Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Lanber Armas

08762dffaa80.jpg


საწარმო დაფუძნეს ესპანელმა მეიარაღეებმა 1962 წელს პატარა ქალაქ ზალდიბარში. ფირმა პირველად ჰორიზონტალურ გლუვლულიანებს უშვებდა(ამ პერიოდში ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელი ერქვა), ხოლო 1968 წლიდან კი ვერტიკალურების წარმოებაც დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ ფირმა თავისი დაარსებიდან არც თუ ისე დიდ დროს ითვლის, მან მაინც მოახერხა არა მარტო ადგილობრივი, არამედ მსოფლიო ბაზრის გარკვეული სეგმენტის მოპოვება.
სახელი Lanber Armas ფირმამ 1973 წლიდან მიიღო. დღეისათვის ის საშუალო მასშტაბის მწარმოებელია და 15 ათას ერთეულ თოფს უშვებს წელიწადში.

5acabaf16c85.jpg



მოდელების წარმატებულმა არჩევანმა, უცვლელმა მაღალმა ხარისხმა და საიმედოობამ განაპირობეს ის რომ უკვე 1980 წელს ფირმა ესპანური ვერტიკალურების ძირითად ექსპორტიორად იქნა აღიარებული(რამდენიმე ათეული ათასი ცალი მარტო ბრიტანეთშია გაყიდული).
დღეისათვის საწარმოს პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით ეს ვერტიკალურ მოდელებს ეხებათ.
ლულები ქრომო-მოლიბდენის შენადნობისაგან მზადდება, რომელიც მაღალი სიმყარითა და კოროზიისადმი მდგრადობით გამოირჩევა.
ფირმა მრავალფეროვან მოდელებს უშვებს სხვადასხვა სპორტული დისციპლინისათვის.
საწარმოს მიერ შემუშავებულია სახსნელი ჩოკების საკუთარი კრებული Lanberchok, რისთვისაც 1982 წელს დაჯილდოებულია პრიზით AF1-საგან. ამ ჩოკების ერთი ნაირსახეობაა დამაგრძელებლები, რომელთა დაყენება მხოლოდ ნახევარავტომატებზეა შესაძლებელი. მეორე ნაირსახეობა ე.წ. ,,სადები" ჩოკებია, რომლებიც სხვადასხვა მოდელებზე გამოიყენება.

302f56f90ebd.jpg

ლანბერის სანადირო და სპორტული თოფები ძალიან კარგი ბალისტიკით გამოირჩევიან. მათი კონდახები მაღალი ხარისხის ევროპული კაკლითაა გაკეთებული. გრავირება საკმაოდ სადადაა შესრულებული.


მოდელი ვიქტორია 7 მოდიფიკაციითაა წარმოდგენილი

071facc52b97.jpg

e7ce3fbfb1bb.jpg



ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; მჭიდი 2+1; წონა 2,95 - 3,15 კგ; საერთო სიგრძე 122სმ ან 126 სმ; ლულის სიგრძე 67სმ ან 71სმ; 3 ან 5 სახსნელი ჩოკი; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).


მოდელი Lanber Aventura
88a45e267479.jpg

ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ერთ ან ორ სასხლეტ კავზე; წონა 2,8-3,2 კგ; საერთო სიგრძე 111-114 სმ; ლულის სიგრძე 66-70სმ; ეჟექტორზე ან ექსტრაქტორზე; ვენტილიორებადი თამასა; მცველი განლაგებულია ყელზე.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?