Jump to content

ლობიო ლორით


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მასალა:

500გრ. ლობიო
300- 350 გრ. ვიჩინა
3 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
50 გრ. ღორის ქონი
2 დაფნის ფოთოლი
1 მწარე წიწაკა
2 კონა ქინძი
ცოტა რეჰანი
მარილი გემოვნებით
 
 
მომზადება:
 ლობიო გავრეცხოთ და საღამოს დავთოვოთ წყალში ისე რომ ლობიოს ფარავდეს წყალი
 
lobiani20.jpg
 
დილით გადავიტანოთ თიხის ქოთანში და მოვხარშოთ 
 
lobiani17.jpg
 
 
როცა წამოდუღდება  გადაწუროდ და ახალი ადუღებული წყალი დავასხათ 
 
lobiani15.jpg
 
 ხარშვისას ჩავდოთ შიგნით ლორი ანუ სახლის ვიჩინა , დაფნის ფოთოლი , ხმელი წითელი მწიწაკა და უხდება გამხმარი ქონდარი და რეანი, წყლის დაშრობის შემთხვევაში ვასხავთ ადუღებულ წყალს
 
lobiani19.jpg
 
 კარგად რომ მოიხარშება ლობიოს მარცვლები  ამოვიღებთ ვიჩინის ნაჭერს, წვენს გადავწურავთ თასში და ლობიოს მარცვლებს ჩავზილავთ კართოფილის საჭყლეტით, ვიჩინა დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ლობიოში დაასხით შენახული ლობიოს წვენი . ცალკე  დაჭერით წვრილად ხახვი და მოხრაკეთ ღორის ქონში ( ან ზეთში) დაუმატეთ ლობიოს, ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები და დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით.
 
ლობიოს ძალიან უხდება მჭადი და მწნილი :)
 
 
გემრიელად მიირთვით!


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოოო ეტა ოჩენ ვკუსნო, არადა ეს დალოცვილი კოლუმბი ამერიკაში რომ არ მიჩერჩეტებულიყო ,რას ვაპირედით?

ხო დავრჩებოდით ამოლესილის გარეშე და ცნობილი მცხეთის სალობიე ხომ ვერ მიიღებდა სახალხო რესტორნის სიგელს????

:DDD :DDD :DDD


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?