ახალი საკეტი რომელსაც მეორენაირად "ორმაგ გრინერსაც" ეძახიან. კერსტენის საკეტი მარტივი და ამავე დროს ძალიან მყარი გამოდგა. ჰუსტავ კერსტენის "ორმაგი გრინერი" წარმატებით დგება ლულათა ვერტიკალური წყობის გლუვლულიანებზე, ხრახნილებსა და კომბინირებულებზე.

სურათზე: ზემოთ_ გრინერის 1895 წლის პატენტი; ქვემოთ_ კერსტენის "ორმაგი გრინერი"
6db34d270074.png

რედაქტირებულია Gurulo-ის მიერ, 25 August 2015 - 11:55


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ეს სტატია სინამდვილეშI არის ოთარ ლომთაზის საავტორო წიგნიდან , ოტარ ლომტაზე არის საქართველოში და არამარტო საქართველოში ყველაზე მცოდნე ადამინი ამ საკითხში და ბევრი უნიკლური თოფის მფლობელიც



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

W.W. Greener

 



წარმოებულია 1929 წელს, ყალიბი 12/70, ლულის სიგრძე 66სმ, ჩოკები: მარჯვენა 0,2 მარცხენა 0,7; არხის დიამეტრი 18,52; წარწერა ლულასა და კალაპოტზე შესრულებულია ოქროთი; კონდახზე ოქროს მედალიონით; კონდახის ,,ცრემლი-რომბი" და ტიბჟირის წვერი შესრულებულია შავი კამეჩის რქისაგან. წონა3,04კგ.


 




 
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?